საქართველოს სახალხო დამცველის წინადადება მსჯავრდებულის იძულებითი მკურნალობის ვადის სასჯელის საერთო ვადაში ჩათვლის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების თაობაზე

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.05.2025
ავტორი
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი
ნომერი
#1-4537/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-05-27
ბიუროს ნომერი 50

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
ირაკლი ფაღავას N6 0144 თბილისი, საქართველო ცხელი ხაზი:1481(24/7) www.ombudsman.ge ელ-ფოსტა: info@ombudsman.ge PUBLIC DEFENDER OMBUDSMAN OF GEORGIA 19 მაი 2025 წ. KA000015100591125 № 25/3922 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს წინადადება მსჯავრდებულის იძულებითი მკურნალობის ვადის სასჯელის საერთო ვადაში ჩათვლის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების თაობაზე შემუშავებულია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგების მიხედვით და გეგზავნებათ „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის შესაბამისად. ბატონო შალვა, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა განიხილა მსჯავრდებულ ს განცხადება, რომელიც შეეხებოდა სასჯელის მოხდის პერიოდში სავარაუდოდ ჩადენილი ახალი დანაშაულისთვის, სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძულებითი მკურნალობის ვადის სასჯელის საერთო ვადაში ჩათვლის საჭიროებას. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ დღეს არსებული საკანონმდებლო მოწესრიგება არსებითად ხარვეზიანია, რაც პირის თავისუფლების უფლებაში გაუმართლებელი ჩარევის საფრთხეს შეიცავს. ფაქტობრივი გარემოებები მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე,[1] სასჯელს იხდის სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებაში (თავდაპირველად შემდგომ კი პენიტენციურ დაწესებულებაში). მოცემული მომენტისთვის, მას არ აქვს ამოწურული სასჯელის ვადა.[2] არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულმა პენიტენციურ დაწესებულებაში ჩაიდინა ახალი დანაშაული.[3] გამოძიების ფარგლებში ბრალდებულის მიმართ დაინიშნა ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, ვინაიდან დაუდგინდა შეურაცხადობა, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა და განესაზღვრა იძულებითი მკურნალობა 04 წლის ვადით.[4] ზემოხსენებული საფუძვლით, პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანეს შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“.[5] ამჟამად, იძულებითი მკურნალობა პენიტენციურ დაწესებულებაში.[6] მის მიმართ აღარ მიმდინარეობს და განთავსებულია ამდენად, მიმართ არსებობდა ორი სხვადასხვა სახის სასამართლო გადაწყვეტილება: · სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენი;[7] · სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განჩინება, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე;[8] ზემოხსენებული განჩინების საფუძველზე განხორციელდა მსჯავრდებულის ეტაპირება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. შესაბამისად, დაექვემდებარა იძულებით მკურნალობას. რაც შეეხება იმ განაჩენს, რომლის შესაბამისადაც მსჯავრდებული იხდიდა სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში, მისი აღსრულების შემდგომი გაგრძელების საკითხი გაურკვეველი დარჩა, ვინაიდან განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის შესაბამისად არ აგრძელებდა განსაზღვრული ვადიანი სასჯელის მოხდას პენიტენციურ დაწესებულებაში, რადგან ის იძულებით მკურნალობას დაექვემდებარა და განთავსდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. ხოლო არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, სასჯელის საერთო ვადაში ითვლება მხოლოდ პირის მიერ გავლილი არანებაყოფლობითი მკურნალობის პერიოდი. რაც შეეხება მსჯავრდებულის მიერ იძულებითი მკურნალობის პერიოდის სასჯელის საერთო ვადაში ჩათვლას, კანონმდებლობით აღნიშნული საკითხი მოწესრიგებული არ არის. სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დეპარტამენტს,[9] რათა მიეღო ინფორმაცია, ჩაეთვლებოდა თუ არა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი მკურნალობის ვადა სასჯელის საერთო ვადაში. ხოლო დადებითი პასუხის შემთხვევაში, რა იქნებოდა აღნიშნულის საკანონმდებლო საფუძველი (ვინაიდან, „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი მსგავს დანაწესს არ ითვალისწინებს). სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოდან მიღებული პასუხის თანახმად:[10] „მართალია, თბილისის საქალაქო სასამართლო, N განჩინებაში, არ მსჯელობს იძულებითი სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობის გასვლის შემდგომ პირის მიერ ძველი განაჩენით დანიშნული სასჯელის საერთო წესით მოხდის გაგრძელების შესახებ, თუმცა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი პირდაპირ არ ითვალისწინებს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის ვალდებულებას და მხარეებიც არ შუამდგომლობენ მოცემული საკითხის განხილვას, ასევე კანონი პირდაპირ არ ითვალისწინებს შემთხვევას, თუ როგორ უნდა გადაწყდეს იმ სასჯელის საკითხი, რომელიც დადგენილია გამამტყუნებელი განაჩენით მაშინ, როცა მსჯავრდებული ჩადის ახალ დანაშაულს და ახალ საქმეზე ბრალდებულს უწყდება სისხლისსამართლებრივი დევნა ფსიქიკური შეურაცხადობის გამო, თუმცა, აუცილებელია, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში საკითხი გადაწყდეს სისხლის სამართლის ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის გამოძახილია. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობაში ხარვეზის არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. გამომდინარე აქედან, თუკი საპროცესო ნორმით არ არის რაიმე შემთხვევა დარეგულირებული, მაგრამ მას მსგავსი შინაარსი აქვს, როგორც კანონით ზუსტად განსაზღვრულს, მაშინ შესაძლებელია კანონით ზუსტად დარეგულირებული შემთხვევა ანალოგიით გავავრცელოთ ასევე კანონით დაურეგულირებულ შემთხვევაზე. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულ მიმართ N განაჩენით დადგენილი სასჯელის ვადის დინების შეჩერება იძულებითი მკურნალობის ვადის მანძილზე, ვერ მოვიდოდა შესაბამისობაში მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესების ინტერესთან. კანონის ინტერესი სასჯელის სამართლიანი განსაზღვრაა. ამდენად, ნორმა უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ მსჯავრდებულის უფლებები არ შეიზღუდოს გაუმართლებლად. სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილია ზემოთ განხილული ნორმის ანალოგიის წესით გამოყენება, რათა შეივსოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზი. ამასთან, აღნიშნული ხდება იმგვარად, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს მსჯავრდებულის უფლებები და საკითხი გადაწყდეს სამართლიანად.“[11] ამდენად, სპეციალური პენიტენციური სამსახური მოცემულ შემთხვევაში საუბრობს საკანონმდებლო ხარვეზზე და გამოსავლად მიუთითებს ნორმის ანალოგიის წესით გამოყენებაზე, ვინაიდან სხვა საშუალება არსებული კანონმდებლობით არ არსებობს, ისე, რომ არ მოხდეს მსჯავრდებულის უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვა. სამართლებრივი პრობლემა, რომელიც იმავდროულად გავლენას ახდენს მსჯავრდებულის უფლებრივ მდგომარეობაზე არსებულ სიტუაციაში პრობლემას წარმოადგენს, ერთი მხრივ, ის გარემოება, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შემდგომი აღსრულების საკითხი გაურკვეველია, რადგან კანონმდებლობით მოცემული საკითხი მოწესრიგებული არ არის, რაც საკანონმდებლო ხარვეზს წარმოადგენს; მეორე მხრივ, კი აღნიშნული საზიანოა მსჯავრდებულის უფლებებთან მიმართებითაც. კერძოდ, მას სამკურნალო დაწესებულებაში გატარებული პერიოდი, არსებულ საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, არ ეთვლება სასჯელის საერთო ვადაში. შედეგად კი, მკაფიო საკანონმდებლო მოწესრიგების გარეშე, მსჯავრდებულს შესაძლოა გაუხანგრძლივდეს იძულებით, თავისუფლებააღკვეთილ მდგომარეობაში ყოფნის ვადა. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის, მათ შორის სასჯელის, შეცვლის პრეროგატივა კვლავ ამავე ორგანოს გააჩნია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთეული გამონაკლისებისა (მაგ.: პრეზიდენტის მიერ პირის შეწყალება; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ მსჯავრდებულის გათავისუფლება მისი დაავადების/ების გამო, როდესაც ლეტალურობის პროგნოზი მაღალია და სხვ.). ძირითად შემთხვევაში კი, გადაწყვეტილებას სასჯელის აღსრულება/ცვლილებასთან დაკავშირებით მხოლოდ სასამართლო იღებს (მაგალითად, სასჯელის აღსრულების გადავადება; ამნისტიის კანონის შესაბამისად, პირის მიმართ შეღავათის გამოყენება და სხვ.). მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ორი სხვადასხვა ბუნებისა და დანიშნულების სასამართლო აქტი: განაჩენი და განჩინება. ხსენებული ორი აქტი ვერ ზემოქმედებს და სამართლებრივად ვერ ავსებენ ერთმანეთს. ამგვარად, არსებული საკანონმდებლო მოცემულობით, მისი იძულებითი მკურნალობის ვადა უნდა ჩათვლოდა თუ არა სასჯელის მოხდის საერთო ვადაში, ამასთან დაკავშირებით მკაფიო საკანონმდებლო ჩანაწერი არ არსებობს და ის მხოლოდ დამოკიდებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ნორმის განმარტების ტექნიკაზე, რაც განსახილველ შემთხვევაში ცალსახად მისასალმებელია რომ ხდება პატიმრის ინტერესების სასარგებლოდ. არსებული კანონმდებლობა და მისი ანალიზი ბრალდებულისა და მსჯავრდებულისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონი იყენებს ორ სხვადასხვა ტერმინს ფსიქიატრიულ მკურნალობასთან მიმართებით (ამავე კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტი) და პირველ რიგში უნდა გაიმიჯნოს ეს ორი ტერმინი. იძულებითი მკურნალობა შეეხება იმ პირს, რომლის მიმართ არ არის დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენი, თუმცა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მას სავალდებულო წესით აქვს დანიშნული ფსიქიატრიული მკურნალობა დროის გარკვეულ პერიოდში. ხოლო ისეთ შემთხვევაში, როდესაც პირის მიმართ დასრულებულია საქმის წარმოება და ის იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში, რის შემდგომაც გამოვლინდა მისი შეურაცხადობა, მის მიმართ კანონმდებელი იყენებს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის ტერმინს. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, პირი ექვემდებარება ფსიქიატრიულ მკურნალობას. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ დადგინდება, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სამართალწარმოება დასრულებულია, ფსიქიკური აშლილობის ნიშნები აღენიშნება, მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევის საკითხი წყდება „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და პენიტენციური კოდექსის შესაბამისად. პენიტენციური კოდექსის 142-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სამართალწარმოება დასრულებულია, ფსიქიკური აშლილობის ნიშნები აღენიშნება და სამსახურის ფსიქიატრიული კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს მისთვის არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევას, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი სამსახურის ფსიქიატრიული კომისიის დასკვნის საფუძველზე მიმართავს უფლებამოსილ საექსპერტო დაწესებულებას მსჯავრდებულისთვის სასამართლოფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით. ხოლო მიღებული დასკვნის საფუძველზე, დირექტორმა 48 საათში უნდა მიმართოს სასამართლოს მსჯავრდებულისთვის არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის თაობაზე. მნიშვნელოვან დათქმას აკეთებს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილი. კერძოდ, იგი მიუთითებს, რომ თუ პაციენტს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება გაეწევა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ყოფნის დრო ითვლება სასჯელის საერთო ვადაში. ამდენად, არანებაყოფლობით მკურნალობას დაქვემდებარებულ მსჯავრდებულს, მკურნალობის პერიოდი ეთვლება სასჯელის საერთო ვადაში და პენიტენციურ დაწესებულებაში უკან მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუკი მკურნალობის ვადის ჩათვლის შემდგომ, მაინც დარჩება სასჯელის ნაწილი მოსახდელი. აღნიშნული დანაწესი, არ შეეხება იძულებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პირს (რომელიც იმავდროულად მსჯავრდებულია). როგორც ზემოთ აღინიშნა, არანებაყოფლობითი და იძულებითი მკურნალობის ტერმინები დაკავშირებულია პირის სამართლებრივ სტატუსთან, არის ის მსჯავრდებული, თუ იყო ბრალდებული, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. თუმცა, არ გამოირიცხება ისეთი შემთხვევაც, როდესაც იძულებით მკურნალობას დაექვემდებაროს ისეთი პირი, რომელიც იმავდროულად მსჯავრდებულია. სწორედ ასეთი სიტუაციაა მიმართ. ის მსჯავრდებულია სხვა დანაშაულის ჩადენის გამო, თუმცა იძულებით მკურნალობას დაექვემდებარა იმ ახალ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზე დაწყებული სამართლებრივი პროცესების გამო, რომელიც მან მსჯავრდებულად ყოფნის პერიოდში შესაძლოა ჩაიდინა. ის გარემოება, რომ მიერ შეურაცხადად ყოფნის დროს სავარაუდოდ ჩადენილია მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლისთვისაც მას სასამართლოს განჩინებით დანიშნული აქვს იძულებითი მკურნალობა, ვერ ფარავს ზემოხსენებულ საჭიროებას, ვინაიდან სახეზე არ არის განაჩენთა ერთობლიობა. მიმართ არსებული განაჩენი და განჩინება ერთმანეთთან სამართლებრივ კავშირში არ რის, ისინი არ ზემოქმედებენ, არ ავსებენ და არც გამორიცხავენ ერთმანეთით დარეგულირებულ საკითხებს. არსებული საკანონმდებლო მოწესრიგებით, განსხვავებულია იმ მსჯავრდებულის უფლებრივი მდგომარეობა, რომელმაც მსჯავრის მოხდის პერიოდში შეურაცხადობისას სავარაუდოდ ჩაიდინა ახალი დანაშაული, რადგან მას არ აქვს საკანონმდებლო გარანტია, რომ იძულებითი მკურნალობის ვადა ჩაეთვლება სასჯელის საერთო ვადაში. მაშინ, როდესაც მსჯავრდებული, თუკი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის გარეშე გამოავლენს შეურაცხადობის ნიშნებს სასჯელის მოხდის პერიოდში, მას ენიშნება არანებაყოფლობითი მკურნალობა, რომლის ვადაც მას გარანტირებულად ეთვლება სასჯელის საერთო ვადაში. მიგვაჩნია, რომ ამგვარი განსხვავებული მოცემულობა საკანონმდებლო ხარვეზს წარმოადგენს და საჭიროა მისი აღმოფხვრა. აუცილებელია, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც იძულებით მკურნალობას დაქვემდებარებული პირი იმავდროულად მსჯავრდებულის სტატუსსაც ატარებს, უზრუნველყოფილი იყოს იმგვარი საკანონმდებლო გარანტიით, რომელიც მკაფიოდ გაითვალისწინებს იძულებითი მკურნალობის ვადის სასჯელის საერთო ვადაში ჩათვლას. მართალია, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პოზიცია შეესაბამება მსჯავრდებულ სამართლიან ინტერესებს, რომ ნორმის ანალოგიის გამოყენების საფუძველზე, არსებული კანონმდებლობის იმგვარი განმარტება მოხდეს, რომ მსჯავრდებულს ჩაეთვალოს იძულებითი მკურნალობის ვადა სასჯელის საერთო ვადაში, თუმცა მიზანშეწონილია მსგავსი შემთხვევებისთვის არსებობდეს მკაფიო საკანონმდებლო გარანტია. დასკვნა ამრიგად, განხილული საქმის მსგავს შემთხვევებში, არ არსებობს საკმარისი საკანონმდებლო გარანტია, რომლითაც თავიდან იქნება აცილებული მსჯავრდებულის უფლებების დარღვევა, ვინაიდან მას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ყოფნის ვადა, არსებული კანონმდებლობის თანახმად, არ ეთვლება სასჯელის საერთო ვადაში და ის გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტის მიერ კანონის განმარტების იმედად რჩება. დაუშვებელია, პირი პატიმრობაში იმყოფებოდეს იმაზე მეტი ვადით, ვიდრე აღნიშნული მას სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის შესაბამისად ეკუთვნის. პატიმრობის თითოეული დამატებითი წუთი არის არსებითი ხასიათის ჩარევა პირის თავისუფლების უფლებაში და არის უკანონო. ამ საფრთხის გამო, აუცილებელია მსგავსი შემთხვევებისთვის კონკრეტული მოწესრიგება არსებობდეს, რათა საკითხის სხვაგვარი გადაწყვეტის თეორიული ალბათობაც გამოირიცხოს. მიგვაჩნია, რომ ზემოხსენებული არსებითი ხარვეზის გამოსწორება არ უნდა იყოს დამოკიდებული ამა თუ იმ სამსახურის მიერ ნორმის კეთილსინდისიერ განმარტებასა და ტექნიკაზე. ამდენად, საჭიროა შემუშავდეს საკანონმდებლო მოწესრიგება, რომელიც გადაწყვეტს ხსენებულ პრობლემას იმგვარად, რომ თანმდევი რისკები გაქარწყლებული იყოს და აღმოიფხვრას პირის თავისუფლების უფლებაში გაუმართლებელი ჩარევის შესაძლებლობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის შესაბამისად, მოგმართავთ წინადადებით, უზრუნველყოთ შესაბამის საკანონმდებლო აქტებში იმგვარი ცვლილებების შეტანა, რომლითაც მკაფიოდ განისაზღვრება იძულებით მკურნალობას დაქვემდებარებული მსჯავრდებულისთვის მკურნალობის პერიოდის სასჯელის საერთო ვადაში ჩათვლის გარანტია. პატივისცემით, [1] ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განაჩენი. [2] სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით. [3] მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით. [4] თბილისის საქალაქო სასამართლოს [5] სპეციალური პენიტენციური სამსახურის განჩინება. ენიტენციური დაწესებულების წერილი. [6] N6 პენიტენციური დაწესებულების წერილის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან (ხონი-ქუტირი) შემოყვანილია წელს. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იძულებით მკურნალობას გადიოდა 06 (ექვსი) თვისა და 08 (რვა) დღის ვადით. აღნიშნული პერიოდი ჩაეთვალა დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში. [7] ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს N განაჩენი. [8] თბილისის საქალაქო სასამართლოს [9] სახალხო დამცველის აპარატის ო განჩინება. N წერილი. [10] სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის წერილი. [11] იქვე. საქართველოს სახალხო დამცველი file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/4ea8b6db-1c46-4574-a7f8-2e49862ba5b2.html ლევან იოსელიანი 5/5