„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
14.05.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, მარიამ ლაშხი, ირაკლი კირცხალია, ლევან მაჭავარიანი, ვახტანგ თურნავა, გიორგი ბარვენაშვილი
ნომერი
#07-3/59/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 77 ✗ 4
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 72 ✗ 7
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-05-19
ბიუროს ნომერი 49

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №76, 29.12.2010, მუხ. 500) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1) მე-3 მუხლის: ა) „ა.ბ“ და „ა.ბ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ბ) პაპიროსი; ა.ბ1) სიგარა, სიგარილა;“. ბ) ე1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე1) სიგარაბარი – სპეციალური დაწესებულება, რომელიც მოწყობილია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე და რომელშიც დაშვებულია ამ მუხლის „ა.ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიგარისა და სიგარილას მოწევა;“. 2) მე-10 მუხლის 11 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში (მხოლოდ ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიგარისა და სიგარილას);“. 3) 101 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. აკრძალულია სიგარაბარში ჩუქების, გაყიდვის ან გასინჯვის მიზნით მომხმარებლისთვის რაიმე პროდუქტის შეთავაზება, გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიგარისა და სიგარილასი, აგრეთვე სასმელისა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2025 წლის პირველი აპრილიდან საქართველოში ამოქმედდა თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაციის/განლაგების მოთხოვნები, მათ შორის, შეფუთვის ფერი, წარწერები, ნიშნები და სხვა. აღნიშნული წესი გავრცელდა სიგარილაზეც. თამბაქოს სხვა ნაწარმისგან განსხვავებით, სიგარილა უმეტესად ხელით მზადდება. შესაბამისად, სიგარილას შეფუთვაზე შეფუთვის სტანდარტიზების მოთხოვნების გავრცელება ტექნიკურად რთულია. ინდივიდუალური ნიშნულის შეფუთვაზე დატანამ შეიძლება დააზიანოს პროდუქტის შეფუთვა და ხარისხი. ამასთან, სიგარა და სიგარილას მწარმოებლები ერთი და იგივე კომპანიები (ბრენდები) არიან, მათი წარმოების პროცესი, ტექნოლოგია, შიგთავსი, ნედლეული და იერსახე ანალოგიურია, გარდა ზომისა და წონისა. შესაბამისად, მწარმოებელი კომპანიისთვის რთულია სხვადასხვა სტანდარტით აწარმოოს სიგარისა და სიგარილას შეფუთვა. ამასთანავე, სიგარილა არ არის სტანდარტული მოხმარების თამბაქოს ნაწარმი. მისი ფასიდან და სპეციფიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, მისი მოხმარება არის ფუფუნების საგანი. შესაბამისად, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის სტანდარტიზების შესახებ რეგულაციის თავდაპირველი მიზანი, რომელიც ემსახურება თამბაქოს ნაწარმის, როგორც უარყოფითი გავლენის მქონე პროდუქტის, საზოგადოებისთვის მიმზიდველობის ხარისხის დაწევას, სიგარილას შემთხვევაში არ მიიღწევა. ასევე, აღსანიშნავია, რომ სიგარილა არ არის მასობრივად მოხმარებადი თამბაქოს ნაწარმი. შესაბამისად, მისი მომხმარებელი ძირითადად სეგმენტურად მცირე, სპეციფიკური ჯგუფია. ამიტომ, სიგარილას შეფუთვაზე კანონით გათვალისწინებული რეგულაციების იმგვარად გავრცელება, როგორც სხვა ხშირად მოხმარებად თამბაქოს ნაწარმზე, გამოიწვევს არაპროპორციულ ტვირთს იმპორტირებისა და გაყიდვების ნაწილში. შესაბამისად, ამ პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია შესაბამისი ცვლილება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხის დარეგულირებისთვის აუცილებელია შესაბამისი ცვლილების განხორციელება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი ცვლილების მიღების შემთხვევაში, სიგარილაზე გავრცელდება კანონით გათვალისწინებული ის ნორმები, რომლებიც ვრცელდება სიგარაზე, მათ შორის თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის სტანდარტიზების წესი სავალდებულო აღარ იქნება სიგარილასთვის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ცვლილება შედის „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ“, „ა.ბ1“ და „ე1“ ქვეპუნქტებში, მე-10 მუხლის 11 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტსა და 101 მუხლის მე-4 პუნქტში. ცვლილების მიხედვით, სიგარილაზე გავრცელდება კანონით გათვალისწინებული ის რეგულაციები, რომლებიც ვრცელდება სიგარაზე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია კანონპროექტის გამოქვეყნებისთანავე ძალაში შესვლა, რადგან არ არსებობს ცვლილების განსხვავებულ ვადაში ამოქმედების აუცილებლობა. ამავდროულად, არ არის გათვალისწინებული კანონისთვის უკუძალის მინიჭება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატივა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): 2025 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდა თამბაქოს ნაწარმის ახალი სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციის/განლაგების რეგულაცია, რომელიც ვრცელდება სიგარილაზე. ვინაიდან, სიგარისა და სიგარილას წარმოების პროცესი, ტექნოლოგია, შიგთავსი, ნედლეული და იერსახე ანალოგიურია, გარდა ზომისა და წონისა, მიზანშეწონილია სიგარილაზეც მოქმედებდეს სიგარის ანალოგიური მოთხოვნები და მწარმოებელი კომპანიები არ იყვნენ ვალდებულნი სხვადასხვა სტანდარტით აწარმოონ სიგარისა და სიგარილას შეფუთვა. შესაბამისად, მიზანშეწონილია კანონპროექტის განხილვა მოხდეს დაჩქარებული წესით. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტი მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენა მოსალოდნელია, ვინაიდან სიგარილაზე აღარ გავრცელდება სტანდარტიზებული შეფუთვის ვალდებულება, შესაბამისად აღარ მოხდება პოტენციური სამართალდამრღვევი პირების დაჯარიმება და პოტენციური ჯარიმების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში ასახვა. ამასთან, პოტენციურად მწარმოებლები და იმპორტიორები, რომლებზედაც ვრცელდება კანონპროექტი, შეძლებენ დამატებითი შემოსავლების მიღებას და შესაბამისი გადასახადები აისახება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რესპუბლიკის კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი დადებით გავლენას იქონიებს სიგარილას მწარმოებლებსა და იმპორტიორებზე, რადგანაც თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის სტანდარტიზების რეგულაციები სიგარილაზე არ გავრცელდება. შესაბამისად, სიგარილას მწარმოებლებსა და იმპორტიორებს აღარ მოუწევთ ხარჯების გაწევა თავიანთი პროდუქციის რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. გარდა ამისა, აღარ მოხდება პოტენციური სამართალდამრღვევი პირების დაჯარიმება და შესაბამისი სუბიექტების მიერ პოტენციური ჯარიმების გადახდა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მდგომარეობაზე. მიღება არ ბ2) ქალისა და მამაკაცის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: იქონიებს ზეგავლენას თანასწორობის ბავშვის მდგომარეობაზე უფლებრივ კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, მარიამ ლაშხი, ირაკლი კირცხალია, ლევან მაჭავარიანი, ვახტანგ თურნავა, გიორგი ბარვენაშვილი. შოთა ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ბერეკაშვილი, მარიამ ლაშხი, ირაკლი კირცხალია, ლევან მაჭავარიანი, ვახტანგ თურნავა, გიორგი ბარვენაშვილი.