საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების მიერ სოციალური შემწეობის მოსახლეობის ქონებრივი კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.05.2025
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-4458/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-05-19
ბიუროს ნომერი 49

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412506749644 19.05.2025 საქართველოს პარლამენტი შემოსავლების სამსახური სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი სათაური: საკანონმდებლო წინადადება "საერთო სასამართლოების მიერ სოციალური შემწეობის მოსახლეობის ქონებრივი კონტროლის შესახებ"" შინაარსი: საქართველოში სოციალური შემწეობის მიმღებია მოსახლეობის რაოდენობა 2007 წლიდან დღემდე თითქმის გასამმაგდა და 2024 წელს შეადგინა ქვეყნის მოსახლეობის 18.1 პროცენტი, ანუ - 671,337 ადამიანი. წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/55/sotsialuri-uzrunvelqofa. შედარებისათვის, ეს რიცხვი 2007 წელს შეადგენს 279 474-ს. საერთო სასამართლოებში არსებული დავების ანალიზი ადასტურებს, რომ თვეში 50-ლარიანი სოციალური შემწეობის მიმღებთა გარკვეული თუ გაურკვევევლი ნაწილი, ამავდროულად ცხოვრობს ქირით (!), მაგალითად, თვეში 200 ლარად და შემდეგ ამ ქირის თანხებს სხვა მოქალაქეებს აკისრებს, სასამართლო მანიპულაციებით. მაგალითად ნონა გოგრიჭინიანი-ს 3 წევრიან ოჯახს სასამართლოებში 2 (ორი) სხვადასხვა ქირის დავა აქვს მოგებული: 7800 ლარზე და 3600 ლარზე. ამავდროულად, შემოსავლების სამსახურშიც დაფიქსირებულია მათი ქირით ცხოვრების ფაქტი, თუმცა - გამქირავებელ მიერ 2009-2014 წლებში ვითომ ქირის არ-გადახდის პირობით, თუ მოვიგებ სასამართლო დავას, გადაგიხდიო. ამგვარი პირობა "გამოვლინდა" საიჯარო პერიოდის დამთავრებიდან 2 წლის შემდეგ. არც საჯარო რეესტრისთის არის ცნობილი ამგვარი ქირავნობის ხელშეკრულებები. სასამართლოები კი - საჯარო რეესტრის ამონაწერებითაც კი არ ინტერესდებიან, ისე აკისრებენ ქირის თანხებს ამ სოციალურ დაუცველ პირთა მოპასუხეებს, სხვადასხვა საბაბით. ამ ქაოტური მდგომარეობით მოსარგებლე პირთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ამ პირობებში, მიზანშეწონილია, რომ საერთო სასამართლოებს, შემოსავლების სამსახურს, სოციალური მომსახურების სააგენტოს და საჯარო რეესტრს გააჩნდეთ ერთიანი მონაცემთა ბაზა, რათა გამოირიცხოს მსგავსი უკანონობის პრეცედენტები. ასე, მაგალითად, თუ სოციალური შემწეობის მიმღები პირი სასამართლოში წარადგენს ქირავნობის ხელშეკრულებას, სოციალური მომსახურების სააგენტო შეუწყვიტავს ამ პირს სოციალური შემწეობის გადახდას და მისთვის გამოყოფილ სოციალურ საცხოვრისს სხვა პირს გადასცემს, ვინც მართლაც სოციალურად დაუცველია. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის თანახმად, გთავაზობთ, მიღებული იყოს საქართველოს კანონი "საერთო სასამართლოების მიერ სოციალური შემწეობის მოსახლეობის ქონებრივი კონტროლის შესახებ", რომლის თანახმადაც შეიქმნება სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა ერთიანი მონაცემთა ბაზა და ყველა სასამართლო დავა გახდება ცნობილი სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის, შემოსავლების სამსახურისთვის და სხვა დაინტერესებული სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის. ასევე - სოციალური საცხოვრისით სარგებლობა სავალდებულო წესით უნდა დაექვემდებაროს საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, რათა საერთო სასამართლოებს და სხვა უწყებებს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გააჩნდეთ წვდომა 671,337 პირის სოციალური საცხოვრისის მონაცემებთან. სახალხო დამცველს, გთხოვთ, ასევე დაინტერესდეთ ამ უნიკალური პრობლემატიკით. დოკუმენტები: 1 ) საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის სტატისტიკა.xls; პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. # მობილური: ელფოსტა: