საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დადებითი დასკვნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2024 წლის ანგარიშებთან (№1-2513/25; 29.03.2025) დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.05.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-6519/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-05-19
ბიუროს ნომერი 49

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-6519/25 15-05-2025 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2024 წლის ანგარიშებზე (დასრულებული საქმეები და მიმდინარე საქმეები) (1-2513/25; 29.03.2025) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2025 წლის 7 მაისის სხდომაზე განიხილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2024 წლის ანგარიშები (დასრულებული საქმეები და მიმდინარე საქმეები). ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციების საფუძველზე ზედამხედველობა დაიხურა 18 საქმეზე. ამასთანავე, საანგარიშო პერიოდში აღსრულდა ევროპული სასამართლოს მიერ კონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი 2 განჩინება, რომლებიც არ ექვემდებარებოდა მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობას. თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge ამავე დროს, ანგარიში დეტალურად აღწერს 2024 წლის განმავლობაში მიმდინარე საქმეების აღსრულების მიმართულებით სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ განხორციელებულ საქმიანობას. კომიტეტის შეფასება კომიტეტი მიესალმება, რომ სახელმწიფო ორგანოების მიერ გამოვლენილი ძალისხმევის შედეგად საანგარიშო პერიოდში მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციების საფუძველზე ზედამხედველობა დაიხურა საქმეზე, 18 რაც საქართველოსთან მიმართებით რეკორდული და საუკეთესო მაჩვენებელია. ამასთანავე, სახელმწიფოს მიერ გატარებული ინდივიდუალური/ზოგადი ღონისძიებების შედეგად საანგარიშო პერიოდში აღსრულდა ევროპული სასამართლოს მიერ კონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი 2 განჩინება, რომლებიც არ ექვემდებარებოდა მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობას. საქართველო კვლავაც განუხრელად ასრულებს მომჩივანი მხარისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას. ამავე დროს, საანგარიშო პერიოდში, ზედამხედველობას დაქვემდებარებულ საქმეთა ნაწილში (მაგალითად, „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“, „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“, „ვლადიმერ მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, „აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ“, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“) ინდივიდუალური ღონისძიების - ეფექტიანი გამოძიების, განხორციელების კუთხით დაფიქსირდა ხელშესახები პროგრესი, ხოლო ზოგიერთ საქმეში (მაგალითად, „კეკელიძე საქართველოს წინააღმდეგ“, „ეძგვერაძე საქართველოს წინააღმდეგ“, „კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, „თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ“, „A და B საქართველოს წინააღმდეგ“) ეფექტიანი გამოძიების ჩატარების კუთხით ასეთივე პროგრესი არ შეიმჩნევა. აღსანიშნავია, რომ საქმეთა ნაწილში, გამოვლენილი ძალისხმევის მიუხედავად, გამოძიების პროცესში პროგრესი ობიექტურად ვერ იქნა და ვერც სამომავლოდ იქნება მიღწეული. ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში ხანგრძლივია სასამართლო განხილვის ვადა. მაგალითად, „კვირიკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეში, სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში 2022 წლის დეკემბრიდან დაიწყო და კვლავ მიმდინარეა. ზემოთქმულის პარალელურად, სახელმწიფო საქართველოს პარლამენტმა, გასწიეს ღონისძიებების აღსრულების მიმართულებით. ორგანოებმა, მნიშვნელოვანი გაწეულმა მათ შორის, ძალისხმევა ზოგადი საქმიანობამ მოიცვა წამების/არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა და სიცოცხლის უფლების დაცვა, თანასწორობის უფლების განმტკიცება, ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა, ბავშვთა უფლებების დაცვა, სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა და სხვა. მიღებული ზოგადი ღონისძიებების არასრული ჩამონათვალი ასეთია: საანგარიშო პერიოდში საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების გზით გაიზარდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილება და კანონის ახალმა რედაქციამ გაითვალისწინა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე დანაშაულებზე გამოძიების დაწყების შესაძლებლობა, იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ჩადენილია პროკურორის მიერ; სავარაუდო მხვრეპლისათვის საქმის მასალების გაცნობისა და გამოძიებაში ჩართულობის უზრუნველყოფის პრაქტიკის დამკვიდრება; სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ შექმნილი წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების კვალიფიკაციისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტის რეალიზებას აქვს გარკვეული პროგრესირებადი შედეგები, კერძოდ, სახელმძღვანელო დოკუმენტის ამოქმედების შემდეგ, 2023 წელს სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) 1443 მუხლის მე-2 ნაწილით გამოძიება დაიწყო 15 სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო 2024 წელს 14 სისხლის სამართლის საქმეზე; საანგარიშო პერიოდში კვლავ მიმდინარეობდა დისკრიმინაციის მიმართულებებით მოხელეთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სწავლება პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემებში, ასევე, შესაბამისი ანალიტიკური დოკუმენტების შექმნა - მაგალითად, პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისთვის დამტკიცდა სახელმძღვანელო მითითება „შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ“, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დამტკიცდა „დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი, სწრაფი და ყოვლისმომცველი გამოძიების შესახებ“ სახელმძღვანელო დოკუმენტი; საანგარიშო პერიოდში შეუწყნარებლობის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1240 პირის მიმართ, რაც 2021 წლის მონაცემს დაახლოებით 32,7%-ით აღემატება; საანგარიშო პერიოდში კვლავ მიმდინარეობდა სასწავლო აქტივობები ქალთა მიმართა ან/და ოჯახში ძალადობის საკითხზე თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად; 2024 წელს გენდერული დისკრიმინაციის მოტივის იდენტიფიცირების ზრდის ტენდენცია კვლავ გაგრძელდა; ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის, ასევე, კამპანიების „ნუ წაართმევ ბავშვობას“ და „არა ფემიციდს“ განხორციელება; სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შემუშავდა და 2025 წელს დამტკიცდა გამომძიებლებისთვის შესასრულებლად სავალდებულო სახელმძღვანელო დოკუმენტი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ; 2024 წელს, 89 შემთხვევაში, მსხვერპლის თანხმობით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მოძალადის მიმართ დაწესებულიყო ელექტრონული ზედამხედველობა; 2024 წლის განმავლობაში მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების მიზნით ჩატარდა არაერთი ტრენინგი ბავშვთა უფლებების თემებზე. აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში განხილული საკითხები მოიცავდა ჰააგის 1980 წლის კონვენციას „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“, ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის როლს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში, ბავშვის საჭიროებებს ადმინისტრაციულ წარმოებაში და მშობელთან ან ოჯახურ გარემოსთან დაკავშირებულ ფაქტორებს, სამართალწარმოების პროცესში ბავშვის აზრის მოსმენასთან დაკავშირებულ გამოწვევებს; საერთო სასამართლოს მარტოოდენ პროგრესირებადი ოპერატიული პრაქტიკა წყაროს ან სისხლის ანონიმური სამართლის პირის მიერ პროცესში მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის უკანონოდ ცნობის თაობაზე. მისასალმებელია, რომ სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვან პროგრესს, შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვას, ასაბუთებს სულ მცირე შემდეგი მტკიცებულებები: ა) 2020-2023 წლებში გამამართლებელი განაჩენი დადგა 2392 პირის მიმართ, რაც თითქმის 11-ჯერ აღემატება 2009-2012 წლებში გამართლებულ პირთა რაოდენობას; ბ) 2024 წელს “Ipsos France”-ის ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში მოსახლეობის 61% აფასებს მართლმსაჯულების სისტემას დამოუკიდებლობის თვალსაზრისით როგორც ძალიან ან მეტწილად კარგი. ეს მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით გაიზარდა 10%-ით და აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს, რაც 2023 წლის ევრობარომეტრის კვლევის მიხედვით, 53%-ია; ბ) უკანასკნელი წლების მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ საშუალოდ, საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საჩივრდება პირველ ინსტანციაში შემოსული სამოქალაქო საქმეების დაახლოებით 1,4%, ადმინისტრაციული საქმეების 7% და სისხლის სამართლის საქმეების 6%, რაც სასამართლოს მიმართ მომხმარებელთა ნდობაზე მეტყველებს. ზემოხსენებული პროგრესის პარალელურად, კომიტეტი გასცემს შემდეგ რეკომენდაციებს: 1. აღსრულებას დაქვემდებარებულ შესაძლებელია, მაქსიმალურად იმ საქმეებში, იქნეს სადაც ეს ობიექტურად უზრუნველყოფილი გამოძიების გონივრულ ვადებში ჩატარება და ეფექტიანად წარმართვა; 2. აღსრულებას დაქვემდებარებული ის საქმეები, რომლებიც განსახილველად წარდგენილია სასამართლოში, განხილულ იქნეს გონივრულ ვადებში; 3. სამომავლო ანგარიშში წარმოადგინოს ინფორმაცია ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის საქმეებში 2023 წლიდან საანგარიშო პერიოდის ჩათვლით ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების სტატისტიკის, 2024 წლიდან სასამართლოს მიერ შემაკავებელი ორდერის გაუქმებისა და შემაკავებელი და დამცავი ორდერების დარღვევის რაოდენობის თაობაზე; 4. სამომავლო ანგარიშში წარმოადგინოს ინფორმაცია „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 22 იანვრის N14 დადგენილების აღსრულების, ასევე, ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მიმართულებით „ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის“ აღსრულების შესახებ; 5. სამომავლოდ წარმოსადგენი ანგარიში შედგენილ იქნეს იმგვარად, რომ მან მოიცვას უშუალოდ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული განახლებული ინფორმაცია, ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებების აღსრულების მიმართულებით, რამეთუ პარლამენტის საზედამხედველო უფლებამოსილება გულისხმობს კონკრეტული დროის შუალედში (საანგარიშო პერიოდი) აღსრულების მიმართულებით განხორციელებული პროგრესის შეფასებას. კომიტეტმა მთლიანობაში დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აღსრულების მიზნით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი გადაწყვეტილებების/განჩინებების