ბავშვთა და სასკოლო ასაკის პირთა სპორტში ჩართულობის მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის მოსმენა

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.03.2025
ავტორი
ა(ა)იპ „საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია"
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტი
ნომერი
#[5686]/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-03-11
კომიტეტის სხდომის ნომერი 9

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/3172?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 სპორტის კომიტეტის სხდომა თარიღი 11 მარტი 2025 14:00 2025 წლის 11 მარტი, 14:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის N8 მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410) დღის წესრიგი ბავშვთა და სასკოლო ასაკის პირთა სპორტში ჩართულობის მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის მოსმენა; მომხსენებელი: კონსტანტინე ამირეჯიბი - ა(ა)იპ „საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი. 5/21/2025, 7:37 PM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომის ოქმი N9 2025 წლის 11 მარტი, 14:00 საათი ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410) სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე; სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: შოთა ხაბარელი, დავით კაჭარავა, ზურაბ რურუა, გენო პეტრიაშვილი, ლაშა ტალახაძე, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი; სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით ილურიძე - ა(ა)იპ. ,,საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის“ პრეზიდენტი; დინარა ჩხობაძე - საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი; თამარ მამაგულაშვილი - საქართველოს სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი; სპორტის კომიტეტის აპარატის თანამშრომლები, მედიის წარმომადგენლები; სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტის კომიტეტის 8 წევრის დასწრებით. დღის წესრიგი ბავშვთა და სასკოლო ასაკის პირთა სპორტში ჩართულობის მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის მოსმენა /მომხსენებელი: კონსტანტინე ამირაჯიბი, ა(ა)იპ. ,,საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის” გენერალური მდივანი/ კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი; დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის თაობაზე მოისმინეს: ა(ა)იპ. ,,საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის“ გენერალური მდივნის კონსტანტინე ამირეჯიბის მოხსენება. მომხსენებლის ინფორმაციით, დღეისთვის, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ შემუშავებულია და ხორციელდება პროგრამები, რომლებიც მიმდინარეობს როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისე ლოკალურად და მოიცავს სასკოლო სპორტის განვითარების შემდეგ პროგრამებს: • • • • • • • • მხიარული სტარტები (I-VI კლასები); საქართველოს სასკოლო ლიგა (VI-VII-VIII კლასები); საქართველოს თვისუფლების თამაშები (VI-VII-VIII კლასები); სასკოლო სპორტული ოლიმპიადა (IX-X-XI კლასები); სასკოლო სპორტის კვირეული (I – XII კლასები); სპორტულ-შემეცნებითი პროგრამები (V-XII კლასები); ნიჭიერ მოსწავლეთა და პედაგოგთა პოპულარიზაციის პროგრამა (I-XII კლასები); საქართველოს სკოლების მონაწილეობა სასკოლო მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებსა და გიმნაზიადებში. რაც შეეხება სპორტის სახეობებს, რომლებსაც მოიცავენ სასკოლო სპორტის პროგრამები ესენია: მინი ფეხბურთი (გოგონები, ვაჟები), 3x3 კალათბურთი (გოგონები, ვაჟები), ფრენბურთი (გოგონები, ვაჟები), ხელბურთი (გოგონები, ვაჟები), მაგიდის ჩოგბურთი (გოგონები, ვაჟები), ბადმინტონი (გოგონები, ვაჟები), მძლეოსნური გეზრბენი (გოგონები, ვაჟები). კონსტანტინე ამირეჯიბმა, კომიტეტის სხდომაზე აგრეთვე წარმოადგინა ფედერაციის მიერ 2024 წელს ორგანიზებული სპორტული ღონისძიებების რაოდენობრივი შედეგები. მისი ინფორმაციით, გასულ წელს ჩატარდა 15 000-მდე სპორტული შეჯიბრი. აქედან, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური თამაშები - 11 000 - მდე შეჯიბრი (ოქტომბერი - დეკმებერი ყოველ შაბათ-კვირას, სამი თვის მანძილზე ჯამში საშუალოდ 170 შეჯიბრი თითოეულ მუნიციპალიტეტში, სულ 63 მუნიციპალიტეტი); სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული თამაშები - 800 შეჯიბრი; სასკოლო სპორტული ოლიმპიადის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს თამაშები - 137 შეჯიბრი; საქართველოს სასკოლო ლიგის შიდასასკოლო თამაშები - 3000 შეჯიბრი. მომხსენებელმა ისაუბრა საქართველოს სკოლების სასკოლო მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებსა და გიმნაზიადებში მონაწილეობის თაობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, 2014 წელს გახდა სასკოლო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის (ISF) წევრი, რითიც საქართველოს მოსწავლეებს საშუალება მიეცათ მონაწილეობა მიიღონ სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატებსა და გიმნაზიადებში (სასკოლო მსოფლიო ოლიმპიადებში). საქართველოს საჯარო და კერძო სკოლები, სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატების საგზურებს, მოიპოვებენ სასკოლო სპორტული ოლიმპიადაში გამარჯვების მიღწევით. 2024 წელს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, ფრენბურთში, სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა. საქართველოდან, სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდნენ ქუთაისის N22 საჯარო სკოლის გოგონათა და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდები. მომხსენებელმა, დამსწრე საზოგადოებას აგრეთვე გააცნო 2025 წლის მიმდინარე პროგრამები და სამომავლო გეგმები, ეს პროგრამებია:  სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024 - 2025, რომელიც რეგიონული თამაშების ფაზაშია. ივნისში გამოვლინდებიან სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025-ის გამარჯვებული სკოლები, რომლებიც მოიპოვებენ სასკოლო მსოფლიო ოლიმპიადის - გიმნაზიადის საგზურებს.  პარალელურად მიმდინარეობს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025-2026-ის მოსამზადებელი სამუშოები.  საქართველოს სასკოლო ლიგა - 2025 წელს, პროგრამა საცდელ რეჟიმში განხორციელდება ახალი ფორმატით და იგი მჭიდრო ბმაში იქნება სასკოლო სპორტულ ოლიმპიადასთან.  საქართველოს თავისუფლების თამაშები - პილოტის სახით მიმდინარეობს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გარდა თბილისისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შემავალი მუნიციპალიტეტებისა.  მიმდინარეობს სასკოლო სპორტის კვირეულის მოსამზადებელი სამუშოები, რომლის ფარგლებშიც შედგება სპეციალური საორგანიზაციო გზამკვლევები როგორც სკოლებისთვის, ისე მუნიციპალიტეტებისთვის.  ნოემბერში, ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიაში, ფუტსალში სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის სუპერფინალში გამარჯვებული სკოლების გოგონათა და ვაჟთა გუნდები. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ფედერაციის დაფინანასების წყაროების შესახებ და აღნიშნა, რომ ამჟამად ფედერაციის პროგრამების ძირითადი ნაწილის დაფინანსება ხდება მხოლოდ საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ. თანადამფინანსებლები არიან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. 2018 და 2019 წლებში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პროგრამის დაფინანსების ნაწილში, მონაწილეობას იღებდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. სხვადასხვა დროს ფედერაციის რამდენიმე პროექტი დაფინანსდა და განხორციელდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერიებთან თანამშრომლობით. ფედერაციას აქვს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებდან თანხების მოზიდვის გამოცდილებაც. ეს ორგანიზაციებია: ევროპის სპორტის და კულტურის საერთაშორისო ასოციისგან (ISCA); გაეროს ბავშვთა ფონდისგან (UNICEF) და გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციისგან (UNESCO). დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს და კითხვები დასვეს სპორტის კომიტეტის წევრებმა, რასაც მომხსენებლის მიერ ამომწურავად გაეცა პასუხები. გადაწყვიტეს: კომიტეტმა ცნობად მიიღო ა(ა)იპ. ,,საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის“ მიერ ბავშვთა და სასკოლო ასაკის პირთა სპორტში ჩართულობის მდგომარეობის თაობაზე წარმოდგენილი ინფორმაცია. კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე სხდომის მდივანი მაგდანა ბზიკაძე