საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზაალ წერეთლის მიერ წარმოდგენილ დამატებით რამდენიმე საეკლესიო დღესასწაულის სამოქალაქო უქმეებად გამოცხადების შესახებ (№1-2977/25; 10.04.2025) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.05.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-6495/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-05-19
ბიუროს ნომერი 49

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-6495/25 15-05-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის 15 მაისის სხდომაზე განიხილა ზაალ წერეთლის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება დამატებით რამდენიმე საეკლესიო დღესასწაულის სამოქალაქო უქმეებად გამოცხადების შესახებ (№1-2977/25; 10.04.2025). საკანონმდებლო წინადადების ავტორი ითხოვს 9 საეკლესიო დღესასწაულის უქმე დღედ გამოცხადებას. კომიტეტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება უარყოფილ იქნა შემდეგი მიზეზების გამო: საქართველოს შრომის კოდექსით დაწესებულია 18 უქმე დღე, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ევროპის ქვეყნებში, როგორც წესი უქმე დღეების რაოდენობა საგრძნობლად მცირეა. საქართველოზე მეტი უქმე დღე არცერთ ევროპულ ქვეყანაში არაა. საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი ცვლილების შრომის კოდექსში შეტანა გაზრდის უქმე დღეების რაოდენობას 27-მდე, რითაც საქართველო პირველ ადგილზე გავა მსოფლიოში ამ მაჩვენებლით. დამატებითი უქმე დღეების კანონით დაწესება ზიანს მიაყენებს დამსაქმებლებს, რადგან მათი საქმიანობა შეფერხდება ასეთ დღეებში. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2020 წელს სამუშაო დროის რეგულირების კუთხით შრომის კოდექსში განხორციელდა შემდეგი ცვლილებები: თუ სამუშაო დღის განმავლობაში სამუშაო დროის ხანგრძლივობა არანაკლებ 6 საათია, შესვენების დროის ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 60 წუთი; დასაქმებულს ეკუთვნის 1 კვირის განმავლობაში მინიმუმ 24 საათიანი უწყვეტი დასვენება, ან მხარეთა შეთანხმებით მინიმუმ 48 საათიანი უწყვეტი დასვენება 14 დღის განმავლობაში. აღნიშნული რეგულაციები ხელს უწყობს დასაქმებულს ჰქონდეს მეტი თავისუფალი დრო, მათ შორის ეკლესიაში მისასვლელად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge