საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დადებითი დასკვნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2024 წლის ანგარიშთან (№1-2514/25; 29.03.2025) დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.05.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-6520/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-05-19
ბიუროს ნომერი 49

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-6520/25 15-05-2025 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2024 წლის ანგარიშზე (1-2514/25; 29.03.2025) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2025 წლის 7 მაისის სხდომაზე განიხილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2024 წლის ანგარიში. ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტის მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილ საქმეზე - „ჯ.ჩ. და ჯ.ე. საქართველოს წინააღმდეგ“ ინდივიდუალურ საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების, გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილ ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე ინდივიდუალურ საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისა და გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხილული საქმეების - „ნ.ბ. საქართველოს წინააღმდეგ“ და „ანა თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge არგანაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ - ინდივიდუალური საჩივრების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ. კომიტეტის შეფასება კომიტეტი მიესალმება, რომ „ნ.ბ. საქართველოს წინააღმდეგ“ საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების განხილვის შედეგად, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ზედამხედველობის პროცედურის დასრულების შესახებ დადებითი – A შეფასებით (გატარებული ღონისძიებები დამაკმაყოფილებელი ან დიდწილად დამაკმაყოფილებელია). ამავე დროს, მისასალმებელია, რომ ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე განხორციელდა დამნაშავე პირთა მსჯავრდება, ისევე როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებით მინიჭებულ იქნა კომპენსაცია 100 000 ლარის ოდენობით. საანგარიშო პერიოდში გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე – „ანა არგანაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“. ამავე პერიოდში განხორციელებული საქმიანობის შედეგად გამოძიება პროგრესირებადია, გაეროს კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, შესაბამისმა უწყებამ 2024 წლის ოქტომბერ-ნოემბერში განახორციელა ბავშვების მდგომარეობის დამატებითი/ხელახალი შეფასება, ხოლო კომპენსაციის გაცემის საკითხი განიხილება სასამართლო წესით. გარდა აღნიშნულისა, საქმეზე - „ჯ.ჩ. და ჯ.ე. საქართველოს წინააღმდეგ“, გამოძიების მიმართულებით პროგრესს ობიექტური გარემოებები აფერხებს. ზემოთქმულის პარალელურად, სახელმწიფო ორგანოებმა, გასწიეს მნიშვნელოვანი ძალისხმევა ზოგადი ღონისძიებების აღსრულების მიმართულებით. გაწეულმა საქმიანობამ მოიცვა წამების/არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა, ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა, ბავშვთა უფლებების დაცვა. მიღებული ზოგადი ღონისძიებების არასრული ჩამონათვალი ასეთია: საანგარიშო პერიოდში საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების გზით გაიზარდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილება და კანონის ახალმა რედაქციამ გაითვალისწინა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე დანაშაულებზე გამოძიების დაწყების შესაძლებლობა, იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ჩადენილია პროკურორის მიერ; სავარაუდო მხვრეპლისათვის საქმის მასალების გაცნობისა და გამოძიებაში ჩართულობის უზრუნველყოფის პრაქტიკის დამკვიდრება; სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ შექმნილი წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების კვალიფიკაციისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტის რეალიზებას აქვს გარკვეული პროგრესირებადი შედეგები, კერძოდ, სახელმძღვანელო დოკუმენტის ამოქმედების შემდეგ, 2023 წელს სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) 1443 მუხლის მე-2 ნაწილით გამოძიება დაიწყო 15 სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო 2024 წელს 14 სისხლის სამართლის საქმეზე; საანგარიშო პერიოდში კვლავ მიმდინარეობდა სასწავლო აქტივობები ქალთა მიმართა ან/და ოჯახში ძალადობის საკითხზე თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად; 2024 წელს გენდერული დისკრიმინაციის მოტივის იდენტიფიცირების ზრდის ტენდენცია კვლავ გაგრძელდა; ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის, ასევე, კამპანიების „ნუ წაართმევ ბავშვობას“ და „არა ფემიციდს“ განხორციელება; სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შემუშავდა და 2025 წელს დამტკიცდა გამომძიებლებისთვის შესასრულებლად სავალდებულო სახელმძღვანელო დოკუმენტი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ; 2024 წელს, 89 შემთხვევაში, მსხვერპლის თანხმობით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მოძალადის მიმართ დაწესებულიყო ელექტრონული ზედამხედველობა; სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი არასრუწლოვანთა განთავსების ადგილების/დაწესებულებების დამოუკიდებელი/შიდა მონიტორინგისა და არასრულწლოვანებთან კონფიდენციალური გასაუბრების შესაძლებლობის, ბავშვზე მორგებული საჩივრების სისტემის, იურიდიული დახმარებისა და წარმომადგენლობის უზრუნველყოფის შესაძლებლობის, ბავშვის უფლებების დარღვევათა ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესის დახვეწა. ზემოხსენებული პროგრესისა და გამოწვევების გათვალისწინებით კომიტეტი გასცემს შემდეგ რეკომენდაციებს: 1. აღსრულებას დაქვემდებარებულ იმ საქმეებში, სადაც ეს ობიექტურად შესაძლებელია, მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი გამოძიების გონივრულ ვადებში ჩატარება და ეფექტიანად წარმართვა; 2. აღსრულებას დაქვემდებარებული ის საქმეები, რომლებიც განსახილველად წარდგენილია სასამართლოში, განხილულ იქნეს გონივრულ ვადებში; 3. სამომავლოდ წარმოსადგენი ანგარიში შედგენილ იქნეს იმგვარად, რომ მან მოიცვას უშუალოდ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობები ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებების აღსრულების მიმართულებით, რამეთუ პარლამენტის საზედამხედველო უფლებამოსილება გულისხმობს კონკრეტული დროის შუალედში (საანგარიშო პერიოდი) აღსრულების მიმართულებით განხორციელებული პროგრესის შეფასებას. კომიტეტმა მთლიანობაში დადებითად შეაფასა 2024 წელს საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ორგანიზაციის კომიტეტების ღონისძიებები მიერ გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი საქართველოს გაერთიანებული მიმართ ერების გამოტანილი