საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მომართვა საქართველოს მოქალაქეების: ზურაბ ვანიშვილის, ზურაბ ღლონტის, როლანდ კოჩაძის და ბესიკ ქათამაძის მიერ წარმოდგენილი „ქალაქების კვარტლებისთვის საერთო კრების ჩატარების და კვარტლის რჩეულის არჩევის უფლების მინიჭების თაობაზე“ (№1-2240/25; 24.03.2025) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.05.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი
ნომერი
#2-6497/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-05-19
ბიუროს ნომერი 49

📜 ტექსტი

წერილი
2-6497/25 15-05-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით (№33/17; 31.03.2025), რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს დაევალა განიხილოს საქართველოს მოქალაქეების: ზურაბ ვანიშვილის, ზურაბ ღლონტის, როლანდ კოჩაძისა და ბესიკ ქათამაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ქალაქების კვარტლებისთვის საერთო კრების ჩატარების და კვარტლის რჩეულის არჩევის უფლების მინიჭების თაობაზე“ (№1-2240/25; 24.03.2025). საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადების დაცვის და დამატებითი კონსულტაციების გავლის მიზნით, კომიტეტს ესაჭიროება დამატებითი დრო საკითხის სრულყოფილად დამუშავებისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით, რომ საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა გაგრძელდეს 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge