საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების: ზურაბ ვანიშვილის, ზურაბ ღლონტის, როლანდ კოჩაძის და ბესიკ ქათამაძის მიერ წარმოდგენილ „ქალაქების კვარტლებისთვის საერთო კრების ჩატარების და კვარტლის რჩეულის არჩევის უფლების მინიჭების თაობაზე“ (№1-2240/25; 24.03.2025) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.05.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი
ნომერი
#2-6659/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-05-27
ბიუროს ნომერი 50

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-6659/25 20-05-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დასკვნა საქართველოს მოქალაქეების: ზურაბ ვანიშვილის, ზურაბ ღლონტის, როლანდ კოჩაძისა და ბესიკ ქათამაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „ქალაქების კვარტლებისთვის საერთო კრების ჩატარების და კვარტლის რჩეულის არჩევის უფლების მინიჭების თაობაზე“ (№1-2240/25; 24.03.2025). საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2025 წლის 20 მაისს კომიტეტის სხდომაზე განიხილა მოქალაქეების: ზურაბ ვანიშვილის, ზურაბ ღლონტის, როლანდ კოჩაძისა და ბესიკ ქათამაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ქალაქების კვარტლებისთვის საერთო კრების ჩატარების და კვარტლის რჩეულის არჩევის უფლების მინიჭების თაობაზე“ (№1-2240/25; 24.03.2025). შინაარსი: საკანონმდებლო წინადადებების ავტორები მიუთითებენ, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 852-ე რომ მუხლი, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქეთა თვითმმართველობის განხორციელების ისეთ ფორმას, როგორიცაა დასახლების საერთო კრება, არ განსაზღვრავს „თუ როგორ მოახდინოს ქალაქის მოსახლეობამ აღნიშნული მუხლით დადგენილი უფლების რეალიზაცია“. ამის დასასაბუთებლად საკანონმდებლო წინადადების ავტორები მიუთითებენ ამავე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, „ეს კანონი განსაზღვრავს საერთო კრების უფლებამოსილებებს, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესს იმ დასახლებისთვის, რომელში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს არ აღემატება“. შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადების ავტორებს მიაჩნიათ, რომ იმ ქალაქის მოსახლეობა, რომელშიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 2000-ს მოკლებულია უფლებას ჩაატაროს საერთო კრება და აირჩიოს საერთო კრების რჩეული და გვთავაზობენ კანონის ამ მუხლის მე-4 პუნქტის ახალ რედაქციას: თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge „4. ეს კანონი განსაზღვრავს საერთო კრების უფლებამოსილებებს, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესს ქალაქის კვარტლისთვის, რომელშიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 15000-ს არ აღემატება. ან იმ დასახლებისთვის, რომელში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს არ აღემატება". გაცნობებთ, რომ კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება და უარყოფილად იქნა მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო: წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას არ შეიძლება დავეთანხმოთ, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 852-ე მუხლი ეხება ყველა დასახლებას და ცალკე პუნქტად არის გამოყოფილი შემთხვევაც, როცა დასახლებაში მცხოვრებ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 2000-ს. კერძოდ კოდექსის 852-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „იმ დასახლებაში, რომელშიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება, მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საერთო კრების უფლებამოსილებები, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესი განსაზღვროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, აგრეთვე ამ დასახლებაში შექმნას რამდენიმე საერთო კრება და ამ კანონის გათვალისწინებით, განსაზღვროს მათი უფლებამოსილებანი, სახელწოდებები და საქმიანობის წესი“. ამდენად, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი სრულად ითვალისწინებს საერთო კრებების მოწვევისა და ჩატარების შესაძლებლობას ქალაქის ცალკეული ნაწილების (კვარტლები, მიკრორაიონები, უბნები და ა.შ.) მიხედვით. ამისთვის საჭიროა ინიციატორებმა მიმართონ შესაბამისი წინადადებით ქ. თბილისის საკრებულოს, რომელიც კანონის ზემოთ აღნიშნული მუხლის შესაბამისად უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქალაქის ცალკეულ ნაწილში საერთო კრების უფლებამოსილების, სახელწოდებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს მიზანშეუწონლად მიაჩნია საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი ცვლილების განხორციელება და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ცნო უარყოფილად. კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი