საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებით კომისიაში წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-05-19
კომიტეტის სხდომის ნომერი 29
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/3305?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
თარიღი
19 მაისი 2025 12:00
2025 წლის 19 მაისი 12.00 სთ.
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
დღის წესრიგი (პროექტი):
1. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი;
2. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი
კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების
განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა.
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.
5/16/2025, 9:53 AM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
2025 წლის 19 მაისი 11.00 სთ
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
სხდომის ოქმი
N29
დავით მათიკაშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
სხდომის თავმჯდომარე:
თავმჯდომარე.
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, აკაკი ალადაშვილი, გიორგი კახიანი, დათო კოდუა, გურამ
მაჭარაშვილი, გენრიეტა წიწავა, იოსებ ჯორბენაძე.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის
თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი):
1. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი;
2. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის წევრთა
რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის
განხილვა.
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.
სხდომის დღის წესრიგის პროექტის გაცნობის შემდეგ, კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად
დაამტკიცეს დღის წესრიგი.
სხდომის თავმჯდომარემ, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე
კომიტეტის წევრებს გააცნო ინფორმაცია კომიტეტის შემადგენლობის ცვლილების თაობაზე, კერძოდ,
ლიკა შარტავამ დატოვა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის შემადგენლობა, ხოლო
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში გაწევრდნენ ფრაქცია „ქართული ოცნების“
წარმომადგენლები აკაკი ალადაშვილი და იოსებ ჯორბენაძე.
დავით მათიკაშვილმა წარმატებები უსურვა კომიტეტის ახალ წევრებს და გამოთქვა იმედი, რომ მათ
ექნებათ კომიტეტში ნაყოფიერი საქმიანობა იმ მიზნების მისაღწევად, რაც არის კომიტეტის საქმიანობის
დღის წესრიგში და რაც სჭირდება საქართველოს პარლამენტს საპროცედურო საკითხებთან მიმართებით.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით
მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ წარმოადგინა აკაკი
ალადაშვილის კანდიდატურა.
დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ აკაკი ალადშვილი არის პროფესიით იურისტი, აქვს ქართულგერმანული უმაღლესი განათლება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის ღირსეული, შრომისმოყვარე,
პატრიოტი ადამიანი.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს აკაკი
ალადაშვილის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევას?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 7 წევრი.
გადაწყვიტეს (ერთხმად):
- არჩეულ იქნეს აკაკი ალადაშვილი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილედ;
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ინფორმაცია აკაკი ალადაშვილის საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის თაობაზე ეცნობოს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის წევრთა
რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის
განხილვა.
მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საქართველოს პარლამენტში შეიქმნა
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია და
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს კომისიის წევრთა რაოდენობისა და
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხს. კერძოდ, საქართველოს
პარლამენტის დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება 10 წევრის შემადგენლობით,
ხოლო პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები გადანაწილდება შემდეგნაირად:
1. ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 5 წევრი;
2. პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ – 2 წევრი;
3. პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ – 1 წევრი;
4. საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრი - 2 წევრი
კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს კომიტეტის
მიერ ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებით კომისიაში
განსაზღვრულ წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 8 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე
საქართველოს პარლამენტის დროებით კომისიაში განსაზღვრული წევრთა რაოდენობა და
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დასამტკიცებლად.
დავით მათიკაშვილი
კომიტეტის თავმჯდომარე
სესილი ძებნიაური
სხდომის მდივანი
2