საქართველოს მოქალაქე ლელა ქავთარაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება სააქტო ჩანაწერებში და პირადობის მოწმობებში ეროვნების დაბრუნების შესახებ

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
21.05.2025
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ლელა ქავთარაძე
ნომერი
#1-4674/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-05-27
ბიუროს ნომერი 50

📜 ტექსტი

დანართი
(IV „ლომისი“ თბილისი 2000 კრებულის ავტორებს სურდათ გამოეხატათ ასეთი თვალსაზრისი: საბედნიეროდ, ისტორიამ ქართველი ხალხი ახალ ვითარებაში ჩააყენა –– ჩვენ მოგვეცა დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენების შესაძლებლობა. ხოლო ეს ამოცანა კატეგორიული ფორმით მოითხოეს არა მხოლოდ გარეგან გარდაქმნას – სახელმწიფოებრივი ატრიბუტებისა და ინსტიტუციების ჩამოყალიბებას, არამედ საქართველოს მთელი მოსახლეობის მენტალიტეტის ახალი ვითარების შესაბამისად შეცვლასაც. მნიშვნელოვანწილად სწორედ ეროვნული რეკვიზიტის მიღება-არმიღებისგან არის დამოკიდებული, დავრჩებით ჩვენ ეთნიკური ვინაობის დონეზე მყოფ ერად, თუ ავმაღლდებით სახელმწიფო ერის დონემდე. მენტალური გარდაქმნა სახელმწიფო ერად უნდა მოხდეს არა რომელიმე საერთაშორისო სტრუქტურის გულის მოსაგებად, არამედ იმიტომ, რომ ასეთია ქართველობის უზენაესი ეროვნული ინტერესი. შემდგენელი ზაზა კვერცხიშვილი მხატვარი კარლო ფაჩულია რედაქტორი ზურაბ კიკნაძე დ „ლომისი“, 2000 რედაქტორისაბან წინამდებარე ერთ-ერთ კრებული აქტუალურ ეძღვნება პრობლემას, დღევანდელობის როგორიც არის პი- რადობის დოკუმენტებში ეროვნული ვინაობის დამადასტურებელი გრაფის არსებობა-არარსებობა, რამაც ჟკანასკნელ ხანს დიდი ხმაური და გნებათა ღელვა გამოიწვია საზოგადოების ფართო ფენებსა და პოლიტიკურ წრეებში. თითქოს რა უნდა იყოს იმაზე ბუნებრივი, რომ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს სურდეს, მისი პირადობის დამამოწმებელ დოკუმენტებში ეროვნული ვინაობაც იყოს აღნიშნული. სურვილი ნამდვილად კეთილშობილურია. მაგრამ ჩვენი საზოგადოების მცირე ნაწილმა თუ იცის ეროვნული ვინაობის აღმნიშვნელი გრაფის წარმოშობა, მისი შემოღების ნამდვილი მიზეზი და მიზანი. მისთვის დაფარულია ის შედეგები, რომლებიც ამ გრაფის პოლიტიზირებას შეიძლება მოყვეს. მოსახლეობის ფართო ფენები სათანადოდ ვერ იაზრებენ, რომ ამ საკითხის ასე თუ ისე გადაწყვეტაზეა დამოკიდებული, თუ როგორი ტიპის სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება ჩვენი ქვეყანა და რა მენტალიტეტით შევა მისი მოსახლეობა XXI საუკუნეში; დაძლევს თუ არა იგი საბოლოოდ ეთნიკურ ნაციონალიზმს, რომლის გამოვლინებებსაც არცთუ იშვიათად ვაწყდებით საზოგადოებრივ ცხოვრებასა თუ პრესაში. კრებულში მონაწილე ავტორები, შეძლებისდაგვარად, ცდილობენ თვალსაჩინო გახადონ ის დაბრკოლება, რაც, მათი აზრით, ამ გრაფის არსებობის შემთხვევაში გადაეღობება საქართველოს მოსახლეობის ერთიან სახელ- მწიფო ერად გარდაქმნის პროცესს. ამ პროცესში, ცხადია, ქართველობას განმსაზღვრელი როლი უნდა ჰქონდეს და ამიტომაც მეტი პასუხისმგებლობა. ნოდარ ამაღლობელი მოსაზრებები საქართველოს კანონში „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ ცვლილებებისა ღა ღამატუებების შეტანის თაობაზე პრობლემა, ერთი მხრივ, მეტად მარტივი და ნათელია, მაგრამ ამა- ვე დროს –– ძალზე რთული და ამაღელვებელი, თუ მას მისთვის არადამახასიათებელ ასპექტში განვიხილავთ და რთულ ეროვნულ საკითხთა ჩამონათვალს დავუდებთ საფუძვლად. ჩემთვის ყოველთვის გაუგებარი იყო, რატომ ვცდილობთ საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ ვიმოქმედოთ და მოვთხოვოთ პრეზიდენტს შეცვალოს თავისი სწორი გადაწყვეტილება. ძნელად გასაგებია, რატომ ხდება ასე: ჩვენი მიამიტობის გამო, თუ სხვა უფრო ღრმა და მძიმე მიზეზები უდევს ყოველივე ამას საფუძვლად. საკუთარი თავის პატივისმცემელ არც ერთ ქვეყანაში პასპორტი არასოდეს ყოფილა გენური კოდის მატარებელი საბუთი. პასპორტი მუდამ გამოხატავდა პიროვნების მოქალაქეობას ან, რაც იგივეა, პიროვნების დამოკიდებულებას ქვეყნის კონსტიტუციისა და იმ კულტურისადმი, რომელიც აღნიშნულ ქვეყანას უდევს საფუძვლად. ქვეყნისთვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თუ ვინ რომელ ეროვნებას ეკუთვნის, რადგან ქვეყნის მდგრადობას ყოველთვის ის პირობები განსაზღვრავს, რომლებიც ზემოთ მოვიყვანე. სახელმწიფოს ყოველთვის, ან უმეტეს შემთხვევაში, ერთი მონოკულტურა უდევს საფუძვლად და მისი შექმნის პროცესში მეტ-ნაკლებად ყველა იმ ხალხის წარმომადგენელი მონაწილეობს, რომლებიც მოცემულ სახელმწიფოში ცხოვრობენ. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რა დღეში ვიქნებოდით დღეს, ჩვენს მეფეებს –- დავითს, თამარს, ერეკლესა და სხვებს -–- ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები და ჩამოსახლებული ხალხების წარმომადგენლებისათვის წარმომავლობის დამადასტურებელი სიგელები რომ მათ კი დღემდე შეენარჩუნებინათ ეს დოკუმენტები. 4 დაერიგებინათ, თუ გავითვალისწინებთ ჩვენს არცთუ მარტივ ეკონომიკურ მდგო- მარეობას და მსოფლიო ისტორიულ გამოცდილებას, თვალნათლივ დავინახავთ, რომ ნაციონალური პრობლემების უადგილო წამოწევას მოსახლეობის რე კი –– ვიწრო ერთი ნაწილი ფაშისტურ სეპარატიზმამდე, იდეოლოგიამდე მიჰყავს, მეო- რაც იმავე ფაშიზმის ნაირსახეობას წარმოადგენს. ფაშიზმი კი ჩვენთვის არასოდეს ყოფილა დამახასიათებელი. თემურ ბაბლუანი ეროვნული რეპვიზიტის მოთხოვნა იგივეა, აღამიანობის დაფიქსირება მოითხოვო პირადობის ჯგუფად დოკუმენტებში ეროვნების შეიძლება იქნას დაყოფილი ჩაწერის მომხრეები ორ –- ამ კამპანიის ორგანიზატორე- ბი, რომლებიც საქართველოს გარედან მიღებული დავალებით მოქმედებენ და გაუთვითცნობიერებელი ხალხი, რომლებსაც გულწრფელად სჯერა, რომ ამ გრაფის გარეშე მათ ეროვნულ მეობას საფრთხე შეექმნება. ჯერ ამ გულწრფელ ხალხზე ვილაპარაკებ. როდესაც ადამიანს ვეუბნები, დოკუმენტებში ეროვნების წაშლას გიპირებენ, ქართველობას გართმევენო, ჩვეულებრივი ობივატელის ბუნებრივი რეაქცია არის აღშფოთება. მაგრამ მას შემდეგ, რაც უხსნიან, რაშია საქმე, ალბათ, უნდა დამშვიდდეს და სახელმწიფოებრივ პოზიციაზე დადგეს. თუ ამის შემდეგაც არ გაჩერდა, ვფიქრობ, ეს უკვე სხვა რაღაცის მაჩვენებელია. იმ ადამიანების გაცხარებას, რომლებიც დაჟინებით მოითხოვენ ეროვნების დაფიქსირებას (ვიმეორებ, საუბარია გულწრფელ ხალხზე), ჩემი აზრით, საფუძვლად უდევს საკუთარი -– ეროვნული ან პიროვნული არასრულფასოვნების განცდა: ისინი თავიანთ ქართველობაში გრძნობენ რაღაც ხარვეზს და ამის გასაქარწყლებლად ოფიციალური დოკუმენტები, დამამტკიცებელი საბუთები სჭირდებათ; ან პიროვნულად არიან არასრულფასოვანნი და ამიტომ სურთ, რომ სიტყვა „ქართველი“ რაღაც პრივილეგირებული ფენის წევრობას აღნიშნავდეს და თვითონ ამის მეშვეობით მოახდინონ საკუთარი ხელმოცარულობისა და ნაკლოვანების კომპენსაცია. ასეთ ხალხს შემიძ- ლია გავუგო, მაგრამ პატივს ნამდვილად ვერ ვცემ. ჩვენს წინაპრებს ეროვნების დამადასტურებელი არანაირი დოკუ- მენტი არ ჰქონიათ, მაგრამ ქართველობა მათი ცხოვრების წესს და მათ ქმედებას განსაზღვრავდა. პირადად ჩემთვის ქართველად ყოფნა ისეთივე ბუნებრივი მდგომარეობაა, როგორც ის, რომ ვარ ადამიანი. კაცი თუ სრულფასოვანია, ალბათ, შეურაცხყოფილი უნდა დარჩეს, თუკი მას დოკუმენტებში „ადამიანს“ ჩაუწერენ. ეს მხოლოდ იმას შეიძლება სჭირდებოდეს, ვინც ბოლომდე ვერ არის თავის ადამიანობაში დარწმუნებული. მე, იმისთვის, რომ თავი ქართველად მჭირდება, ქართველად განვიცადო, დოკუმენტი და რეკვიზიტი არ ყოფნა არის ჩემი ცხოვრების წესი. მაგრამ, გარდა პიროვნულისა, ამ საკითხს პოლიტიკური ასპექტიც აქვს და აქ შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული რეკვიზიტი დამღუპველია სახელმწიფოებრიობისათვის. ვიღაცას ძალიან უნდა დაფიქსირდეს: საქართველოში ამდენი ქართველია, ამდენი აფხაზი, ოსი, სომეხი ან აზერბაიჯანელიო. ეს არის ყოფილი იმპერიის მუდმივი მეთოდი – დაყავი და იბატონე. თუ საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო მდგომარეობას გავითვალისწინებთ, მივხვდებით –- არაფერი ისე საშიში არ არის დღეს ჩვენი სახელმწიფოსთვის, როგორც მოსახლეობის დაყოფა ეროვნულ ჯგუფებად. საქართველოში მილიონზე მეტი არაქართველი ცხოვრობს. თანაც ისინი თავიანთი ისტორიული სამშობლოს მეზობელ ტერიტორიებზე არიან დასახლებული. მოვიყვან მხოლოდ ერთ მაგალითს იმის საილუსტრაციოდ, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ასეთ ვითარებაში ეროვნების დაფიქსირება. ცნობილია, რომ სომხეთის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სომხეთის მოქალაქედ ცხადდება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ეთნიკური სომეხი. რა ვქნათ ახლა, ჩვენ თვითონვე დავაკანონოთ, ჩვენს ტერიტორიაზე სომხეთის საზღვრებთან ასეულ ათასობით სომეხი ცხოვრობსო და სომხურ კანონს ჩვენივე ხელით შევუქმნათ იურიდიული ბაზა?! ადამიანს, რომელმაც იცის, რა საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას ყალბი პათეტიკით –. არიქა, ეროვნებას გვართმევენ, ქართველობას ვკარგავთო! –- დიდი ხანია ქართველობაც დაკარგული აქვს, ადამიანობაც და ნამუსიც. ახლა ისტორია გავიხსენოთ: დავით აღმაშენებელმა ყივჩაღები ჩამოასახლა და ქართული, ქრისტიანული საქმეები აკეთებინა. თამარის დროს ხუთი ამირსპასალარიდან მხოლოდ ორი იყო ეთნიკურად ქართველი, დანარჩენები არაქართველები იყვნენ, მაგრამ საქართველოს საქმეს ბევრ ქართული გვარის მქონე კაცზე უკეთესად აკეთებდნენ. ერეკლეს 7 დროს ჩვენი ეროვნული გმირი იყო წარმოშობით თათარი ხუდია ბორჩალოელი, რომელიც თავისი ბრძოლით, ქცევით, ცხოვრების წესით საუკეთესო ქართველი იყო და უდიდესი ქართული საქმეებიც აკეთა. კრწანისის ომში თბილისს ზარბაზნების ერთადერთი ბატარეა იცავდა და მას ხელმძღვანელობდა წარმოშობით სომეხი გრიგოლა მაიორი. ადამიანი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, წარმოშობით რა ეროვნებისაც უნდა იყოს, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და ქართულ საქმეს აკეთებდეს. ჩვენ კი გვინდა, რაღაც პრივილეგირებულობის ელემენტი შევიტანოთ ჩვენს ქართველობაში, არაქართველებს კი როგორღაც გავემიჯნოთ და ზემოდან დავხედოთ – მე უკეთესი ვარ მხოლოდ იმიტომ, რომ ქართული წარმოშობა მაქვს და ჩემს ქვეყანაში ვცხოვრობ, შენ რას წარმოადგენ, საიდანღაც მოსულთა შთამომავალი, მადლობა თქვი, ჩემს მიწაზე ცხოვრების ნებას რომ გაძლევო! ეროვნული ნიშნით პრივილეგირებული ან პრესტიჟული ფენის გამოყოფა ფაშიზმის დასაწყისია: ადამიანურად სამარცხვინოა, ხოლო სახელმწიფოებრივად -–- დამღუპველი. · ბოლოს, მოდი მსოფლიოსაც გადავხედოთ და „გუშინდელი“ ამბავი გავიხსენოთ. საფრანგეთის ნაკრებში მგონი სულ ხუთი თუ ექვსი ფეხბურთელი იყო წარმოშობით ფრანგი, მაგრამ ეთნიკურმა ფრანგებმა და არაფრანგებმა ერთად გააკეთეს ის, რამაც საფრანგეთის სახელმწიფოს სპორტული უდიდესი დიდება მოუტანა, ხოლო 60 მილიონ ფრანგს -– სიხარული. #2 საქართველოს დღეს სჭირდება ყველაფერი ის, რაც სახელმწიფოს მთელ მოსახლეობას ეთნიკური წარმოშობის მიუხედავად გააერთიანებს; ის, რაც საქართველოს მთლიანობაზე ილაპარაკებს, იქნება ეს კანონი, გადაწყვეტილება თუ გატარებული ღონისძიება. ყველაფერი, რაც ამის საპირისპიროდ არის მიმართული, ან გაუთვითცნობიერებლობიდან და უგუნურებიდან მომდინარეობს, ან იმ ხალხისგან, ვისაც არ უნდა სტაბილიზაციას და ერთიანობას მივაღწიოთ და ვინც ყველა საშუალებით ძირს უთხრის საქართველოს სახელმწიფოებრიობას. ეს ადამიანები ქვეყნის მტრები არიან და მათთან ურთიერთობა პოლემიკის დონეზე არ უნდა დარჩეს – მტერს მტრულად უნდა მოვექცეთ! 8 თემო ბოჭორიშვილი ქართველთა პასპორტიზაცია დღევანდელ ქართულ საზოგადოებრიობაში რამდენიმე ხანია მეტნაკლები სიმძაფრით პულსირებს საქართველოს მოქალაქეთა პირადობის დამადგენელ მოწმობაში –- პასპორტში ეროვნების განმსაზღვრელი რეკვიზიტის უქონლობის საკითხი. თითქოს რა მარტივი საკითხია –- დღევანდელი დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოქალაქეს პასპორტში ეროვნება თუ არ აღუნიშნეს, ის ფიქრობს, რომ ართმევენ მისთვის ასე ძვირფას, უმძიმეს ისტორიულ პირობებში სათუთად შემონახულ ხარისხს –– ქართველობას... მაგრამ აქვე გავიხსენოთ, თუ როდის და რა პირობებში გაჩნდა პასპორტში აღნიშნული გრაფა... ყველას მოეხსენება, რომ საბჭოთა სახელმწიფოს შექმნის იდეა ყალიბდებოდა მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების მიჯნაზე იმპერიული მენტალიტეტის მქონე ევროპულ საზოგადოებრივ სივრცეში, სოციალური და ეთნიკური უპირატესობათა რადიკალურ-აგრესიული იდეალების აღზევებისას, რამაც შემდგომში ჩამოაყალიბა იტალიური ფაშიზმი, გერმანული ნაციზმი (ნაციონალ-სოციალიზმი), რუსული კომუნიზმი (საბჭოთა სოციალიზმი). ერთი სიტყვით, მეოცე საუკუნის დასაწყისში ევროპაში კომუნიზმის აჩრდილთან ერთად ნაციონალიზმის, ანუ ფაშიზმის აჩრდილიც დაძრწოდა (ტერმინში „ფაშიზმი“ ვგულისხმობ ეროვნული უპირატესობის იდეას, საზოგადოებრივ მენტალიტეტს). მეფის რუსეთის დამანგრეველი რევოლუციური საზოგადოება თუმცა ჩანასახში ჩაფიქრებული იყო როგორც უკლასო, უფრო სწორად –– მონოკლასური, პროლეტარული და ინტერნაციონალური, ანუ ნაციონალობის უარმყოფელი იდილია, მაგრამ ამ ებრაული „კიბუცის“ კომუნალურმა სტრუქტურამ, თუმცა რევოლუციაგამოვლილ, მაგრამ მაინც იმპერიული მენტალიტეტის მქონე რუსულ „პროლეტარულ“ სა- ზოგადოებაში დამკვიდრებისას მეტამორფოზა განიცადა: პროლეტარულ-ინტერნაციონალური, კოსმოპოლიტური იდეა – ერთა თანასწორობის იდეით შეიცვალა... საბჭოთა სახელმწიფოებრიობამ „ერთა“, 9 „ეროვნებათა“, „ეროვნულ უმცირესობათა“ განმასხვავებელი ხარის– ხები დაამკვიდრა, რის საფუძველზეც ერთიანი ტოტალიტარული რეჟიმის სახელმწიფოში ეთნიკური ხარისხებით განსხვავებული საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების, ავტონომიური წარმონაქმნების სტრუქტურა ჩამოაყალიბა (ისევე, როგორც აღიარებული იქნა კოლმეურნე-გლეხთა, მუშათა, მოსამსახურეთა და ინტელიგენციის განსხვავებული სოციალური ფენები). ბუნებრივია, რომ ამგვარი სახელმწიფოებრივი სტრუქტურის მოქალაქეთა პირადობის განმასხვავებელ დოკუმენტში – პასპორტში -– არეკლილი უნდა ყოფილიყო ეროვნული კუთვნილება. შემდგომი წლების განმავლობაში, რუსული იმპერიული მახსოვრო- ბის მქონე საბჭოთა საზოგადოებაში ერთა თანასწორობის იდეას „ველიკორუსულ-დერჟავული“ ხასიათი მიეცა, რაც გამოიხატებოდა მცირე ერების (ნაცმენების) მიმართ რუსი ერის პრიორიტეტულობაში... „სოიუზ ნერუშიმიი რესპუბლიკ სვობოდნიხ, სპლოტილა ნავეკი ველიკაია რუს..." იმღერებოდა საბჭოთა კავშირის ჰიმნში, სადაც ყოველი ფრაზა უმაღლესი დონის სიყალბით და დემაგოგიით არის გაჯერებული... ... და აქ იჩინა თავი ზოგიერთი მცირე ერის გენეტიკამ: ისეთ ისტორიულ ერებს, როგორებიც იყვნენ, მაგალითად, ქართველები, სომხები, ლიტველები –– ისტორიულ წარსულში არათუ თავისი ეროვნული სახელმწიფოები, არამედ „იმპერიები“ გააჩნდათ, რამაც საფუძველი დაუდო მათ თვითშეგნებაში საკუთარი ეროვნული პრიორიტეტულობის მრწამსს და რისი გამოვლენის საშუალებაც მიეცათ ახლა, „უფროსი ძმის“ მაგალითზე „ხალხთა ძმურ ოჯახში“ გამომწყვდეულებს. ისევე, როგორც ადამიანებს პიროვნულად, ყოველ ცალკეულ ერს გააჩნია გენეტიკა, რასაც ემყარება თავისებური ეროვნული ფსიქოლოგია, თვითშეგნება, სიცოცხლისუნარიანობა და როგორც განსხვაგებული ცოცხალი სახეობის გადარჩენის მისწრაფება. ტოტალიტარული სახელმწიფოს პირობებში მოქცეულ ქართველებს, ისევე როგორც სხვა ისტორიულ ერებს, არ გააჩნდათ სახელმწიფოებრიობა, განადგურებული ჰქონდათ რელიგია და ერთადერთი ფასეულობა, რასაც ჯერ კიდევ ფლობდნენ, ეს იყო ენა, რისი საშუალებითაც ხდებოდა ერის მახსოვრობაში სხვა დაკარგულ ეროვნულ სულიერ ფასეულობათა შენარჩუნება. 10 აქ შეიძლება გავიხსენოთ, თუ როგორი მოულოდნელი შემართებით დაიცვა ქართველმა საზოგადოებრიობამ 1978 წელს თავისი ერთადერთი გადარჩენილი ეროვნული სულიერი ფასეულობა, როდესაც საბჭოთა სახელმწიფოებრიობამ მოინდომა ჩვენს ილუზორულ რესპუბლიკაში ისედაც ნიველირებული ქართული ენის ოფიციალურად, კონსტიტუციური მუხლით განიველირება... ასეთ პირობებში, ერის თუმცა არასრულფასოვანი, მაგრამ მაინც ფორმალური არსებობის ერთადერთი გამოხატულება იყო მოქალაქეთა პასპორტში ეროვნული კუთვნილების რეკვიზიტის არსებობა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, გასაგები უნდა იყოს დლღევანდელი, თუმცა საბჭოთა რეჟიმში ჩამოყალიბებული მენტალიტეტის მქონე ქართველთა გამძაფრება ამ რეკვიზიტების მიმართ... მე არ ვიცი რა ინფორმაციას ემყარებიან ისინი, ვინც საპირისპიროს ფიქრობენ, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, საბჭოთა რეჟიმგამოუვლელ, რომელიმე დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეს პირადობის მოწმობაში ეროვნული კუთვნილება რომ ჰქონდეს აღნიშნული. ერთ-ერთ ტელედებატებში ითქვა, რომ თითქოს ისრაელში, რაღაც ანკეტაში თუ დროებით საბუთში ავსებინებენ გრაფას ჩამოსულის რო- გორც სახელმწიფოს მოქალაქეობის, ისე ეროვნულობის შესახებ... ჩე- მი ღრმა რწმენით, ისრაელში აინტერესებთ, ის ჩამოსული ებრაელია თუ არაბი... თორემ ქართველია, ინგლისელი თუ სომეხი, მათთვის სულ ერთი უნდა იყოს. ამრიგად, ეროვნულობის აღმნიშვნელი გრაფა წმინდა საბჭოური მოვლენა იყო და ჩვენთვის, ქართველებისათვის, აწ უკვე გარდასულ საუკუნეში და მასთან ერთად გარდასულ რეჟიმში, გადარჩენის დამაიმედებელ ერთადერთ სიმბოლოს წარმოადგენდა... მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ, როგორც ზემოთ გვქონდა ამაზე საუბარი, მისი წარმომშობი ფაქტორები მაინც არაჯანსაღი იყო, რადგან ის აღნიშნავდა არა მარტო განსაზღვრული ერის კუთვნილებას, არამედ შეიცავდა აგრეთვე ეთნიკური უპირატესობის ფაშისტურ ბაცილას... მე არ დამავიწყდება ტელედებატებში მონაწილე ახალგაზრდა ქართველი პოლიტიკოსის, გვარად დავითაშვილის ირონიული ღიმილი, როდესაც ტელესტუდიაში დარეკა ქართველმა „ფაშისტმა“ მანდილოსანმა: „რადგან ასე თავგამოდებით ებრძვი პასპორტში ეროვნების აღ11 ნიშვნას, შენი არაქართველობის ბრალი იქნებაო“... მანდილოსანი გულისხმობდა ალბათ იმას, რომ დავითაშვილების გვარი შეიძლება იყოს ებრაული ან სომხური წარმომავლობის... გაზეთ „მერიდიანის" 7-9 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულია ქართველი მწერლის რევაზ მიშველაძის ვრცელი ინტერვიუ სათაურით – „პრეზიდენტმა გაურკვეველი ეროვნების ათიოდე კაცი მოიყვანა და მთელ საქართველოს თავზე დაასვა" – ამ ინტერვიუს შინაარსზე და დღევანდელი „უკუდო“ ფაშიზმის ამგვარი გამოხდომების შესახებ აღარ ვილაპარაკებ... მოვიყვან ყველასათვის ნაცნობ ამონარიდს ქართლის ცხოვრებიდან, სადაც ლეონტი მროველი გვამცნობს საქართველოს პირველ გამაერთიანებელ მეფე ფარნავაზზე: ... „ამან განავრცო ენა ქართლისა, და არღარა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თუინიერ ქართულისა. და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული...“ დარწმუნებული ვარ, რომ „სხუა" ენაზე მოლაპარაკეებში ლეონტი მროველი არაეთნიკურ ქართველებს გულისხმობს და რადგან მეფეს დასჭირდა აღნიშნული აქციის გატარება, ისინი არცთუ ისე მცირენი უნდა ყოფილიყვნენ – მაგრამ მეფის ნებით ერთიან სამეფოში ერთიან ენაზე „მზრახველ“ ერს უნდა ეცხოვრა. საიდანაც გამომდინარეობს ის მარტივი ფორმულა, რომ ერის განმსაზლვრელი უპირველეს ყოვლისა ენაა, დედა-ენა, ჩვენს შემთხვევაში ქართული ენა და არა ეთნიკური წარმომავლობა... ფარნავაზის „ქართლის" შემდგომ, როცა კი არსებობდა ქართულისახელმწიფოებრიობა, ქართველ ერში ასიმილირდებოდა კიდევ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები, ნებით თუ უნებლიეთ შემოსული ჩვენს ქვეყანაში. ამ მოვლენის კვალი შეიძლება ჩანდეს ზოგიერთ ქართულ „თუ არაქართული“ გვარებში, მაგრამ ასეთი გვარების მატარებელთა არაქართვე- ლობაზე ლაპარაკი მართლა სასაცილოა, რადგან მათი წინაპრები, თუკი ოდესღაც შეეთვისნენ ქართულ სულიერებას, ისინი მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ერის წარმომადგენლებად დარჩებიან ყოველთვის. დღევანდელი აფხაზი, თუმცა წარმომავლობით და გვარით არა აფსუა, არამედ ქართველი, ქართველობის საწინააღმდეგოდ იბრძვის აფხაზობისათვის, ისევე როგორც ოსი ოსობისათვის... –– ერთისთვისაც და მეორისთვისაც საბჭოთა რეჟიმმა შექმნა დამწერლობა, სახელმწიფოებრიობის მსგავსი წარმონაქმნი და რელიგია (არარელიგიურობა). 12 აფხაზეთის, ოსეთის, აჭარის ავტონომიურ-ადმინისტრაციულ წარმონაქმნებს ჩვენ ვუძახით რუსეთის იმპერიის მიერ ჩადებულ შენელებული მოქმედების ბომბებს საქართველოს სახელმწიფოებრიობის საწინააღლმდეგოდ. დღევანდელი, ნორჩი ქართული სახელმწიფოებრიობა, თუკი დაუშ- ვებს თავისი მოქალაქეების ეთნიკურ წარმომავლობასთან თამაშს, ახლო მომავალში იგემებს ქართველი ერის საბოლოო განადგურების მაუწყებელ უარეს აფეთქებებს, ვიდრე ეს მოხდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. სომხობა, თათრობა, ოსობა, აფხაზობა გაიმაგრებს თავის პოზიციას ქვეყნის დაშლის საკითხში ფედერაციული, შემდეგ კონფედერაციული მართვის დაკანონებით –- საკუთარი დამწერლობისა და ენის დანერგვით განათლებაში, კულტურაში, საქმის წარმოებაში. შემდეგ ეტაპზე ამ პროცესში ჩაებმებიან მეგრელები, სვანები, აჭარლები, ქისტები, ლეკები... ამის შემდეგ ქუთაისელები, გურულები თუ თელაველები დააკანონებენ თავიანთ კუთხურ კილო-კავს ლიტერატურულ ენად (რისი თვალსაჩინო მაგალითები უკვე დავინახეთ ქართულ საბჭოთა მწერლობაში, საქართველოს სახელმწიფოებრიობის უქონლობის პირობებში... და არღარა იზრახებოდეს ენა ქართული ქართლსა შინა... და არღარა იყოს ქართლი. მანანა გიგინეიშვილი გადავრჩებით ქართველები თუ გავქრებით? ეროვნების რეკვიზიტის გამო კამათი არ (ცხრება. „საქართველო გაქრება როგორც სახელმწიფო, ხოლო ქართველი გაქრება როგორც ეროვნება", –– აუწყა საზოგადოებას ბატონმა გ.შარაძემ. პირადობის დამადასტურებელი მოწმობიდან ეროვნების ჩანაწერის ამოღება საზოგადოების ერთმა ნაწილმა ეროვნული ღირსების შელახვად მიიჩნია. ტელეარხები გვიჩვენებენ, რომ ქუჩაში გამოკითხულთა დიდი ნაწილი წინააღმდეგია ეროვნების შესახებ ჩანაწერის გაუქმებისა. ტელედიქტორი გვაუწყებს, რომ ტელეფონით გამოკითხულთა უმეტესობა ამავე აზრს იზიარებს. არა მგონია, ამ შემთხვევაში მართებული იყოს საზოგადოებრივი აზრის ამნაირი გზით მოპოვება. ეს ურთულესი და უფაქიზესი საკითხია, მისი გონივრული გააზრებაა საჭირო. ეს არ არის ქუჩაში გადასაწყვეტი საკითხი. რომელი პიროვნება იტყვის, რომ არ უნდა თავისი ეროვნების ჩანაწერი, თუ მას ხელს არ შევუწყობთ პრობლემის ყოველმხრივ დანახვაში, თუ არ გავარკვევთ ვითარებაში. ჩემთვის გასაგებია საზოგადოების ერთი ნაწილის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. ასეა, ეროვნული ღირსების შელახვად აღიქმება ეროვნულობის შესახებ ჩანაწერის გაუქმება. და პირველი რეაქცია ასეთი იყო უმეტესი ჩვენგანისა. ჩვენ ხომ იმპერია ხან სახელმწიფო ენას გვართმევდა, ხან ეროვნებას გვიკანონებდა. ათეული წლების მანძილზე ჩვენ ხომ ყური და თვალი გამახვილებული გვქონდა, ჩვენი ეროვნულობის ხელყოფას ველოდით და პასპორტში ჩანაწერი „ქართ- ველი“ იყო ორას მილიონზე მეტ საბჭოთა ადამიანთაგან ჩვენი გამომ- რჩევი. ვიდრე ჩვენს პასპორტებში ეროვნების შესახებ ჩანაწერს საბოლოოდ დავაკანონებდეთ ან შეველეოდეთ, ეგებ ღირდეს იმის გახსენება, თუ როდიდან გაჩნდა ეს ჩანაწერი ჩვენს პასპორტებში და რა მიზნით გაჩნდა. ეროვნების რეკვიზიტი შემოღებულ იქნა კანონით – „პასპორტის შესახებ“ –- 1932 წელს, სწორედ მაშინ, დიქტატურის აღმავლობის და14 საწყისში. ამ ჩანაწერს რამდენიმე მიზანი ჰქონდა: გარესამყაროს წინაშე უნდა დაფიქსირებულიყო მრავალეროვანი პროლეტარიატის სახელმწიფოებრივი ერთობა. ამასთანავე კანონი კრძალავდა ეროვნების შეცვლას. გარუსების პოლიტიკას ფასადად ჰქონდა მრავალეროვან საბჭოეთში ერთა ძმური თანამშრომლობა. მილიონობით ადამიანი გარუსებული იყო, მაგრამ პასპორტში ეწერა უდმურტი, ჩუქჩა და ა.შ. ქაღალდზე ეროვნება უცვლელი რჩებოდა, სახელმწიფოშიც დემოგრა- ფიული ბალანსი ქაღალდზე უცვლელი იყო. გარდა ამისა, ამ ჩანაწერით დიქტატორმა დაახარისხა ერები, გრადაცია დააწესა. „დიდი რუსი ხალხის“ მერე მოდიოდნენ უკრაინელები, ბელორუსები, მერე კი –- მეორე, მესამე, მეოთხეხარისხოვანი ერები. ამ რიგში ქართველებსაც გვეკავა რომელიღაც ადგილი. ეს ჩანაწერი პირდაპირი გზით განსაზღვრავდა კარიერის, ბინის თუ სხვა სოციალურ საკითხთა წყებაში პასპორტის მფლობელის პრივილეგიებსა თუ შეზღუდვებს. ასე შემოგვრჩა ეს ჩანაწერი აქამდე. თუმცა პოსტკომუნისტურ სახელმწიფოთა უმეტესობა შეელია ეროვნების რეკვიზიტს. შეელია თვით რუსეთიც (ახალ პასპორტებში). თავისთავად ეს ჩანაწერი ეროვნული ცნობიერების არც განმამტკიცებელია და არც დამაკნინებელი. ქართველმა ერმა საუკუნეების ქარცეცხლში ისე გამოატარა თავისი თვითმყოფადობა, თავისი მდიდარი კულტურა, თავისი ეროვნული ცნობიერება, რომ არც პასპორტი ჰქონია და არც ჩანაწერი -–– „ქართ- გელი“. ეს ჩანაწერი არ გვქონია არც დავით აღმაშენებლისა და თამა“რის დროს და არც ძნელბედობის ჟამს, როცა ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგა. ჩვენს წინაპარს თავისი ეროვნული მეობა ამგვარ ჩანაწერზე არ დაუფუძნებია. სხვადასხვა ჯურის მომხდური ქართველთა აღგვას ცდილობდა ამ მიწიდან, მაგრამ უამჩანაწეროდ მოვაღწიეთ, არც გადავშენებულვართ და არც ენა დაგვიკარგავს. საეკლესიო წიგნში ბავშვის დაბადების ჩანაწერშიც კი არ აღინიშნებოდა მისი ეროვნება, თავისი ქართველობა ისედაც ცხადი იყო ქართველისთვის. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ნათელი გახადა, რომ ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილს საკმარისად არ მიაჩნია ეროვნების ნაცვლად მოქალაქეობის რეკვიზიტი. „მოქალაქეობის“ ცნებისადმი უნდობლო15 ბა შეინიშნება. ზოგს ჰქონია, რომ „ქართველის“ ნაცვლად თუ იქნება გრაფა – „საქართველოს მოქალაქე“ ან „მოქალაქეობა ქართული“ -– ეს ჩვენს ეროვნულ ღირსებას დააკნინებს. ეს უნდობლობაც ბუნებრივია და გასაგებია. თამარის მერე ჩვენ დამოუკიდებელი საქართველო არ გვქონია. ხოლო ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ჯერ მეფის რუსეთის იმპერიის გუბერნიის მკვიდრნი ვიყავით, მერე კი კომუნისტური იმპერიისა. ჩვენ სხვისი სახელმწიფოს მეორეხარისხოვანი მოქალაქეები ვიყავით და ის ჩანაწერი „ქართვე- ლი" მიგვაჩნდა ჩვენი თვითმყოფობის ოფიციალურ დასტურად. მოქალაქეობა კი დიდად არაფრად გვიღირდა. მაგრამ დლეს რატომ ვეკიდებით უნდობლად მოქალაქეობას?! დღეს ჩვენ დიდი სიძნელეებით, დიდი წინააღმდეგობებით, მაგრამ მაინც ვაშენებთ ჩვენს სახელმწიფოს, და მას ჰქვია სა-ქართველ-ო, ქარ– თველთა სახელმწიფო. ჩემი ქართველობა განსაზღვრავს ჩემი სახელმწიფოს სახელწოდებას და დევს მის ფუძეში. მე ქართველი მაშინაც ვიყავი, როცა რუსეთის გუბერნიაში ვცხოვრობდი, და მაშინაც, როცა საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის მკვიდრი ვიყავი. დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქე ვარ მხოლოდ დღეს, პირველად თამარის მერე. ვარ და ვიქნები მარად, ვერავინ წამართმევს ჩემს ქართულ სახელმწიფოს, მე თვითონ სხვათა პროვოცირებით შიგნიდან თუ არ შევუწყობ ხელს მის დაშლას. „ეროვნების“ ნაცვლად „მოქალაქეობის“ ჩანაწერით მე ვთავაზობ ჩემი მამა-პაპის სისხლით მორწყულ მიწა-წყალზე 26 საუკუნის წინათ შემოხიზნულთაც და იმათაც, ვინც უახლოეს წარსულში შემოვიკედლე, – იმ ხალხს ვთავაზობ, იმ ხალხს ვეუბნები: შენ ეროვნული უმცირესობა კი არა, – ამ ქვეყნის ნაწილი ხარ, უფლებრივად თანასწორნი ვართ. ოღონდ მხოლოდ უფლებებს კი ნუ წაეტანები, მოვალეობებიც თანაბარი უნდა ვიკისროთ; იცხოვრე ჩემთან ერთად საქართველოში, ოღონდ ჩემსავით ემსახურე მას, თვალი განზე ნუ გეჭირება. ეს სა-ქართველ-ოა, მაგრამ იგი შენი სამშობლოცაა. შენც ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ და ჩემთან ერთად ხარ ამ სახელმწიფოს პატრონიცა და მსახურიც. საგულისხმოა, რომ ეროვნების რეკვიზიტი დღეს არ არის მსოფლიოს უამრავი ქვეყნის პასპორტსა და დაბადების მოწმობაში. არის გრა16 ფები: „მოქალაქე“, „მოქალაქეობა“, „ქვეშევრდომობა". სახელმწიფოები მოქალაქეობის სტატუსით საფუძველს უმყარებენ საკუთარი ქვეყნის ძლიერებას, ერთიანობას და აღკვეთენ სეპარატიზმს ისე, რომ არც ერთი ადამიანის უფლებები არათუ არ იზღუდება, არამედ მაქსიმალურად გარანტირებულია. მსოფლიოს დემოკრატიულ სახელმწიფოთა ძლიერება და სიმტკიცე დაფუძნებულია თანაბარუფლებიან და თანაბარვალდებულებიან მოქალაქეთა თანაცხოვრებაზე. განა ვუთხარით იმ ადამიანებს, რომელთაც ქუჩაში ვაჩერებთ და აზრს ვეკითხებით, რომ ეროვნების რეკვიზიტი არ არის ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ავსტრიის, ჰოლანდიის, სკანდინავიის ქვეყნებისა და მრავალი სხვა ქვეყნის მოქალაქეთა პასპორტებში?! ამ ერებიდან რომელმა დაკარგა თავისი ენა, კულტურა?! რომელი მათგანი გადაგვარდა ამ ჩანაწერის უქონლობის გამო?! ჩვენ რა გვაქვს შესაშინებელი და დასაეჭვებელი? უძველესი კულტურის ერი ვართ, თუ ერად ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ტომთა ნარევი, რომელიც ჯერ ეროვნულ ცნობიერებამდე ვერ ამაღლებულა? ჩვენ ხომ ისეთი უწყვეტი კავშირი გვაქვს ჩვენი კულტურისა და ენის უძველეს შრეებთან, რომ მეხუთე საუკუნეში დაწერილ ნაწარმოებს 14-15 წლის ბავშვები სწავლობენ სკოლაში და ესმით. რომელი კულტურული ერის ცხოვრებაში ხდება ასეთი რამ? ხელთა მაქვს უამრავი ქვეყნის პასპორტებისა და დაბადების მოწ' მობათა ქსეროასლები. არსად ეროვნების გრაფა არ არსებობს. ოპონენტები გვსაყვედურობენ, ევროპის მძლავრ სახელმწიფოებს რას ვედრებით, როცა გავძლიერდებით, მაშინ მოვიქცეთ მათსავითო. ვერ გაძლიერდება ჩვენი სახელმწიფო, სწორი და ძლიერი კანონმდებლობა თუ არ გვექნა. გერმანიას, საფრანგეთსა და ინგლისს თუ სჭირდებათ პიროვნების სტატუსის განმსაზღვრელი ასეთი ფორმა, მით უმეტეს საჭირო და მისაღებია იგი ჩვენთვის, რომელთაც ნანატრი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გასამყარებლად უამრავი სიძნელე გვაქვს დასაძლევი. ჩვენი ოპონენტები ესტონური პასპორტისა და იქაური დემოგრაფიული ვითარების შესახებ არაფერს ამბობენ, მაგრამ სომხეთის გამო გვსაყვედურობენ, სომხეთს რას ვედრებით, მონოეთნიკური სახელმწიფოაო. მერე? მით უმეტეს, რომ მონოეთნიკური სახელმწიფოა და 17 მას მაინც სწორად მიაჩნია პიროვნებისთვის ეროვნული სტატუსის კი არა, მოქალაქეობრივი სტატუსის განსაზღვრა. ამან უნდა დაგვაფიქროს. და კიდევ: ეროვნება არ უნდა გვეწეროს არა იმიტომ, რომ ასეა უამრავ ქვეყანაში, არამედ იმიტომ, რომ ეს არის სახელმწიფოებრივი ცნობიერების ყველაზე ოპტიმალური, ყველაზე აპრობირებული, ყველაზე გონივრული მოდელი. და სწორედ ამიტომაცაა იგი ბევრ ქვეყანაში დანერგილი. პასპორტი დოკუმენტია სახელმწიფო სტრუქტურებთან მოქალაქის მიმართების მოსაგვარებლად ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. საბუთში ნებისმიერ რეკვიზიტს უნდა ჰქონდეს სამართლებრივი ფუნქცია და საფუძველი. არც ერთი ქვეყნის კანონმდებლობა (გარდა ყოფილი ფაშისტური რეჟიმებისა) არ ითვალისწინებს ეროვნებას. მოქმედი კანონმდებლობა ყველგან მოქალაქის სტატუსს ეფუძნება. ასე უნდა იყოს საქართველოშიც, 3000-წლიანი სახელმწიფოებრიობის მქონე ქვეყანაში. ახლა მოვუსმინოთ ყოველივე ამის წამომწყებს, ბატონ გ.შარაძეს: „ჩვენ გვიმტკიცებენ, რომ საფრანგეთის პასპორტში აღნიშნული სიტყ- ვა „ნასიონალიტე“ ნიშნავს არა ეროვნებას, არამედ მოქალაქეობასო. ესეც ტყუილია. ამ რეკვიზიტის გასწვრივ საფრანგეთის ყველა მოქალაქეს უწერია „ფრანგი“. ასევე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პასპორტში ამ რეკვიზიტის „ნასიონალიტე“-ს შემდეგ უწერია „დოიჩ“, ანუ გერმანელი... ამ კანონის მომხრე ე.წ. პოლიტიკოსები თუ სპეციალისტები უმალავენ საქართველოს მოსახლეობას, რომ საფრანგეთში ყველას გაფრანგება ხდება, გერმანიაში –– ყველას გაგერმანელება, ინგლისში –– ყველას გაინგლისელება, საბერძნეთში –– ყველას გაბერძნება“ („საქართველოს რესპუბლიკა“, M 18, 1999 წ. – ხაზი ჩემია, მ.გ.). პარლამენტარი ვიდრე მსოფლიოს უძლიერეს დემოკრატიულ სახელმწიფოებს ერთა ასიმილაციას დასდებდა ბრალად და ადამიანის უფლებათა ასეთ უხეშ დარღვევას „აღმოაჩენდა“, სჯობდა, ჩაეხედა რომელიმე კომპეტენტურ ცნობარში; ინტერნეტის საშუალებით ხომ კვალიფიციურ ექსპერტთა დონეზე შეძლებდა საკითხის გარკვევას; საქართველოში აკრედიტებული და მის მიერ შერისხული სახელმწიფოებს საელჩოებიდანაც მიიღებდა სარწმუნო პასუხს. ვითარება კი ასეთია: ფრანგულ პასპორტში არის გრაფა – 18 MგVიიმIIC ”მიC8156/C(86იCჩ MმM0იმIIV (პარალელურად არის ინგლისური შესატყვისიც), MმI0იმგII6-ს ერთი მნიშვნელობაა „ეროვნება“ (ეთნიკურ-კულტურული კუთვნილება), მეორე მნიშვნელობაა „მოქალაქეობა“, გულ „ქვეშევრდომობა“. მოქალაქეობას“, MმM0ი8მIII6 „ფრანგულ ნ”მილ8I950 ნიშნავს ქვეშევრდომობას“. „ფრან- ნორმალური ქართულით ეს არის „საფრანგეთის მოქალაქე“, „საფრანგეთის ქვე- ყველაფერ დანარჩენზე. შევრდომი" და არამც და არამც არ ნიშნავს „ეროვნებით ფრანგს“, როგორც ეს გ.შარაძეს ჰგონია. ბატონმა მ.ნანეიშვილმა შესანიშნავად განუმარტა მას „ეროვნების“ ეთნიკურ-კულტურული და პოლიტიკური ასპექტები. ქართულ ენაში ერთმანეთისგან გარჩეულია „ფრანგი“ და „ფრანგული“. მოგეხსენებათ, „ფრანგი“ ადამიანზე ითქმის, „ფრანგული“ – ფრანგულ ენაში კი ჩ/მილმ!I50 „ფრანგსაც“ ნიშნავს და „ფრანგულსაც“, ისევე როგორც ინგლისურში – ნიყვი ·„ინგლისელს“ და „ინგლისურს“ და გერმანულში -–– 00V0150ჩ –– „გერმანელს“ და „გერმანულს“. ამიტომ შეიძლებოდა ბატონ გ.შარაძეს ეს შეცდომა მოსვლოდა, მაგრამ იგი იმას მაინც უნდა დაეფიქრებინა, რომ მამაკაცის პასპორტში ზუსტად იგივე ჩანაწერია. არადა, ეს რომ „ფრანგს“ ნიშნავდეს, მამაკაცს ჩანაწერი და უნდა ყოფილიყო მამრობით სქესში უნდა ჰქონოდა ეს წწმი6815, მდედრობითის 8 დაბოლოების გარეშე. Mმ00იმII6 მდედრობითი სქესის სახელია და მისი მსაზღვრელია წIწმილ681560. სწორედ ამიტომაა Mმჰ0იმ!II6 წ/მი6მ150 პასპორტის ძირითადი შრიფტით დაბეჭდილი და იგი არ იცვლება იმის მიხედვით, ქალია თუ მამაკაცი პასპორტის მფლობელი. 9 თებერვლის ტელეგადაცემაში („რეტროსპექტივა“) ბატონმა გ.შარაძემ მთელი საქართველოს გასაგონად იცრუა, -–- მამაკაცს „ფრანსე“ უწერია, ქალს კი „ფრანსეზ“-ო. თანაც მან ორჯერ გაიმეორა ეს სიცრუე. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, ბატონო გურამ! ბატონი გ.შარაძე გერმანელებს როცა სხვათა გაგერმანელებას სწამებს, გერმანულ პასპორტში რომ ჩაეხედა, ამ უხერხულობას ხომ ასცდებოდა. გერმანულ პასპორტში სამ ენაზეა გრაფა: გერმანულად, ინგლისურად და 5I8მI9მიძ08ჩ0I9M9IVMმV0იმ!IIIV/MმI0იმ!III6. წარმოდგენილი ფრანგულად, აი ეს ასე: 19 გერმანული §5IმმIამიძნიბი9M0” (§მმ - სახელმწიფო, #იძ8ი6II9M6I –– მიკუთვნება, კუთვნილება) ნიშნავს „მოქალაქეობას“, „ქვეშევრდომობას“ და სხვას არაფერს. აქ ზუსტად ამასვე ნიშნავს მი- სი ინგლისური და ფრანგული შესატყვისი. ბატონი გ.შარაძე სომხეთის მოქალაქის პასპორტში ნახავდა ასეთ გრაფას: MმM0იმIILV –– რჩრისსხ!C 0! #„ო6იIმ. რას ფიქრობს იგი, რა წერია სომხურ პასპორტში: „ეროვნება –– სომხეთის რესპუბლიკა“, თუ „მოქალაქეობა – სომხეთის რესპუბლიკა". პარლამენტარი ოფიციალური პირია. მას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. რა თქმა უნდა, იგი შეიძლება შეცდეს, მაგრამ ვიდრე მსოფლიოს უძლიერეს დემოკრატიულ სახელმწიფოთა ბრალმდებლის როლს იტვირთავდეს, საკითხში გარკვევა მართებს. პრობლემა მეტად მნიშვნელოვანია და პიროვნულ დონეს სცილდება. ვალდებული ვარ აღვნიშნო, რომ ევროპის დემოკრატიული და სამართლებრივი ქვეყნების ეროვნული პოლიტიკის შესახებ განცხადებულ ამ გაუგებრობას ვერ გავიზიარებ მე, აგრეთვე ქართველი პარლამენტარი. ბატონ გ.შარაძის თანახმად, „დასავლეთის ქვეყნებს დისკრიმინაციული კანონი აქვთ, რისი მეშვეობითაც ხდება ერთი ერის გაბატონების საფუძველზე სხვა ერთა თვითლიკვიდაცია“. სწორედ ხსენებული ქვეყნები ეროვნულ უმცირესობათა დისკრიმინაციად მიიჩნევენ ეროვნების რეკვიზიტს და ეროვნების რეკვიზიტით მათ არ გამოარჩევენ ავტოქთონური მოსახლეობისგან. ერთ-ერთი ცნობილი გერმანელი ექსპერტი ეროვნების რეკვიზიტს ადარებს დავით წინასწარმეტყველის ექვსქიმიან ვარსკვლავს („მაგენ დავით“), რომელიც 30-იანი წლების გერმანიაში მკერდზე უნდა ჰქონოდათ ებრაელებს, რათა ადვილად გამოსარჩევნი ყოფილიყვნენ გერმანელთაგან. აი, რაში ხედავენ ისინი დისკრიმინაციას ბატონ გ.შარაძისგან განსხვავებით. ბატონ გ.შარაძის თქმით, პასპორტიდან რეკვიზიტის ამოღება საქართველოში მცხოვრებ „სხვა ერთა თვითლიკვიდაციისათვის“ გვინდა. ვთქვათ, დავიჯერეთ მისი გულწრფელობა, ვენდეთ, რომ ნამდვილად ასე ჰგონია. მაშინ რაღას ნიშნავს მისივე ფრაზები: „ამ კანონით ქართულის და ქართველის ხსენება გაუქმებული იქნება“, ეს „ქართველი ერის თვითლიკვიდაციის ტოლფასია". ეს როგორღაა? ქართველთა თვითლიკვიდაციაც მოხდება და საქართველოში მცხოვრები სხვა 20 ეროვნების ადამიანებისაც? რა თანმიმდევრობით განვითარდება მოვლენები? ჯერ სხვა ერების ლიკვიდაციას მოვახდენთ ქართველები და მერე საკუთარი თავისას, თუ პირიქით? ასეთ აბსურდულ მდგომარეობაში ჩაიყენა პარლამენტარმა თავი, რადგან სურს, რომ ქართველებსაც მხსნელად მოევლინოს და სხვა ეროვნების მოსახლეობასაც. დამაფიქრებელია კიდევ ერთი რამ: კანონი –– „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ –– პარლამენტმა მიიღო ერთხმად. ბატონ გ-შარაძეს ხმა მიცემული აქვს ამ კანონისთვის. ამის საბუთი ხელთა გვაქვს (პარლამენტში ხმის მიცემის შედეგების ამობეჭდვა ხდება კომპიუტერული სისტემით). მას ჰგონებია, რომ არ ჩაირთო მისი პულტი და პირადადაც დაუდასტურებია ხმის მიცემა. ამონაბეჭდში ესეც დაფიქსირებულია. კანონი მივიღეთ ოქტომბერში. კარგა ხანს სრული სიმშვიდე იყო. რა მოხდა, ვის დასჭირდა ეს განგაში? რა არის ეს, ჩვენი საზოგადოების აფორიაქების ერთ-ერთი მცდელობა, საარჩევნო კომპანიისთვის მომგებიანი სვლა, თუ კიდევ სხვა რამ? და ეს ყველაფერი ხდება გარკვეულ ფონზე: ა.წ. 5 თებერვლის „საქართველოს რესპუბლიკის“ მთელი გვერდი ჯავახეთს მიეძღვნა. ჩვენ საუკუნოვანი მეგობრობა გვაკავშირებს მოძმე სომხეთთან. კომპაქტურად დასახლებული აზერბაიჯანული და სომხური მოსახლეობის სურვილით, საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის მხარდაჭერით, შექმნილია სახელმწიფო პროგრამა, რომელიც აგერ მესამე წელია ბიუჯეტიდან ფინანსდება. სკოლებში გაძლიერდა ქართულის სწავლება, მოზრდილთათვის შეიქმნა ქართულის შემსწავლელი ჯგუფები. ისინი ეუფლებიან სახელმწიფო ენას, რათა უკეთ ჩაებან დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს სახელმწიფოს შენებაში. მაგრამ ამასთანავე ჯავახეთში ეროვნული ნიშნით დაფუძნებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაცია „ჯავაკხს“, როგორც გაზეთი გვაუწყებდა, შეუმუშავებია ჯავახეთის კონსტიტუციის პროექტი ავტონომიის მოთხოვნით. ასეთ ფონზე, როცა ქართველი პარლამენტარი პიროვნების სტატუსის განმსაზღვრელ უმთავრეს ნორმად ეროვნებას მიიჩნევს და არა მოქალაქეობას, –- ეს დამაფიქრებელ კითხვებს აღძრავს. დოკუმენტში ეროვნების აღნიშვნით ეთნიკურ წარმომავლობეს 21 ენიჭება პოლიტიკურ-იურიდიული სტატუსი. და სრულიად რეალურია, რომ ამ სტატუსს მოჰყვეს რეალური მოთხოვნები რეალური შედეგებითა და ეთნოკომფლიქტების ახალი კერებით. საზოგადოების ემოციებზეა გათვლილი ეროთნები რეკვიზიტის დამცველი პოზიცია. ჩვენი საზოგადოება თუ კარგად გაიაზრებს პრობლემის არსს, მაშინ ეს მზაკვრული და ქვეყნისათვის სახიფათო ნაბიჯი თავის საზიანოდ გარკვეულ ძალებსა და მათ ინსპირატორებს. პასპორტი იურიდიული დოკუმენტია. იგი განსაზღვრავს მიმართე- ბას სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის და არა სახელმწიფოსა და ეთნოსის წარმომადგენელს შორის. ქვეყნის გარეთ იგი საბუთია მოქალაქის იდენტიფიკაციის და სახელმწიფოებრივი კუთვნილების შესახებ. ეროვნების რეკვიზიტის ნაცვლად მოქალაქეობის რეკვიზიტი ქვეყნის ერთიანობისა და ძლიერების საფუძველია მრავალ ქვეყანაში. ეს სასიკეთოა იმათთვისაც, ვისმა წინაპრებმაც სამი ათასწლეულის წინათ საფუძველი ჩაუყარეს ქართულ სახელმწიფოს, და სასიკეთოა იმათთვისაც, ვისი სამშობლოც სხვადასხვა ვითარებაში გახდა საქართველო. ეჭვი არაა, არაქართული მოსახლეობა გააცნობიერებს, რომ მოქალაქეობაა ზობთ ის საერთაშორისო მოდელი, რომლითაც მათ ვთავა- თანასწორობას, თანამშრომლობას, თანაცხოვრებას. და ეს ყვე- ლაფერი დეკლარირების დონეზე კი არ დარჩება, არამედ ამით სახელმწიფო თავისი მოქალაქეების მიმართ ვალდებულებას კისრულობს. ეჭვი არაა, არაქართველი მოსახლეობა ისევე შეხვდება ამ საკითხს, როგორც მოხდა ყველგან მთელს მსოფლიოში. ვალდებულებასაც ნიშნავს საქართველოს მოქალაქეობა. თუ საქართველოს მოქალაქეა, უნდა ისარგებლოს კიდეც ამ ქვეყნის ყველა სიკეთით. ხოლო თუ თავისი ეთნიკური სამშობლოსკენ მიილტვის, ნება მისია, ოღონდ საქართველოს მიწიანად -–– არა! გრაფაში –- „საქართველოს მოქალაქე“ -–– დევს ის აზრი, რომ ქართველს აქვს თავისი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ქართული სახელმწიფო და ქართველებთან, ავტოქთონურ ერთან, ერთად ამ სახელმწიფოს მოქალაქეა ისიც, ვინც მის გვერდით ცხოვრობს, ვის მიმართაც ტოლერანტობით მუდამ გამოირჩეოდა ქართველი. უთხარით ქუჩაში ხალხს ასე და რომელი ქართველი იტყვის, რომ ამის წინა- აღმდეგია, ამასაც ვნახავთ. 22 რაც შეეხება იმას, რომ „ჩვენ დავკარგავთ დემოგრაფიული სტატისტიკის მართვის სადავეებს“, –- ამას პასპორტი კი არა, მოსახლეობის ალწერა აგვარებს. გარდა ამისა. უნდა მოგახსენოთ შემდეგი: საქართველოს პრეზიდენტმა 1998 წლის აპრილში შექმნა სამთავრობო კომისია „საქართველოში ფიზიკური და იურიდიული პირების იდენტი- ფიცირებისა და პერსონიფიცირების ერთიანი კომპიუტერული სისტემის შექმნის შესახებ“. რამდენადაც ინფორმირებული ვარ კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, ბატონ ლ-გიგინეიშვილის მიერ, კომისიამ უკვე მოამზადა პროგრამა და პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი, შეთანხმებული ყველა უწყებასთან. ამ კომპიუტერულ პროგრამაში გაეროს კლასიფიკაციის მიხედვით შედის ყველა რეკვიზიტი, რაც პიროვნებას თავად მიაჩნია საჭიროდ (ეროვნება, სალაპარაკო ენა, თვალის ფერი, სისხლის ჯგუფი და ა.შ.). ყოველ მოქალაქეს ექნება ე.წ. პლასტიკური ბარათი, რომლის კონფიდენციალობა დაცული იქნება. არც ეროვნება წაერთმევა ვინმეს და არც ჩვენს „შთამომავლობას დაავიწყდება თავისი ქართველობა“. ქართველსა და არაქართველსაც ემახსოვრება, რომ ის სა-ქართველ-ოს მოქალაქეა. 23 ზაალ დგებუაძე „რეზერვაციული პატრიოტიზჯმი“, ანუ პასუხისმგებლობის შიში დოკუმენტებში ეროვნების აღმნიშვნელი გრაფის შემოღების გამო დაწყებულმა ინფანტილურმა დავამ და პროვოკაციულმა წივილ-კი- ვილმა კიდევ ერთხელ მთელი სიმძაფრით წამოჭრა ჩვენი საზოგადოების მენტალიტეტთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი საკითხი: სურს კი დღევანდელ ქართველობას ნამდვილად დამოუკიდებელი თანამედროვე სახელმწიფოს შექმნა, თუ ლტოლვ–ა დამოუკიდებლობისკენ ემოციების სფეროს არ გასცილებია და ქვეცნობიერად ჩვენ ისევ იმპერიის წიაღში არსებული კარგად შემოსაზღვრული რეზერვაციის- კენ მივილტვით, რომელშიც შევძლებთ შეურეველ-შეუბილწავად შევინახოთ ჩვენი „ჯიშობრივ-გენეტიკური“ მონაცემები, ვიამაყოთ რი წინაპრებით და თვალი დავუბრმავოთ მსოფლიოს ეთნოგრაფიული სიმდიდრეებით? გმი- ფოლკლორულ- ალბათ, ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ ქართველი საზოგადოე- ბის უდიდესი ნაწილი პირადობის დოკუმენტებში ეროვნების აღნიშვნის მომხრეა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ათასჯერ ითქვა და თით- ქოს კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული: მსოფლიოს ყველა ქვეყანაში თავიანთი წარმომავლობის დაფიქსირებისკენ მიილტვიან ეთნიკური უმცირესობები, რათა ამ გზით უკეთესად შეძლონ საკუთარი ენობრივი, კულტურული და ეთნოგრაფიული თავისებურებების დაცვა. ხოლო იის ადამიანები, რომლებიც დომინანტ ერს ეკუთვნიან ან, უბრალოდ, თავი ქვეყნის პატრიოტებად მიაჩნიათ, ყოველგვარად ეწი- ნააღმდეგებიან ამას, რადგან ეროვნების აღნიშვნა სახელმწიფოსთვის არის დამანგრეველი და დამღუპველი. საბჭოთა იმპერიაში ჩვენ ნამდვილად ვიყავით ერთ-ერთი ეროვნუ-“ ლი უმცირესობა და, ამდენად, სავსებით ბუნებრივი იყო, გვქონოდა სურვილი ეროვნული კუთვნილების შეძლებისდაგვარად მყარად დაფიქსირებისა, რაც ჩვენი თავისთავადობის გადარჩენის გარანტიებს შეგვიქმნიდა. 24 ახლა მდგომარეობა დიამეტრულად შეიცვალა. ქართველობას აქვს სახელმწიფო, რომელშიც იგი დომინანტ ერს წარმოადგენს (ეს, თითქოს, უკვე გავიცნობიერეთ), და ეს სახელმწიფო ხვალ ისეთი იქნება, როგორსაც ვისურვებთ და როგორის აშენებასაც შევძლებთ. ჩვენი ენა არის და იქნება სახელმწიფო ენა. ჩვენი გადასაწყვეტია, კულტურის სფეროში როგორ პოლიტიკას წარვმართავთ, რას მივიღებთ უცხო კულტურებიდან, ხოლო რას საკანონმდებლო თუ ეკონომიკურ ბარიერებს შევუქმნით. ასევე ჩვენზე იქნება დამოკიდებული, ტრადიციებიდან რას მივიჩნევთ ახალი დროის შესაფერისად და სიცოცხლის ღირსად, ხოლო რას უკუვაგდებთ. ფოლკლორსა და ეთნოგრაფიულ თავისებურებებს შეგვიძლია ისე ვუპატრონოთ და იმ ზომით შევინარჩუნოთ, როგორც მიზანშეწონილად ჩავთვლით. მოკლედ, გვაქვს საკუთარი სახელმწიფო და დღეს ჩვენი მთავარი საზრუნავი ამ სახელმწიფოს ძლიერება და ქმედითუნარიანობა უნდა იყოს. ჩვენს მთავარ ეროვნულ ფასეულობას სწორედ ქართული სახელმწიფო უნდა წარმოადგენდეს –- გარანტი და ინსტრუმენტი ნებისმიერი სხვა ფასეულობის დაცვისა. რით აიხსნება პარადოქსული ფაქტი, რომ იმ ვითარებაში, როცა საკუთარი ეროვნული სახელმწიფოს აშენების შანსი გვიწყალობა ბედისწერამ, ჩვენ ისევ ეთნიკური უმცირესობის მენტალობა და მოთხოვნები გვაქვს? –– როგორც ჩანს, ქვეცნობიერად თავს ახლაც უმცირესობად მივიჩნევთ, უფრო მეტიც, გვსურს უმცირესობა ვიყოთ, რადგან ეს პასუხისმგებლობის ტვირთისგან გვათავისუფლებს. შარშან საგანძურის საგამოფენოდ გატანის გამო ატეხილ პროვოკაციულ აურზაურში ყველაზე მეტად შემაშფოთა ერთმა ფაქტმა: „სეფისკვერითა და ნაკურთხი წყლით მოშიმშილე“ სტუდენტები (ეკლესიურობის რა შემზარავი პროფანაციაა!) მეტისმეტად ადვილად აწვდიდნენ მოსახლეობას საგანძურის შესაძლო დაკარგვის თითქოს მხოლოდ გონებაჩლუნგთა და ბრიყვთათვის განკუთვნილ ვერსიებს: ხატებს შეგვიცვლიან და ასლებს დაგვიბრუნებენ, ან კიდევ –– იუგოსლავიასთან ომია და ეს შეიძლება ამერიკას დაემუქროსო... მეცნიერები ძირითადად მათი „არგუმენტების“ გაბათილებას „ცდილობდნენ და ამ დროს, მგონი, არავის გამოუთქვამს აღშფოთება: თავმოყვარე ხალხს ასეთი აბდაუბდა ვერავინ უნდა აკადროს! სამწუხაროდ, ჩვენმა საზოგადოებამ ზიზღის გარეშე გადაყლაპა და მოინელა ეს ამაზრზენი, სპე25 ციფიკური სუნის მქონე აბები. შემდეგ მან ასევე გულუბრყვილოდ ირ- წმუნა იაფფასიან პროვოკატორთა მიერ შეთითხნილი ზღაპარი „და- სავლეთის დამღუპველი ზრახვებისა“ და „დალესის გამხრწნელი გეგმის“ შესახებ. რა გვემართება, რატომ ვიჯერებთ დაუჯერებელს? რით აიხსნება ეს არასახარბიელო, სამარცხვინო მზადყოფნა, ვირწმუნოთ ნებისმიერი დემაგოგიური მონაჩმახი? –- ალბათ იმით, რომ ჯერ კიდევ ვერ გავთავისუფლდით „იმპერიის კომპლექსისაგან“: მართალია, საბჭოთა იმპერია დაიშალა და ჩვენ თავისუფლები აღმოვჩნდით, მაგრამ ჯიუტად გვსურს თავი ისევ იმპერიის წიალში მოვიაზროთ. ოღონდ, ახლა უკვე იმპერიად მთელი მსოფლიო, პირველ რიგში კი ძლიერი და მდიდარი დასავლეთი წარმოგვიდგება, რომელსაც, კაცმა არ იცის რატომ, ქართველობის ზნეობრივი გადაგვარება და შემდეგ დამონება განუზრახავს და ამ მიზნით ჩვენს კულტურულ ფასეულობებსა და ტრადიციებს ემუქრება. ჰო მაგრამ, რა ტრადიციებზეა საუბარი? ამომწურავი არგუმენტების მოხმობით მრავალგზის იქნა დასაბუთებული, ქართული სახელმწიფოებრიობისთვის რაოდენ საშიში, რაოდენ დამანგრეველი იქნებოდა პირადობის დოკუმენტებში ეროვნების დაფიქსირება. ჩვენ კი მზად ვართ საქართველოს სახელმწიფოებრივი მთლიანობა და ძლიერება შევწიროთ დაბადებისა თუ პირადობის მოწმობაში ჩაწერილ სიტყვას „ქართველი“. ესე იგი, სახელმწიფოებრიობა არ მიგვაჩნია ჩვენს ყვე- ლაზე ფასეულ ტრადიციად და უზენაეს ეროვნულ მიზნად. მაშ, რა შინაარსი რჩება ამ კონტექსტში სიტყვა „ქართველში“? რა ტრადიციები, რა ფასეულობები გვინდა გადავარჩინოთ? ნუთუ, მხოლოდ ქელეხში გაძღომის ან ქრთამით საქმის მოკვარახჭინების ტრადიცია? და მაინც, რით აიხსნება ჩვენი შინაგანი სწრაფვა ახალი „ბოროტების იმპერიის“ გამოგონებისკენ და მის შიგნით ეთნიკური ნიშნით აღბეჭდილი რეზერვაციის მოწყობისკენ, ნაცვლად იმისა, რომ მიზნად ძლიერი ეროვნული სახელმწიფოს აშენება დავისახოთ? საქმე ისაა, რომ რეზერვაციაში ცხოვრება ზნეობრივად უფრო კომფორტულია, რადგან პიროვნული მსხვერპლის გაღებას ნაკლებად მოითხოვს. ეთნიკური ვინაობის მრუდე სარკეში დადებით თვისებად წარმოჩნდება ერის გამხრწნელი და დამღუპველი ბევრი სიმახინჯე, რომელსაც სა26 ხელმწიფოებრივი ცნობიერება სწრაფად განძარცვავს ყოველგვარი ხიბლისაგან და თავის ადგილს მიუჩენს. მაგალითად, მექრთამე ან კონტრაბანდისტი, რომელიც უსინდისოდ ძარცვავს სახელმწიფოს და დალხენილ ცხოვრებას მოსახლეობის კეთილდღეობის ხარჯზე იწყობს, ეთნიკური ვინაობის დონეზე თუ დავრჩებით, შესაძლოა „ნამდვილი ქართველი“ –- კარგი პურისმჭამელი და ძმაკაცებს გადაყოლილი ბიჭი –- იყოს. მაგრამ საკმარისია საქმეს სახელმწიფოებრივი თვალით შევხედოთ და აშკარა გახდება –– როგორც საქართველოს მოქალაქე, იგი არაკაცი და ყოვლად სამარცხვინო ნაძირალაა. რა არგუმენტები მოჰყავთ თავიანთი პოზიციის სასარგებლოდ ეროვნული ვინაობის დაფიქსირების მომხრეებს (ამ შემთხვევაში ვგულისხმობ თავგზაარეულ გულწრფელ ადამიანებს, და არა რუსეთის სპეცსამსახურის ფასიან აგენტებს, რომლებმაც წამოიწყეს მთელი ეს უზნეო აურზაური)? -–– მათი თქმით, ეროვნების აღნიშვნის მიზანი ის ამოცანები ყოფილა, რომლებიც ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ალწერებისა და მონაცემთა კომპიუტერული ბანკის მეშვეობით ხორციელდება (ამის თაობაზე იხილეთ „დამატებაში“ ლერი გიგინეიშვილის სტატია). ნუთუ, მართლა სურთ, „ქვის ხანის“ იარაღით იმოქმედონ საყოველთაო კომპიუტერიზაციის ეპოქაში?! არა, მათი ნამდვილი, თუმცა შესაძლოა ბოლომდე გაუცნობიერებელი სურვილი სულ სხვაა –– ეთნიკური რეზერვაციის მოწყობა, რომელშიც გრაფა „ქართველი“ პრესტიჟული და პრივილეგირებული ფენი- სადმი კუთვნილების ნიშანი იქნება. ჰო მაგრამ, რა პრივილეგიებს ელიან, რა უნდათ მიიღონ –- სადმე ურიგოდ გაძრომის პრივილეგია თუ „კუდის ყავარზე შემოდების“ საკუთარი ქართველობის სიამაყის პრესტიჟული უფლება? რა ვქნათ, ქართული სახელმწიფოებრიობა „შემოდგომის აზნაურთა“ ფსიქოლოგიას გადავაყოლოთ?! ახლა ხშირად ახსენებენ ხოლმე დავით აღმაშენებელს, როგორც სახელმწიფო მოღვაწის იდეალურ ნიმუშს; როგორც ზეკაცს, რომლის გენიამ ქართველი ერი განადგურებას გადაარჩინა და შექმნა უძლიერესი ქართული სახელმწიფო; ადამიანს, რომელიც თავს მესიის მახვილად მოიაზრებდა და ნამდვილად იყო ქრისტიანობის ამოცანათა უდიდესი ხორცშემსხმელი ბრძოლის ასპარეზად ქცეულ ვრცელ რეგიონში. თუ მართლა რამის სწავლა გვინდა, დავუფიქრდეთ მის ქმედებებს: 27 განა ქართველად ყოფნა აღმაშენებლის სახელმწიფოში რაიმე პრივილეგიას გულისხმობდა?! გავიხსენოთ, ვინ იხდიდა ყველაზე დიდ გადა- სახადს –– მუსულმანი, ებრაელი თუ ქართველი? დავითის ამ ნაბიჯის განმარტებისას, ჩვეულებრივ, მის საგარეო პოლიტიკურ და ეკონომი- კურ გათვლებს ახსენებენ ხოლმე. მაგრამ, მოდით, საკითხის ზნეობრივ მხარესაც დავუფიქრდეთ –- ქართული ქრისტიანული სახელმწიფოსთვის სხვებზე უმეტესი მსხვერპლი ეთნიკურმა ქართველებმა, ქრისტიანებმა უნდა გაიღონ! ზნეობრივი ვალი -–– სხვებზე ადრე და მე- ტად მიიტანოს მსხვერპლად საკუთარი ეგოისტური მისწრაფებები სახელმწიფოს საკურთხეველზე, – აი, ერთადერთი პრივილეგია, რომე- ლიც ეროვნულ სახელმწიფოში დომინანტი ერის შვილებს უნდა ჰქონდეთ. თითოეული ერის ცხოვრების ყველაზე სრულყოფილ ფორმას ეროვნული სახელმწიფო წარმოადგენს. ამიტომ, ჩვენი ერის ნამდვილი პატრიოტისთვის არ შეიძლება არსებობდეს „საქართველოს მოქალაქეზე“ უფრო მაღალი და ღირსეული წოდება. გადავადნოთ ჩვენი ეთნიკური ვინაობა სახელმწიფოებრიობის ბრძმედში და ვიქცეთ ახალ თანამედროვე ერად – ეს არის დღეს ჩვენი უზენაესი ეროვნული ამოცანა. 28 ზაზა კვერცხიშვილი ეროვნული რეკვიზიტის არგუმენტები მომხრეთა ეროვნული რეკვიზიტის მომხრეთა პუბლიკაციებიდან ვცადე ამომეკრიბა ადგილები, რომლებშიც, რაც შეიძლება სრულად და დასაბუთებულად იქნებოდა წარმოდგენილი მათი პოზიცია. ამ მასალაში მოყვანილია მათი ყველა ძირითადი არგუმენტი, რომლებიც სხვადასხვა ვარიაციით და სტილისტურ-ემოციური შეფერილობით გადადის რეკვიზიტის მომხრეთა სტატიიდან სტატიაში. მიუხედავად ბევრი ცდისა, სხვა იურიდიული და პოლიტიკური არგუმენტებს მათ მსჯელობაში ვერ მივაგენი. გავეცნოთ მათ. „გიწერია თუ არა ქართველი, ამაზეა დამოკიდებული მთელი სახელმწიფოებრივი სტრუქტურების მშენებლობა. კერძოდ, თუ არ გვექნება ეროვნების გრაფა, არ გვეცოდინება სახელმწიფოში რამდენი ეროვნების წარმომადგენელი ცხოვრობს, აქედან რამდენია ქართველი და რამდენი -- სხვა ეროვნების წარმომადგენელი: ქართველები უმრავლესობა ვართ თუ უმცირესობა, არ გვექნება უფლება, ჩვენს ქვეყანას ერქვას საქართველო, კონსტიტუციაში სახელმწიფო ენად ქართული ენის დატოვების საფუძველიც მოიშლება...“ (გურამ შარაძე, „ახალი 7 დღე“, 1999, 5-8 თებერვალი, გვ. 8) „თუ დღეს შემოთავაზებულ კანონს გზას დავულოცავდით და ის ამუშავდებოდა, მაშინ რამდენიმე წელიწადში საქართველო აღარ იქნებოდა. კონსტიტუციიდან კი ამოგვიღებდნენ მუხლს: სახელმწიფო ენა ქართული. გვეტყოდნენ: რატომ გაქვთ თქვენ ქართული ენა სახელმწიფო ენად, თუ არ ვიცით თქვენი ეროვნება, არ ვიცით, უმრავლესობას შეადგენთ თუ არა. შემოგვედავებოდნენ მუხლზე: პრეზიდენტი ქართველი. გვეტყოდნენ: რა უფლებით, თქვენ ხომ საქართველო აღარ გქვიათ და რამდენი ქართველი ცხოვრობს, არ გაინტერესებთ“. „თუ მომავალში აღარ გვეცოდინება, არის თუ არა საქართველო ქართველებით დასახლებული ქვეყანა, შესაბამისად მას საქართველო აღარ ერქმევა“. (გურამ შარაძე, „ახალი 7 დღე“, 1999, 22-28 იანვარი, გვ. !1) 29 –– ბატონო რევაზ, თქვენ „თურქ-მესხების“ პრობლემასთან დაკავშირებით ახსენეთ ასეთი ტერმინი: „თუ თქვენს ეროვნულობას არ გაარკვევთ“; ანუ –- ცნება „ეროვნულობის ძიება“!... ეს ყველა ერს სჭირდება, დიდსაც და მცირერიცხოვანთაც. მაგრამ როგორ იქნება ჩვენში ეროვნულობის ძიების საკითხი, როცა წინა პარლამენტმა დიდი ენთუზიაზმით მიიღო კანონი, რომლის საფუძველზეც ჩვენი პირადობის მოწმობიდან გაგვიქრა ეროვნულობის მაუწყებელი რეკვიზიტი? ანუ თქვენ – რევაზ მიშველაძე და აქაურივე ვინმე ტიგრან ეღიკიანი – ორთავენი ერთნაირად წერიხართ: „საქართველოს მოქალაქე“? –- თქვენ ეს შეკითხვა ძალიან მართებულად დამისვით –– მართლაც რით განვასხვაოთ ჩვენ ერთის ეროვნულობა მეორისაგან? ჩვენ ხომ არავითარი დოკუმენტი არ გაგვაჩნია ჩვენივ ეროვნულობის გამრკვევი? საქართველოს პარლამენტმა თავისი მცდარი კანონი 1998 წლის ოქტომბერში მიიღო, და არც პირადობის მოწმობაში და აღარც დაბა- დების მოწმობაში ჩვენი ეროვნულობა აღარ გვიწერია. ვეკითხები ახლა მე ამ კანონის მიმღებ გენიოს წინაპარლამენტარებს (რომლის „ბირთვი“ ამ პარლამენტშიც ბრძანდება): როგორ გავარკვიოთ ახლა ჩვენ –– ვინა ვართ? არ უნდა დაისვას საკითხი ადამიანთა ეროვნულობის გარკვევისა? არადა, ხედავთ, მოგვდგომია 100000 კაცი საზღვარ- თან და შემოშვებას ითხოვს. თუ თქვენ ყველა მათგანის შემოსვლა-დასახლების მომხრე ხართ, ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ, იმიტომ რომ საქართველოში ავტოქტონური ერი არის ქართველი ერი!!! დღეს კი მისი დემოგრაფიული მდგომარეობა საგანგაშოა! თქვენ მიერ ნახსენები კანონის მიხედვით კი საქართველოში მცხოვრებ არც ერთ ეროვნულ საზოგადოებას საკუთარი ეროვნულობა არ გააჩნიათ – მით უმეტეს –– დემოგრაფიულ საზოგადოებას, ამ ერთ-ერთ საზოგადოებას, რომლის კომისია პარლამენტში უთუოდ უნდა იყოს, რამეთუ მსოფლიოს ყველა ქვეყნის წესიერ პარლამენტში ასეთი კომისია არსებობს. და, რომ შეგეკითხებიან ვისი დემოგრაფიისათვის იღვწიო? -–– შენ ხომ ვერ უპასუხებ, რომ საქართველოს ავტოქტონური ერი არის ქართველი. ..საფრანგეთში ავტოქტონური ერი არის ფრანგი; ინგლისში –- ინგლისელი, ესპანეთში – ესპანელი და ა.შ. აი ეს გაგვიუქმა ჩვენმა პარლამენტმა. 30 რომ გაიძახიან, ახლა, ჩვენი ახალბედა პოლიტიკაში ყმაწვილები ევროპიზაციის მომხრე ვართო, ევროპულის მომხრე მეც ვარ და ევროპიზაცია გულისხმობს, სწორედ, რომ ავტოქტონური ერი ჩაიწეროს ეროვნებად. საფრანგეთში, უცხოელსაც კი, როცა ვინმეს მოქალაქეობას აძლევენ, დოკუმენტში უწერენ „ეროვნება“ -–– „ფრანგი“. ასეა ინგლისში, ესპანეთში და ა,შ. გერმანიაში კი – ჯერ გერმანული ენა უნდა ისწავლო საფუძვლიანად, მისი ისტორია, კულტურა და მერე გაღირსებენ მოქალაქეობას! აქ კი... შე კაი კაცი, ქართველ ერს წაართვი მორალური და იურიდიული უფლება – იყოს ავტოქტონური ერი თავის ქეეყანაში, ვინ გაპატიებს ამას? – ვფიქრობ, ამ „მიღწევაში“ ანალოგი არ გვეყოლება, ბატონო რევაზ, არა? | – სამწუხაროდ –- არა! მაგრამ მე ვიცი ერთი რამ: რომ პარლამენტში ვიბრძოლებ ბოლომდე, საქართველოს დავუბრუნოთ ეროვნული სახელმწიფოს სტატუსი, რა სტატუსიც აქვს ინგლისს, საფრანგეთს და სხვა ცივილიზებულ სახელმწიფოებს. ბჟეზინსკი ჩამოვიდა, ამერიკის უპირველესი იდეოლოგი ამას წინათ ჩვენთან და თქვა: სახელმწიფოს შენების ერთადერთი მოდელი ამართლებს მხოლოდ – ნაციონალური სახელმწიფოს შენებისაო (ნაციონალობა და ეროვნულობა ერთი და იგივეა). ჩვენ კი შენების ნაცვლად ნაციონალური სახელმწიფოს დანგრევისკენ წავედით სწორედ აი, ამ კანონით. და თუ ჩვენ მართლა მივდივართ ევროპულობისაკენ, მაშინ რატომ არ ვანხორციელებთ-მეთქი მის მოდელს ჩვენო იდეურო მამებო, ჩემი და მუხრან მაჭავარიანის აღმზრდელებო? – თუ მართლა ევროპაში შეხვედით და ევროპული ორიენტაციის ხართ, მაშინ ჩაწერეთ იმნაირად, როგორც ევროპის ქვეყნები უწერენ მოქალაქეობას თავის ხალხს, მაგრამ თქვენ არა ხართ ევროპიზაციის მომხრენი, თქვეენ ატყუებთ ხალხს! ანდა, – ტრადიციული მოდელის მიხედვით: –– ქართველებს ჩაუწერეთ ეროვნება -–– ქართველი, სომხებს -–– სომეხი, ოსებს -– ოსი და ა.შ. (რევაზ მიშველაძე, საუბარი ჩაიწერა ზაირა ბილიხოძემ. „დღევანდელი პარლამენტი საუკუნე“, ანგარიშვალდებულია მომაქლის წინაშე!!..“ „XXI 1999, 22-31 დეკემბერი, გვ. 4). 31 შეტევა ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ორი მიმართულებით, ორ ეტაპად წარიმართა: ჯერ იყო და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მოქალაქის პასპორტიდან გააქრეს ეროვნების გრაფა და ყველანი „საქართველოს მოქალაქეებად“ გვაქციეს. ეს მაშინ, როდესაც დედამიწაზე ვერ იპოვით სხვა სახელმწიფოს, რომლის პასპორტშიც არ იყოს გრაფა „ნეიშანალიტი", „ნასიონალიტე“ ანუ ნაციონალობა. სიტყვა „ნაციონალობა“ ევროპაში ეროვნულობას კი არა, მოქალაქეობას ნიშნავსო, უტიფრად გვატყუებენ ახალგაზრდა რეფორმატორები. სინამდვილეში კი „ნაცია“ მსოფლიოში დღემდე გამოცემულ ყველა ლექსიკონში სხვა არა არის რა, თუ არა ერი. ქართული ეროვნულობის წინააღმდეგ მიმართული ამ პირველი შე– ტევისადმი პროტესტის ნიშნად რამდენიმე პატრიოტმა ამოიგმინა, უმრავლესობამ კი წაუყრუა და ამ წაყრუებას შედეგად ის მოჰყვა, რომ ცოტა ხნის შემდეგ (ამჯერად უკვე ქურდულად, ყოველგვარი დადგე- ნილების გარეშე) ეროვნება ამოიღეს პირადობის მოწმობიდან, ხოლო 1998 წლის 14 ოქტომბერს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის ძალითაც ეროვნება წაშალეს ყოველგვარი დოკუმენტიდან. მაშ ასე, საქართველოს გაუქმების პირველი ეტაპი მოგებულია. „ქართველი“, „ქართველი ერი“, „ქართველობა“, რასაც წამდაუწუმ იმეორებდნენ ეროვნული მოღვაწენი, ფორმალურად უკვე გაუქმდა. ამის მიღწევა ვერ შეძლეს ბოლშევიკებმა, „ახალგაზრდა რეფორმატორებმა“ კი დამარცხებულ, დალაჩრებულ, ჩაძინებულ საქართველოში ეს მოახერხეს. (თამაზ წივწივაძე, გავიღვიძოთ! „ლიტერატურული საქართველო“, 2000, 9-15 ივნისი, გვ. 3). ამ ოთხ ამონარიდში საკმაოდ სრულად არის წარმოდგენილი ეროვნული რეკვიზიტის მომხრეთა „არგუმენტები" (ალბათ, უფრო სწორი იქნება თუ ვილაპარაკებთ „ეთნიკურ რეკვიზიტზე“, რადგან ერი ეთნიკურ წარმოშობაზე გაცილებით ფართო ცნებაა, ხოლო რეკვიზიტის მომხრეები სწორედ ეთნიკური ვინაობის დაფიქსირებას მოითხოვენ). სხვა უფრო სერიოზული საბუთების პოვნა მათ მსჯელობაში ძნელია. დანარჩენი მხოლოდ ემოციებია, მყვირალა ფრაზებით მკითხველებსა 32 თუ მსმენელებზე შთაბეჭდილების მოხდენის ცდა და ამ მიზნით ტოლობის ნიშნის დასმა ეროვნული რეკვიზიტის გაუქმებასა და ეროვნების გაქრობას შორის (რაც სრული უაზრობაა და საკვირველი ის არის, რომ თურმე ყოფილან ადამიანები, ვინც ამას გულწრფელად იჯერებენ). შევეცდები მოკლედ შევეხო მხოლოდ იმ „საფრთხეებს“, რომლებზეც კრებულში შესულ სტატიათა ავტორებს არაფერი უთქვამთ, თორემ, ვთქვათ, ის, რომ „ნაციონალობა“ ევროპულ დოკუმენტებში სწო- რედ მოქალაქეობას ნიშნავს და არა ეთნიკურ ვინაობას, მათ მიერ იმ- დენად ამომწურავად არის განმარტებული, რომ ამ საკითხზე კიდევ ერთხელ შეჩერების არანაირი საჭიროება არ არსებობს. პირველი „საფრთხე“: ეროვნული რეკვიზიტის გაუქმება გამოიწვევს ჩვენი სახელმწიფოს სახელისა და სახელმწიფო ენის შეცვლას. იმის განსამარტავად, თუ რატომ ჰქვია ჩვენს ქვეყანას საქართველო და რატომ არის მისი სახელმწიფო ენა ქართული, შეიძლება დასახელებული იქნას პოლიტიკური, დემოგრაფიული, ისტორიული და კულტურული მიზეზები, მაგრამ მათ რიცხვში ვერანაირად ვერ ალღმოჩნდება ის ფაქტი, რომ საბჭოთა კავშირის პასპორტებში არსებობდა ეროვნების აღმნიშვნელი გრაფა და რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ ამ გრაფამ ავტომატურად ჩვენი ქვეყნის საბუთებშიც გადმოინაცვლა. ჩვენს დროში ქვეყნის სახელსა და სახელმწიფო ენას კანონიერ საფუძველს უქმნის ის გარემოება, რომ ისინი კონსტიტუციურად დააკანონა საქართველოს პარლამენტმა, რომელსაც ასეთი გადაწყვეტილებების მიღების უფლება დელეგირებული ჰქონდა არა მხოლოდ ქართველების, არამედ ქვეყნის მთელი მოსახლეობის მიერ. ადვილი წარმოსადგენია, რა შედეგებს მოიტანდა სხვა წესით, –– ვთქვათ, მხოლოდ ეთნიკურ ქართველთა მიერ არჩეულ რაღაც ორგანოში მიღებული კანონი: საერთაშორისო თვალსაზრისით მას არანაირი ძალა არ ექნებოდა, გამოიწვევდა მეზობელთა მხრივ პრეტენზიებს და პროვოკაციებს, ხოლო ქვეყნის შიგნით –– ძლიერ სეპარატიზმს, რომლის გასანეიტრალებლად პოლიტიკური და იურიდიული არგუმენტების პოვნა შეუძლებელი იქნებოდა, საბოლოო ჯამში კი –– სახელმწიფოებრიობის სრულ კრახს. მუხლზე „პრეზიდენტი ქართველი“ შეჩერება არც ღირს, რადგან 33 კონსტიტუციაში ამის მსგავსიც კი არაფერია. აქვე ვიტყვი, გამორიცხულად არ მიმაჩნია, გარკვეული დროის შემდეგ ჩვენი ხალხის მენტალიტეტი ისე შეიცვალოს, და ეს სასიკეთო ცვლილება იქნება, რომ შესაძლებელი გახდეს საქართველოს პრეზიდენტად ეთნიკურად არაქართველი, მაგრამ ჩვენი ქვეყნის თავგადაკლული პატრიოტი ადამიანის არჩევა. დაბოლოს, სრულიად გაუგებარია, რა გზით გამოიწვევს ეროვნული რეკვიზიტის გაუქმება არათუ რამდენიმე წლის, თუნდაც რამდენიმე ათწლეულის ან ასწლეულის შემდეგ დემოგრაფიული ვითარების ისე შეცვლას, რომ გზას გაუხსნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტართა ისეთ კონსტიტუციურ უმრავლესობას, რომელიც საქართველოს რაღაც სხვა სახელს დაარქმევს და სახელმწიფო ენად, ქართულის ნაცვლად, რომელიღაც სხვა ენას დააკანონებს. საერთოდ, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ რეკვიზიტის აღდგენამ ან გაუქმებამ ქვეყანაში ქართველთა და არაქართველთა პროცენტულ თანაფარდობაზე? მეორე ,,საფრთხე“: „თუ არ გვექნება ეროვნების გრაფა, არ გვეცოდინება სახელმწიფოში რამდენი ქართველი ცხოვრობს". ეროვნების გრაფა ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის დასაფიქსირებლად არ შემოუღიათ და მისი გამოყენება ამ მიზნით უაზრობაა. მართალია, თეორიულად შეიძლება წარმოვიდგინოთ დაწესებულება, სადაც თავს მოიყრის ცნობები იმის შესახებ, თუ რამდენმა და გრაფაში რა აღნიშვნის მქონე ადამიანმა გაიტანა პოლიციის განყოფილებიდან პირადობის მოწმობა ან პასპორტი, რამდენი დაბადების მოწ-– მობა გაიცა ეროვნების რა ჩანაწერით, რომელი ეროვნების რამდენი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენი გაემგზავრა საზღვარგარეთ და ა.შ., მაგრამ ეს იმდენად რთული და არაზუსტი მეთოდია, რომ ამ გზით მოპოვებულ დემოგრაფიულ მონაცემებს არანაირი თეორიული და პრაქტიკული ღირებულება არ ექნებოდა. უზუსტესი დემოგრაფიული სურათის შესაქმნელად, არა მხოლოდ მთელი ქვეყნის, არამედ ნებისმიერი ქალაქის, სოფლის, უბნის ან თუნდაც საწარმოს მასშტაბით, არსებობს სულ სხვა, უახლესი მეთოდები (ერთ მათგანზე საუბარია ბატონ ლერი გიგინეიშვილის მოკლე შენიშვნაში), რომლებიც საშუალებას იძლევა დაფიქსირებულ იქნას ყოველი ვ4 ადამიანის არათუ ეროვნება, არამედ, საერთოდ, ყოველგვარი მონაცემი, ვთქვათ, თვალის ფერი, თითის ანაბეჭდი, სისხლის ჯგუფი და ა.შ. ეს მეთოდები დოკუმენტებში ეროვნული გრაფის არსებობას არ საჭიროებს. იმის საშუალებას კი იძლევა, რომ ნებისმიერმა ადამიანმა მოთხოვნისთანავე მიილოს თავისი ეროვნების დამადასტურებელი საბუთი. მესამე „საფრთხე“: „საქართველოში სხვა ქვეყნებიდან ადამიანთა უკონტროლო მიგრაციის პრობლემა, „100 000 თურქი-მესხის" სახით მატერიალიზებული. ნებისმიერ სახელმწიფოში სხვა ქვეყნებიდან მოსახლეობის მიღება-არმიღებას საგანგებო კანონები არეგულირებს და ეს საკითხი დაკავშირებული არ არის ქვეყნის შიგნით გაცემულ დოკუმენტებში ეთნიკური გრაფის არსებობა-არარსებობასთან. ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება იქნას გამოყენებული ეს გრაფა ასეთ შემთხვევებში. უფრო სწორად, შეუძლებელი არ არის წარმოვიდგინოთ ამ გრაფის რაღაცგვარი გამოყენება, მაგრამ მხოლოდ ისე დაუფარავად დისკრიმინაციული, რომ ეს ჩვენს სახელმწიფოს მაშინვე მოაქცევდა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში და განვითარების ყველა გზას მოუჭრიდა. მეოთხე „საფრთხე“: ეროვნული რეკვიზიტის გაუქმება ქართვე- ლობის, ქართველი ერის, მისი ავტოქთონობის გაუქმებას ნიშნავს, რაც ბოლშევიკებმაც კი ვერ მოახერხეს. იგი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული აქტია. ალბათ, მხოლოდ კოშმარული, გროტესკული ფანტასმაგორიების სფეროში შეიძლება არსებობდეს ეთნიკური რეკვიზიტის დაწესებით გაჩენილი ან მისი გაუქმებით გამქრალი ერი. რეალობაში კი შეუძლებელია წარმოვიდგინოთ თვით ჩანასახოვან მდგომარეობაში მყოფი ყველაზე ჩამოუყალიბებელი ან, პირიქით, სიკვდილის პირას მისული, ყველაზე დაჩაჩანაკებული ერი, რომლის არსებობა-არარსებობა დოკუმენტებში ეროვნების აღნიშვნისგან იყოს დამოკიდებული. ჩვენ კი, მგონი, ის ერი ვართ, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორიითაც სურს თავმოწონება და ასევე მრავალსაუკუნოვანი ღირსეული მომავლის იმედიც აქვს. ძნელი წარმოსადგენია, აზროვნების რა ინერციის შედეგი შეიძლება იყოს ოფიციალური ქაღალდებისთვის ასეთი ყოვლისშემძლე ძალის მიწერა: თუკი საბუთში არ ჩაგიწერეს, რომ ქართველი ხარ, აღარ იქნე35 ბი ქართველი; თუ არ ჩაგიწერეს „ქრისტიანი“, არ იქნები ქრისტიანი; თუ არ ჩაგიწერეს „ფერმწერი“, მხატვრობაში არაფერი გესაქმება და ა.შ. ნუთუ, ადამიანის ცნობიერებასა და პიროვნულ რაობას სახელმწიფო დოკუმენტები განსაზღვრავს?! შემთხვევით ან განგებ პასპორტში „ჩინელი" რომ ჩაგიწერონ, ამით ენა შეგეცვლება, კულტურა, ფასეუ- ლობათა სისტემა თუ ანთროპოლოგიური ტიპი?! ანდა, ვთქვათ, აღმსარებლობის გრაფა შემოიღეს და „ბუდისტი“ ჩაგიწერეს, ამით შენი რწმენა შეიცვლება თუ მსოფლმხედველობა?! ან იქნებ ნათლობის საიდუმლო დაკარგავს ძალას და ქრისტიანი აღარ იქნები?! ან კიდევ, გრაფა „პროფესია –- ფერმწერი“, თუ ხატვის ნიჭი არა გაქვს, ფიროსმანად გაქცევს?! ან რა კავშირშია ეროვნული რეკვიზიტი საქართველოს ტერიტორიაზე ქართველების ავტოქთონობასთან? მკითხველს შევახსენებ, რომ ავტოქთონი ამა თუ იმ ქვეყნის ძირძველ მკვიდრ მოსახლეობას ნიშნავს, აბორიგენის სინონიმია. საკითხავია, რატომ დააყენებს ეჭვქვეშ პასპორტებში ეთნიკური გრაფის გაუქმება ქართველების ავტოქთონობას ან ამ გრაფის არსებობა როგორ დაადასტურებს მას, თუკი, რა თქმა უნდა, ავტოქთონობის პერიოდს იმ დროიდან არ დავიწყებთ, როცა სწორედ ბოლშევიკებმა დოკუმენტებში ეროვნული რეკვიზიტი შეიტანეს? რაც შეეხება სახელმწიფოებრიობას, ამ კრებულში წარმოდგენილი ავტორები სწორედ იმიტომ არიან ეთნიკური რეკვიზიტის მოწინააღმდეგენი, რომ იგი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი და საშიში მტერია. ეროვნული რეკვიზიტის არსებობის ან არარსებობის შემთხვევაში მოვლენათა შესაძლო განვითარების სცენარებზე კიდევ ბევრი რამ შეიძლება ითქვას. და მაინც, ყველა ურთიერთსაპირისპირო არგუმენტს მეტ-ნაკლებად კერძო, შეზღუდული ხასიათი აქვს. საქმის არსი კი, აი, რაში მდგომარეობს: კრებულის შემდგენლებს და ავტორთა უმეტესობას გვსურდა გამოგვეხატა შემდეგი თვალსაზრისი: საბედნიეროდ,ისტორიამ ქართველი ხალხი ახალ ვითარებაში ჩააყენა -–– ჩვენ მოგვეცა დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენების შესაძლებლობა. ხოლო ეს ამოცანა 36 კატეგორიული ფორმით მოითხოვს არა მხოლოდ გარეგან გარდაქმნას – სახელმწიფოებრივი ატრიბუტებისა და ინსტიტუციების ჩამოყალიბებას, არამედ ჩვენი მენტალიტეტის ახალი ვითარების შესაბამისად შეცვლასაც. ერთ-ერთი უმთავრესი, შეიძლება ითქვას, არსობრივი ამოცანა ამ გზაზე შემდგომში მდგომარეობს: ჩვენ უნდა შევძლოთ გარდაქმნა ეთნიკური ვინაობის დონეზე მყოფი ხალხიდან სახელმწიფოებრივ ერად. ე.ი. უნდა მოხდეს ცნება ერის შინაარსის იმგვარი გაფართოება, რომ იგი აღნიშნავდეს არა ეთნიკურ ვინაობას, არამედ მოქალაქეობას, საქართველოს ხალხს. ეს უკვე მოხდა დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში, ხოლო ჩვენთვის ჯერჯერობით, ახალ დროში სახელმწიფოებრივი ტრადიციის არარსებობის გამო, იმდენად უცხო რამ არის, რომ ბევრს იმის გაგებაც კი უჭირს, როგორ შეიძლება საფრანგეთსა თუ ინგლისში ტერმინი „ნაციონალობა“, ეთნიკურ კუთვნილებას კი არა, მოქალაქეობას აღნიშნავდეს. საქართველოს ერს, ქართველ ხალხს უნდა შეადგენდეს ჩვენი ქვეყნის ყველა შვილი ეთნიკური წარმოშობის მეტ-ნაკლებ პრესტიჟულობასა თუ ამის გამო უფლებრივ განსხვავებულობაზე ყოველგვარი მინიშნების გარეშე, რაც იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ეთნიკური ვინაობა, თავისი ენა და კულტურა ვინმეს იძულებით დავავიწყოთ. თუმცა, სახელმწიფოს მოვალეობა არც ის უნდა იყოს, რომ, თუ მის მოქალაქეს სურვილი არა აქვს, ეთნიკური წარმოშობა ასევე იძულებით გაახსენოს. უნდა შეიქმნას იმგვარი ვითარება, როცა ადამიანის კარგ ან ცუდ ქართველობას განსაზღვრავს არა მისი ეთნიკური წარმოშობა, არამედ ის, თუ როგორი მოქალაქეა იგი, რას აკეთებს საქართველოს სახელმწიფოსთვის. სხვათა შორის, სწორედ ამას გვასწავლის, აქეთკენ მოგვიწოდებს ქართველი ერის ისტორია, ჩვენი საერო და ეკლესიური ტრადიცია. და მენტალობის ამგვარი ცვლილება უნდა მოხდეს არა ვინმეს, გთქვათ, გაეროსა თუ ევროკავშირის, თვალის ასახვევად (იდიოტიზმამდე მისული „მაკიაველიზმის" ფასი 90-იანი წლების მოვლენებმა, ვფიქრობ, კარგად დაგვანახა), არამედ იმიტომ, რომ ამას მოითხოვს ქართველობის უზენაესი ეროვნული ინტერესი. ასეთია ჩვენი თვალსაზრისი. 37 ზურაბ კიკნაძე უმეცრება თუ დემაგოგია? ბოლო ხანებში ატეხილი აჟიოტაჟი ეთნიკური კუთვნილების ჩანაწერის შესახებ იურიდიულ დოკუმენტებში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ მენტალურად ჯერ კიდევ საბჭოთა სივრცეში ვიმყოფებით. გავიძახით, რომ ჩვენ ვქმნით სახელმწიფოს, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სახელმწიფო არ შეიქმნას. როდესაც ლაპარაკია ეროვნულ სახელმწიფოზე, მთელი მახვილი გადატანილია „ეროვნულობაზე“ (ეთნიკური გაგებით), ხოლო „სახელმწიფო“ გვერდზე რჩება. ეროვნული შეიძლება იყოს კულტურა, რომელიც უნიკალურია ყველა მის გამოვლინებაში, რასაც ვერ ვიტყვით სახელმწიფოს შესახებ, რომელიც სამართლებრივი კატეგორიაა და მის ჩამოყალიბებას საკანონმდებლო რაციონალური აქტები უდევს საფუძვლად. ხოლოის, რაც შეიძლება განსაზღვრული იყოს კანონით, საყოველთაოა. ამ საყოველთაობის ბაზაზე იქმნება სახელმწიფო ორგანიზმი და სწორედ ამ საყოველთაობის ძალით ამყარებს ურთიერთობას სხვა სახელმწიფოებრივ ორგანიზმებთან. ამით გამოიცნობს და ცნობს ერთი სახელმწიფო მეორეს. ამის საფუძველზე ამყარებენ ისინი ურთიერთობას. „საერთა-შორისო" ნიშნავს სწორედ ურთიერთობას არა ერებს, როგორც ეთნიკურ კუთვნილებებს შორის, არამედ სახელმწიფოთა შორის. „ერი“ ამ შემთხვევაში სამართლებრივი ცნებაა და არა ეთნიკურ-კულტურული. ისევე, როგორც „ეროვნული ოპერა“, „ეროვნული პარკი“ და სხვა მისთანები (ჩვენში დამოუკიდებლობის შემდეგ შემოღებული) არ გულისხმობს ეთნიკურ კუთვნილებებს, არამედ სახელმწიფოებრივს. „ეროვნული“ ამ შესიტყვებებში ნიშნავს იმასვე, რასაც ინგლისური ან ფრანგული იმძ0იმ! (საერთო-სახალხო, სახელმწიფო მნიშვნელობის). სახელმწიფოს ქმნის არა ეთნიკურ-კულტურული, არამედ მოქალაქეობრივი შეგნება: შესაძლებელია და, ალბათ ასეც არის, რომ ერი, რო- გორც კულტურული ფენომენი, უფრო მალალი კატეგორია იყოს, ვიდრე ერი, როგორც სახელმწიფო (თუმცა სახელმწიფოს შენება მის კულტურულ პოტენციას გულისხმობს), მაგრამ სამართლებრივი ასპექტი 38 მხოლოდ ამ უკანასკნელს შეიძლება ჰქონდეს. ეთნიკურობა, როგორც უნიკალური ფენომენი და ასევე უნიკალური ნიშანი ადამიანისა, ვერ განისაზლვრება სამართლებრივი ფორმულით. თუმცა მას (მის ენას, მის კულტურას და ა.შ.) იცავს კანონი, მაგრამ თავად არ არის სამართლებრივი სუბიექტი და არც შეიძლება იყოს, რადგან ის სრულიად განსხვავებულ სფეროს, ვიტყვით პირდაპირ, მეტაფიზიკურ განზომილებას ეკუთვნის. ის ირაციონალური მოვლენაა, მისი განსაზღვრება პრინციპულად შეუძლებელია... ის აცხადებს თავს თავისი მატერიალური თუ სულიერი კულტურით, ხელოვნებით, თავისი ენით, მთელი თავისი ისტორიით... როცა კანონი ადგენს ურთიერთობას „ქალაქსა“ და მის მკვიდრს – „მო-ქალაქ-ე“-ს შორის, მათ ურთიერთვალდებულებებს და ურთიერთის წინაშე პასუხისმგებლობას, ამ დროს მხედველობაში არ მიიღება არავითარი სხვა რამ ნიშანი ადამიანის ეთნიკურ-კულტურული თუ კონფესიური სფეროდან. ყველა ქალაქის მოქალაქეა, ყველა თანასწორია კანონის წინაშე, ყველას თანაბრად იცავს ქალაქი, ყველას თანაბარ პასუხისმგებლობას აკისრებს და თავადაც კისრულობს. სამართლებრივ სახელმწიფოში (და დღევანდელი სახელმწიფო მხოლოდ სამართლებრივი შეიძლება იყოს) არ არსებობს მოქალაქეთა კატეგორიებად თუ რანგებად დაყოფა. არავითარი პრივილეგიები მოქალაქეს, როგორც ეთნიკური უმრავლესობის წარმომადგენელს, რომლის სახელს ატარებს ქვეყანა. არავითარი შეღავათი (ან უფლებათა შევიწროება) მოქალაქეს, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელს. ამ მხრივ მოქალაქეობა უზენაესი კატეგორიაა ადამიანის სხვა განზომილებათა შორის, რადგან თავად კანონია უზენაესი. ეთნოსს თუმცა თავისი „უზენაესობა" აქვს, მისი უნიკალობიდან გამომდინარე, მაგრამ მისი შეტანა მოქალაქეობის სტატუსში ისეთი დარღვევაა, რომელსაც შემდეგ მოქალაქეობის პრინციპის რღვევა მოყვება. სახელმწი-“ ფოს შეუძლია მიანიჭოს ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს მოქალაქეობა – ეს მისი კომპეტენციაა. მაგრამ მას არ შეუძლია მიანიჭოს მოქალაქეს ეროვნულობა, რადგან ამ უკანასკნელს არავითარი იურიდიული შინაარსი არ გააჩნია. სახელმწიფო „ბრმაა“ თავის მოქალაქეთა ეროვნულობის მიმართ. ის არ განასხვავებს მათ ამ ნიშნით. მაგრამ ჩანანწერი ეროვნულობის შესახებ, რამდენადაც ის იურიდიულ დოკუმენტში 39 იქნება გაკეთებული, სპონტანურად დაბადებს რანგობრივი დიფერენცირების პრეცედენტს ადამიანთა ურთიერთობის პრაქტიკაში. რადგან დღეს ერთ ქვეყანაში ხალხი, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რიცხობრივი და „ჩვენ-და-სხვისი“ პრინციპით აზროვნებს. იურიდიული დოკუმენტი ადამიანის მოქალაქეობის შესახებ მნიშვნელოვანი დოკუმენტია. მისი სუბიექტებია: ადამიანი და სახელმწიფო. ეს დოკუმენტი არ არის მხოლოდ პასპორტი, საბჭოურად გაგებული, რომელიც მხოლოდ იმისთვის იყო მოწოდებული, რომ დაეფიქსირებინა ადამიანი თავის ერთადერთ საცხოვრებელ ადგილზე. ერთადერთი „სიკეთე“, რაც თითქოს საბჭოთა პასპორტს ჰქონდა, ეს იყო ეროვნების აღმნიშვნელი გრაფა. მაგრამ ის იყო გადმოგდებული ლუკმა „იეროვნულ უმცირესობათათვის" და გარესამყაროსთვის იმის საჩვენებლად, რომ საბჭოთა კავშირი დასახლებულია ფორმით ეროვნული და შინაარსით სოციალისტური ინდივიდებით. მთავარი აქაც იყო, როგორც იურიდიულ დოკუმენტში უნდა ყოფილიყო, მოქალაქეობა (საბჭოთა) და არა ეროვნულობა. ეს სწორი იყო სამართლებრივად. მთავარია, ადამიანი ყოფილიყო მონსტრი – ჰომო სოვიეტიკუსი, რომელიც ლუკმად გადმოგდებული ეროვნულობის ჩაყლაპვას ცდილობდა. თუ ვერ შეძლო და რატომ ვერ შეძლო, ეს სხვა საკითხია. საიდან წარმოიშვა ეროვნების აღმნიშვნელი გრაფა საბჭოთა პასპორტში? მეფის დროის პირადობის დოკუმენტებში რელიგიური აღმსარებლობა აღინიშნებოდა და, რამდენადაც რუსეთის იმპერიაში მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგია იყო, კლასობრივი სახელმწიფოსთვის დამახასიათებელ სხვა მადისკრიმინებელ რეკვიზიტების გვერდით ალმსარებლობა მოსახლეობის კატეგორიებად დაყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იყო. საბჭოთა პასპორტმა არ დაკარგა, წინამავალი იმპერიისგან მემკვიდრეობით მიიღო მოქალაქეთა განმასხვავებელი ახალი კრიტერიუმი –– აღმსარებლობის ფუნქცია ეროვგნებამ იტვირთა, რამდენადაც საბჭოთა სახელმწიფო ურწმუნო „ერთა მძლე კავშირი იყო“. საბჭოთა პასპორტი აჩვენებდა მოქალაქის უფროს-უმცროსობას დიდ ძმურ ოჯახში. ვინც ამ გრაფას მისტირის, ნუთუ მას გულწრფელად სჯერა, რომ ეს გრაფა დასაბამითგანვე დაჰყვა ტომებს, ეთნოსებს, ერებს და ის იცავდა მათ გადაშენება-გათქვეფისგან? 40 ჭირს იმის დაჯერება, რომ ადამიანს, სწავლულს, ასეთი აზრი მოუვიდეს თავში. მაგრამ ეს ფაქტია. ამგვარად ფიქრობს პროფ. გ.შარაძე. ამ „თვალსაზრისს“ იმეორებს ინტერვიუდან ინტერვიუში, გამოსვლიდან გამოსვლაში, „ხალხმრავალ“ მიტინგებზე. ეს არის მისი ერთადერთი არგუმენტი ამ საბჭოური წარმოშობის გრაფის სასარგებლოდ. სხვა არგუმენტები არ ჩანს. აი, რა ხარისხის არგუმენტს იშველიებს პარლამენტარი იურიდიულ დოკუმენტში ეროვნების გრაფის აუცილებლობის დასასაბუთებლად: „თუ დღეს შემოთავაზებულ კანონს გზას დავულოცავდით და ის ამუშავდებოდა, მაშინ რამდენიმე წელიწადში საქართველო აღარ იქნებოდა. კონსტიტუციიდან კი ამოგვიღებდნენ მუხლს: სახელმწიფო ენა ქართული. გვეტყოდნენ: რატომ გაქვთ თქვენ ქართულიენა სახელმწი- ფო ენად, თუ არ ვიცით თქვენი ეროვნება, არ ვიცით, უმრავლესობას შეადგენთ თუ არა. შემოგვედავებოდნენ მუხლზე: პრეზიდენტი ქართველი. გვეტყოდნენ: რა უფლებით, თქვენ ხომ საქართველო აღარ გქვიათ და რამდენი ქართველი ცხოვრობს, არ გაინტერესებთ“; „თუ მომა- ვალში აღარ გვეცოდინება, არის თუ არა საქართველო ქართველებით დასახლებული ქვეყანა, შესაბამისად მას საქართველო აღარ ერქმევა“ („ახალი 7 დღე“, 1999, 22-28 იანვარი, გვ. 11). ასეთი პრიმიტიული წარმოდგენა აქვს სახელმწიფო მოღვაწეს ერების ბედზე. და რამდენადაც პრიმიტიულია იგი, იმდენად დემაგოგიურია, ძნელი სათქმელია, რა დონის მკითხველზეა გათვლილი. ამ სიტყვებით შეიძლება მხოლოდ ვინმე უბირი ადამიანი დააშინო, რომელიც თავის ეროვნულობას საბუთთან აკავშირებს. არსებობენ ასეთი ადამი- ანები? ალბათ არსებობენ პარლამენტარის ფანტაზიაში. რა უნდა მოუხერხოს ადამიანმა ზემოთ მოყვანილ ამონაწერს პარ- ლამენტარის საგაზეთო განცხადებიდან (მიტინგებზე ალბათ უფრო მწვავედ და შემაძრწუნებლად აყენებს საკითხს), როგორ გავაბათილოთ იგი, რომ უსაქმურობა და ტვინის ჭყლეტა არ დაგვწამონ? მაინც გავბედავ და დავსვამ კითხვას: როგორ გაძლო სამი ათას ხუთასი წელი (ჩვენი სახელმწიფოებრიობის სავარაუდო ხანგრძლივობა) ქართველობამ, როგორც ეთნოსმა, უამკანონოდ 1932 წლამდე, როცა ეს კანონი იქნა შემოღებული? ან სხვა, დღემდე არსებული ერები როგორ გადარჩნენ ამ ჩანაწერის გარეშე? 41 მეორე კითხვა: ვინ მოვა რამდენიმე წლის შემდეგ, რომ კონსტიტუციიდან ამოგგიღოს მუხლი სახელმწიფო ენის შესახებ? ვინ იქნება ისეთი, რომ პასპორტები და დაბადების მოწმობები დაგვითვალოს და შე- ამოწმოს, ვართ თუ არა უმრავლესობა? არსებობს ასეთი ინსტანცია „ახალი კრემლის“ სახით? ეს სხვა რა უნდა იყოს, თუ არა ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფი. ასე მხოლოდ კრემლისგან თავის დროზე შეშინებულ-ტრავმირებული თუ იფიქრებს, ან ის ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ საბჭოური დამფრთხალი ცნობიერებით ცხოვრობს. მაგრამ ეს ფანტაზია იმ ადამიანს ეკუთვნის, რომელიც სრულიად უხიფათოდ და ტრავმის გარეშე ცხოვრობდა საბჭოეთში. ამისი ფანტაზია რაღაც სხვა წარმოშობისაა. მის გარკვევას არ შევეცდები. ვინმესთვის ალბათ ყველაფერი ცხადია -–– წყაროც და მიზანიც. „ახალი 7 დღის“ ანკეტის დემაგოგიურ პასუხში (შავით თეთრზე) პარლამენტარი ეროვნების გრაფის გარეშე დატოვებულ საქართველოს ურარტუს, ბაბილონისა და ეგვიპტის ბედს უწინასწარმეტყველებს, იმ ხალხების აღსასრულს, რომელთაც ნამდვილად არ ჰქონიათ „ეროვნული ჩანაწერი“ თიხის თუ ქვის საბუთში. აქედან დასკვნა: ამ ქვეყნებში, ასევე მცირე აზიაშიც, „ანტიკური კულტურის მქონე სახელმწიფოში" სხვა ერები დაბინავდნენ. მაგრამ ვიკითხოთ: ამ სხვა ერებს კი ჰქონდათ რაიმე ჩანაწერი? „ისტორიოსოფად“ მოვლენილი პარლამენტარი ვერც კი გრძნობს, რომ ამ საბუთების მოხმობით თავისივე „თეორიას“ და „წინასწარმეტყველურ" ხილვებს აბათილებს: თუ ჩვენ რამდენიმე წელიწადში დაგვღუპავს ჩანაწერის უქონლობა, როგორ შექმნეს ამგვარი ჩანაწერის გარეშე იმ ერებმა ცივილიზაციები? პარლამენტარი გაიძახის: თუ ჩვენ არ გვეცოდინება, რომ ქართველები უმრავლესობაა ქვეყანაში, '· საქართველოს საქართველო აღარ დაერქმევა! (იხილეთ იგივე გაზეთი). არ სურს „ისტორიოსოფს", იცოდეს, რომ მოსახლეობის რაოდენობის გასაგებად ჯერ კიდევ ბიბლიური ხანიდან (იხ. „რიცხვთა წიგნი") არსებობს აღწერა, რომლის დროსაც მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობაც ალინუსხება (ამის თაობაზე იხილეთ „დამატებაში“ ლერი გიგინეიშვილის სტატია). როდის ყოფილა, რომ პასპორტებით და დაბადების მოწმობებით ითვლიდნენ ადამიანებს? 42 გასაოცარია დემაგოგიური უტიფრობით, შემტევი უმეცრებით გა- მოთქმული სახელმწიფოებრივი „სიბრძნე“ (ძახილის ნიშნები ჩემია, ზ.კ.): „გიწერია თუ არა ქართველი, ამაზეა დამყარებული მთელი სახელმწიფოებრივი სტრუქტურების მშენებლობა(!). კერძოდ, თუ არ გვექნება ეროვნების გრაფა, არ გვეცოდინება სახელმწიფოში რამდენი ეროვნების წარმომადგენელი ცხოვრობს, აქედან რამდენია ქართველი და რამდენი –- სხვა ეროვნების წარმომადგენელი; ქართველები უმრავლესობა ვართ თუ უმცირესობა, არ გვექნება უფლება(I), ჩვენს ქვეყანას ერქვას საქართველო, კონსტიტუციაში სახელმწიფო ენად ქართული ენის დატოვების საფუძველიც მოიშლება...“ („ახალი 7 დღე“, 1999, 5-10 თებერვალი, გვ. 8). კომენტარს არ ვაპირებ (ექვემდებარება კი ეს „სიბრძნე“ კომენტარს?), ოღონდ დავსვამ საბოლოო კითხვას იმ იმედით, რომ პარლამენტარის რომელიმე მომხრეს ვინძლო ეცოდინოს წერა-კითხვა და გასცეს პასუხი კითხვაზე: ვინ არიან და საიდან მოვლენ ის „ძალები“, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების დაუკითხავად დაიწყებენ ქვეყნის დემოგრაფიული სურათის შემოწმებას და, თუ ჩანაწერმა არ აჩვენა ქვეყანაში წამყვანი ერის უმრავლესობა, სახელს გადაარქმევენ ქვეყანას? ან თუ ეროვნებათმმუსვრელი ძალა, რომლის არსებობაში დაჯერებულია ჩვენი „ისტორიოსოფი“, მართლაც მოვიდა ქართველობის აღსაგველად, გვიშველის ჩანაწერი? ამბობენ, რას დააშავებს ეს ჩანაწერი, თუკი მას იურიდიული ძალა არ გააჩნიაო. ამბობენ, იყოს ჩანაწერი, ეს ხომ ჩვენი ეროვნული სიამაყეაო. „მთავარი არის ადამიანის ეროვნული მენტალიტეტი, მისი სიამაყის გრძნობა, რომ ის ამა თუ იმ ეროვნებას ეკუთვნის“ (გ.შარაძე). როგორ არის „ეროვნული მენტალიტეტი“ ან სიამაყე მეხუთე გრაფასთან დაკავშირებული, ამას ალბათ „ეროვნული იდეოლოგიის“ შემოქმედნი გაარკვევენ, რომელთა ნაღვაწმა ვერა და ვერ იხილა დღის სინათლე. საწყალი ქართველობა კი ამდენ ხანს უიდეოლოგიოდ არის დარჩენილი. როდემდის? მანამდე კი მას შეუძლია აფრიალოს თავისი საამაყო გამორჩეულობის ჩანაწერი, და ამის საფუძველზე სხვადასხვა ინსტანციებში მოითხოვოს პრივილეგიები. ის ხომ ძველი შუმერის არა მხოლოდ შთამომავალია, არამედ მისი ცივილიზაციის შემქმნელიც, მისით უნდა გაბრწყინდეს მთელი კაცობრიობა. 43 აი, რისთვის ესაჭიროებათ „ისტორიოსოფ“ პარლამენტარისგან წაქეზებულთ ეროვნების გრაფა. ამბობენ, ამ გადმონაშთური გრაფის გასაუქმებლად მოსახლეობა ჯერ კიდევ არ არის მზადო. ეს მართალია. ამ გრაფას დაჟინებით არ მოითხოვდა ერთ ერად შეკრული ხალხი, რომელსაც აქვს სახელმწიფოებრივი განცდა, ხალხი, რომელიც წამდაუწუმ არ უხსენებს ყველას მის ეთნიკურ წარმოშობას. პარადოქსი ის არის, რომ სწორედ ე.წ. უმცირესობანი არ მოითხოვენ ჩვენში ამ გრაფის აღდგენას, არამედ უმრავლესობის ანუ ქართველობის წარმომადგენლები, რაც მათ ეროვნულ და სახელმწიფოებრივ მოუმწიფებლობას ადასტურებს. მაგრამ ხომ უნდა მომწიფდეს ჩვენი საზოგადოება სახელმწიფოებრივი შეგნებისა და აზროვნებისათვის? რა მოამწიფებს მას –– კანონის მისადაგება ამ ადამიანების არასამართლებრივი და არასახელმწიფოებრივი განწყობილებებისადმი, თუ ისეთი კანონის დაწესება, რომელიც მიაჩვევს ადამიანებს სახელმწიფოებრივ, ჭეშმარიტად ეროვნულ აზროვნებას? ისტორია არ იცნობს სახელმწიფოს, რომელსაც სამართლის ნორმები ხალხის ემოციების კარნახით მიეღოს. ზურაბ კიკნაძე რეკვიჯიტული პატრიოტიზჯმი თუ სახელმწიფოს მოქალაქეობა? კვლავ განახლდა მწვავე ვნებები ეროვნულობის გრაფის თაობაზე. მომხრენი ემადლიერებიან პრეზიდენტს მათი პოზიციის გაზიარებისათვის. თუმცა ამ რეკვიზიტის გაუქმებით და ეროვნული ვინაობის მოსალოდნელი გაქრობით შეშფოთებულნი უკანასკნელ იმედს რეფერენდუმზე ამყარებენ. როგორც ხალხი იტყვის, ისე გადაწყდება. ეს მართლაც ასე მოხდება, თუ რეფერენდუმი ჩატარდა. ჯერ არ გვინახავს ქუჩაში გამოკითხულთაგან, ვისაც დადებითად ეპასუხოს კითხვაზე: გსურს, რომ აღარ იწერებოდე ქართველად? ამ კითხვის ასეთნაირად დასმა ქუჩაში მოსიარულეთათვის ისევე გულუბრყვილოა (მკაცრად თუ ვიტყვით, პროვოკაციული), როგორც სხვა მისი მსგავსი კატეგორიის საკითხების საჯაროდ გადაწყვეტის მცდელობა. როცა საქმე ისეთ მნიშვნელოვან იურიდიულ დოკუმენტს ეხება, რომლის საზრისი ზედაპირზე არ ჩანს, დემოსის კომპეტენცია საკმარისი ვერ იქნება. ხალხის ხმა ხშირად ჭეშმარიტია, მაგრამ არა ყოველთვის. თავის დროზე ქართველმა ხალხმა რეფერენდუმის შედეგად გამოხატა ნება, რომ მისი ქვეყანა დამოუკიდებელი ყოფილიყო. ეს გადაწყვეტილება, ცხადია, არ ყოფილა შედეგი წინასწარი განხილვისა, საფუძვლიანი აწონ-დაწონისა. ეს გულის სპონტანური ამოძახილი იყო. მაგრამ ხალხისთვის არავის უკითხავს, როგორი სახელმწიფო უნ- და იყოს საქართველო რალური თუ – პარლამენტური თუ საპრეზიდენტო, ფედე- უნიტარული რესპუბლიკა, კონსტიტუციური თუ აბსო- ლუტური მონარქია. არც განმგებლობისა და გუბერნატორობის ინსტიტუტებია ხალხის ასარჩევი. არსებობს პარლამენტი, რომელიც ხალხმა შექმნა თავისი არჩეული დეპუტატებისგან და ჩააბარა თავისი ნება, რათა მას გადაეწყვიტა ამ რიგის პრობლემები. ეს არის დემოკრატიის მთავარი პრინციპი. სახელმწიფოს შენების სპეციფიკა გამორიცხავს, რომ მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც კომპეტენციას და კვალიფიციურ ცოდნას მოითხოვს, ემოციებისა და სურვილების სა45 · ფუძველზე წყდებოდეს. ხალხს რომ სურს დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქე იყოს, ეს სურვილი შეიძლება „თანდაყოლილია“ და არ მოითხოვს რაიმე კვალიფიციურ ცოდნას. ეს სურვილი ხალხის ბუნების იმანენტურია და ისტორიულად არის განპირობებული. იმ ქვეყანაში, სადაც ითქვა უბრალო მწყემსის პირით, ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვე- ყუდნოდესო, რეფერენდუმის სხვაგვარი შედეგი არც იყო მოსალოდნელი. მაგრამ პირადობის დოკუმენტებში ეთნიკური კუთვნილების გრაფის შეტანა-არშეტანა ისეთი პრობლემაა, რომელიც არ ექვემდებარება არც სარეფერენდუმო, არც ემოციურ გადაწყვეტილებას. პირადობის დამადასტურებელი ნებისმიერი ქაღალდი (პასპორტი, მოწმობა) იურიდიული დოკუმენტია და მის შინაარსს იურიდიული საფუძველი და გამართლება უნდა ჰქონდეს. ამ საკითხზე მსჯელობისას გრაფის მომხრეებს ემოციური („არ მსურს ეროვნების დაკარგვა", „გრაფის გარეშე ეროვნულ მეობა-ვინა- ობას გაქრობა ემუქრება“) და სტატისტიკური („მსურს ვიცოდე, რამდენი ქართველი ცხოვრობს ქვეყანაში“) არგუმენტები აქვთ. უარმყოფელნი ორ არგუმენტს მაინც მოიხმობენ. ერთი ამბობს: ასეა ცივილიზებულ ქვეყნებში და, თუ ჩვენ გვსურს მათთან კულტურულ-სოციალური ინტეგრაცია, ჩვენც ისე მოვიქცეთ, როგორც ისინი იქცევიან: არ აღვნიშნოთ ეროვნება პირადობის დოკუმენტებში. მეორე არგუმენტი უფრო სერიოზული და არსებითია. ამაზე ოდნავ ქვემოთ, ახლა კი განვიხილოთ გრაფის მომხრეთა არგუმენტები, რამდენად საფუძვლიანია ისინი. არის თუ არა გრაფის ქონა-არქონა ასე საბედისწეროდ დაკავშირებული ეროვნულობის ყოფნა-არყოფნასთან? წამოუყენებიათ კონტრარგუმენტები: გრაფა და, საზოგადოდ, პასპორტი, ნებისმიერი პირადობის დამადასტურებელი (თუ არ ჩავთვლით სიგელებს) მოწმობა გაცილებით გვიანდელი მოვლენაა, იმ ხანაზე გვიანდელი, როცა ხალხების ეროვნული ვინაობა დიდი ხნის ჩამოყალიბებული იყო. გრაფის უქონლობის მიზეზით დამწერლობამდელ და დამწერლობისშემდგომ ისტორიას არ ახსოვს რომელიმე ტომისა თუ ერის გაქრობა. არც ერთ ქვეყანაში ეროვნების გრაფა არ არსებობდა, გარდა საბჭოთა კავშირისა, რომელსაც ეს თავისი დემაგოგიური მიზნებისათვის ესაჭიროებო46 და. მეფის რუსეთში არ არსებობდა ეროვნების გრაფა, მაგრამ არსებობდა აღმსარებლობის გრაფა. საბჭოთა კავშირშიც და მეფის რუსეთშიც ამგვარი გრაფები ეროვნებისა თუ სარწმუნოების მიხედვით მოქალაქეთა დისკრიმინაციის ფარული საშუალება იყო. სხვა დანიშნულება მათ არ ჰქონდა და არც ოდესმე შეიძლება ჰქონდეს. გავიხსენოთ, რა ღირებულება ჰქონდა საბჭოთა პასპორტებში მოქალაქის ეროვნების აღნიშვნას „უფროსი ძმისა“ თუ „დიდი ხალხის“ არსებობა-პროპაგან- დის პირობებში. ისიც ვიცით, რომ ეს აღნიშვნა არ აბრკოლებდა ქართველს ნებაყოფლობითი გარუსებისგან. ეს გარემოება საერთოდ უგულებელყოფილია, მასზე პასუხი არ არის გაცემული. რამ შეაყვარა ჩვენს პატრიოტებს საბჭოურ-ცარისტული რეკვიზიტები? გრაფის მოთხოვნას რომ სხვა ეროვნებათა სიყვარული და პატივისცემა არ უდევს საფუძვლად და იგი არსებითად ქართველობისთვის პრივილეგიების მინიჭების სურვილით არის განპირობებული, ეს გრაფის მომხ- რეთა არგუმენტებიდანაც ჩანს. ეს ფარული თუ აშკარა ტენდენცია ქუჩის გამოკითხვიდანაც კარგად იკვეთება („როგორ, მე დავიღაც უცხო ერთნაირად უნდა ვიწერებოდეთ?"). ეთნიკური პატრიოტიზმი იმდენად მძლავრობს, რომ წარმოიშვება ნიჰილისტური დამოკიდებულება სახელმწიფოებრიობისადმი, რაც მოქალაქეობის მიმართ ირონიულ-მტრულ მიმართებაში გამოიხატება („ყველანი „საქართველოს მოქალაქეებად“ გვაქციეს“, იხ. „ლტ“, 9-15 ივნისი, 2000, გვ. 3). გრაფის მომხრენი დარწმუნებულნი არიან და სურთ სხვებიც დაარწმუნონ, თითქოს დასავლეთის წამყვან ქვეყნებში ეროვნული ვინაობის გრაფა არსებობს და არა მოქალაქეობისა, თითვოს საფრანგეთის მოქალაქის პასპორტში იმ'0იმIII6 I(8იC81586 ეთნიკურ ფრანგს ნიშნავს. მაგრამ ეს ნამდვილად ასე არ არის. ამ ქვეყნებში, რომელთა მაგალითსაც მოიხმობენ გრაფის მოწინააღმდეგენი, სახელმწიფო აგებულია არა ეთნიკური კუთვნილების, არამედ სახელმწიფოსადმი დამოკიდებულების პრინციპით. განვიხილოთ კონკრეტულად. Mმხი0იმII6 საფრანგეთის მოქალაქის პასპორტში ნიშნავს არა „ნაციონალობას“, „ეროვნებას“, როგორც შეიძლება ამ ფრანგულის სიტყვის პირდაპირმა თარგმანმა გვიკარნახოს, არამედ „მოქალაქეობას“. ასე რომ, პასპორტის ჩანაწერი MმMიიმII!6 წმიC8150, უნდა გავიგოთ არა როგორც „ეროვნება ფრანგული“, არამედ როგორც „მოქალაქეო47 ბა ფრანგული“, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ დოკუმენტის პატრონი ეროვნებით ფრანგი კი არ არის (ის შეიძლება არაბი ან ზანგი იყოს), არამედ საფრანგეთის მოქალაქეა. ამის შემოწმება შეიძლება ფრანგული ენის ნებისმიერ ლექსიკონში, მათ შორის ფრანგულ-ქართულში (თბ., 1984, ტ. 2), თუ ფრანგული ენის განმარტებითი ლექსიკონები (Cღ-მიძ 8066! ან ი8LL 80ხ68.) ხელმისაწვდომი არ არის, სადაც სიტყვები იმხლ0ი, იმხ0იმ!, იმV0იმ!II16, გარდა თავდაპირველი პირდაპირი მნიშ- ვნელობისა (ერი, ეროვნული, ეროვნულობა), შეიცავს იმ მნიშვნელობებს, რომლებიც პასპორტშია ფიქსირებული: სახელმწიფო (არსებითი სახ.), სახელმწიფო (ზედსართავი სახ.), ქვეშევრდომობა-მოქალაქეო- ბა. რომ ტერმინი იმ'M0იმII(6 ამ კონტექსტში არ ნიშნავს „ეროვნულო- ბას“, ეს იქიდანაც ჩანს, რომ ცნება ძ0ყLხI8 იმM0იმII16 სწორედ „ორმაგ მოქალაქეობას“ ნიშნავს და არა –– „ორმაგ ეროვნულობას“, რაც აბსურდია. ადამიანი შეიძლება ორი ქვეყნის მოქალაქე იყოს, მაგრამ ორი ეროვნების წარმომადგენელი ვერ იქნება. დაახლოებით ასევეა ინგლისურ ენაშიც. იმს)0ჩ ამერიკაში ნიშნავს თავად „ამერიკასაც“ და „აშშ-ს მოქალაქესაც“, რაც იმას მოწმობს, რომ ეს სიტყვა არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს „ეროვნებას“, ამერიკის შეერთებულ შტატებში ხომ ერთი ეროვნების ხალხი არ ცხოვრობს. იმI0ი-ში ერთიანდება ყველა, ვინც კი იღებს ქვეყნის მოქალაქეობას, იაპონელი იქნება ის, თუ პოლონელი. ასევე ამ სიტყვიდან ნაწარ- მოები იმIM0იჩმ! შეიცავს „მოქალაქის“, „სახელმწიფოს ქვეშევრდომის“ მნიშვნელობას: წ/86ილჩ იმწ0იიმ! „საფრანგეთის მოქალაქე“, 80I9Iმი იმწ0იმI „ბელგიის (ან ბელგიელი) მოქალაქე“ და ა.შ. აქედან გამომდინარე იმ0იმIIV სახელმწიფოსთან მიმართებაში ნიშნავს „მოქალაქეო- ბას“, „ქვეშევრდომობას“ ((0C8მX9-8#MCLI80, 90/#.,2+ICI80). ნიშანდობლივია ამ მხრივ, რომ 9 იმ0იმII20 ნიშნავს მოქალაქეობის მინიჭებას და მიღებას (იხ. გალპერინის ინგლისურ-რუსული ლექსიკონი, 1972). უფრო გამჭვირვალეა გერმანული პასპორტის შესაბამისი გრაფა, რაც არაორაზროვნად გამოხატავს სახელმწიფოებრიობისა და მოქალაქეობის იდეას. ეს არის 5LმმI5მიძ0ი6I9M6!, „სახელმწიფოსადმი კუთვნილება“, რასაც მოსდევს განსაზღვრება „გერმანული“ და არა „გერმანელი“, ანუ პასპორტის მფლობელი აუცილებლად გერმანელ ეთნოსს კი არ ეკუთვნის, არამედ გერმანულ სახელმწიფოს. 48 როდესაც საჭირო გახდა იურიდიული კატეგორიის გამოხატვა, ფრანგულმა სიტყვამ იმს0იმII6, რომელიც თავდაპირველად „ეროვნულობას“ (ნაციონალობას) ნიშნავდა და ახლაც ინარჩუნებს ამ მნიშვნელობას, „მოქალაქეობის“ მნიშვნელობაც იტვირთა. ეს იმის ძალით მოხდა, რომ ფრანგი ხალხი მომწიფებული იყო სახელმწიფო ერად, რაც ქართველი ხალხის ცნობიერებას ჯერ კიდევ აკლია. ამის გამოა, რომ ქართული „ეროვნულობა“ ვერ გასცდა ეთნიკურ დონეს და სა- ხელმწიფოებრივი კონოტაცია ვერ მიიღო. ბოლომდე გასაგები არ არის, რას ნიშნავს დამოუკიდებლობის ხანიდან შემოღებული ნეოლოგიზმები, როგორიც არის, „ეროვნული ბიბლიოთეკა“, „ეროვნული სტადიონი“, „ეროვნული ცირკი“ და ა.შ. ნამდვილად, სიტყვა-ცნებებს „ერი“, „ეროვნული“ ესაჭიროება სემანტიკური გარდაქმნა, ახალ პირობებში გააზრიანება (ამასთან დაკავშირებით იხილეთ ლელა პატარიძის სტატია ამავე კრებულში). ვიკმაროთ ლინგვისტურ მხარეზე საუბარი და მივხედოთ არსებით მხარეს, თუმცა ლინგვისტური ასახავს არსებითს. არსებითი პასპორტში ის არის, რომ ყოველი გრაფა, ყოველი ჩანა- წერი მასში იურიდიული ძალისაა და პიროვნების იურიდიულ დამოკიდებულებას გამოხატავს სახელმწიფოსადმი. მისთვის, ვინც ამოწმებს პასპორტს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მისი მფლობელის ეროვნულ ვინაობას, არამედ ქვეშევრდომობას. ქვეშევრდომობის გრაფა იმას ნიშნავს, რომ როგორც სახელმწიფო, ისე მისი ქვეშევრდომი პასუხისმგებელნი არიან ერთმანეთის წინაშე. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თავისი ქვეშევრდომის, განურჩევლად ეროვნებისა, აღმსარებლობისა, სქესისა და ა.შ. უფლებები. ეს განურჩევლობა არ ნიშნავს სხვა მახასიათებლების დაკნინებას. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქე დაცულია კანონით, როგორც მოქალაქე და არა როგორც ქართველი, როგორც სომეხი, ქურთი და ა.შ. ისინი ყველანი, როგორც მოქალაქენი, თანაბარნი არიან კანონის წინაშე და ასევე თანაბარი პასუხისმგებლობა აკისრიათ. არავითარი პრივილეგია ქართველს, როგორც მოქალაქეს, გარდა იმისა, რომ მისი სახელით იწოდება ქვეყანა, რომ მისი ენა სახელმწიფო ენაა, კანონით ვერ მიენიჭება. თუ სახელი („საქართველო“ – ქართველთა ქვეყანა) მისი პრივილეგიაა, ეს პრივილეგია პასუხისმგებლობას უზრდის 49 მას. პასუხისმგებლობა უდიდესი უპირატესობაა, ის თავისუფლების კატეგორიაა. მოციქული პავლე, რომელიც ამაყობდა თავისი იუდეველობით, არ აკნინებდა არც ერთ ეროვნებას და სტატუსს ადამიანისას, როცა ხშირად წერდა, რომ ქრისტეში არ არსებობს არც იუდეველი, არც ელინი, არც ბარბაროსი, არც მონა და არც თავისუფალი (I კორ. 10:13, გალ. 3:28, კოლ. 3:11). და თუ იუდეველთა უპირატესობაა, რომ „მათ აქვთ მინდობილი ღვთის სიტყვები“ (რომ. 3:1-2), რომ რჯული მათგან გამოვიდა და ქრისტეც მათგან იყო, სწორედ ეს უპირატესობა უძლიერებს პასუხისმგებლობას ყველა იუდეველს, რადგან ხორციელი წარმომავლობა არ იძლევა უპირატესობას: „ვინც ისრაელისგან არის, ყველა ისრაელიანი როდია. და ყველა, ვინც აბრაამის თესლია, როდია მისი შვილი?“ (რომ. 9:6-7). აქედან გამომდინარე, მოქალაქეობა, რომელიც ცის მოქალაქეობის მიწიერი ხატია ამ ქვეყნად, რადგან მოციქულ პავლესავე სიტყვით, ყოველი ხელისუფლება ღვთისგანაა, ტვირთავს ყოველი ეროვნების ადამიანს პასუხისმგებლობით სახელმწიფოს წინაშე და ის პასუხისმგებელია არა როგორც ეროვნების წარმომადგენელი, არამედ როგორც ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქე. პავლე მოციქული ამაყობდა თავისი იუდეველობით, მაგრამ არა ნაკლებ იმით, რომ რომის მოქალაქედ (რომაიოს) იყო ჩაწერილი და, თუმ- ცა მის ეროვნულ თვითშეგნებას წერილობითი გამოხატულება არ ჰქონია, იგი დოკუმენტურ მოქალაქეობაზე უფრო ღრმა და ძლიერი იყო და მის გაქრობას არაფერი ემუქრებოდა. და მაინც, თუ რამემ იხსნა იგი, ეს რომის მოქალაქეობა იყო, რაც მას ხელშეუხებლობის გარანტიას აძლევდა მთელს იმპერიაში (საქმენი, 22:25-29). ეროვნების აღნიშვ-– ნა სახელმწიფო დოკუმენტში, როგორიც არის პასპორტი ან ვინაობის დამადასტურებელი ნებისმიერი მოწმობა, იმის მიმანიშნებელი იქნებოდა, რომ სახელმწიფო ეროგნების მიხედვით განარჩევს თავის მოსახლეობას. ამ გარჩევისას კი, შეუძლებელია, თავი არ იჩინოს იერარქიულობამ. თუ ქვეყნის გარეთ არავინ ამოწმებს რომელიმე ქვეყნის მოქალაქის ეროვნებას (ამიტომაც საგარეო პასპორტში პროვინციალიზმია მისი აღნიშვნა), ისეთი ქვეყნის შიგნით, როგორიც საქართველოა, ეს შემოწმება არცთუ უანგარო იქნება. ქვეყანაში, სადაც სამწერლო გაზეთი ბუნებრივად თვლის, უხსენოს ან მიაწეროს ვინმეს „წარმომავლობაში სომხური ძირის სიჭარბე“, „არაქართული წარმო50 შობა-მენტალიტეტი“ და სხვა ამისთანანი, ადვილი წარმოსადგენია, რა ინციდენტებს გამოიწვევს ხალხის მასაში ეროვნების ჩანაწერის დაკანონება. რადგან: რაც არსებობს, მას გამოყენებაც უნდა ჰქონდეს! არსებობენ ადამიანები, რომელთაც სურთ და იციან გამოყენება. საქართველოში, სადაც დომინირებს ქართველობა – მისი სახელით იწოდება ქვეყანა, სახელმწიფო ენა არის ქართული, არსებობს ქართული გამომცემლობები, ქართული დამწერლობა და მწერლობა, ქართული მედია, ქვეყნის სახის განმსაზვრელი ქართული მატერიალური და სულიერი კულტურა, მრავალსაუკუნოვანი ერთად ცხოვრების შედეგად ჩამოყალიბებული საერთო მენტალიტეტი, არსებობს ქართული კულტურულ-ისტორიული ლანდშაფტი და ტოპონიმია და ა.შ., სერიოზული ლაპარაკი იმაზე, რომ ეროვნების რეკვიზიტის უქონლობა გააქრობს საქართველოს სახსენებელს არა მხოლოდ მსოფლიოში, არამედ თვით საქართველოშიც, ღიმილის მომგვრელი იქნებოდა, რომ ეს ჩვენი ტრადიციული პატრიოტიზმის დაავადების სიმპტომს არ გამოხატავდეს. ეს დაავადებაა, არ ვიცი, სხვაგვარად როგორ ვუწოდო, „ეთნიკური გაქრობის შიში“, რაც ისევ და ისევ სულიერ ძალებში ურწმუნობის ნიშანია. ამას თავისი ისტორიული მიზეზები აქვს და მათი დასახელება არ არის ძნელი. რეკვიზიტის მომთხოვნთა ლოგიკით ისე გამოდის, თითქოს ეროვნების ხსნა ამ რეკვიზიტშია და სხვა ასპარეზი ეროვნული სულის დადასტურებისა არ არსებობს. აქამდე ჩვენში მძლავრობდა და მძლავრობს ბიოლოგიური პატრიოტიზმი. იმის ნაცვლად, რომ დავძლიოთ იგი და ქვეყნის სიყვარული უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ, ჩვენ ახალი ყაიდის პატრიოტიზმით, რეკვიზიტული პატრიოტიზმით ვსნეულდებით. ცუდად არის იმ პატრიოტიზმის საქმე, რომელიც ამ გრძნობის ობიექტივაციას ქაღალდზე მოითხოვს. ეროვნების გრაფის არარსებობა არავის უსპობს და ვერც მოუსპობს ეროვნულ იდენტიფიკაციას. იმ ქვეყნებში, სადაც ურიცხვი ეროვნება ცხოვრობს, მაგრამ მოქალაქეობა (იგ'ძ0ი, იმ0იმIILV, ომII0ი- მIII6) ერთია, ასევე ურიცხვი სათვისტომო და საზოგადოება არსებობს თავისი ეროვნული ატრიბუტებით და არავინაა ხელისშემშლელი. ეს კარგად ჩანს განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე. წარმოშობით იტალიელი ეკუთვნის ამერიკელ ერს, მაგრამ მას 51 არავინ უკრძალავს დარჩეს იტალიელად, ბეჭდოს იტალიური გაზეთები, გახსნას იტალიური კაფე-რესტორნები, კინო-თეატრები, შექმნას იტალიური რადიო-ტელევიზია, დააარსოს იტალიური კვარტალი, იყოს იტალიელი მაფიოზო და ა.შ. საქართველოშიც არასოდეს ყოფილა პრობლემა ეროგნულ უმცი- რესობათათვის და არც ამ აქტუალურ ხანაში იქნება, როცა პირადო- ბის მოწმობებში არ ფიგურირებს ეთნიკური ვინაობა. გრაფის პატრიოტებს „აწუხებთ“ მათი ბედი: როგორ, პასპორტში „ქართველი“ ჩავუწეროთ? ეროვნება წავუშალოთ? არა, ბატონებო! როგორ შეგვიძლია მათი ეროვნების წაშლა. ჩვენ მათ ვიწვევთ ახალი ყაიდის სახელმწიფოს ასაშენებლად, ჩვენ მათ ყველას, სომეხი იქნება, ქურთი თუ აფხაზი, ჩავუწერთ: „მოქალაქეობა ქართული“, რაც მოხსნის სხვა ეროვნების „ქართველად" ჩაწერის უხერხულობას. | ჩ.§. პრეზიდენტმა ბრძანა ეროვნების გრაფასთან დაკავშირებით, ვიჩქარეთ მისი ამოღებაო, მოსახლეობა ამისათვის მზად არ არისო. მაგრამ ამ გრაფის პირობებში, თუ იგი დაკანონდა, საქართველოს მოსახლეობა ვერასოდეს იქნება მზად იმისათვის, რომ ერთ სახელმწიფო ხალხად, ერთ ერად გარდაიქმნას. არის პერიოდები და ახლა სწორედ ამ პერიოდში ვიმყოფებით, როცა კანონს აღმზრდელობითი ძალა აქვს. რა იდეას, რა პრინციპს შეუძლია აღზარდოს ერთიანობისთვის საქართველოში მცხოვრები ხალხები? ჩვენ არ გვადუღაბებს ერთი სისხლი, არ გვაერთიანებს ერთი სარწმუნოება, არ გვაერთიანებს საერთო ეპონიმი, არ გვაერთიანებს არც საერთო წარსული ხსოვნა. ერთადერთი, რამაც უნდა გაგვაერთიანოს, ეს არის იდეა და პრინციპი სახელმწიფოსი, რომელსაც თავისუფალი და თანასწორუფლებიანი მოქალაქენი უნდა აშენებდნენ. 52 ნოდარ ლომოური ეროვნული რეკვიზიტის მოთხოვნა ანტიეროვნული გამოხლდომაა წინამდებარე წერილი მე ფაქტობრივად უკვე თითქმის დამთავრებული მქონდა, როდესაც გაზეთის „განახლებული ივერიის“ მორიგი (M7) გამოვიდა და მასში საკმაოდ დიდი ადგილი დაეთმო იმ თემას, რომლის განხილვას მე ვაპირებდი; თანაც ამ საკითხზე აქ წარმოდგენილ ავტორთა გვარებმა მაფიქრებინეს -–– ამათ შემდეგ მე რაღა უნდა დავწერო?! და კალამი გვერდზე გადავდე. შემაფერხა იმანაც, რომ აღნიშნულ წერილებში არსებითად ყველაფერი იყო თქმული, რის დაწერასაც მე ვაპირებდი, სადავო საკითხი სწორად, მაღალ პროფესიონალურ დონეზე და ჭეშმარიტად პატრიოტული პოზიციიდან არის გაშუქებული და მე რაღა მრჩებოდა? მაგრამ ცოტაოდენი განსჯის მერე, მაინც გადავწყვიტე მეც ჩავრთულიყავი ამ კამათში, რათა, პირველ რიგში, სოლიდარობა გამომემჟღავნებინა ამ პატივცემული მოღვაწეებისათვის, თანაც ვიმედოვნებდი, იქნებ ჩემმა სახელმა ორიოდე გზააბნეულს მაინც მისცეს სწორი გეზი და ყალბი პატრიოტიზმის მარწუხებიდან გამოიყვანოს. თანაც ზოგ საკითხზე, უფრო სწორად, ზოგ არგუმენტზე მე ერთგვარად განსხვავებულად ვაპირებდი ლაპარაკს, ხოლო „განახლებული ივერიის“ ავტორთა მიერ სასხვათაშორისოდ ან გაკვრით ნათქვამ დებულებას და შეფასებას მე მეტი სიმკვეთრე მინდა მივცე. საკითხი ეხება პირადობის დოკუმენტებში ეროვნულივინაობის დაფიქსირების თუ არდაფიქსირების გარშემო ატეხილი სრულიად გაუმართლებელი და აშკარად ყალბი პოზიციებიდან წამოწყებული კამათის შეფასებას. თავი რომ დავანებოთ თვით საკითხის არსს -– მას მე ქვემოთ შევეხები, ჩემი ყურადღება იმთავითვე მიიპყრო იმ გარემოებამ, რომ ამ ახალი აჟიოტაჟის წამომწყები იგივე პიროვნება იყო, ვინც ცოტა ხნის წინ ქართველთათვის თავისმომჭრელი კამპანიის ინიციატორი გახდა, კამპანიისა ჩვენი სამუზეუმო ექსპონატების საზღვარგარეთის მუზე53 უმებში საგამოფენოდ გატანის წინააღმდეგ რომ იყო მიმართული. „განახლებული ივერიის“ ავტორები პარლამენტარ გურამ შარაძის ამ „ეროვნულ ღვაწლს" მეტ-ნაკლები ნეგატიური შეფასებით ახსენებენ, მაგრამ, ვფიქრობ, დადგა დრო ბოლოს და ბოლოს ითქვას, რა ანტიეროვნული კამპანიის გაშლა შესძლო ამ პიროვნებამ და მისმა კომპანიამ და როგორ მოახერხეს მათ საკმაოლთთრო ძალების ამხედრე- ბა, ამ მოძრაობაში ჩაბმა. ამჯერადაც შეიძლება იგივე გამეორდეს და კიდევ ერთხელ მოგვეჭრას თავი. ზემოხსენებული საგაზეთო წერილების ავტორთაგან ამ საკითხს ყველაზე მკვეთრად და, ჩემის აზრით, სავსებით სწორად ზაალ დგებუ- აძე შეეხო. იგი წერს: „შარშან საგანძურის საგამოფენოდ გატანის გა- მო ატეხილ პროვოკაციულ აურზაურში ყველაზე მეტად შემაშფოთა ერთმა ფაქტმა: „სეფისკვერითა და ნაკურთხი წყლით მოშიმშილე“ სტუდენტები (ეკლესიურობის რა შემზარავი პროფანაციაა!) მეტისმეტად ადვილად აწვდიდნენ მოსახლეობას საგანძურის შესაძლო დაკარგვის თითქოს მხოლოდ გონებაჩლუნგთა და ბრიყვთათვის განკუთვნილ ვერსიებს...“ ზაალ დგებუაძეს აქ მხოლოდ ის ავიწყდება, რომ ეს „ვითომმოშიმშილენი“ არ შეიძლება სტუდენტთა მასასთან გავაიგივოთ: ეს იყო თავად გონებაჩლუნგ და აბსოლუტურად უმეცართა შედარებით მცირე ჯგუფი. განსახილველი თემის დასაწყისში მოთავსებული ჭაბუა ამირეჯიბის სარკაზმით აღსავსე განცხადებაში კი ნათქვამია: „განახლებული ივერიის“ რედაქცია თავგანწირული ენთუზიაზმით უერთდება იმ საერთო-ეროვნულ ღონისძიებებს, როგორიც არის „მაკდონალდსის“ ძირგამომთხრელი ბუტერბროდების საქართველოში დანერგვის საწინააღლმდეგო კამპანია, პირადობის მოწმობებში ეროვნების, ფეხსაცმ- ლის ზომისა და თმის ფერის შეტანისათვის ბრძოლა და უცხო ქვეყნებში ქართულ სიძველეთა გამოფენისადმი „ბოიკოტი“. მართლაც ძნელია უფრო ზუსტად აღნუსხვა-შეფასება გურამ შარაძის „ეროვნული ღვაწლისა!" აქვე ნუ დავივიწყებთ რა ზედმიწევნითი არგუმენტაციით და მაღალი პროფესიონალიზმით გამოამზეურა გურამ შარაძის საერთო გაუნათლებლობა მანანა გიგინეიშვილმა. ახლა, როდესაც პირადობის დოკუმენტებში ეროვნული ვინაობის დაფიქსირების საკითხიც პრობლემათა იმ რიგში ჩადგა, რომლებიც 54 ბატონ ჭაბუას აქვს ჩამოთვლილი, ნუთუ დრო არ არის საზოგადოებამ, ფართო საზოგადოებრიობამ, ქართულმა ინტელიგენციამ ბოლოს და ბოლოს, ხმა აღიმაღლოს იმ ყალბი პატრიოტებისა და ვაიპოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც მთელ რიგ საკითხებს ერის საზიანოდ წყვეტენ. მხვდებიან ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლები – ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, მწერლები, თბილისის (და არა მარტო თბილისის) ინტელექტუალური ძალების წევრები და მეკითხებიან: „რა, საბოლოოდ ჩაიშალა ამერიკასა და იტალიაში გამოფენების მოწყობა? როგორ შეიძლება ამის პატიება, ერის სიბნელის ასე აშკარად დემონსტრირება, ქვეყნის პრეზიდენტის ასეთ უხერხულ ვითარებაში ჩაყენება?!“ და ამით თავდება ყველაფერი, აღშფოთებით, ზოგჯერ დამნაშავეთა მიმართ გინებით... არადა, ამჟამად გასარჩევი საკითხი ამავე რიგისაა, იმავე ყალბი ეროვნული პოზიციიდან არის დასმული და ამჟამად მარტო სირცხვილი კი არ გვემუქრება, არამედ, როგორც სავსებით მართებულად აღნიშნავენ მიხეილ ნანეიშვილი, მანანა გიგინეიშვილი, თემურ ბაბლუანი, ზაალ დგებუაძე და იმავე გაზეთში თემო ბოჭორიშვილი, ეს ერს უდიდეს, დამანგრეველ უბედურებას მოუტანს, „სახელმწიფოსთვის არის დამანგრეველი და დამღუპველი“ (ზ.დგებუაძე), „ქართველი ერის განადგურებისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი" (თ.ბოჭორიშვილი). რეკვიზიტების პირადობის მოწმობებში ეროვნული პრინციპით შეტანის ავტორების არგუმენტაცია მათ არასრულფასოვნებას ასახავს (თ.ბაბლუანი) და ბადებს ეჭვს, რომ ეს გარედან, საქართველოს მტრული ძალების მიერ არის ინსპირირებული (მ.ნანეიშვილი). აი, სწორედ ეს მინდოდა მე აღმენიშნა პირველ რიგში და, ვფიქრობ, ამ გარემოებას ამჯერად მაინც უფრო მეტი სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ. ეროვნული ინტერესების საფარქვეშ, პატრიოტულ ნიღაბაფარებულნი ხალხს ანტიეროვნულ ქმედებისაკენ უბიძგებენ და გაჩუმება აღარ ეგების! მეორე საკითხი, რომელსაც მინდა შევეხო, გახლავთ განსახილველი პრობლემის ქუჩაში გამოტანა და შთაბეჭდილების შექმნა, თითქოს ხალხი, მოსახლეობა -–- ცხადია, იგულისხმება ქართული მოსახლეობა – კატეგორიულად მომხრეა პირადობის დამადასტურებელ საბუთებში ეროვნების გრაფის შეტანისა და ასევე ერთსულოვნად ეწინააღმდე55 გება ამ აღნიშვნის პასპორტში შეუტანლობას. აქ უკვე ჩვენი ჟურნალისტები სცოდავენ. სავსებით ბუნებრივია, ქუჩაში რომ ვიღაც მიკროფონიანი გოგო დამეტაკოს და მკითხოს: „გსურს, რომ ქართველად არ იწერებოდე?“ მეც კი კატეგორიულად უარყოფითად შეიძლება ვუპასუხო. ასეთი მეთოდებით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა სხვა არაფერია, თუ არა აშკარა პროვოკაცია! სამწუხაროდ, ამგვარ გზას ჩვენი მასმედია ხშირად მიმართავს. არ შეიძლება, კატეგორიულად მი- უღებელია, როცა გაუთვითცნობიერებელ, საკითხში გაურკვეველ ადამიანს, ზოგჯერ შეიძლება გაუნათლებელ პიროვნებას, ასე ჯიქურ უსვამ ასეთ კატეგორიულ კითხვას; რეაქცია ამგვარი რესპოდენტებისაგან სავსებით ბუნებრივია: „როგორ, ეროვნებას მართმევენ, ქართ- ველობას მართმევენ და ამას უნდა დავეთანხმო!“ სადამდე მიდის ასეთი მეთოდით ვითომც და საზოგადოებრივი აზრის გაგების მცდელობა, კარგად გამოჩნდა 3 ივლისს პირველი არხის დილის გადაცემაში ნამდვილად უგემოვნო შოუში: დადიოდა კორესპონდენტი ქუჩაში და გამვლელებს ეკითხებოდა: „შეძლებ თუ არა მინისტრობას და გინდა თუ არა მინისტრობა?“ საოცარი ის იყო, რომ ძალიან ცოტა ადამიანმა არც კი ჩათვალა ლირსად ასეთ კითხვაზე პასუხის გაცემა, ხოლო რამდენიმემ დიახაც მოისურვა მინისტრობა და ისიც ჩათვალა, რომ ამას მშვენივრად შეძლებდა; არადა სწორედ ესენი არც ჰაბიტუსით, არც სიტყვა-პასუხით არამც თუ მინისტრობის, უბრალო „კანტორის“ ხელმძლვანელადაც არ გამოდგებოდნენ. ასეთი მოქმედებით რომ მაყურებელსაც შეურაცხყოფას აყენებ და გამოკითხულსაც თავს ჭრი, ამაზე არ უნდა დაფიქრდე?! პირადობის მოწმობებში ეროვნულობის შეტანა რომ კატეგორიულად მიუღებელია, ეს საეჭვო არ არის, მაგრამ უმეცარ ვაიპოლიტიკოსთა მიერ ეს საკითხი ისე იქნა გართულებული, რომ მისი ასე ქუჩა- ში, „ქაჯურად" გადაწყვეტა აღარ შეიძლება. ბატონმა პრეზიდენტმა რომ ბრძანა –– ეს საკითხი ხალხმა უნდა გადაწყვიტოსო -– აქ ქუჩაში ამ შემთხვევითი პიროვნებების აზრს კი არ გულისხმობდა, არამედ სათანადო განათლების, ცოდნის მქონე ადამიანებს, პირველ რიგში კი, ცხადია, იურიდიულ ცოდნას, საერთაშორისო ვითარების შეფასებას დაუფლებულ სპეციალისტებს. მე არაერთგზის მქონია შემთხვევა, როცა ეროვნულობის გრაფის 56 პასპორტში შეუტანლობის აქტიურ მოწინააღმდეგეებისთვის ამიხსნია საკითხის რეალური არსი, მათ მაშინვე შეუცვლიათ პოზიცია: „ჰო, თუ ასეა საქმე, მაშინ, ცხადია, არ შეიძლება, არაა საჭირო ამ გრაფის პას- პორტში შეტანა“. ცხადია, ასე იქცევიან ნორმალურად მოაზროვნე და განათლებული ადამიანები, თორემ არიან ისეთი „ხისთავა“ პიროვნებები, რომლებიც აყოლილნი ამ პრობლემის წამომწყებ-პოპულარიზატორებს, ჯიუტად რჩებიან „ეროვნულ პოზიციაზე". ეს პრობლემაც აღმოჩნდა „განახლებული ივერიის“ ავტორთა, კერძოდ, ზ.კიკნაძის, თ. ბაბლუანის, მ.გიგინეიშვილის წერილებში. მადლობა ღმერთს, რომ მე მარტო არ ვყოფილვარ ამ პოზიციაზე. მე მათ მხოლოდ ერთი რამ მინდა ვკითხო: „სახელმწიფოს, რომელშიაც შენ ცხოვრობ, „საქართველოს სახელმწიფო“ რომ ეწოდება, აქაურ მცხოვრებთ, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა „საქართველოს მოქალაქეს“ რომ უწოდებენ, აქ რომ სახელმწიფო ენად ქართულია გამოცხადებული, ეს შენი ეროვნული თავმოყვარეობის, სიამაყისთვის საკმარისი საფუძველი არ არის? თუ არა, ვაი შენს ეროვნულ შეგნებას!“ კიდევ ერთი პრობლემა. „განახლებული ივერიის" ფურცლებზეც, ბევრ სხვათა გამოსვლებშიაც, ხდება დასაბუთება იმ უეჭველი ფაქტისა, რომ ცივილიზებული ციალურ ქვეყნების უმრავლესობაში პირადობის ოფი- დოკუმენტებში ეროვნება არსად აღინიშნება, დაფიქსირებუ- ლია მხოლოდ მოქალაქეობა, ამა თუ იმ სახელმწიფოს იურიდიული მოქალაქეობა. ამასთან აქ ნაჩვენებია, რომ აურზაურის ინიციატორები ელემენტარულად უცხოურ ტერმინოლოგიაში ვერ ერკვევიან. ეს კარ- გად გამოავლინა %.კიკნაძემ, ხოლო მ.გიგინეიშვილმა შეუვალი მეცნი– ერული არგუმენტაციით ცხადი გახადა „პარლამენტარ შარაძის“ სრული უმეცრება. და აქვე დამებადა ერთი ზოგადი კითხვა ქართული ინტელიგენციის მიმართ: როდემდე უნდა ვითმინოთ გ.შარაძის და მის თანამდგომთა ვითომ ეროვნული ინსინუაციები და ინტელიგენციის სახელით გამოსვლის პრეტენზიები? მაგრამ ამჯერად მე სხვა კუთხით ვუდგები საკითხს. მე საერთოდ კამათის ამ ნაწილის წინააღმდეგი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ბევ– რისთვის ეს უცხოური ანალოგები შეიძლება ძალზე მნიშვნელოვანი იყოს, ან ასეთად ჩანდეს. ჩვენ, რასაკვირველია, ბევრ რამეში უნდა ვუსწორდებოდეთ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს, მათგან ბევრი რამ 57 უნდა გადმოვიღოთ – იზოლაცია დამღუპველი იქნება ჩვენთვის, მაგრამ არის პარამეტრები, რომლებიც ჩვენი, საკუთარი, ჩვენი რეალური ვითარებიდან გამომდინარე უნდა გვქონდეს. საზღვარგარეთის ყველა ქვეყანაში პირადობის მოწმობაში რომ ეროვნება აღინიშნებოდეს, ჩვენ ამის გაკეთების უფლება არა გვაქვს, ეს ჩვენი რეალური ვითარებისთვის არა მარტო მიუღებელი და შესაძლოა, დამღუპველი, არამედ ერის განადგურებისაკენ გადადგმული ნაბიჯი შეიძლება გახდეს. არ უნდა მაგას ბევრი კამათი და მაღალფარდოვან ფრაზათა „ჯახაჯუხი“. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენთან ისტორიულად მრავალი სხვა ერისა და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ცხოვრობს, ზოგან მათი სიმჭიდროვე, კომპაქტურობა საკმაოდ დიდია და ქართულ მოსახლეობასაც კი ჭარბობს. რა არის ჩვენთვის, როგორც ახლად ფეხადგმული დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის სასარგებლო –- ყველა ესენი თავისი ეროვნების მიხედვით იყვნენ პასპორტებში დაფიქსირებულნი, თუ ყველანი ერთ და ერთუფლებიან წოდებას ატარებდნენ – „საქართველოს მოქალაქე!“ ნუთუ ამას დავა და საგანგებო მტკიცება სჭირდება?! „პიროვნულად არასრულფასოვანთათვის“ (თ.ბაბლუანის ტერმინია), როგორც ჩანს, სჭირდება, მაგრამ რეალისტურად მო- აზროვნეთათვის – არავითარ შემთხვევაში! თანაც ნუ დაგვავიწყდება, რა სხვადასხვა ჯურის სეპარატისტები ბოგინობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ისინი ხომ ასეთ „რეკვიზიტულ პატრიოტიზმს“ (ზ.კიკნაძის ტერმინოლოგიით) თავის სასარგებლოდ გამოიყენებენ: „თქვენ თვითონ მოგვეცით პასპორტი, სადაც ჩვენი სტატუსი ეროვნების მიხედვითაა აღნიშნული; ამ ადგილებში კი ჩვენ კომპაქტურად ვცხოვრობთ, მაშ მოგვეცით, სცანით ჩვენი დამოუკიდებლობა ან ავტონომია მაინც. ხოლო ჩვენი დამოუკიდებლობა სახელმწიფოს მიმართ, ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს სახელმწიფოს მიმართ არსად არაა დაფიქსირებული! ეს თქვენ, ვისაც პასპორტში „ქართველი“ გიწერიათ, მოუარეთ თქვენ ქართულ სახელმწიფოს, ჩვენ მის წინაშე არავითარი ვალდებულება არ გაგვაჩნია!“ აი, რის პროვოცირებას ვახდენთ ჩვენ, როცა „რეკვიზიტული ვაიპატრიო- ტიზმის პოზიციებზე ვდგავართ – უფრო ზუსტად, აი რის პროვოცირებას ბო! 58 ახდენთ თქვენ, „რეკვიზიტული პატრიოტიზმის“ აპოლოგეტე- ეროვნული რეკვიზიტის საბუთებში დაფიქსირების მომხრენი, ამით გარკვეული უპირატესობის დამკვიდრებასაც ელტვიან. ზოგი შეფარვით, ხშირად იქნებ გაუაზრებლადაც, ზოგი კი საკმაოდ ღიად აცხადებს, რომ ის, ვისაც პასპორტში „ქართველი“ ეწერება, მექანიკურად გარკვეულ უპირატესობას ფლობს. სავსებით მართალია ზაალ დგებუაძე, როდესაც წერს, რომ ეროვნული ვინაობის დაფიქსირების მომხრეებს სურთ (თავგზააბნეულ გულწრფელ ადამიანებსაც და რუსულ სპეცსამსახურის ფასიან აგენტებსაც) იმის მიღწევა, რომ გრაფა „ქარ-– თველმა“ მათ პრესტიჟული მდგომარეობა და პრივილეგირებული ფენისადმი კუთვნილება დაუფიქსიროს. კი მაგრამ, სახელმწიფოში პრივილეგირებული მდგომარეობის ასე ხაზგასმით აღიარებას სხვა ეროვნებათა წარმომადგენლები შეურიგდებიან? ან განა ეს თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყნისთვის კანონზომიერი იქნება? ეს ხომ გაამწვავებს სხვადასხვა ეროვნების ურთიერთობას ჩვენ ქვეყანაში. განა ჩვენც არც ისე შორეული წარსულის საშინელი მაგალითი არ გვაქვს: როგორ მოახდინა პროვოცირება ეროვნული მოძრაობის ყალბი ლიდერების და, პირველ რიგში „ნაპრეზიდენტალის" გაუთავებელმა ყვირილმა „საქართველო მხოლოდ ქართველებისათვის!" აფხაზეთსა და ოსეთში სეპარატისტული მოძრაობის აღორძინება?! არსებითად დღეს იგივე ტენდენცია ცოცხლდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ უცხოელებისთვისაც, საერთა- შორისო ორგანიზაციებისთვისაც გაუგებარი იქნება ოფიციალური და დაკანონებული ეთნიკური სიჭრელე ერთი ქვეყნის მოსახლეობისა, იმ დროს როდესაც სრულიად გასაგებია, რომ სახელმწიფოში ერთიანი სამოქალაქო უფლებების მქონე მცხოვრებნი სახლობენ. ამ გაუგებრობით ისარგებლებენ და სარგებლობენ კიდეც როგორც შინაური სეპარატისტები, ისე გარედან მათი ხელშემწყობნი და წამქეზებლები. ეს ფაქტია და ამ ფაქტს სათანადო გააზრება სჭირდება. ყოველივე ამის გაუთვალისწინებლობა მხოლოდ გონებაშეზღუდულობის ილუსტრაციაა. ასე წარმოგვიდგება ჩვენ ეს სადავოდ ქცეული პრობლემა; არადა ნორმალურ საზოგადოებაში ეს პრობლემა საერთოდ არ უნდა წარმოქმნილიყო. ეს აქსიომაა! ერთადერთი, რისი დაშვებაც მე შესაძლებლად მიმაჩნია, ესაა დაბადების მოწმობაში ეროვნების დაფიქსირება. ეს არ შექმნის გაუგებრო59 ბას, არ გაართულებს ქვეყნის მდგომარეობას. ყველა სხვა ოფიციალურ დოკუმენტში, მით უფრო ისეთში, რომელიც საერთაშორისო ას- პარეზზე ფუნქციონირებს, უნდა იყოს აღნიშვნა „საქართველოს მოქა- ლაქე“ და ეს რეკვიზიტი მოხსნის ყოველგვარ საფუძველს სეპარატისტული გამოხდომების, ეროვნული დაპირისპირების იურიდიული გამართლებისთვის. საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ეთნოსს თანაბარი ვალდებულება, პასუხისმგებლობა ეკისრება იმ სახელმწიფოს წინაშე, რომელშიაც ის ცხოვრობს და რომლის მოქალაქედ ის ოფიციალურად აღიარებულია. ხოლო ჩვენ, ქართველებს გული ნუ დაგვწყდება, ნურც ეროვნული მეობის შებღალვას ვხედავთ ამაში. კვლავ ვიმეორებ: სახელმწიფოს საქართველო ეწოდება, სახელმწიფო ენა ქართულია, გვაქვს სხვა რეალური უპირატესობებიც და ყოველივე ეს საკმარისია საამაყოდ. ოღონდ ჭკვიანურად მოვუაროთ ამ ჩვენს სახელმწიფოს! ვალერი ლორია მოქალაქეობის ღოპუმენტში ეროვნება არ უნლღა იწერებოდეს მოქალაქეობის უფლებით სარგებლობა ყოველი ადამიანის ძირითად უფლებათა რიცხვს განეკუთვნება. მაგრამ თვით საზოგადოება კი არ განსაზღვრავს თავის წევრთა მოქალაქეობას, არამედ სახელმწიფო განუსაზღვრავს საზოგადოების წევრებს მოქალაქეობას. ეს სახელმწიფო-სამართლებრივი ინსტიტუტია. მოქალაქეობა სახელმწიფოებრიობის აუცილებელი ნიშანია. მოქალაქეობას სახელმწიფო ანიჭებს საზოგადოების წევრებს, იგი არ მოიპოვება უშუალო დემოკრატიის ფორმით. მოქალაქეობა არის პიროვნებისა და სახელმწიფოს მყარი ეფექტური კავშირი, რომელიც გამოხატავს სახელმწიფოს ზრუნვას პიროვნების დაცვაზე, მისი უფლებრივი სტატუსის განხორციელებაზე. : მოქალაქეობა უძველესი ინსტიტუტია. პერიკლეს კანონების თანახმად (V საუკუნე ძვ.წ.) ათენში ყველა უფლებით და პრივილეგიებით სარგებლობდნენ მხოლოდიის მამაკაცები, რომლებიც მამით და დედით ათენის მაცხოვრებლები იყვნენ და მოქალაქის ყველა უფლება ჰქონდათ. ათენში მცხოვრები მეტეკები (უცხოელი თავისუფალი ადამიანები) და პერეგრინები (დროებით ჩამოსული პირები) არ სარგებლობდ- ნენ ათენის მოქალაქეთა უფლებებით: არ შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ სახალხო კრებაში ან დაეკავებინათ რაიმე თანამდებობა, თუმცა ვალდებულნი იყვნენ გადაეხადათ გადასახადები. განსაკუთრებული დამსახურების შემთხვევაში ისინი შეეძლოთ მიეღოთ ათენის მოქალა- ქეებად. უძველესი დროიდან სახელმწიფოს ძირითად დამახასიათებელ ნიშანს მოსახლეობის ტერიტორიული დაყოფა წარმოადგენდა, რომელმაც შეცვალა მოსახლეობის სისხლითი ნათესაური კავშირის მიხედვით დაყოფა. სახელმწიფოში ადამიანის ვინაობა განისაზღვრებოდა არა იმის მიხედვით, თუ ვისი გვარისა და ტომის წარმომადგენელი იყო, არამედ იმით, თუ რომელ ტერიტორიაზე ცხოვრობდა და რომელი სა61 ხელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ იმყოფებოდა. რასაკვირველია, სახელმწიფო ამა თუ იმ ერის პოლიტიკურ ორგანიზაციას წარმოადგენდა და მის სახელს ატარებდა. მასში მცხოვრები მოქალაქეები შესაბა- მისი სახელმწიფოს ინტერესებს იცავდნენ და, მაშასადამე, ამ სახელმ- წიფოს გაბატონებული ერის სულისკვეთებას გამოხატავდნენ განურჩევლად იმისა, ამ ერის შვილები იყვნენ ისინი თუ სხვა ერის წარმომადგენელნი. ყოველივე ამის გამო მოქალაქეობა მოიაზრებოდა შესაბამისი სახელმწიფოს გაბატონებული ერის წარმომადგენლობადაც, რაკი მოქალაქენი იმ სახელმწიფოს ინტერესების გამომხატველნი იყვნენ, რომელიც შესაბამისი გაბატონებული ერის პოლიტიკურ ორგანიზაციას წარმოადგენდა. დღესაც ევროპის ქვეყნებში მოქალაქეობა შესაბამისი სახელმწიფოს კუთვნილებასა და ამ სახელმწიფოში გაბატონებული ერის წარმომადგენლობას გულისხმობს. ამიტომაა, რომ ფრანგი საფრანგეთის სახელმწიფოს კუთვნილებასა და ფრანგი ერის წარმომადგენლობას ნიშნავს, როგორადაც ძნელი აღსაქმელი არ უნდა იყოს ალჟირელი არაბის თუ კაიროელი ეგვიპტელის ფრანგობა. ამ დიდი ეთნიკური სხვაობის გამო საფრანგეთში არსებობდა საფრანგეთის ქვეშევრდომობის ინსტიტუტი, ზღვისიქეთა ქვეყნების ადამიანებს რომ გულისხმობდა, რომლებიც საფრანგეთის მოქალაქეებთან პოლიტიკურად გათანაბრებუღნი არ იყვნენ. დღეს საფრანგეთში ერთიანი მოქალაქეობაა განურჩევლად ეროვნებისა. საქართველოს 1993 წლის 25 მარტის ორგანულ კანონში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" მითითებულია, რომ მოქალაქეობა ნიშნავს პირის პოლიტიკურ-სამართლებრივ კავშირს საქართველოს სახელმწიფოსთან, რაც ემყარება ადამიანის ღირსების პატივისცემას, მისი უფლებებისა და თავისუფლების აღიარებას, ხოლო საქართველოს მოქალაქენი კანონის წინაშე თანასწორნი არიან განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა (მუხ. 4). სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ 1966 წლის 19 დეკემბრის საერთაშორისო პაქტის 27-ე მუხლში მითითებულია: „იმ ქვეყნებში, სადაც არსებობს ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი უმ62 ცირესობანი, პირებს, რომლებიც ასეთ უმცირესობას ეკუთვნიან, არ შეიძლება უარი ეთქვათ უფლებაზე იმავე ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ისარგებლონ თავიანთი კულტურით, აღიარონ თავიანთი რელიგია და შეასრულონ მისი წესები, აგრეთვე ილაპარაკონ დედაენაზე“ (იხ. ჟურნალი „სახელმწიფო და სამართალი“ 1990 წლის ML 5, გვ. 60). აქ არსად არ არის ნათქვამი, რომ ეთნიკურ ჯგუფებს თითქოს შეეძლოთ მოითხოვონ თავიანთი ეროვნულობის დადასტურება სახელმწიფოს მიერ ან პოლიტიკური ავტონომიის მოპოვება. ამის გამო საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლში ჩაიწერა, რომ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ ალიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, უმცირესობათა (იგულისხმება ეროვნული უმცირესობები) უფლებების განხორციელება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს სუვერენიტეტს, სახელმწიფო წყობილებას, ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. აქედან გამომდი- ნარე, საქართველოს სახელმწიფო არ აღიარებს მოსახლეობის დაყოფას ეროვნული ნიშნის მიხედვით, მათ ყველას მიიჩნევს საქართველოს მოქალაქეებად, ხოლო თუკი ეთნიკური უმცირესობის ინტერესების დაცვის აუცილებლობა დღის წესრიგში დგება, მათ შეუძლიათ ისარგებლონ თავიანთი კულტურით, აღიარონ თავიანთი რელიგია და შეასრულონ მისი წესები, აგრეთვე ილაპარაკონ დედაენაზე, ხოლო მათ განსაკუთრებულ პოლიტიკურ უფლებებზე ლაპარაკი გამორიცხულია. თუ ჩვენ მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტში, კერძოდ, პასპორტში შევიტანთ მოქალაქეთა განსხვავებული ეროვნულობის ნიშანს, მაშინ ჩვენ იძულებული გავხდებით მათ მივანიჭოთ განსხვავებული პოლიტიკური უფლებებიც თვით ავტონომიურ ერთეულებად მათ დაყოფამდეც კი, ვინაიდან სახელმწიფოს მიერ მოსახლეობის დაყოფა ეროვნული ნიშნის მიხედვით გულისხმობს მისი ტერიტორიის დანაწილებას ეროვნულ თუ ეთნიკურ ჯგუფებს შორის. საქართველოში მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფების არსებობა და ამის შესაბამისად ავტონომიების ჩამოყალიბება მოასწავებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გაქრობას და საქართველოს – როგორც სახელმწიფოს –- მოსპობას. ასეთი პოლიტიკური თვითგანადგურების იდეა არც ერთ ერს არ მოუვა თავში. 63 საქართველოში არსებული ეროვნული ავტონომიური ერთეულები არ ეყრდნობა ისტორიული წარსულის ტრადიციებს, ვინაიდან მათ არასოდეს არ ჰქონიათ საქართველოში დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა. საქართველოს მეფეებიც ამ ტერიტორიების მეფეებად მოიხსენიებოდნენ. ქვეყნებში ფედერაციული მოწყობის მსოფლიო გამოცდილება მეტყველებს იმაზე, რომ ფედერაციები იქმნებოდა ისტორიულად მეტ-ნაკლებად დამოუკიდებლობის მქონე, სახელმწიფოებრიობის ზოგიერთი ნიშნის მატარებელი სუბიექტების მიერ (ასეა ავს- ტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში), საქართველოში ავტონომიების ჩამოყალიბება ზოგიერთი ეთნიკური თვითშეგნების ამაღლების აუცილებლობით არის გამოწვეული. დროთა განმავლობაში, როცა ადამიანების დაყოფა ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით თანაგრძნობის ღიმილს გამოიწვევს თითოეულში, ავტონომიების არსებობის აუცილებლობაც გაქრება. საბჭოთა ხელისუფლების მიერ ადამიანებისათვის მოქალაქეობასთან ერთად ეროვნულობის მინიჭება გამოწვეული იყო პოლიტიკით: „გათიშე და იბატონე“, რომ რუსეთის იმპერია ადვილად დაიპყრობდა შულღლსა და ეთნიკურ კონფლიქტებში მყოფ ეროვნულ უმცირესობებს. უბედურება ისიც იყო, რომ საბჭოთა სახელმწიფო ზუსტად ვერ საზღვრავდა და ვერც განსაზღვრავდა, თუ ვინ რომელი ეროვნების ადამიანი იყო. რუსეთის იმპერიის ცენტრში მაცხოვრებელი მთელი მოსახლეობა რუსად იყო მონათლული, ხოლო მოკავშირე რესპუბლიკების მოსახლეობა ზედმიწევნით დანაწევრებული იყო სხვადასხვა ეროვნებებად და ეთნიკურ ჯგუფებად. ასეთი პოლიტიკა დღეს მიუღებელი და დასაგმობია. 64 მიხეილ ნანეიშვილი რაა ეს: უმეცრუბა, უჭყჭკუობა თუ შეგნებული პროვოკაცია? მხედველობაში მაქვს ის აურზაური, რომელიც ატეხილია ჩვენში მავანთა „პატრიოტული“ თავგამოდებით, მოქალაქეთა პირადობის მოწმობებში ეროვნების აღნიშვნა-არაღნიშვნის საკითხის გამო. მოსალოდნელია, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება –– მოქალაქის პირადობის მოწმობაში არ აღინიშნოს მისი ეროვნება, შეცვლილი იქნება „საზოგადოებრივი აზრის“ ზეგავლენით. ამიტომაც, ასეთი პერსპექტივის გათვალისწინებით, საჭიროდ მივიჩნიე კიდეც ამ წერილის გამოქვეყნება. სიტყვა „ერს“, როგორც ცნობილია, ორგვარი მნიშვნელობით ხმა- რობენ ხოლმე: ერის, როგორც ასეთის, მნიშვნელობით და ერისა, ვითარცა სახელმწიფოსი. მაგალითად, გაეროს სახელწოდებაში („გაერთიანებული ერების ორგანიზაცია") წარმოდგენილი „ერი“ გულისხმობს ერს არა იმ მისი პირველი გაგებით (ე.წ. M”VIIსიიმყ0ი-ს), არამედ მაინცდამაინც სახელმწიფოს (ანუ, შესაბამისად, 51მმ!ვიმ“ს0ი-ის) სახით. ახლა ეს ვიკითხოთ: მოქალაქეობის ცნებას ერის მაინც რომელი გაგება მიესადაგება? – აშკარაა, მეორე, რამდენადაც ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მოქალაქე შეიძლება იყოს და სხვა არაფრის, რის გამოც ითქმის კიდევაც, რომ ცნება მოქალაქეობისა პოლიტიკური ცნებაა, ან, უკეთ, უფლებრივ-პოლიტიკური. ხოლო აქედან –– „ეროვნების“ შესატყვისი მნიშვნელობაც, როგორც ამა თუ იმ სახელმწიფოს მოქალაქეობის აღმნიშვნელის. მართლაც, როცა ვკითხულობთ, ვთქვათ, საფრანგეთის მოქალაქე ვინმე ქართველის პირადობის მოწმობაში, ეროვნებით ფრანგია, ამით ამ ადამიანის სწორედ ეს მოქალაქეობაა მითითებული, რომელსაც ამდენად არაფერი აქვს საერთო იმ მის ეროვნებასთან, ჩვეულებრივ რომ გვაქვს ხოლმე მხედველობაში. ასე რომ, ჩავწერთ ჩვენს სამოქალაქო მოწმობებში „ეროვ- ნებით ქართველს" თუ „საქართველოს მოქალაქეს", ამას, თავისთავად, 65 არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან „ეროვნება“ და „მოქალაქეობა“ ამ შემთხვევაში სინონიმურნი არიან: მოცემული სახელმწიფოს ყველა მოქალაქე პოლიტიკურად, ე.ი. თავისი მოქალაქეობრივი ვინაობით ერთი ეროვნებისაა, დამოუკიდებლად და მიუხედავად იმისა, თუ რა ეროვნებისაა ცალკეული მათგანი თავისი კულტურული ვინაობით. ჩვენებური „პატრიოტები“, ამხედრებულნი, ვითომც მის დასაცავად, ქართული ეროვნებისთვის, რომლის სახელქვეშაც ისინი, ალბათ(?), ამ კულტურულ ვინაობას გულისხმობენ, ამ შემთხვევაში ორ რასმე ივიწყებენ: ჯერ ერთი, იმას, რომ ეს მათი „ზრუნვის საგანი“ ეროვნება ჯეროვნად წარმოდგენილია თვით ქვეყნის სახელით („საქართველო"), და, მეორეც, რომ ამ სახელით არსებულ სახელმწიფოში სხვა ეროვნების ადამიანებიც ირიცხებიან მოქალაქეებად, რომლებიც, აგრეთვე, ქართველები არიან, ოღონდ უკვე ამ სიტყვის წმინდა პოლიტიკური გაგებით, სულ ერთია, ეს მათი „ქართველობა“ ჩაწერილი იქ- ნება მათს პირადობის მოწმობაში, თუ -–– არა. გარდა ამისა, ჩვენი ეროვნების ეს „ქომაგნი" არ უფიქრდებიან (თუ, პირიქით, „ძალიანაც" უფიქრდებიან?), რომ წარმოშობით არაქართველ მოქალაქეთა ეროვნების ამგვარი დაფიქსირებით ისინი საქართველოს ვითომდაც „მრავალეროვნების“ პოლიტიზებას უწყობენ ხელს, ამ სხვადასხვა ეროვნებისთვის პოლიტიკური სტატუსის მინიჭებით, რასაც არც ერთ ნამდვილ ცივილიზებულ სახელმწიფოში არ აქვს ადგილი იმ შემთხვევათა გარდა, როცა სხვა რომელიმე ერი ცხოვრობს კიდევ ამ ქვეყანაში (როგორსაც ჩვენში მხოლოდ აფხაზები წარმოადგენენ). იმ გარემოებას, რომ საქართველოს ესა თუ ის მოქალაქე ებრაელია, ან სომეხი, ან აზერბაიჯანელი, სახელმწიფოსთვის არავითარი პოლიტიკური მნიშვნელობა არ აქვს, მაშინ როდესაც ეროვნებათა „სა- პასპორტო“ გაფორმებით მათ სწორედ ასეთი მნიშვნელობა მიენიჭება. ვიმეორებ, საქართველოს მოქალაქეობა ადამიანს უნდა ჰქონდეს არა იმის საფუძველზე, რომ იგი ებრაელია, სომეხია, აზერბაიჯანელი, არამედ – დამოუკიდებლად, მიუხედავად ამისა. „პატრიოტები“ კი ამ დროს გვეუბნებიან, არა, დაე ებრაელს, როგორც ებრაელს, სომეხს, როგორც სომეხს, აზერბაიჯანელს, როგორც აზერბაიჯანელს, დაუკანონდეს (პირადობის მოწმობაში შეტანით!) ქვეყნის მოქალაქეობა, 66 ოღონდაც ასევე აღინიშნოს დავკარგავთო! მაინც, როგორ ჩვენი ეროვნებაც, რომელსაც მოგწონთ „ეროვნების უამისოდ დაკარგვის“ ეს საფრთხე და მისგან უზრუნველმყოფი საშუალება –- „ეროვნების პასპორტიზაცია"? ხოლო, თუკი ეს „მტრის ჯინაზე“ მაინც მოხდა და მით ქვეყნის არაქართველ მოსახლეობას დაუმოწმდა კიდეც საქართველოს მოქალაქეობა მის ეროვნებასთან დაკავშირებით, რატომ არ უნდა მოველოდეთ, რომ იმ რაიონებიდან, სადაც ამგვარი მოსახლეობა კომპაქტურად მკვიდრობს, ერთ მშვენიერ დღეს ჩვენს მთავრობას მოესმას ეროვნულ-ტერიტორიული ავტონომიის მოთხოვნა, ჯეროვნად „არგუმენტირებული“ მოქალაქეობის უკვე ამ „ნაციონალიზებული“ უფლებით. ამ საკითხზე, ცხადია, კიდევ ბევრი რისმე თქმა შეიძლებოდა, მაგრამ ვფიქრობ, ნათქვამიც საკმარისია. ხოლო დასასრულს, არ შემიძლია, არ აღვნიშნო ერთი გარემოება, ეს „პატრიოტები“ გვარიანი დემაგოგებიც ბრძანდებიან, რაც, სხვათა შორის, თავს იჩენს იმ „ქუჩის კამპანიაში“, რასაც „ხალხის“ გამოკითხვას უწოდებენ ხოლმე. საკითხი კი იმდენად სპეციფიკურია, რომ მასზე პასუხს ქუჩაში გამვლელ-გამომვლელთაგან ჭკუადამჯდარი კაცი არ უნდა მოელოდეს. მაგრამ ამ კამპანიას, ჩემი აზრით, სხვა მიზანიც აქვს, – ხელისუფლების შანტაჟირება შექმნილი მითქმა-მოთქმის პროვოკაციული ქვეტექსტით: ხედავთ, მამულიშვილნო, „კრემლის აგენტები" ეროვნებასაც გვართმევენო! ნუთუ ამჯერადაც დემაგოგებს დარჩებათ ბურთი და მოედანი? ნუთუ პარლამენტი და პრეზიდენტი პროვოკაციის ამ ანკესს წამოეგებიან? ნუთუ, ერთი დიდი ქართველის ნათქვამისა არ იყოს, „შინაური იდიოტების“ პირით მეტყველი და ხელით მოქმედი „გარეშე სატანის“ გულის გასახარელს ჩავიდენთ ახლაც? 67 გია ნოდია თვითგამანადგურებელი ნაციონალიჭ%ჭდმი: რატომაა „ეროვნების" რეკვიზიტის აღდგენა ნაბიჯი საქართველოს შემდგომი დაშლისაკენ? საქართველოში ისევ აპირებენ ეროვნების რეკვიზიტის აღდგენას ოფიციალურ დოკუმენტებში. ამ ზომის მომხრეები თავს საქართველოს ჭეშმარიტ პატრიოტებად და, ამავე დროს, უმცირესობათა კანონიერ უფლებათა დამცველებად აცხადებენ („ებრაელს მაინც რატომ უკრძალავთ, ებრაელი იყოს?”), ხოლო თავის მოწინააღმდეგეებს წარმოადგენენ როგორც, უკეთეს შემთხვევაში, „გადაგვარებულ კოსმო- პოლიტებს", ხოლო უარეს შემთხვევაში –-– ფარულ „მასონებს“, რომლებიც საქართველოს ეროვნული სულის მოკვდინების საიდუმლო ბრძანებას ასრულებენ. სინამდვილეში საქმე ზუსტად პირიქითაა. ეროვნების გრაფის აღდგენის მომხრეები უკეთეს შემთხვევაში, ალალად ცდებიან და უბრალოდ ვერ ერკვევიან, თუ რა შედის საქართველოს რეალურ ინტერესებში, უარეს შემთხვევაში კი ასრულებენ იმ მეტ-ნაკლებად საიდუმლო ორგანიზაციების დაკვეთას, ვისაც არ უნდა, საქართველო ოდესმე ნორმალურ სახელმწიფოდ იქცეს. მათი მოთხოვნები თანხვდება საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა იმ ნაწილის სურვილებს, ვისაც იმედი აქვს, ქვეყანაში ახალი სეპარატისტული მოძრაობები გააჩაღოს. „სუკის აგენტობის" ბრალდებები წესიერ ხალხს შორის მოდაში აღარაა, მაგრამ ეროვნების გრაფის აღდგენის ზოგი ზეაქტივისტის ბიოგრაფია და ლექსიკა მაინც აშკარად აძლიერებს „მესამე ძალის“ ჰი- პოთეზას. ლექსიკაზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ ჩვენს ულტრა-ნაციონალისტებს ძალიან უყვართ ოპონენტების „მასონობაში“ მხილება, რაც რუსი შავრაზმელების სულიერ შეგირდობაზე მიანიშნებს. „მასონების“ მეტად დახურული სექტისადმი გარკვეული ინტერესი შეიძლება ბევრს ჰქონდეს, მაგრამ ამ სექტის, როგორც ქვევნად ყველა უბედურების საწყისის პარანოიდული ხედვა სპეციფიკურად რუსული ეპიდემიაა. საქართველოში მისი გავრცელება რუს ნაცი68 ონალისტებთან არაჯანსაღად ხშირი კონტაქტების შედეგი უნდა იყოს. რაც შეეხება პოტენციური ახალი ეთნიკური სეპარატიზმების შესაძლო იდეოლოგებს საქართველოში, ისინი, ბუნებრივია, ასეთ სიტუაციაში ჩუმად იქნებიან –– რატომ უნდა იხმაურონ, როცა ქართველები (როგორც ადრეც ხშირად გაუკეთებიათ) თავიანთი უგუნურობით თვითონ აკეთებენ მათ საქმეს. ყოველი შემთხვევისთვის კარგია, შევხე- დოთ პარალელურ პროცესებს ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებთან. რუსეთში, რომელმაც ახლახან ასევე გააუქმა ეროვნების რეკვიზიტი ოფიციალურ დოკუმენტებში (პუტინს რუსული პატრიოტიზმის ნაკლებობაში, ალბათ, ვერ დავადანაშაულებთ), ამის საწინააღმდეგო პროტესტები ძირითადად ჩრდილო კავკასიის ეთნიკური ავტონომიებიდან მოსდის: ანუ ეთნიკური სეპარატიზმის არსებული და პოტენციური კერებიდან. ამის საპირისპიროდ, ისინი, ვინც ებრძვიან ეროვნების რეკვიზიტს ოფიციალურ დოკუმენტებში, უპირველეს ყოვლისა საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს იცავენ. ასეთი პოზიცია უნდა ჰქონდეს ნებისმიერ საღად მოაზროვნე ქართველ პატრიოტს. ამასთანავე, ეს მისწრაფება თანხვდება ეთნიკურ უმცირესობათა იმ ნაწილის (ანუ მათი უდიდესი უმრავლესობის) ინტერესებს, ვისაც სურს, საქართველოში იცხოვროს როგორც მისმა ლოიალურმა მოქალაქემ, მაგრამ არ უნდა, მის მიმართ დისკრიმინაციის პოლიტიკა იყოს გატარებული. ასეთ პოზიციას იზიარებს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ თემებს აერთიანებს და მათში ქართული სამოქალაქო ცნობიერების გაღვივებას ცდილობს. იმ არგუმენტს, თითქოს ოფიციალურ დოკუმენტებში ეროვნების გრაფის გაუქმებით ადამიანები თავიანთ ეროვნულ კუთვნილებას დაკარგავენ, ანუ ქართველები ქართველები აღარ იქნებიან, ებრაელები – ებრაელები, სომხები –– სომხები, ძნელია რაციონალურად ეკამათო. აქ უფრო დიაგნოზია საჭირო: ცნობიერების მასობრივი გაუპატიურება მრავალწლიანი კომუნისტური დიქტატურის შედეგად. ამ ლოგიკით, ფრანგებს, გერმანელებს, უნგრელებს და ა.შ. საერთოდ არ უარსებიათ (ან უარსებიათ მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის ტერიტორიაზე, სადაც ეროვნების გრაფა მოიგონეს), 69 რადგან მათი ქვეყნების დოკუმენტებში მათი ეროვნება –– როგორც მოქალაქეობისგან განსხვავებული –– არსად ყოფილა ფიქსირებული. ეროვნების რეკვიზიტი სახელმწიფოს ანგრევს საქართველოს ეროვნული ინტერესის თვალსაზრისით, მთავარი არგუმენტი ოფიციალურ დოკუმენტებში ეროვნების რეკვიზიტის წინააღმდეგ შემდეგია: მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მისი არსებობა დიდად ზრდის სახელმწიფოს დაშლის შანსებს. არც ისე ბევრია ქვეყანა, რომელშიც ასეთი რეკვიზიტი არსებობს ან უარსებია და, როგორც წესი, სწორედ მათ ახასიათებთ ეთნოკონფლიქტები და დაშლისკენ მიდრეკილება. ევროპულ სივრცეში ასეთი მხოლოდ ორი იყო: საბჭოთა კავშირი და იუგოსლავია. სადღა არიან ისინი? დემოკრატიზაციის პროცესის დაწყებისთანავე ერთიც და მეორეც დაიშალა. მეტიც, დაშლის პირას მივიდა ზოგი ისეთი ქვეყანაც, მათ ადგილზე რომ წარმოიშვა: მაგალითად, საქართველო. ყოფილი კომუნისტური სამყაროს გარდა, არის კიდევ მეორე რეგიონი, სადაც ბევრი ქვეყანა თავის ოფიციალურ დოკუმენტებში მისი მოქალაქეების ეთნიკურ წარმომავლობას აფიქსირებს: ესაა აფრიკა. ეს ის რეგიონია, სადაც სახელმწიფოთა დიდი ნაწილი ნახევრად დაშლილ მდგომარეობაში არსებობს და ეთნიკური კონფლიქტები ლამის ცხოვრების წესადაა ქცეული. ავიღოთ რუანდას და ბურუნდის მაგალითი. ორივე ამ ქვეყნის მოსახლეობა ძირითადად ორი ტომის: ტუტსისა და ტუტუს –– მკვიდრთაგან შედგება. ტუტსი და ტუტუ ერთ ენაზე ლაპარაკობენ, საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ და ერთმანეთზე ქორწინდებოდნენ, მაგრამ ტომობრივი ცნობიერება განსხვავებული აქვთ. ბელგიელი კოლონიზატორები, ტრადიციული „გაყავი და იბატონეს“ პოლიტიკის მოშველიებით, ხაზს უსვამდნენ ამ განსხვავებას და უმცირესობას –- ტუტსის ანიჭებდნენ უპირატესობას. დეკოლონიზაციის შემდეგ ორივე, უკვე დამოუკიდებელ ქვეყანას შერჩა ეროვნების რეკვიზიტი ოფიციალურ საბუთებში, რითაც ტუტსი და ტუტუ მკვეთრად საბამისად, ერთი ნაწილი (ტუტსი) პრივილეგირებული 70 განირჩეოდა, და, შე- იყო, მეორე (ტუტუ) კი –– დაჩაგრული. 90-იან წლებში აფრიკის ამ ქვეყნებში დემოკრატიული რეფორმები დაიწყო, რასაც მოჰყვა მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ არნახული გენოციდი: ორი ეთნიკური თემი ერთმანეთს დაერია და სულ მოკლე ხანში ნახევარ მილიონზე მეტი ხალხი გაიჟლიტა. საპირისპირო მაგალითია დასავლეთი ევროპა, მსოფლიოს ის რეგი- ონი, რომელიც ნაციონალიზმისა და ეროვნული სახელმწიფოს სამშობლოდ ითვლება. ეროვნულობისა და პატრიოტიზმის ნიმუშები მსოფლიოს სწორედ კონტინენტურმა ევროპამ აჩვენა, დანარჩენები ამ საკითხში მისი მოწაფეები არიან. სწორედ ევროპულმა გამოცდილებამ დაადგინა, რომ ეროვნულობის ყველაზე სრულყოფილი გამოხატულება ეროვნული სახელმწიფოა. არსად დასავლეთ ევროპაში არ იციან ისეთი რამე, როგორიცაა ოფიციალურად დაფიქსირებული „ეროვნება“, რომელიც მოქალაქეობის გვერდით ფიქსირდება. „ეროვნება“ და „მოქალაქეობა“ იქ ყველგან ერთი და იგივეა. და ეს შემთხვევით არ უკავშირდება იმ ფაქტს, რომ სწორედ ევროპაშია, რომ ერები ყველაზე უსაფრთხოდ და მყარად გრძნობენ თავს, რომ აქ მათ თვითმყოფადობას და სტაბილობას არაფერი ემუქრება. არის რამდენიმე გამონაკლისი (კორსიკა, ბასკების ტერორისტული ქვეყანა), მაგრამ, იქაც პრობლემა ჯგუფების საქმიანობაა, არც ცალკეული საფრანგეთის და არც ესპანეთის მთლიანობას საფრთხე არ ემუქრება -– განსხვავებით აფრიკის, ბალკანეთისა და ყოფილი საბჭოეთისაგან, სადაც სახელმწიფოები ან დაიშალა ან მუდმივად დაშლის ზღვარზეა. მეორეს მხრივ ის, რომ ევროპა ბოლო ნახევარი საუკუნეა გაერთიანებისკენ მიდის, კი არ აბათილებს, არამედ ადასტურებს ერების სიძლიერეს: ევროპულ ერებს იმიტომაც არ ეშინიათ, ნებაყოფლობით გადასცენ გარკვეული ფუნქციები საერთო-ევროპულ ორგანიზაციას, რომ მათ ეროვნულ თვითმყოფადობას არაფერი ემუქრება. რატომ არის ეროვნების რეკვიზიტი ქვეყნის დამშლელი? მაინც რატომ არის ეროვნების რეკვიზიტი სახელმწიფოს დაშლის ფაქტორი? რატომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ არ არსებობდეს „ეროვნების“ გრაფა ოფიციალურ სახელმწიფო დოკუმენტებში? 71 ეროვნული უმრავლესობის ან, როგორც მათ ხანდახან უწოდებენ, „სატიტულო ერების" წარმომადგენლებს (საფრანგეთში -– ფრანგებს, რუსეთში -–– რუსებს, საქართველოში –- ქართველებს და ა.შ.) ეროვნების რეკვიზიტი არაფერში სჭირდებათ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მათი ეროვნულობა თვით ეროვნული სახელმწიფოს არსებობითაა დაცული. ანუ, სანამ არსებობს სუვერენული სახელმწიფო – საფრანგეთი, ეს იმის საწინდარია, რომ დაცული იქნება ფრანგული ენა, ფრან- გული კულტურა, და ფრანგული თვითმყოფადობის ყველა ის ელემენ- ტი, რომლის დაცვასაც თვითონ ფრანგები საჭიროდ ჩათვლიან. ყოველ შემთხვევაში, იმაზე მეტი გარანტია, ვიდრე ეროვნული სახელმწიფოს არსებობაა, ეროვნულობის შენარჩუნებისათვის შეუძლებელია. მეორე მხრივ, ეროვნული რეკვიზიტის არარსებობა თავისთავად არავის უკრძალავს, თავი იგრძნოს ებრაელად, ქართველად, არაბად და ა.შ., გამოსცეს და წაიკითხოს გაზეთი თავის ენაზე, ჰქონდეს სკოლა, თეატრი და ა.შ. ასეთი რეკვიზიტის არარსებობა ნიშნავს მხოლოდ ერთს: ქვეყ- ნის ყველა მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე და ყველას ერთნაირად მოეთხოვება ქვეყნის კანონების ერთგულება. ეთნიკური წარმოშობის ფორმალიზაცია ეროვნების რეკვიზიტის მეშვეობით კი ნიშნავს ზუსტად საპირისპიროს: რომ სახელმწიფო ყოფს, არჩევს თავის მოსახლეობას ეთნიკური წარმომავლობის მიხედ- ვით. ამას რამდენიმე შედეგი შეიძლება ჰქონდეს. ჯერ ერთი, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო აპირებს რომელიმე ეთნოსს უპირატესობა მიანიჭოს მეორის ხარჯზე. საბჭოთა კავშირში, მაგალითად, ეროვნების გრაფა ფართოდ გამოიყენებოდა ყოველგვარი „ნაცმენების“ დასაჩაგრავად და რუსების, ხოლო ეროვნულ რესპუბლიკებში -–– ადგილობრი- ვი უმრავლესობების გასახარებლად. მაგრამ შეიძლება პირიქითაც მოხდეს და ასეთი გარჩევა უმცირესობის სასარგებლოდ უმრავლესობის დაჩაგვრის იარაღად იქცეს. ჩვენს პირობებში ამის მაგალითი, ცხადია, აფხაზეთია. ნებისმიერ შემთხვევაში, უთანაბრო დამოკიდებულება იწვევს უსამართლობის განცდას, რომელსაც ეთნიკური ჯგუფები ერთმანეთს აბრალებენ. დემოკრატიზაციის, ანუ კომუნისტური წყობის რღვევის პერიოდში, წარსული უსამართლობების მოგონებები ეთნიკური კონფლიქტების ერთ-ერთი წყარო გახდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფო დოკუმენტებში 72 ეროვნების რეკვიზიტი არ არსებობს, მაგრამ ადამიანის რასობრივი კუთვნილება ხანდახან აღინიშნება საბუთებში, რომლებიც ივსება სამუშაოდ ან სასწავლებლად მიღებისას. მისი მიზანია ზოგიერთი უმცირესობებისთვის (ძირითადად შავკანიანებისთვის) უპირატესობის მინიჭება თეთრკანიანების ხარჯზე (ამ პრაქტიკას „აფირმატული ქმედება“ დაერქვა). ამერიკელი ლიბერალები ასეთ უპირატესობებს თვლიდნენ შავკანიანთა მონობის და წარსული ჩაგვრის ერთგვარ კომპენსაციად. მაგრამ თეთრკანიანთა უმრავლესობაში ის იწვევს ბუნებრივ გაღიზიანებას, რადგან მათ არ მიაჩნიათ სამართლიანად, პასუხი აგონ მამა-პაპათა ცოდვებზე. „აფირმატულ ქმედებას“ მრავალი კრიტიკოსი ჰყავს, რადგან ის აშკარად ანტიდემოკრატიულია („პირიქით დისკრიმინაციაზეა“ მიმართული) და, რაც მთავარია, ქვეყანა „ბალკანიზაციისკენ“, ანუ რასობრივ-ეთნიკური ნიშნით დაშლისაკენ, მიჰყავს. დღეს საღად მოაზროვნე ამერიკელების დიდი უმრავლესობა აღიარებს, რომ „აფირმატული ქმედება“ შეცდომაა, მაგრამ რაკი ორივე ძირითად პოლიტიკურ პარტიას ეშინია შავკანიანი ამომრჩევლის გადაკიდებისა, ერთხელ არჩეული მცდარი პოლიტიკის მთლიანად უარყოფა ვერ ხერხდება, თუმცა ეს არაპოპულარული პრაქტიკა თანდათან მაინც იზღუდება, და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით უნივერსიტეტებს აეკრძალა უმცირესობების სასარგებლო დისკრიმინაცია მისაღებ სტუდენტთა შერჩევისას. ამრიგად, ეროვნების რეკვიზიტის აღნიშვნა თავისთავად მიანიშნებს სახელმწიფოს უთანასწორო, ე.ი. უსამართლო დამოკიდებულებაზე თავისი მოსახლეობის სხვადასხვა ნაწილებისადმი. ამ აღნიშვნით სახელმწიფო აცხადებს, რომ ის აპირებს, რომელიმე ეთნიკურ ჯგუფს უპირატესობები მიანიჭოს სხვებთან შედარებით. საქართველოში ეს ნიშნავს ორიდან ერთს: ან ლოზუნგს „საქართველო ქართველებისთვის“, რის თანახმადაც „არაქართული მოსახლეობა“ მეორეხარისხოვნად ცხადდება, ან, პირიქით, უმცირესობებისთვის საგანგებო პრივილეგიების მინიჭებას ქართველების ხარჯზე (როგორც ამერიკული უნივერსიტეტები ანიჭებდნენ უპირატესობას შავკანინებს). თუ სახელმწიფოს რაიმე ამის მაგვარი არ ჩაუფიქრებია, ოფიციალურ დოკუმენტებში ეროვნების აღნიშვნას უბრალოდ ფუნქცია ეკარგება. გარდა იმისა, რომ ასეთი უთანასწორობა თავისთავად ცუდია, ის 73 ერთმანეთისაგან თიშავს მოსახლეობას და ასუსტებს სამოქალაქო ერ– თობას. როცა ადამიანს ოფიციალურად უფიქსირებ, რომ ის კიდევ რა- ღაც სხვაა, გარდა იმისა, რომ ქვეყნის მოქალაქეა, ამით უბიძგებ, რომ ის თავისი ეთნიკური თემის ერთგული უფრო იყოს, ვიდრე სახელმწიფოსი: პირველ რიგში სომხად, ებრაელად, ბერძენად, ქურთად იგრძნოს თავი, და მხოლოდ ამის შემდეგ საქართველოს მოქალაქედ. მით უმეტეს, რომ ასეთ აღნიშვნას თან მოყვება ამ ეთნიკური ნიშნით პრივილეგირებულობის, ან დაჩაგრულობის განცდა. თეორიულად რომც დავუშვათ, რომ „ეროვნული რეკვიზიტის“ არსებობის მიუხედავად, სახელმწიფო თანაბრად უდგება ყველა თავის მოქალაქეს (თუმცა ამის ისტორიული პრეცედენტი არ არსებობს), ეთნიკურ ჯგუფებს მაინც ექნებათ იმის განცდა, რომ ისინი სხვებთან შედარებით იჩაგრებიან. შესაბამისად, გარდუვალად ხდება ეთნიკური განსხვავებების პოლიტიზაცია, ამის შედეგია სეპარატისტული მოძრაობების გაჩენა და ეთნიკური კონფლიქტები. ნიმუშები ზემოთ ჩამოვთვალეთ. ხომ არ ვაზვიადებთ ამ საკითხის მნიშვნელობას? ბუნებრივია გვეტყვიან: კი მაგრამ, ეროვგნების რეკვიზიტის გარეშე ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია რა, ვერ იარსებებს? მისი გაუქმებით თავისთავად გადაწყდება ეთნიკური პრობლემები? რა თქმა უნდა, მარტო ჩანაწერზე არაა საქმე. თუ გული გულობს, ქვეყანა შეიძლება ეროვნების რეკვიზიტის გარეშეც დაანგრიო. მთავარია, რა ღირებულებებს, პრინციპებს ეყრდნობა ეროვნული პოლიტიკა. განსხვავება ამ შემთხვევაში არის არა „ჭეშმარიტ მამულიშვილობასა" და „მასონურ კოსმოპოლიტიზმს“, არამედ ეროვნული ინტერესის ორგვარ გაგებას შორის. არსებობს ეთნიკურ-ტომობრივი ნაციონალიზმი, რომელიც თავისი არსით ანტისახელმწიფოებრივია, და რომლის ობიექტური შედეგი (მიუხედავად სუბიექტური განზრახვებისა) არის სახელმწიფოს მარცხი ან დაშლა. მისი საპირისპიროა სამოქალაქო ანუ სახელმწიფოებრივი ნაციონალიზმი, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი საფუძველია. პირველი სახის ნაციონალიზმი ქმნის ისეთ მოღვაწეებს, როგორიცაა ჰიტლერი, მუსოლინი, მილოშევიჩი, გამსახურდია, შარაძე, მიშველაძე: მათ თავიანთი ქვეყნები და– 74 მარცხებამდე ან დაშლამდე მიიყვანეს ან მიჰყავთ (საქართველოს დაშლის შემთხვევაში რუსი იმპერიალისტების მეგობრული დახმარება არ უნდა დაგვავიწყდეს, მაგრამ მათაც ხომ უნდათ დამხმარე ქვეყნის შიგნით?). მეორე მიმართულებას მიეკუთვნებიან ისეთი ლიდერები, რო- გორიცაა შარლ დე გოლიან ქემალ ათათურქი, რომლებმაც სამოქალაქო ნაციონალიზმი ძლიერი სახელმწიფოს ასაშენებლად გამოიყენეს. ეროვნული რეკვიზიტის საბუთებში შეტანა საქართველოს ავტომატურად არ დაანგრევს, ხოლო მასზე უარის თქმა თავისთავად ვერ უზრუნველყოფს ეთნიკურ მშვიდობას. მაგრამ ამ საკითხის გადაწყვეტა იმის მანიშნებელია, თუ ეროვნული სახელმწიფოს აშენების რომელ კონცეფციას აირჩევს საქართველო: თვითდამანგრეველი ნაციონალიზმის ტრადიციას განაახლებს, თუ ცივილიზებული და ძლიერი სახელმწიფოს აშენებას შეეცდება. თუ ყველაფერი ასე ცხადია, რატომ გაგვიწყრა ღმერთი? ბოლო წინადადება შეიძლება სტატიის ეფექტურ დასასრულად გამომდგარიყო, მაგრამ არ შემიძლია კიდევ ორ არსებით მომენტს ავუარო გვერდი. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ეროვნულის რეკვიზიტის არსებობა აშკარად ეწინააღმდეგება როგორც ეროვნულ ინტერესს, ისე დემოკრატიულ ღირებულებებს, ფაქტია, რომ საქართვე- ლოს მოსახლეობის დიდი ნაწილი (ალბათ, უმრავლესობა) დღეს მისი აღდგენის მომხრეა. რაც გინდა არალოგიკური იყოს არგუმენტი, რომ ამ რეკვიზიტის მოხსნა რაღაცნაირად შებღალავს ჩვენს ქართველობას, ის მაინც ფსიქოლოგიურად მუშაობს, თანაც არა მხოლოდ, ასე ვთქვათ, „გაუნათლებელ მასებში", არამედ ინტელიგენციის ნაწილშიც კი. რატომ ხდება ასე? „მესამე ძალის“ არგუმენტი მხოლოდ თითოოროლა ზე-აქტივისტის მიმართ შეიძლება იყოს გამოყენებული: უმრავლესობა რეკვიზიტს ალალი პატრიოტული მოსაზრებებით იცავს. როგორ შეიძლება, ამდენ ადამიანს ასეთი მარტივი რამე ეშლებოდეს? ზემოთ ვიხმარე საკმაოდ ძლიერი ფრაზა ცნობიერების მასობრივი გაუპატიურების შესახებ (იმედია, მას ერის შეურაცხყოფად არავინ ჩამითვლის: ეს დედამიწის ზურგზე მილიარდზე მეტ ადამიანს ეხება, ვისაც კომუნისტურ რეჟიმში უცხოვრია ან ცხოვრობს). ახლა უფრო კონ75 კრეტულ დიაგნოზს მოვიყვან: აზროვნების ინერცია. განსაზღვრულ გარემოში მოხვედრილი ადამიანები გამოიმუშავებენ გარკვეულ სამოქმედო წესებს, სტრატეგიებს, რომლებიც ამ სიტუაციაში მათთვის მომგებიანია. მაგრამ როცა გარემო რადიკალურად იცვლება, ეს არ ნიშნავს, რომ ავტომატურად შეიცვლება სამოქმედო სტრატეგიებიც: აზროვნების ინერციის გამო ადამიანები ხშირად, ისევ ძველ სტრატე- გიას მისდევენ, თუნდაც ის ახალ გარემოში დამღუპველი იყოს. დროთა განმავლობაში ადამიანები ან ხვდებიან შეცდომას და გადასინჯავენ თავისი მოქმედების წესს, ან ერთ ადგილზე იყინებიან და შესაძლოა დაიღუპონ. ცხოველებს, ჩვეულებრივ, უფრო უჭირთ გარემოს ცვლილებებისადმი შეგუება: დინოზავრები, მაგალითად, გადაშენდნენ. აზროვნების ინერციის საილუსტრაციოდ გამოდგება ერთი ზომიერად უწმაწური ანეკდოტი (რისთვისაც წინასწარ ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ ეროვნული ინტერესები მაიძულებს, მასზე მკითხველის ყურადღება მივაქციო). მშიერ-მწყურვალი ადამიანი უდაბნოში მიდის და წყალზე ოცნებობს. ბოლოს იპოვის ჭას და წყურვილს დაიცხრობს. მერე შიმშილი მოაწვება: ოაზისში საჭმელს იპოვის და დანაყრდება. ამ მხრივ დაკმაყოფილებულს, ახლა ქალი მოუნდება – მაგრამ სადაა ქალი უდაბნოში! ცოტა ხნის შემდეგ აქლემი ჩაუვლის. კაცი იფიქრებს: იქნებ დედალია და ამ უქალობაში მასთან მოვახერხებ რამესო. აქლემი მართლაც დედალი ალმოჩნდა, მაგრამ კაცი ვერაფრით მიუდგა. ცდილობს, წამოაქციოს, მაგრამ არაფერი გამოდის. ამ წვალებაში რომაა, საიდანღაც გამოჩნდება მშვენიერი, ნახევრად შიშველი და უაღრესად ეროტიული ქალბატონი. კაცი სიხარულით მიეჭრება: თქვენი ჭირიმე, ქალბატონო, ეს აქლემი წამაქცევინეთო. ეროვნული რეკვიზიტის ჩვენებურ მომხრეთა საქციელი ძალიან ჰგავს იმ კაცის მცდელობას, აქლემთან დაამყაროს სქესობრივი ურთიერთობა, როცა სიყვარულისთვის მზად მყოფი მშვენიერი ქალბატონი გვერდზე უდგას. როცა არსებობდა საბჭოთა კავშირი, ჩვენ უსამართლოდ დაპყრობილ ერად მიგვაჩნდა თავი. აქედან გამომდინარე, ჩვენი უახლოესი მიზანი იყო, თავიდან აგვეცილებინა გათქვეფა უფრო დიდი, გაბატონებული ერის კულტურაში, ხოლო შორეულ ოცნებად ეროვნული დამოუკიდებლობა გვქონდა. სხვა სიტყვებით, თუ საბჭოთა 76 კავშირი ერთიანი სახელმწიფო იყო, ჩვენ მის შიგნით ნაციონალისტსეპარატისტები ვიყავით (სხვისი არ ვიცი, მე ნამდვილად ვიყავი). სწორედ ამ სეპარატიზმის გამო, ჩვენ ხელს გვაძლევდა ეროვნული რეკვიზიტის არსებობა ამ ქვეყნის ოფიციალურ დოკუმენტებში: ერთის მხრივ, ჩვენი ქართველობის ოფიციალური აღიარების ერთგვარ ილუ- ზიას ვიქმნიდით, მეორე მხრივ, ეს აძლიერებდა იმის იმედს, რომ ეს სახელმწიფო ოდესმე მაინც დაინგრეოდა. დღეს სიტუაცია შეიცვალა, გვაქვს შედარებით სუსტი და უნიათო, მაგრამ მაინც ეროვნული სახელმწიფო, მაგრამ მიუხედავად ამისა ინერციით ვეპოტინებით იმ სტრატეგიას, რომელიც ობიექტურად მხოლოდ ეთნიკურ სეპარატისტებს აძლევს ხელს. სულ ბოლოს, ერთ მომაკვდინებელ არგუმენტზე, რომელიც „ეროვ- ნების რეკვიზიტის“ მომხრეებს ხშირად მოჰყავთ: „პრეზიდენტი ჩვენთანაა“. ცხადია, ინტელექტუალურ დავაში ეს არაფერი არგუმენტი არაა, მაგრამ პოლიტიკურად მას მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით მმართველი პარტიის წევრი პარლამენტარებისთვის. ამის გამო, სავსებით შესაძლებელია, პრეზიდენტის ფაქტორი საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდეს საკითხის გადაწყვეტისას. ეროვნების რეკვიზიტის მოწინაღმდეგეები ამ ვითარებას ფრთხილად არიდებენ თავს, რადგან პრეზიდენტის მხარდაჭერის იმედი არ დაუკარგავთ. მე ვეცდები, ამ საკითხზეც შედარებით მკვეთრად გამოვთქვა ჩემი პოზიცია. პრეზიდენტ შევარდნაძის ნაკლოვანებისა თუ შეცდომის კრიტიკაზე უკან არ ვიხევ ხოლმე, მაგრამ სრულიად უსამართლოდ მიმაჩნია, მას ან ფარული ფაშიზმი დავაბრალო, ან უცხო ქვეყნის აგენტობა. არც ის მგონია, მას არ ესმოდეს ეროვნების რეკვიზიტის ნეგატიური ასპექტები (თუმცა შეიძლება ისინი სხვანაირად და, ჩემი აზრით, არასაკმარისად ჰქონდეს გააზრებული). პრობლემის ძირი ისაა, რომ,რაც გინდა ბევრი ხმა მიიღოს არჩევნებზე და რაც გინდა ცენტრალიზებულად დანიშნოს გამგებლები, შევარდნაძე მაინც პოლიტიკურად სუსტ პრეზიდენტად რჩება, ანუ იგი მყარად ვერ აკონტროლებს სიტუაციას ქვეყანაში. ამ თუ სხვა მიზეზით, ყველა პრინციპულ საკითხში ის ცდილობს არც მწვადი დაწვას, არც შამფური და თავისი გასაკეთებელი სხვას გააკეთებინოს (მაგალითად, გულუა თვითონკკი არ მოხსნას, არამედ პარლამენტს არ დაამტკიცებინოს). პრეზიდენტთან დაახლოებული სანდო 77 წყაროების აზრით, ასეთია მისი მიდგომა ამ საკითხისადმიც: მას არ უნდა, ეროვნების რეკვიზიტი აღდგეს, მაგრამ ურჩევნია ეს პარლამენტის ხელით მოხდეს, რადგან ეროვნების რეკვიზიტის აღდგენა პოპულარულ ზომად ითქლება. თუმცა რეალური ზეწოლა მასზე მოფაშისტო ძალების მხრიდანაა, თავისი პოზიციის გასამართლებლად იგი ეთნიკური უმცირესობების უფლებებს იშველიებს -–– რომლებიც ამას სულაც არ მოითხოვენ. მაგრამ თუნდაც სხვა, ნაკლებ მნიშვნელოვან საკითხებში პრეზიდენტის ჩახლართული „ბიზანტიური“ ტაქტიკა კიდევ შეიძლება გაამართლო, ასეთ პრინციპულ საკითხში ორჭოფობას მას, თამამად ვიტყვი, ისტორია არ აპატიებს. ლელა პატარიძე „ერი“ -– სიტყვა და ცნება ისტორიულ პერსპექტივაში დღევანდელობა ანუ ის ახალი სოციალურ-პოლიტიკური რეალობა, რომლისკენაც ასერიგად ისწრაფოდა ჩვენი ქვეყანა, საზოგადოების წინაშე სულ ახალ-ახალ მოთხოვნებს აყენებს. ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნაა ისტორიის უკვე განვლილ ეტაპზე შემუშავებული სტერეოტიპებისგან საზოგადოებრივი ცნობიერების გათავისუფლება, გაცნობიერება იმისა, რომ არაერთი ცნება, დამოკიდებულება თუ მიმართება ცვლილებას და, შესაბამისად, გადააზრებას ექვემდებარება. ერთ-ერთი ასეთი ძირეული, საზრისული შინაარსის შემცველი სიტყვაა „ერი“. მისი შინაარსი არ იყო და არც მომავალში იქნება უცვლელი და გაქვავებული მნიშვნელობით დატვირთული. სიტყვა-ცნება „ერის“ ისტორიის ერთი თვალის გადავლებაც კი დაგვარწმუნებს ამ აზრის სისწორეში. ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ვკითხულობთ: „ერი არის ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული მყარი ერთობა, წარმოშობილი ენის, ტერიტორიის, ეკონომიური ცხოვრებისა და იმ ფსიქიკური წყობის ერთობის ბაზაზე, რომლის გამოხატულებაა კულტურის ერთობა“. „ერის“ ეს განმარტება არ არის ერთადერთი. ამ ცნებას სხვადასხვაგვარად განმარტავენ თანამედროვე მკვლევარნი. ამ შემთხვევაში ჩვენ გვინდა ხაზი გავუსვათ მხოლოდ და მხოლოდ იმ ფაქტს, რომ თანამედროვე ქართულში ერი არის ნაციის იდენტური ცნება. „ერი“ უძველესი ქართული სიტყვაა. იგი გვხვდება ძველი ქართული ენის უადრეს როგორც ნათარგმნ, ისე ორიგინალურ ძეგლებში. ბუნებრივია, ამ სიტყვის თავდაპირველი მნიშვნელობა სრულიად სხვა იქნებოდა. ძველი ქართული მნიშვნელობა „ერისა" არის „გუნდი", „ბანაკი“, „მვედრობა", ჯარი, ხალხი. ქართველოლოგიაში მიჩნეულია, რომ „ერი“, რომელიც ძველ ქართულში გვხვდება როგორც „ხალხის", ისე „ჯარის“ მნიშვნელობით, თავდაპირველად სათემო საზოგადოების აღ79 მნიშვნელი სიტყვა იყო. სათემო საზოგადოებაში ხომ თემის მხოლოდ სრულუფლებიან წევრს (მკვიდრს) ჰქონდა ჯარის წევრად ყოფნის უფლება (კულტში მონაწილეობის, სათემო საკუთრების წილის ქონების და სხვ. უფლებებთან ერთად). აი რას წერს ს.ჯანაშია „ერის“ შესახებ: „ერი -–– უაღრესად შესანიშნავი ძველი ქართული ტერმინია, რომელიც ერთსადაიმავე დროს აღნიშნავს როგორც „ხალხს“, ისე „ჯარსაც“. ეს იმიტომ, რომ გვაროვნული საზოგადოება ამ საფეხურზე წარმოადგენს „სამხედრო დემოკრატიას“: ხალხი და ჯარი აქ ერთმანეთისაგან განუყოფელნი არიან. ყოველი „ერის კაცი", ყოველი „სახლის შვილი“, „იმავე დროს მეომარია, „ერისკაცი“ „ჯარისკაცსაც“ ნიშნავს. ყველა „ერისკაცი“ (ანუ „ერისაგანი"), ყველა „სახლისშვილი“ თანასწორუფლებიანი წევრია საზოგადოებისა. ისტორიული განვითარების გარკვეულ ეტაპზე გვაროვნული საზოგადოება სათემო და შემდეგ საქალაქო საზოგადოებად გარდაიქმნება. ჩვენთვის ცნობილია ისეთი მაგალითები, როცა მცხეთის სათემო საბ- ჭო თავის საზოგადოების სრულუფლებიან წევრად იღებს უცხოებს, მაგალითად, „სპარსი ქაიხოსროსგან ოტებულ თურქებს“. ქართლის ცხოვრების ცნობის თანახმად, დაახლოებით ძვ. წ. აღ-ის V ს-ში „თურქთა" იმიგრაციული ტალღიდან წარჩინებულთა 28 „სახლი“ მცხეთის სათემო საბჭოს დასტურით, მცხეთელმა მამასახლისმა საქალაქო თემის სრულუფლებიან წევრებად მიიღო. ძველ ქართულ წყაროებში ქართლში მცხოვრებ ებრაელთა ერთი ჯგუფის აღსანიშნავად გვხვდება ტერმინი „მცხეთელნი მკვიდრნი", რაც, აგრეთვე, უნდა ნიშნავდეს იმას, რომ მცხეთის საქალაქო თემში მკვიდრობის უფლებით სარგებლობდა ებრაელთა ერთი (წარჩინებული) ნაწილი. ასეთ სიტუაციაში „ერი“, როგორც სათემო საზოგადოების, ამ შემთხვევაში საქალაქო თემის აღმნიშვნელი ტერმინი შინაარსით სრულიად სცილდება ეთნიკური და ტომობრივი ნათესაობის აღმნიშვნელ ისეთ სიტყვებს, როგორიც არის „თესლი“, „ტომი", „ნათესავი“ და იგი სოციალური ერთობის შინაარსს იძენს. მაშასადამე, თემურ საზოგადოებაში ქალაქეობის „ერი“ „მკვიდრობის“ უფლების ისეთ უძველეს მქონე ძეგლებში პირთა ქართული ანუ თანამედროვე ერთობას გაგებით აღნიშნავდა. მწერლობისა, როგორიც მო- ამიტომ „წმ. ნი- ნოს ცხოვრების" ადრეული რედაქციებია, ჩვენ ხშირად ვხვდებით პა80 რალელურ ტერმინებს –- „მცხეთის ერი“ –– „ქალაქის ერი“. აქვე სიტყვები „ქალაქი“ და „ერი“ რედაქციულად ენაცქლება ერთმანეთს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ „ერი“ თემის და შემდეგ ქალაქის საზოგადოების გამომხატველი კრებითი სიტყვა იყო. ხოლო ქალაქის მკვიდრნი ანუ ქალაქის ერი არ იყო ოდენ ნათესაობითი კავშირით შეკავშირებული საზოგადოება. აქ, როგორც ითქვა, მკვიდრად ცხოვრობდნენ არაქართული ეთნიკური ჯგუფის წევრებიც. „ერი“ ამ შემთხვევაში გგევ- ლინება ლათინური CIV88-ისა და ბერძნული 00LI§-ის ფარდი ცნების გამომხატველად. ეს არის ქალაქი ამ აზრის, რა თქმა უნდა, არა თანამედროვე, არამედ ანტიკური გაგებით, როგორც დამოუკიდებლობის გარკვეული ნიშნების მატარებელი ერთი მთლიანი საზოგადოება, რომე- ლიც საქართველოს პირობებში, ელინისტურ ხანაში, ალბათ, სამეფოს არსებობის დროსაც ინარჩუნებდა გარკვეული სოციალური ერთობის ელფერს, ხოლომის წევრებს ქალაქური თვითცნობიერების საკმაო ხარისხი ჰქონდათ. თემური საზოგადოების რლვევასთან ერთად სიტყვა „ერს" ეკარგე- ბა გვაროვნული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ეს გამოკვეთილი სოციალური სემანტიკა და იგი მთელი შუა საუკუნეების მანძილზე გვხვდება როგორც ხალხის, კრებულის, აგრეთვე ჯარის მნიშვ- ნელობითაც. ასეთი მრავალი მაგალითის მოხმობა შეიძლებოდა. მაგა- ლითად: „შუშანიკ უკმოხედნა ერსა... მას და ჰრქუა მათ: „ნუ სტირთ, ძმანო ჩემნო და დანო ჩემნო და შვილნო ჩემნო“. აქ „ერი“ ნიშნავს ხალხს. „წარმოემართა ესე ჩოფან ერითა ურიცხვითა, ხოლო ერი მრა- ვალი მოსწყდა სულტანისა“ -– აქ „ერი“ ნიშნავს „ჯარს“. „და დაბაი ბოდისი არა წინააღუდგეს ქალაქსა მეფეთასა, რამეთუ ერისა სიმრავლეი არს მუნ“ -–– „ერი“ აქ ნიშნავს ქალაქის მოსახლეობას. „არავინ გიცოდა, ვითარმედ ვინ ხარ, ანუ რომლისა ნათესავისაგან, ანუ რომლისა ერისაგან, ანუ რომლითა შჯულითა სცხონდებოდე" („მარტვილობაი ჰაბო ტფილელისაი", ძეგლები I, გვ. 79, 22-24) –– ჩემი აზრით, „ერი“ ამ შემ- თხვევაში სოციალურ ფენას უნდა გულისხმობდეს. მაშასადამე, „ერს“ ერთი გარკვეული მნიშვნელობა აღარ აქვს შუა საუკუნეებში. ამასთანავე მოგვიანებით შეინიშნება შემდეგი ტენდენცია: „ერის“, როგორც ჯარის, აღმნიშვნელ სიტყვას თითქმის მთლიანად ენაცვლება სიტყვები: „სპა“, „ლაშქარი“, „მპედრობა". ივ. ჯავახიშვილის თქმით: „მაინც81 დამაინც ნათლად ეტყობა, რომ „ერი" თანდათან ჯარის მნიშვნელობას ჰკარგავს და განსაკუთრებით ხალხის აღმნიშვნელ ტერმინად ხდება. ჯარისათვის კი სამწერლო ენაში ჯერ ერთი სპარსული სიტყვა „სპა“ შემოდის, შემდეგ მეორე სიტყვა „ლაშქარიც“ ემატება“. მართალია „ერი" უფრო ხშირად ზოგადად ხალხის ზოგჯერ ქვეყნის მოსახლეობის მთელი ერთობლიობის შინაარსს შეიცავს, მაგრამ ერთი ეროვნების მქონე ადამიანთა ერთობლიობის შინაარსის ანუ ეთნიკური კატეგორიის ელფერი ამ სიტყვას არ გააჩნდა. ამ აზრის გამოსახატავად არსებობდა სიტყვა „ნათესავი", მაგალითები: „და იყო სიხარული დიდი სახლსა მამისა მისისა ტომთა და ნათესავთა მისთად"; „შენ ნათე- სავთა ამათ მეფე ხარ, ხოლო ქრისტე ყოველთა დაბადებულთა“; „მას ჟამსა შინა განძლიერდეს ხაზარნი და დაუწყეს ბრძოლად ნათესავთა ლეკისათა და კავკასიოსთა"; „ესე წმინდა ეფრემ იყო ნათესავად ასური“; „ნუ გეშინინ შესვლად ეგვიპტედ, რამეთუ ნათესავად დიდად გყო შენ“; „ესე იყო ნათესავად სპარსი". ეთნიკურობის სემანტიკა მყარად იყო დაკავშირებული სიტყვასთან „ნათესავი“, რომელიც ლათინური იმხი0-ს ზუსტი სემანტიკური შესატ- ყვისია. ასე რომ, „ერი“ მსგავსი ცნებების გამოსახატავად არ იხმარე- ბოდა და უფრო მეტად სოციალური ერთობის სემანტიკას შეიცავდა. ამის მაგალითად შეიძლება გამოდგეს ის გარემოება, რომ სიტყვა „ერი“ ხშირად რიცაა „წვრილი გვხვდება ერი“, სოციალური „დარბაზის შინაარსის ერი“, ტერმინებში, „მსოფლიონი როგო- ერისკაცნი“ (სოფლელების მნიშვნელობით), „ერნი სოფლიონი“, „მდიდარნი ერისა- ნი“, „დიდებულთა ერთა“ და სხვა. ერთ-ერთი მნიშვნელობა „ერისა“ ფეოდალურ ხანაში „ყმები“ ან უფრო ფართოდ ვასალურ ქვეშევრდომულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ერთობლიობაა, ამიტომ გვხვდება წერილობით ძეგლებში ასეთი სინტაქსური წყვილი ამისა და ამის „ერი“. მაგ., „მეუფისა ქუეყანისასა ერად განწესებულ ვართ ჩუენ". ამიტომ ამბობს დემეტრე II: „მე დავდებ სულსა ჩემსა ერისათვის ჩემისა“ ანდა... „დადვა მეფემან სული თვისი ერისა მისისათვის“. „ერის“ გაგება, როგორც იმ ერთობლიობისა, რომელიც ერთი ხელმწიფის მორჩილია, მისი სამწყსოა, ანუ მთელი სამეფოს მოსახლეობაა, ქვეშევრდომია, ერთგვარ სემანტიკურ ხიდს ქმნის ამ სიტყვის შუა სა82 უკუნეობრივსა და ახალ გაგებას შორის. ივ.ჯავახიშვილი თვლიდა, რომ „ერის“ თანამედროვე სემანტიკის ჩამოყალიბების პროცესი მისი შინაარსის გაფართოების გზით მიმდინარეობდა. ის თავდაპირველად „საზოგადო შემკრებლობის მნიშვნელობაზე იყო დამყარებული“, ხოლო შემდეგ მისი მნიშვნელობა გაფართოვდა და მთელი ხალხის აღმნიშვნელი სიტყვა გახდა. როგორც საზოგადოებრივი ცნობიერებისა და კულტურის ისტორიის ფაქტი, ჩვენთვის მეტად საინტერესოა, რომ ნაციის, ერთი ძირი- დან მომდინარე ხალხის, ცნება ჩაიდო სწორედ ისეთ „საზოგადო შემკრებლობის მნიშვნელობის“ მქონე სიტყვაში, რომელსაც სოციალური ერთობის მნიშვნელობის ელფერი ჰქონდა და არა ნათესაობრივ-ტომობრივი მნიშვნელობისა. მაშასადამე, როდესაც „ნათესაობამ“ ანუ ოდენ ეთნიკური შინაარსის ცნებამ ვეღარ გამოხატა ეროვნული თვითცნობიერების არსი, გამოინახა სიტყვა, რომელიც ამ ცნებას სრულად მოიცავდა. ეს იყო ისეთი სიტყვა, რომელსაც უძველესი ხანიდან და შუა საუკუნეებში ხალხის სოციალურ სფეროში შემკრებლობის ელფერი ჰქონდა. ბიბლიური აზროვნება მკვეთრად გამიჯნავს ერთურთისაგან „ნათესაობაზე“ დამყარებულსა და ღვთის ცნობიერებაზე დამყარებულ ერთობას. ქრისტიანული კულტურა ცნებათა ამ გამიჯვნაში, ბუნებრივია, მისთვის დამახასიათებელ ქრისტიანულ შინაარსს დებს და „ერს“ აღიქვამს, როგორც ეკლესიას ანუ მორწმუნე ქრისტიანთა ერთობას. „ერი“ ღვთის ხალხის ქრისტიანთა კრებულის შინაარსით ხშირად გვხვდება ძველ ქართულში. მაგალითად, „ნურას ვის ავნებ, წყეულო აპოლონ, რამეთუ წეს არს მაგათა ერ უფლისა ყოფად“ (კიმ. I,154,21); „კაცნო, რომელნი-ეგე უფლისა იესუ ქრისტეს ერად განჩინებულ ხართ"; „ხოლო აწ ქრისტიანეთა უწოდა ისრაელ, რამეთუ ისრაელ ითარგმანების „ერ ლმრთისა და მონა ქრისტეისა". ბიბლიურსა და ქრისტიანულ ცნობიერებაში დასტურდება ისეთი გაგება ხალხისა ანუ „ერისა“, რომელთაც არა ნათესაობით (ხორციელი), არამედ სულიერი ერთობა აქვთ. ამ სულიერი ერთობის საფუძველი კი მათი თვითგააზრებაა როგორც ღვთის მორჩილი, ღვთის კუთვნილი, თუ ლვთის რჩეული ხალხისა. ცნობიერებაზე დამყარებული ერთობის შეგნება კი, ბუნებრივია, ხალხის თვითცნობიერებას მთელი სა83 ფეხურით ზრდის და მას ტომობრივ-ნათესაური ცნობიერების ბორკილებიდან ათავისუფლებს. სამაგიეროდ, „ერის“ როგორც ღვთის ქვე- შევრდომთა კრებულის გაგება, კონცეპტუალურად შორს არ დგას „ერის" იმ სოციალურ გაგებასთან, სადაც ის ფაქტობრივად საზოგადოების იერარქიულ სტრუქტურას ასახავს, და საზოგადოების ნებისმიერ (უმდაბლესიდან უმაღლესამდე) საფეხურზე, ვასალთა ერთობლიობას აღნიშნავს. ერის გაგება, როგორც იმ ხალხის მთელი ერთობლიობისა, რომელიც ერთი ხელმწიფის მორჩილია, ანუ ფაქტობრივად ერთი სახელმწიფოს მოქალაქენი არიან (ამ სიტყვის არა თანამედროვე გაგებით რასაკვირველია), არის გარდამავალი ეტაპი „ერის“ შუასაუკუნეობრივსა და ახალ (XIX-XXI ს-ის) გაგებას შორის. ნიკო ჩუბინაშვილის ლექსიკონში, რომლის პირველი რედაქცია 1812-1825 წლებშია შედგენილი, „ერი“ პირველად განიმარტა როგორც „ნაცია“. აქ ვკითხულობთ: „ერი – ნათესაობა კაცთა, განსაკუთრებული ენითა, შთამომავლობითა, სარწმუნოებითა და სხვ. –- #მ00#, 68LIM%9". შემდეგ კი ავტორს ამ სიტყვის სხვა, უფრო ძველი მნიშვნელობებიც მოჰყავს. XIX ს-ის დასაწყისიდანვე „ერი“ ნაციის მნიშვნელობით მართლაც ფართოდ იხმარება. გავიხსენოთ თუნდაც გრ.ორბელიანის –- „შენ დაუმკვიდრე ერსა ერთობა...", „სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისა, ერი –– გულადი, პურადი, მებრძოლი შავის ბედისა“, „შენი ივერი, აღსდგეს ძლიერი, და დადგეს ერად სხვა ერთა შორის“. ნ.ბარათაშვილი „ერს“ ორი მნიშვნელობით ხმარობს – ძველით და ახლით. „ერი“ ხალხის მნიშვნელობით: „აღივსო კვალად ერით ტფილისი, რა მობრძანება ცნეს ირაკლისი“ და „ერი“ ნაციის მნიშვნელობით: „სახელმწიფოთა სჯულის ერთობა არარას არგებს, ოდეს თვისება ერთა მის შორის სხვადასხვაობდეს“. „ერის“, როგორც ნაციის, გაგება უკვე XVIII ს-დან უნდა იყოს შემზა- დებული. ამას შემდეგი მაგალითები ადასტურებს: „აღმოსავლეთისა ერთა შორის“ (თეიმურაზ ბაგრატიონი), „განიხარა სახლეულმან მეფეთამან და ერმან საქართველოსამან“ (იგივე). საქართველოს ისტორიის ახალ ვითარებაში „ერი“ ნაციის მნიშვნელობით ძალას იკრებს და XIX საუკუნიდან უკვე ფართოდ იხმარება. განსაკუთრებით იშლება ამ ცნების გააზრება 60-იანელთა შემოქმედებაში. საკმარისია, თვალი გადა84 ვავლოთ ილია ჭავჭავაძის წარმოდგენებს ერისა და ისტორიის შესახებ, რომ ჩვენს წინაშე ნათლად წარმოჩინდეს ეროვნულ თვითცნობიერებაში მომხდარი ცვლილებების არსი. ილიასთან ეს სიტყვა „ერი“ თვისობრივად ახალ ჟლერადობას იძენს. თვალში საცემია, რომ ამ სიტყვას აქ ინდივიდუალობის მაღალი ხარისხი მიენიჭა. გამონათქვამებში –- „(ერს) თუ მართლა ერობა ჰსურს“, „საცა ერი ერობს“, „გამოღვიძება ერისა“, „გამოფხიზლებული ერის კეთილდღეობა“, „ეროვნული წარმატება" – „ერის“ შინაარსი სრულიად დასცილდა ოდენ საზოგადო შემკრებლობის შინაარსს და ეროვნული თვითცნობიერების მქონე ერთობად იქცა. რაც შეეხება ნეოლოგიზმს „ეროვნული“, რომელიც, ცხადია, მორფოლოგიურად სიტყვა „ერისგან“ „ეროვანის“ (ეს უკანასკნელი ვერ დავადასტურეთ ლიტერატურაში) გზით არის ნაწარმოები, იგი მხოლოდ და მხოლოდ საერთო წარმომავლობის (ნათესაობის) ერთადერთი აღმნიშვნელი შეიქნა ქართულ ენაში. დღეს დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასთან ერთად სიტყვა „ერი“ სახელმწიფოს მოქალაქეთა ერთობის შინაარსის შეძენის ზღურბლზე დგას. როგორც დავინახეთ, ამ სიტყვას თავდაპირველადვე ჰქონდა ეს ფუნქცია – გამოეხატა მთელი საზოგადოების ან მისი ერთი ნაწილის შემკრებლობითი შინაარსი. დღეს რომ ჩვენ სიტყვა „ერი“ ოდენ ნათესაობრივ-ტომობ- რივი ან ეთნიკური სემანტიკით შევზღუდოთ (ეს შინაარსი „ერმა“ ეთნიკურად უცხო სახელმწიფოში არსებობის პირობებში შეიძინა), აშკარა კულტურულ-ისტორიული ანაქრონიზმი იქნება. რადგანაც ამ შინაარსის სიტყვამ -- „ნათესავმა“ უკვე XIX საუკუნეში ვეღარ გამოხატა ეროვნული თვითცნობიერების არსი. მით უმეტეს, ამგვარი შინაარსით სიტყვა „ერის“ დატვირთვა დლეს – ეროვნული სახელმწიფოებრიო- ბის არსებობის პირობებში სახელმწიფოს შემდგომი აღმშენებლობის შემაფერხებელ ფაქტორად უნდა ჩაითვალოს. 85 ლეილა ერთიანი სახელმწიფოს სულხანიშვილი ინტერესეპისთვის პირადობის დამადასტურებელ საბუთებში ეროვნული რეკვიზიტის შეტანა-არშეტანის თაობაზე ატეხილი აჟიოტაჟი და ვნებათა ღელვა იმის მაუწყებელია, რომ ჩვენი ცნობიერებით ისევ საბჭოთა სივრცეში ვიმყოფებით და საბჭოური ხანიდან გამოყოლილი კომპლექსებისთვის თავი ვერ დაგვიღწევია: დამოუკიდებელი ქვეყნის ბატონ-პატრონად ვერ ვგრძნობთ თავს, ხშირად ავადმყოფური ეჭვიანობა გვიპყრობს, გვეჩვენება, რომ ვიღაც ხელყოფით ემუქრება ჩვენს ეროვნულ ლირსებას და ჩვენი არსებობაც კი საფრთხეშია. ეს, ალბათ, საკვირველიც არ უნდა იყოს ქვეყნის დღევანდელ უმძიმეს ვითარებაში, როცა ასეთი სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე ვდგავართ და საკუთარ მიწაზე მშობლიურ კერას მოწყვეტილი ამდენი ლტოლვილი გვყავს. სამწუხაროა მხოლოდ, რომ ამგვარი ვითარებით ყოველთვის მარჯვედ სარგებლობენ გამოცდილი დემაგოგები. საკითხის ირგვლივ გამართული პოლემიკის პროცესში ეროვნული რეკვიზიტის მოწინააღმდეგეებმა ნათლად აჩვენეს, რომ ევროპის დემოკრატიულ სახელმწიფოთა პასპორტებში მითითებული MმV0ი თუ MმV0იმ!(6 მოქალაქეობას გულისხმობს და არა ეროვნებას, როგორც ამას დავის ამტეხი ბ-ნი გ.შარაძე ამტკიცებს. მოხმობილ საბუთებს თუმცა გამაგრება აღარ სჭირდება, მაინც მინდა მათ ერთი ცოცხალი მაგალითი დავუმატო: 1988 წელს, ე.ი. ჯერ კიდევ საბჭოური იმპერიის ხანაში, ჩემი სიძე, გურამ ლომკაცი, რომელიც მოსკოვის თეორიული და ექსპერიმენტული ფიზიკის ინსტიტუტში მუშაობდა, ამ ინსტიტუტის მიერ პარიზში იქნა მივლინებული ფიზიკოსთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. საბაჟოზე მას ანკეტის შევსება მოუხდა და გრაფაში MმM0იმII6 რუსულ ენაზე ჩაწერა ”CV3V#I. საბაჟოს ადმინისტრატორმა, რომელიც, სხვათა შორის, ზანგი გახლდათ, ანკეტა ყურადღებით ჩაიკითხა, ჩემს სიძეს მხრების აჩეჩით სწორედ ამ გრაფაზე მიუთითა და ანკეტის ხელახლა შევსება სთხოვა. გურამმა ეს „გაუგებრობა“ რუსული ენის უცოდინრობით ახსნა და ანკეტა განმეორებით ინგლისურ ენაზე შეავსო, ხოლო გრაფაში Mმს0ი8I/(6, ახლა 86 უკვე ინგლისურად, ისევ 980M9(გი ჩაწერა. მაშინ ზანგმა მებაჟემ მისი პასპორტი გახსნა და თითი დაუდო აბრევიატურაზე 0855, -–- აი, ეს ჩაწერეო. ცხადი გახდა, რომ საფრანგეთის საბაჟოს ქვეყანაში შემსვლელი უცხოელის ეთნიკური წარმომავლობა კი არ აინტერესებდა, არამედ მისი სახელმწიფო კუთვნილება, ანუ მოქალაქეობა, და ანკეტის გრაფაც Mმ(M0იმIII6 სწორედ მოქალაქეობას გულისხმობდა და სხვას არაფერს. ბ-ნი გურამ შარაძე პირადობის საბუთებიდან ეროვნების რეკვიზიტის ამოღებასთან დაკავშირებით ფანტასტიკურ სურათს ხატავს (გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, M1I8, 1999), –– ამტკიცებს, რომ ამ გრაფის ამოღებას ნამდვილი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კატასტროფა მოჰყვება უთუოდ: იურიდიული საყრდენი გამოეცლება ქვეყნის სახელწოდებასა და ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას, დაიწყება ეთნოკონფლიქტები, გაქრება ამქვეყნად საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, და ქართველის, როგორც ეროვნების, სახსენებელი. ოპონენტებმა სრულიად დამაჯერებლად დაასაბუთეს პარლამენტარის შეშფოთების უნიადაგობა და გააქარწყლეს მისი ეს უცნაური შიში. მე კი აქმხოლოდვვიკითხავ: ჩვენ, რა, ახლა ვადგენთ ქვეყნის სახელწოდებას? განა ჯერ კიდევ მეათე საუკუნეში არ განაცხადა ერთმა ჩვენმა დიდმა წინაპარმა: „ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულებისო“? რომელი „საპასპორტო ან მმაჩის ჩანაწერები" დასჭირდა მას ამ განცხადებისათვის? ბ-ნ გურამ შარაძეს, ასეთივე უცნაური ლოგიკის ძალით, ქართველის გაქრობასთან ერთად, საქართველოში ეროვნულ უმცირესობათა ბედიც „აწუხებს“: საბუთებიდან ეროვნული რეკვიზიტის ამოღებით ისინიც დაი- ჩაგრებიანო. მაგრამ იქვე ნათელი ხდება, რამდენად გულწრფელია მისი ეს წუხილი: საფრანგეთის შარშან გამარჯვებულ ფეხბურთის გუნდში სულ რამდენიმე ნამდვილი ფრანგი იყო, დანარჩენები კი სხვა ეროვნების წარმომადგენლები იყვნენ, გაფრანგებულებიო.მე არც ასეთი გუნდი მენდომებოდა ჩემს ქვეყანაში და არც ასეთი გამარჯვებაო. –– ასე რომ, ბ-ნ გ-შარაძისთვის რომ გვეკითხა, ქართული ფეხბურთის მესვეურებს ახალგაზრდა ფეხბურთელები სპორტული მონაცემებისა თუ ოსტატობის მიხედვით კი არა, ეროვნული ნიშნით უნდა შეერჩიათ და გზა მხოლოდ ქართველებისთვის მიეცათ. ასე ადასტურებს ბ-ნი გ,შარაძე, თავისდა უნებურად, ოპონენტთა აზრს, რომ ეროვნული გრაფის ამოღება კი არა, სწო- 87 რედ მისი დატოვება იქნება მავანთა მიერ ეროვნული დისკრიმინაციისა და ეთნოკონფლიქტების გაჩაღების მიზნით გამოყენებული. დღეს ქართველი კაცისათვის „ეროვნული“ და „სახელმწიფოებრივი“ იდენტური ცნებებია, ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესები ერთმანეთს მთლიანად ემთხვევა და ფარავს, რამდენადაც უცხო სახელმწიფოში კი არა, ჩვენს საკუთარ დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ჩვენს უპირველეს და უმთავრეს ამოცანად ძლიერი დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს აშენება დაგვისახავს. ჩვენი ეროვნული არსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, თუ ეს ამოცანა ვერ განვახორციელეთ. მისი განხორციელება კი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი, საქართველოს მთელი მოსახლეობის, ერთობის საფუძველზე იქნება შესაძლებელი. შინაგანი ერთობის და სტაბილურობის ყველაზე საიმედო გარანტს კი ეთნიკური თვალსაზრისით ისეთ ჭრელ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რა თქმა უნ- და, მოქალაქეობის სტატუსი წარმოადგენს. ეთნიკური კუთვნილების დაფიქსირება პასპორტში შინაგამთიშველ როლს შეასრულებს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, მოქალაქეობისა კი, პირიქით, მის შინაგან გამთლიანებას შეუწყობს ხელს. მოქალაქეობა მეტად მაღალი სტატუსია. მოქალაქეობრივი შეგნება ჭეშმარიტად დიდი ძალაა ქვეყნისათვის. მინდა შეგახსენოთ: როდესაც ინგლისელებსა და ბურებს შორის ომი ატყდა, ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ცნობილი ლიდერი მაჰათმა განდი, რომლის ცხოვრების აზრსაც ჭეშ- მარიტების ძიება და მისი სამსახური შეადგენდა, ბურებისადმი თანაგრძნობის მიუხედავად, ინგლისელებს მიემხრო. რატომ? იმიტომ, რომ თავს ბრიტანელ მოქალაქედ თვლიდა: რაკი მაშინ ვვარაუდობდიო, – წერს ავტობიოგრაფიაში, –– რომ ინდოეთს დამოუკიდებლობის მოპოვება შეეძლო მხოლოდ ბრიტანეთის იმპერიის ფარგლებში და მისი მხარდაჭერით, რაკი უფლებებს ვითხოვდი, როგორც ბრიტანელი მოქალაქე, ამიტომ კიდეც მევალებოდა მონაწილეობა მიმეღო ბრიტანეთის იმპერიის დაცვაშიო. –- განდის ეს გადაწყვეტილება დღეს შეიძლება ვინმეს საკამათოდ ეჩვენოს, მაგრამ აქ მთავარი გადაწყვეტილების შინაარსი კი არ არის, არამედ მისი საფუძველი, მისი მიღების პრინციპი –– სახელმწიფო კუთვნილება, მოქალაქეობა. ითქვა, საქართველოს მოსახლეობა ეროვნების რეკვიზიტის ამოღე88 ბისთვის ჯერ კიდევ მზად არ არისო. მაგრამ ვიკითხოთ, მისი დატოვებისთვის კი არის ის მზად? –– იცის დღეს, მაგალითად, ქართველმა კაცმა, რას ნიშნავს, იყო ქართველი. ეს რომ იცოდეს, მას რომ ჰქონდეს ნამდვილად ეროვნული ღირსების გრძნობა, განა საკუთარ ჯიბეში ჩაიდებდა ყველაფერს -– თავისას და სხვისას? მოხსნიდა, მაგალითად, ელექტრომავთულებს? მოიპარავდა სატელეფონო ქსელიდან პლატინას? ქვეყნის გარეთ გასაყიდად გაიტანდა ძვირფას ლითონებსა და ხე-ტყეს? გა- ძარცვავდა ხაზინას და აიშენებდა სასახლეებს თანამემამულეთა ხარჯზე? –– არ იზამდა ამას და სხვა კიდევ ათას საშინელებას, რომ ესმოდეს, რას ნიშნავს დღეს ქართველობა და რა პასუხისმგებლობა ეკისრება მას, სწორედ როგორც ქართველს, თავისი ერისა და ქვეყნის მიმართ. შეუძლებელია, არ დავეთანხმოთ ბ-ნ ზურაბ კიკნაძეს, კანონს ზოგჯერ ალმზრდელობითი ძალა აქვს და დღეს სწორედ ასეთ ხანაში ვგცხოვრობთო, რომ ბრძანებს („განახლებული ივერია“, M7, 2000). კანონი მოქალაქეთაგან მხოლოდ მორჩილებას კი არ მოითხოვს, დროთა განმავლობაში მათ ცნობიერებაზეც მოქმედებს და მათი ცხოვრების წესსაც ცვლის. სწორედ ამიტომ დღესვე უნდა ამოვიღოთ პირადობის საბუთებიდან ეროვნების რეკვიზიტი, როგორც მოსახლეობის მადიფერენცირებელი ნიშანი, და დავტოვოთ მოქალაქეობის მაღალი სტატუსი. ეს იქნება ერთგვარი ბარიერი ჩვენს ქვეყანაში არსებული სეპა- რატისტული ტენდენციების საწინააღმდეგოდ, ერთგვარი საშუალება მავანთა ილუზიის გასაქარწყლებლად, თითქოს ჩვენს სახელმწიფოში შესაძლებელი იყოს ეთნიკურ საფუძველზე პატარ-პატარა სახელმწიფოების შექმნა კიდევ უფრო ფართო სამომავლო გეგმებით. რა თქმა უნდა, პასპორტის ჩანაწერი პანაცეა არ არის და ყველა პრობლემას ერთბაშად ვერ მოგვიხსნის. რაც ხდება დღეს წალკასა თუ ჯავახეთში, შეიძლება გარკვეული სახით ხვალაც განმეორდეს როგორც იქ, ასევე ჩვენი ქვეყნის სხვა კუთხეებში, მაგრამ ამუშავებული კანონი თანდათან ჩვენს ცნობიერებაშიც შემოაღწევს და, ბოლოს და ბოლოს, ყველა შევიგნებთ და მივეჩვევით იმ აზრს, რომ საქართველოს მოქალაქეები ყველანი ერთი ქვეყნის შვილები ვართ, რომ მუდამ ერთმანეთის გვერდით უნდა ვიცხოვროთ ერთმანეთის უფლებების პატივისცემით და ერთადვე ვემსახუროთ ჩვენი საერთო სამშობლოს, საქართველოს, სახელმწიფოებრივ ინტერესებს. 89 ოთარ ჩხეიძე სახელმწიფოებრიობის განცლისათვის საოცარი რამ ჰხდება ჩვენში. ბევრი რამ ჰხდება საოცარი, ოღონდ ეს უკვე მეტისმეტი უნდა იყოს. ამას გერ წარმოიდგენდა დაუძინებელი მტერიცა ქართველი ხალხისა, ანუ საიდუმლო სამსახურებიც ვერ წარმოიდგენდა ჩვენი დიდი მეზობელი ქვეყნისა. ამ მხრით ის შეიძლება რო დამშვიდებულიც იყოს, რადგან რო ჩვენ თვითონვე ვანგრევთ ჩვენი დამოუკიდებლობისა და ერთიანობის უძირითადეს საფუძველსა. ჩვენ თვითონვე გვინდა შევქმნათ პირობები ისეთი, გამუდმებული უთანხმოება რო იყოს ჩვენში და მტერმა ჩვენმა თავისუფლად ურიოს ხელი ჩვენს ცხოვრებაში: არა მგონია ვაზვიადებდე. შეჭიდებულა საღი აზრი და ამბიცია. საკითხავია: რომელი დასძლევს. ესღა უნდოდა ისედაც არეულ ქვეყანასა, შიგნით არეულსა, გარედან მტერმოძალებულსა?! ამბიციაო, ითქმის, ოღონდ შეიძლება ეს უფრო სხვაგვარადაც ითქვას, როცა არ გინდა, თავს ძალა დაატანო, ცოტა ღრმად ჩაფიქრდე და გაითვალისწინო თუ რას -–- რა მოჰყვება, რა წინააღმდეგობანი გველოდება მომავალში თუნდაც ერთი უბრალო ახირების გამო. სახელმწიფოებრიობის განცდა თუ შეგნება რო მოჰკლებოდეს ქართველ კაცსა, გასაკვირი არ არის: ორი საუკუნის განმავლობაში რო მეტს არაფერს არა ნერგავდა ჯერ მეფის იმპერია და მერე იმპერია საბჭოური. გასაკვირი მხოლოდ ის არის, იგივეს რო ნერგავდა სხვა დაჰყ- რობილ ერთაშორისაცა, ხოლო იქ მყისვე, უმალვე, უსწრაფესად შეიგნეს: თუ რა პირობებს ემყარება სახელმწიფოებრიობა ერისა, თუ რა და რისი მოგვარებაა საჭირო პირველადვე და პირველყოვლისა. ბალტიისპირეთშიც შეიგნეს, შუააზიაშიცა, ჩვენს ირგვლივაცა, ხოლო ჩვენ – ჩვენა, ვერა, თუ რა დაგვმართნია, გასაკვირი ეს არის. თვით რუსეთი მიჰხვდა, რახან რო დამოუკიდებლობა გამოაცხადა თუ რა უნდა დაეწესებინა პირველყოვლისა, –– მოქალაქეობა რუსეთისა!.. ყოველგვარი შენიშვნის გარეშე. იქ –– შიგნით კიდევ დარჩა ბევრი სხვა ერი თუ ეთნიკური ჯგუფი, ვეღარც იმათ მოუვლიდა უამისოდა. ვერა. ვეღარა. 90 ეს ღონისძიება თუ აუცილებლად მიუჩნევია თვით რუსეთსა, ჩვენ ვითომ ისეთი რა ძალისანი ვართ?! არ აშენებულა დამოუკიდებელი, ძლიერი, ურყევი სახელმწიფო თუ თვითეულ იქ მცხოვრებს თანასწორუფლებიან მოქალაქედ არ უგრძვნია თავი; თუ ვინმენი ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა რამ ნიშნით გა- მოურჩევიათ. ეს დიდი საფრთხეა. თანამედროვე ეგრეთწოდებულ ი ცივილიზებული სახელმწიფოებიც გაურბოდნენ ამგვარ საფრთხესა, – აწესრიგებდნენ დიდის მოწადინებითა, ზომიერებითა, სიფრთხილი- თა. აწესრიგებდნენ და აწესრიგებენ სწორედ ამ უფლებითა –- მოქალაქეობის უფლებითა. ჩვენ ასე დაჩეხილი და მტერმორეული ქვეყანა ვართ, ასე აღრეულნი -– 60 ერს ითვლიდნენ საბჭოთა თბილისში, ითვ- ლიდნენ და ტრაბახობდნენ, საბჭოთა რუსთავმა მალე 80 გამოაცხადა, ოთხმოცი ერი ვართო, –– რას ფიქრობთ, ბატონებო, რითი აპირებთ რო გასწვდეთ ამდენ ერსა?! რისი იმედი გვაქვს, ბატონებო?.. ერთადერთი იმედი ის არის, საქართველო რო დაგვერქვა და ეს რო უნდა აღიაროს ყოველმა მცხოვრებმა საქართველოსი, ეს რო უნდა იქცეს იდეადა ერთიანობისა, მთლიანობისა, განუყოფლობისა საქართ- ვჭელოსი, საქართველო დაგვერქვა. სსრ –– მოგვცილდა, ჩამოგვეჭრა, განვთავისუფლდით ამისგანა. განვთავისუფლდით. ამას უნდა გაფრთ- ხილება, მოვლა უნდა ამასა, პატრონობა უნდა. ამბიციური თუ პატივ- მოყვარეობის აღტყინებანი არ გამოადგება. არა. არა. განცდა უნდა სა- ხელმწიფოსი, გონიერება უნდა სახელმწიფოებრივი, იდეური ამაღლე- ბა უნდა იქამდე, ყველა აქ მცხოვრებმა რო აქციოს იგი საკუთარ იდეადა. მეტი რა უნდა გნებავდეთ, ბატონებო?! დავით აღმაშენებლის წარმატებანი სწორედაც ამან განაპირობა, სახელმწიფოებრიობის შეგნება რო გაღვივებულიყო ქართველ ხალხში. ამასთან ცდა არ მოუკლიათ მაშინდელ თუ მანამდელ მოღვაწეთა, სხვა აქამცხოვრებთა შეგნებაშიც რო იგივე ჩაენერგათ. ჩვენ ყოველთ- ვის ასე აჭრელებული გახლდით განსხვავებული რელიგიური თუ ეთნიკური მოსახლეობებითა. ჩვენ ყოველთვის იმათი შემომტკიცება გვაფიქრებდა: წამებაი ჰაბოსი –– ჩვეულებრივი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები ნუ გვეგონება, ამ დიადი იდეის: ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის ამაღლებული ქმნილება გახლავთ. 91 ისე არ მოხერხდებოდა არცა განდევნაი თურქ-სელჩუკებისა, – ისინიც ჰო დაახლოებით იმდენხანსა ბატონობდნენ საქართველოში, რამდენსაც ეს რუსები, –– არცა შემორიგებაი განდგომილ ფეოდალთაო, საბჭოთა ისტორიკოსები როგორც რო განსაზღვრავენ, ხოლო ამჟამად ეთნიკური კონფლიქტები რო დარქმევია. დიახ, დიახ: განსა%ზღვრანი თუ ტერმინები იცვლება. ისტორია მეორდება. სახელმწიფოებრიობის განცდაც უნდა განმეორდეს, უნდა ამაღლდეს, უნდა ალივსოს სრული შინაარსითა, სრულყოფილებითა. ყველაფერს ვერ დაიმორჩილებ თვალდახუჭული პატრიოტიზმითა. ყველაფერი ქვეყნად ორმხრივია. ცალი თუ მოგტყდა, –- უბედურებაა. გავიხსენოთ: იმ დიდი ბრძოლების გადასახდელად დავით აღმეშენებელმა 40 ათასი ოჯახი გადმოიყვანა ყივჩაღეთიდანა. 40 ათას ოჯახს 40 ათასი მხედარი გამოჰყავდა. სულ რამდენი იქნებოდა რაოდენობაი 40 ათასი ოჯახისა, როცა ამბობენ: არაჩვეულებრივადა მრავლდებოდნენ ყივჩალებიო?.. რა იქნა მერე ის რაოდენობა?.. ბუნებრივია: შეეთვისნენ ქარ- თველთა, შეუნივთდნენ, ეგებ, რო უკეთეს ქართველებადაც იქცნენ და არც არის გასაკვირი, სწორედ იმათი შთამომავალნი რო ბრძანდებოდნენ ის ვაჟბატონები, დღეს რო ბრძანებენ ასე ცხარედა: მე ქართველი ვარ და უსათუოდ ქაღალდებით დამიდასტურეთო. დაუდასტურეთ, ბატონებო, დაუდასტურეთ!.. დღევანდელი არცერთი დიდი ერი არ გადიდებულა, არ გამრავლებულა, ანუ მხოლოდ თავისი შესაძლებლობითა, –– არ ჩამოგითვლით. შეჰხედეთ თუნდაცა: ემანდერა ე რუსეთი, მაინც იქით გაიცქირება ბევრი კიდევა, რამდენი ტომი თუ ერი თუ მოსახლეობაი რამდენგვარი შეითვისა და რა დაჰკარგა მერე?! არც არაფერი. პირიქითა: რაც რო შეიძინა, რაც რო შეჰქმნა იმათი წყალობითა. ჩამოგითვალოთ?.. გაიხსენეთ პუშკინიდან მოკიდებული. რა დარგშიც გენებოთ, იმ დარგში გაიხსენეთ. ჩვენიც გავიხსენოთ: თუნდაც მხარგრძელები. არც ისინი ყოფილან ქართველები და განა ვის ჩამოუვარდებოდნენ საქართველოს ერთგულებითა; ანდა, აგერა, საიათნოვა არ იყო რო დამღეროდა: საქართველოს მეფის საზანდარი ვარო... ჩვენ აღარ ვიზრდებით ამ ბოლო საუკუნეებში, –– არა ვმატულობთ ესე იგი. ვართ და ვართ: 3 მილიონი, ხან ცოტა ნაკლები, ხან ცოტა მე92 ტი. დაახლოებით ამდენივენი უნდა ყოფილიყვნენ ინგლისელებიცა ოთხიოდე თუ ხუთიოდე საუკუნის წინა. დაახლოებითა. ჩვენი დღენი თავს არ დასტეხიათ იმათა, მაგრამ მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობით ვერც ისინი იმრავლებდნენ ესეოდენა. თუმცა ეს ჰო ითქვა. ჩვენში ესეც გამიგონია: თავის დროზე რო გავმაჰმადიანებულიყავით, ჩვენზე დიდი და ძლიერი ერი ამ აქეთ მხარეს სხვა არ იქნებოდაო. დაჩაგვრასაც ვერავინ ვერ გაგვიბედავდაო. ახლა ეს დაგვიანებულია, სასურველიც რო იყოს. ახლოს ეს არის: საქართველოს სახელმწიფოს შეგნება დაეუფლოს ყველა მცხოვრებსა საქართველოში, ყველასა, ყველასა, ძველსაცა, ახალსაცა. ჩვენს კულტურას გააჩნია საკმაო ხიბლი და მიმ- ზიდველობა. ადვილად ვერავინ აუქცევს გვერდსა. ოღონდ გაუშინაურეთ როგორმე, გააგებინეთ, მიახვედრეთ, ნუ გაუუცხოვეთ. ელაპარაკეთ ქართულადა, ალაპარაკეთ ქართულადა, იაზროვნეთ თქვენვე როგორმე ქართულადა, ააზროვნეთ ისინიცა ქართულადა. აქ საკამათო არაფერია. სამუშტიკრივოც არაფერია. არც საამპარტავნო არაფერია. გულუბრყვილობის დროც აღარ არის. ურთულესი და თავდაუღწეველი პირობებია საერთაშორისო ურთიერთობაში, სად გავიხლარდებით, ვეღარ გავიგებთ. მე ჩემს შიშს გამოვთქვამ. ნუვის ეგონება, ჭკუას გვარიგებსო, ნუ ითაკილებს, ნუ ეგონება. შარშან ერთი პროფესორი, ერთი აკადემიკოსი და ერთიც მე წნერაქვს გავემგზავრეთ. იმ მხარეს არ იცნობდნენ. ამათი ჩინები იმიტომაც ჩამოვთვალე. თბილისიდან წერაქვამდე, საზღვრამდე თითექემისა, ერთი ქართული სიტყვაც ვერ გაიგონეს. სუნთქვა შეეკრათ. ხმა ვეღარ ამოიღეს. სად ვიყავითო, თბილისს რო დავბრუნდით მაშინღა იკითხეს. შეიძლება რო ასე გაგვიუცხოვდეს ჩვენს მიწაწყალზე მცხოვრები ხალხი?! ეს ჰო ჩვენი დანაშაულიც არის!.. დანაშაულია საკუთარი თავის წინაშე, საკუთარი ქვეყნის წინაშე, საკუთარი სახელმწიფოს წინაშე. ნუთუ არ ვიცით თუ ვინა ვართ და რა გვეკუთვნის?!. ჩინოვნიკების ხელით უნდა დაიდასტუროთ?.. დაიდასტურეთ, ბატონებო, დაიდასტურეთ, არ დაგავიწყდეთ, იმათაც რო უნდა დაუდასტუროთ. არც მოყუ- რადენი დაივიწყოთ, არ დაივიწყოთ ჯერ კიდევ ჩაუმქრალი ეს ვითომ ეთნოკონფლიქტები და კვლავაც ელოდეთ მსგავსსა და უარესსა, საკუთარი ხელით გაჩაღებულ ხანძარს ელოდეთ. ეროვნული თვითმყოფადობა ცოცხალი მოვლენაა, მოქნილი, მოქ- 93 მედი, მოქმედი ისე, ვითარება როგორიც იქმნება იმის გარშემო. იმპერიულ პირობებში სულიერ სფეროებში ვინარჩუნებდით სახელმწიფოსა. ეს იყო სრული კარჩაკეტილობის პირობები, სხვა საშუალება რო არ გაგვაჩნდა, სრული კარჩაკეტილობისა და აღსასრულთან მიახლოების ჟამი. დამთავრდა ჟამი იგი ბოროტებისა. დაგვიდგა ჟამი შენებისა, სახელმწიფოს შენებისა და რა დროს სახიფათო ჩანაწერებია დამაფიქრებელ წესდებათა წინაშე, გაუმაძღარი ქვეყნის პირისპირა!.. არ იცით, როდის რა თქვათ, როდის რა აკეთოთ, არ იცით?! განა ეს შეიძლება, ხალხი რო მიიყვანოთ აქამდისა, – თუ არ ჩაგვიწერთ ქართველობასა, აფხაზებად დავეწერებითო. ლტოლვილები აცხადებენო. საცოდავი ადამიანები. არ ეყოფათ თუ რაც დამართიათ, რა ყოფაშიც ჩაცვენილან, არ ეყოფათ, – ეს კიდევ რაღა უბედურებაა: უარჰყონ თავიანთი საოცარი წარსული, მოიჭრან მრავალსაუკუნოვანი ისტორია, დააგდონ კულტურა შესაშური და ლაკობა-გულიას მიერ მომზადებული საფანელის მემკვიდრეებად აღიარონ თავი?!. და მერე კიდევ რა ელოდებათ, –– ისინი ჰო მოსკოვისაკენ იცქირებიან, მოსკოვიც ჰო ელოდება ჟამსა იმა სანატრელსა, მაგ შენს აფხაზებსაც რომ რუსეთის მოქალაქეებად ჩასწერს, გარეშე ყოველგვარი „რეკვიზიტებისა“ და იმასვე რო დამართებს აფხაზებთან მიკედლებულ ქართველებსაცა?!. იქ ჩარჩენილი ქართველები ჰო უკვე ამ დღეში არიან, -– ქართველებიცა და სხვანიცა, სხვანიცა, ყველანი, ყველანი განურჩევლადა, რაღა თქმა უნდა?.. შეიძლება რო: ამდენი თვალთახედვა აღარა ჰქონდეთ ადამიანებსა?!. შეიძლება რო: აქამდის მიიყვანოთ ხალხი?!. რა დაგიშავათ ამ საცოდავმა ხალხმა?!. ცოტა რამ უბედურება დასტეხიათ თავსა, ეს კიდევ რა აგიხირებიათ?!. ვიეთნი ამბობენ: წინათაც ბევრი ჯურის ხალხი ცხოვრობდა საქართველოშიო. მეც მოგახსენეთ: ოღონდ იმას აღარ ამბობენ, -– ის წინათ რო: მონარქისტული სახელმწიფო გახლდათ, მერე საბჭოთა რეჟიმი ბატონობდა, ახლა დამდგარა დროი დემოკრატიზმისა. სხვა კანონები განაგებდა მონარქისტულ სისტემასა, სხვა კანონები -–– საბჭოთა რეჟიმსა და სრულიად სხვა კანონებს ექვემდებარება დემოკრატიზმის სისტემა, სრულიად სხვასა. არცერთი იმათგანი –– არც მონარქისტული, არც საბჭოთა აღარ გამოდგება. აღარა. დემოკრატიზმიო – კარგად გაისმის, ოღონდ დიდი სიფრთხილე მართებს, დიდი, დიდი, მეტის94 მეტად დიდი ესოდენ პატარა და ესოდენ აღრეულსა თუ დაწეწილ ქვეყანასა ესოდენ ვეება და ესოდენ ხარბი მეზობლის პირისპირა. ამასაც ვითომ მტკიცება უნდა, ––- ემანდე: ენგური, ემანდე წელში გადაწყვეტილი ნიქოზი, ლიახვი და ერგნეთი!.. კიდევ სად გინდათ რო გაავლოთ საზღვარი?!. არ იცქირებით აქეთ-იქითა?.. ნუ ჩამითვლით დიდაქტიკადა, გთხოვეთ და ვიმეორებ, სცადეთ უკეთესად ახსნას, ამბიციის გარეშე, პატივმოყვარეობის გარეშე ოღონდა. დავეხსნათ ისეთ მოქმედებასა, გულუბრყვილობას რო ემგვანება და სიავეს რომ გვიქადის. დავეხსნათ. სხვანი თითქოს გაყუჩე- ბულან. შენ რა წერას აუტანიხარ, ქართველო კაცო, –- განა შენ საქარ- თველოს მოქალაქე არა ხარ, განა საქართველო შენი სახელმწიფო არ არის, განა შენ არ გეკუთვნის ეს ქვეყანა, განა შენ არ განაგებ?!. ვიეთნი მოსთქვამენ: სამოქალაქო ომის წინაშე ვდგავართო, მოსთქვამენ ისე, თითქოს რო ტკბებიან, – ჰეჰეი, რა სანახაობა გველოდებაო. ჰო იხილეთ, ჰო დატკბით, – აგერ არ იყო, ასე მალე მოგენატრათ?!. ისედაც გაწყვეტას მისულა ძაფი მოთმინებისა, ისედაცა შფოთავს ხალხი, რად უნდა წააქეზოთ საიმისოდა, უარესი უბედურება რო დაიტეხოს თავზე?! უარესი!.. უარესი!.. წვეთიცა კმარა, წყალწყალა წვეთიცა, მითუარესია ასე უცნაურადა თუ მოხერხებულად შეზავებული წვეთი. ხალხი უნდა მიჰხვდეს. უნდა გაიგოს. და გაიგებს. ბევრი რამ აბნევს ხალხსა, ბევრი რამისაგან გატანჯულსა და აღელვებულ ხალხ- სა; ბევრი რამ აბნევს და ბევრიც გაეგება. ამასაც მიჰხვდება, შეისმენს, გაიგებს. დასთმობს თუ რაიმ დასათმობია. ეს საერთოდა. აქ დასათმობი არაფერია –– ყელი არ გამოიჭრას საკუთარი ხელითა, ანთუ არ მოსჭრას ის ტოტი, რომელზედაც რო გადამჯდარა. ამას ბავშვობაშივე გვასწავლიდა დიდი ქართველი და დიდი პედაგოგი. რახან გადაგვიწყვეტია აშენება დემოკრატიული სახელმწიფოსი, ამ სახელმწიფოს საფუძველი მოქალაქეობა გახლავთ, საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქეობა. მეტი რაღა გნებავთ, ბატონებო?!. სხვა რამ ნიშნები, საქმეს წაახდენს, საქართველოს სახელმწიფოებრიობის საქმესა. მიეცით უფლება, ყველამ თანასწორად იგრძნოს თავი ამ სახელმწიფოში, სადაც ცხოვრობს, სადაც დამკვიდრებულა. მიეცით საშუალება, მშობლიური ენასავით იცოდეს ქართული. ენა, ბატონებო, ენა, სხვა დანარჩენი ადვილად მოგვარდება. მანამდე ფრთხილად, ბატონე95 ბო, ფრთხილად!.. ხოლო თუ მაინც ახირდებიან ვინმენი: მიეცით იმათ სიგელები გან- საკუთრებული, მოვარაყებული სიგელები რო: ისინი არიან ქართველე- ბი, არა უბრალოდ ვიდდებიან. ქართველები, -– ზექართველები. ზეკაცები. დამშ- დამატება?” სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებჯე გაცემულ საბუთებში ეროვნების აღმნიშვნელი რეკვიზიტების შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ" გათვალისწინებული იყო ეროვნული რეკვიზი- ტების ამოღება სამოქალაქო აქტების ჩანაწერებსა და მოწმობებში. ჩა- ითვალა, რომ სახელმწიფოს სახელით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის დოკუმენტები, ისევე როგორც სხვა დოკუმენტები (პირადობის მოწმობა, პასპორტი), მოქალაქის სამართლებრივი სტატუსის განმსაზღვრელი ფაქტორებია. იმისათვის, რომ არ მოხდეს საქართველოს მოქალაქეთა დიფერენციაცია ეროვნული წარმომავლობის ნიშნის მიხედვით მიზანშეუწონლად ჩაითვალა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საბუთებში პიროვნების ეროვნების წარმოჩენა. ეს ფაქტი საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა უარყოფითად შეაფასა. დღეს შემუშავებულია საქართველოს კანონის პროექტი „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, რომელშიც აღდგენილ იქნა ეროვნების აღნიშვნა სამოქალაქო რეგისტრაციის ჩანაწერებსა და დაბადების მოწმობაში. ეროვნული წარმომავლობის აღმნიშვნელი რეკვიზიტების მოქალაქეთა ოფიციალურ დოკუმენტებში არსებობის მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლა, პარლამენტის კვლევითმა დეპარტამენტმა ჩაატარა ორი მიმართულებით: ა) საკითხის შესახებ მოიკვლია ექსპერტების შეხედულებები პრობლემაზე; ბ) მოიძია და გაანალიზა ინფორმაციები იმის შესახებ, თუ როგორ არის გადაწყვეტილი პრობლემა საზღვარგარეთის ქვეყნებში. ეროვნული რეკვიზიტის არსებობა/არ არსებობის მიზანშეწონილობის შესახებ მსჯელობის დაწყებამდე, აუცილებელია გავერკვეთ ” აქ მოყვანილი მასალები მოგვაწოდა საქართველოს პარლამენტის კელევითი დეპარტამენტის უფროსმა დავით დარჩიაშვილმა, რისთვისაც მადლობას მოვახსენებთ 97 საბუთებში რეკვიზიტის გამომხატველ ტერმინთა: ეროვნება „იმV0იმIILV“, მოქალაქეობა „CIს2ცი§ჩ!0" –– აზრობრივ დატვირთვაში. 1997 წლის „ეროვნების შესახებ ევროპის კონვენციის“ მიხედვით, „იმშ0იმIIL/"“ ნიშნავს: „სამართლებრივ კავშირს პიროვნებასა და სახელმწიფოს შორის და არ მიუთითებს პიროვნების ეთნიკურ წარმოშობაზე“ (CსI/00მი C0”MV8ისიი 0ი Mმხიიმ!Iხ მიძ CXიIმიმ10V 88ლ00+L, CI5 M%166, C0CVIXII CI 6VI000, 5L-მ5ხ0ს!ძ9, 1997) აქედან გამომდინარე, როგორც წესი, პირადობის მოწმობებში და საბუთებში ტერმინები: მოქალაქეობა „CII26ი5ჩI0" და ეროვნება (იმL0იმIIL) იხმარება სინონიმე- ბად. როგორც მიიჩნევს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (05C6) ეროვნულ უმცირესობათა საკითხის უმაღლესი კომისარი, მნიშვნელოვანია, რომ ტერმინი „ეროვნება“ „იმზ0იმ!IV“, გაგებული, როგორც კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეობა, არ იქნას აღრეული რომელიმე ერის წევრობაში –– რასაც ეთნიკური დატვირთვა აქვს. ოფიციალურ საბუთებში ეროვნული რეკვიზიტის არსებობის საკითხი უკავშირდება ადამიანის უფლებათა დაცვის თემას. ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (05CC) 1990 წლის კოპენჰაგენის კონფერენციის დოკუმენტის 32-ე პარაგრაფის მიხედვით „ეროვნული უმცირესო- ბის წარმომადგენლებს აქვთ უფლება ნებაყოფლობით გამოხატონ ეთნიკური, კულტურული, ენობრივი და რელიგიური კუთვნილება და ისინი ამის გამო არავითარ შევიწროებას არ უნდა განიცდიდნენ“, რომელიმე ეროვნების წარმომადგენლად თავის გაცნობიერება, ისევე როგორც ამის გამოხატვა, უნდა ხდებოდეს ნებაყოფლობით. აქედან გამომდინარე საბუთებში ეროვნული წარმომავლობის რეკვიზიტის არსებობა, პიროვნებისათვის სავალდებულოდ ხდის ეროვნული წარმომავლობის დეკლარირებას და უგულებელყოფს მის უფლებას ეროვნული წარმომავლობის ნებაყოფლობით დეკლარირების შესახებ. ადამიანის უფლებების დაცვიდან გამომდინარე, უმჯობესია, ამგვარი რეკვიზიტი საბუთში საერთოდ არ არსებობდეს, ხოლო, თუკი მაინც იარსებებს, ეროვნული წარმომავლობის დეკლარირება/არდეკლარირების არჩევანი უნდა დავუტოვოთ პიროვნებას. იმდენად, რამდენადაც დემოკრატიული ქვეყნების სახელმწიფოები 98 დაინტერესებულნი არიან მოქალაქეობის აღნიშვნით, მიღებულია ზოგადი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებზე გაცემულ საბუთებში შეტანილია გრაფა „იმII0იმIIV“ როგორც გამოხატულება სამართლებრივი კავშირისა პიროვნებასა და სახელმწიფოს შორის. რეკვიზიტი „იმხიიმIILV“ ეროვნული წარმოშობის გაგებით, ჩვეულებრივ არ არის წარმოდგენილი მოქალაქის საბუთებში. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (05CC) წევრი ქვეყნების პრაქტიკა გულისხმობს, რომ მსგავსი აღნიშვნა არ არის საჭირო. ეროვნული წარმომავლობის აღნიშვნას შეიძლება თან ახლდეს მთელი რიგი ნეგატიური მომენტებისა, ეროვნული წარმომავლობის ხაზგასმის ნეგატიურად გამოყენება ადვილი შესაძლებელია (მაგალითად დისკრიმინაციის მიზნით) განზრახვით ან უნებლიეთ, სახელმწიფო მოხელეთა და კერძო პირთა მხრივ. ვეყრდნობით ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (05CC) საქართველოს მისიის მოსაზრებებს. საკითხის საინტერესო გადაწყვეტას გვთავაზობს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმატიკის და ტელეკომუნიკაციების ინსტიტუტის მიერ შემუშავებული პროექტი „საქართველოში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა იდენტიფიკაციისა და პერსონიფიკაციის ერთიანი საინფორმაციო კომპიუტერული სისტემის დანერგვის“ შესახებ. ამ პროექტის დანიშნულებაა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფიზიკურ და იურიდიულ პირთა აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფა სახელმწიფო ეროვნული საინფორმაციო რესურსების ჩამოყალიბების, საქართველოს მოქალაქეებისათვის კონსტიტუციით და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებისა და მოვალეობების განმტკიცების, ცივილიზებული აღმშენებლობის და დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებთან ინტეგრირების წინაპირობის შექმნის, საგადასახადო შემოსავლების გამოვლენის, მიზანმიმართული სოციალური დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, ქვეყანაში მიგრაციული პროცესების მართვის საშუალებათა გაუმკჯობესების მიზნით. აღრიცხვის შემდეგ ფიზიკურ პირებზე გაიცემა საიმედოდ დაცული საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების გათვალისწინებით შესრულებული პლასტიკური ბარათები. ფიზიკურ პირთა საიდენტიფიკა99 ციო რეკვიზიტები იქნება: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, საიდენტიფიკაციო ნომერი, დაბადების ადგილი და ბიომეტრული მონაცემები. ფიზიკური პირების თანხმობის შემთხვევაში რეგისტრაციისას ანკეტაში დაფიქსირდება მათი ეროვნება, რომელიც შეიტანება კომპიუტერულ ბაზაში და იქნება დაცული არასანქცირებული შედწევისაგან. ეს სისტემა საშუალებას მოგვცემს დაფიქსირდეს საქართველოს თითოეული მოქალაქის ეროვნება, მათი სურვილის შემთხვევაში. ეროვნების დაფიქსირების ამგვარი მექანიზმი სრულ თანხვედრაში მოდის ადამიანის უფლებებთან. აგრეთვე იარსებებს საქართველოს მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობის სტატისტიკური აღწერა, ეს კი შესაძლებელს გახდის ქვეყანაში სწორი დემოგრაფიული პოლიტიკის გატარებას. მოსახლეობის რეგისტრაციის აღნიშნული სისტემა ეყრდნობა გაერთიანებული ერების რეკომენდაციას (იხილეთ დანართი M4). სწორედ სტატისტიკურ აღწერას მიმართავენ მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობის დაფიქსირებისას ჩეხეთის რესპუბლიკაში. გავეცნოთ, როგორ არის გადაწყვეტილი აღნიშნული საკითხი საზლღვარგარეთის ქვეყნებში. განვიხილოთ შემდეგი სახის საბუთები: 1) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; 2) მოქალაქის პასპორტი; 3) დაბადების მოწმობა; 4) ქორწინების მოწმობა. მოკლედ შევეხოთ საერთოდ პირადობის დამადასტურებელ მოწმობათა დანიშნულებას ზოგადად, და მიმოვიხილოთ თუ რა რეკვიზიტე- ბის არსებობა ჩაითვალა საჭიროდ საზღვარგარეთის ქვეყნების ანა- ლოგიურ დოკუმენტებში. მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ საბუთთაგან, თავისი მნიშვნელობით გამორჩეულია პირადობის მოწმობა, რომელიც გამოიყენება ქვეყნის შიგნით სარგებლობისათვის და პასპორტი, რომელიც გამოიყენება უმეტესად ქვეყნის გარეთ. ზოგიერთ ქვეყანაში გასცემენ ორივე სახის დოკუმენტს პირადობის მოწმობას ქვეყნის შიგნით მოხმარებისათვის და პასპორტს გარე სარგებლობისათვის. პირადობის მოწმობას გასცემენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. პირადობის მოწმობის ფორმა, მისი ფუნქციები და მონაცემები ძალზე მრავალფეროვანია. უმრავლეს ქვეყანას აქვს ოფიციალური, მოქალაქეთათვის სავალდებულო პირადობის მოწმობები, ქვეყნებს, რომლებ100 საც აქვთ მსგავსი სახის პირადობის მოწმობა, მიეკუთვნებიან გერმანია, საფრანგეთი, ბელგია, საბერძნეთი, ლუქსემბურგი, პორტუგალია და ესპანეთი. ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანას კი საერთოდ არ აქვს მსგავსი დოკუმენტები. მათ შორის არის ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ახალი ზელანდია, ავსტრალია, ირლანდია, სკანდინავიის ქვეყნები და შვეცია. ქვეყნებს, რომლებშიც არ გამოიყენება პირადობის მოწმობა, გააჩნიათ სპეციფიკური დანიშნულების მოწმობები, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია ჯანმრთელობისა და სოციალური დაზღვევის მოწმობა, (მაგ. ავსტრალია, აშშ), ხოლო ქვეყნის გარეთ სარგებლობისათვის გამოიყენება პირადობის დამადასტურებელი საბუთი – პასპორტი. პირადობის დამადასტურებელ მოწმობათა ფუნქცია და მასში არსებული რეკვიზიტები. პირადობის მოწმობის შემოღების მთავარი მიზანი არის მოქალაქეთა რეგისტრაციის გზით ქვეყანაში მართლწესრიგის, კანონიერების, სახელმწიფოსა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა. პირადობის მოწმობებში ზოგადად გვხვდება შემდეგი რეკვიზიტები: " სახელი; # გვარი; " სქესი; ·” დაბადების წელი, რიცხვი, თვე; " დაბადების ადგილი; " მოქალაქეობა; " პირადი ნომერი; ” ფოტოსურათი; " მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება; + მოწმობის გაცემის ვადა; "” მოწმობის მოქმედების ვადა; " თითის ანაბეჭდი. თუკი მოქალაქეობის აღმნიშვნელი რეკვიზიტი არ გვხვდება ბარა- თის შიგნით, ის ჩვეულებრივ მითითებულია გარეკანზე. 101 მაგალითად, ბრაზილიაში, ყველა მუდმივად მცხოვრებთათვის სავალდებულოა პლასტიკური ელასტიური ბარათის ტარება, დაახლოებით საკრედიტო ბარათის ზომის, ფოტოსურათით, ცერა თითის ანა- ბეჭდით, მოქალაქეობის სტატუსის მითითებით (ბრაზილიის მოქალაქე, თუ მუდმივად მცხოვრები უცხოელი) და სერიული ნომრით. გერმანულ „ჩ8I50იმ!8ყ5V/CI5“" არის პლასტიკური საიდენტიფიკაციო ბარათი, რომელიც შეიცავს წინა მხარეს: სახელს, თარიღს და დაბადების ადგილს, მოქალაქეობას, ვადის გასვლის თარიღს, ხელმოწერას და ფოტოს. სახელი, დაბადების თარილი და ბარათის ნომერი არის გარკვევით დაბეჭდილი. უკანა მხარეს არის მისამართი, სიმალლე, თვალის ფერი, გამოშვების თარიღი და გამცემი ორგანო. მისამართზე, რომელიც შეცვლილია, ხდება ახალი მისამართის დაწებება. იტალიელებს აქვთ დიდი ფორმატის ბარათი, რომელიც შეიცავს საიდენტიფიკაციო ნომერს, სახელს, ფოტოს, ხელმოწერას, თითის ანაბეჭდს, დაბადების თარიღსა და ადგილს, მოქალაქეობას, მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, მისამართს, ოჯახურ მდგომარეობას, პროფესიას და ფიზიკურ მახასიათებლებს. ჩილეში ანალოგიური საბუთი არის პატარა პლასტიკური ბარათი ფოტოსურათით, სახელით, თარიღით და დაბადების ადგილით, ხელ- მოწერით და პირადი ნომრით, მასში არ არის მოქალაქეობის და ეროვნების აღმნიშვნელი რეკვიზიტი: კორეულ „ეროვნულ ბარათში“ არის სახელი, დაბადების თარიღი, მუდმივი მისამართი, დროებითი მისამართი, სამხედრო ჩანაწერი, გამცემი სააგენტო, გამოშვების თარილი, ფოტოსურათი, ეროვნული საიდენტიფიკაციო ნომერი და ორივე ცერა თითის ანაბეჭდი, მასში არ არის მოქალაქეობის და ეროვნების აღმნიშვნელი რეკვიზიტი. მალაიზიას საიდენტიფიკაციო ბარათი შეიცავს დაბადების თარიღს, მშობლების სახელებს, მოქალაქეობას, რელიგიას, სქესს, ფიზიკურ მონაცემებს, დაბადების ადგილს, ფოტოსურათს, თითის ანაბეჭდს და საიდენტიფიკაციო ნომერს. პაკისტანის ბარათს აქვს მონაცემთა უამრავი რაოდენობა, მათ შორის: ფოტოსურათი, ხელმოწერა, ბარათის სერიული ნომერი, მთავრობის ოფიციალური ბეჭედი, გამოშვების თარიღი, საფოსტო ოფისის ნომერი, საიდენტიფიკაციო ბარათის ნომერი, სახელი, მამის სახელი, 102 დროებითი მისამართი, მუდმივი მისამართი, საიდენტიფიკაციო ნიშნები და დაბადების თარიღი, მასში არ არის მოქალაქეობის და ეროვნების აღმნიშვნელი რეკვიზიტი. გამონაკლის შემთხვევებში, სინგაპურში და ზოგიერთ აზიურ ქვეყნებში, ბარათები შეიცავს ელექტრონულ კოდს, რომელიც სახელმწიფო ორგანოებისათვის უფრო საიმედო და სანდოა ვიდრე ჩვეულებრივი კოდი. ფრანგები ასევე აპირებენ მოახდინონ პირადობის მოწმობების ელექტრო კოდირება. საბერძნეთის მოქალაქეთა პირადობის მოწმობა შეიცავს რელიგიის აღმნიშვნელ რეკვიზიტს, შესაძლოა საბერძნეთი გახდეს ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მოსთხოვს თავის მოქალაქეებს, მოახდინოს რელიგიის დეკლარირება ევროგაერთიანების საიდენტიფიკაციო ბარათზე. ეს გადაწყვეტილება, რომელიც უკვე მიიღო პარლამენტმა, დიდ წინააღმდეგობას წააწყდა ევროკავშირის მხრიდან. მას ეწინააღმდეგება ასევე ყველა ადგილობრივი, არაორთოდოქსური რელიგიური დაჯგუფება. ამ მოსაზრებების გამო საბერძნეთის მთავრობას ადანაშაულებენ რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაციაში. გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს ჩინეთი. ამ ქვეყნის მოქალაქის პირადობის მოწმობა შეიცავს ეროვნული წარმომავლობის აღმნიშვნელ რეკვიზიტს. ეს ფაქტი ალბათ განპირობებული არის იმითაც, რომ ჩინეთის მოქალაქეობის შესახებ კანონში, ჩინური ეროვნული წარმომავლობა გავლენას ახდენს ჩინეთის მოქალაქეობის მიღებაზე. ზოგიერთი ქვეყნის პასპორტში არსებული მოქალაქის და ეროვნების აღმნიშვნელი რეკვიზიტის მიმოხილვა თუკი მიმოვიხილავთ სხვადასხვა ქვეყნის პასპორტებს, შეიძლება გაკეთდეს ერთი საერთო დასკვნა, რომ სახელმწიფოთა აბსოლუტურ უმრავლესობაში მოქალაქის ეროვნული წარმომავლობა არ მიეთითება, ძირითადად ამგვარი რეკვიზიტი არსებობს საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებისა და იუგოსლავიის დაშლის შედეგად წარმოშობილ სახელმწიფოებში. როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, საზოგადოდ ტერმინები „CI0268ი5ჩ%0“ და „იმ 0იიმIIV" არის მოქალაქეობის აღმნიშვნელი და ბუნებრივია არ ასახავს პიროვნების ეროვნულ წარმომავლობას. 103 შესაბამისად პასპორტებში არსებობს მხოლოდ მოქალაქეობის ამსახველი რეკვიზიტი. ამის დასამტკიცებლად შეგვიძლია მოვიყვანოთ პო- ლონეთის მოქალაქის პასპორტის მაგალითი, სადაც ტერმინი „იმII0იმIIV“ აღნიშნავს მოქალაქეობას, მისი შესაბამისი ტერმინი პოლონურ ენაზე არის „0ხVV/818!5LV0"“: ჩ015MI6, თუკი იქნებოდა ეროვნული წარ- მომავლობის აღმნიშვნელი რეკვიზიტი იქნებოდა ნახმარი პოლონური ტერმინი „Mმ+0ძ0MI5ჩCჩ": ჩ0I8M. საფრანგეთის, გერმანიის, დანიის, საბერძნეთის პასპორტში ადგილობრივი ლექსიკური ტერმინი, რომელიც ეროვნული წარმომავლობის გამომხატველია, იხმარება მოქალაქეობის აღმნიშვნელად. ასევე მოქალაქეობის აღმნიშვნელ რეკვიზიტებს შეიცავენ აშშ-ის, ჰოლანდიის, რუმინეთის, უკრაინის, სომხეთის, ისრაელის, რუანდის, ჩინეთის პასპორტები. გვხვდება გამონაკლისი შემთხვევებიც. ლიტვის მოქალაქის პასპორტში ეროვნული წარმომავლობა მიეთითება მხოლოდ მოქალაქის თანხმობით, ხოლო ლატვიაში მოქალაქე თავად ირჩევს პასპორტში მისათითებელ ეროვნებას. დაბადების და ქორწინების მოწმობებში ეროვნების რეკვიზიტის არსებობის შესახებ. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია შემდეგია: ლატვიაში – დაბადების მოწმობაში იწერება მშობლების ეროვნული წარმომავლობა, ქორწინების მოწმობაში ეროგნული წარმომავლობა არ მიეთითება. ლიტვაში – დაბადების მოწმობაში იწერება მშობლების ეროვნული წარმომავლობა უკრაინაში – დაბადების მოწმობაში იწერება მშობელთა ეროვნული წარმომავლობა, ქორწინების მოწმობაში იწერება ასევე ეროვნული წარმომავლობა. საფრანგეთში – დაბადების მოწმობაში მითითებულია მშობელთა მოქალაქეობა, ქორწინების მოწმობაში მითითებულია მეუღლეების მოქალაქეობა. პოლონეთში – დაბადების მოწმობაში ეროვნული წარმომავლობა არ იწერება, ქორწინების მოწმობაში ეროვნული წარმომავლობა ასევე არ იწერება. 104 საბერძნეთში –- დაბადების მოწმობაში ეროვნული წარმომავლობა არ იწერება, ქორწინების მოწმობაში ეროვნული წარმომავლობა ასევე არ იწერება. ინგლისში – დაბადების მოწმობაში ეროვნული წარმომავლობა არ იწერება, ქორწინების მოწმობაში ეროვნული წარმომავლობა ასევე არ იწერება. ესპანეთში -–- დაბადების მოწმობაში ეროვნული წარმომავლობა არ იწერება, ქორწინების მოწმობაში ეროვნული წარმომავლობა ასევე არ იწერება. მოგაწვდით ჩვენს ხელთარსებულ ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეთა პასპორტებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალურ საბუთებში ეროვნული რეკვიზიტების არსებობის შესახებ საელჩოებიდან გამოგზავნილ წერილების ასლებს. ტექსტში ნახსენები ქვეყნების დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია არის ჩვენს მიერ ოფიციალურად გადამოწმებული. გამოყენებული ლიტერატურა: I0CMVIIIV C#80§ –- CI00ყ6LVXIV #5M6ძ Cს65ხ0ი5 IM(6/ი6L –– ჩMLL0:/VVMMM.0IIVმ8მCV.0!9/#0!/მCLIVIVI65/!ძCმ(ძ (მძ.ჩჯთ! IM(8/იმწიიმ! ჰიყ”იმ! 0! 501009686 L8მVV, V.10, 1998, ი. 159 საქართველოს ახალგაზრლა იურისტთა ასოციაციის განცხადება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თავს მოვალედ თვლის კიდევ ერთხელ გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და პოლიტიკურ წრეებში მიმ- დინარე დისკუსიის თაობაზე, პირადობის დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტებში ეროვნების აღმნიშვნელი რეკვიზიტის აღდგენის შესახებ. პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში შეიტანება მხოლოდ ის მონაცემები, რომელთაც თან ახლავს სამართლებრივი შედეგები. 105 პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ეროვნების რეკვიზიტის არსებობა ეროვნებას, როგორც სოციალურ-კულტურულ ფასეულობას, დამატებით სამართლებრივ დატვირთვას მიანიჭებს. ეროვნებისათვის სამართლებრივი განზომილების ხელოვნურად მინიჭება დისკრიმინაციულია საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნების წარმომადგენელთათვის და პირველ რიგში ქართველთათვის. პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ეროვნების რეკვიზიტის დაფიქსირება შეიძლება განპირობებული იყოს მხოლოდ პოლიტიკური ნებით – განვასხვავოთ საკუთარი მოქალაქეები ეროვნული ნიშნის მიხედვით, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის პრინციპს (საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 38-ე მუხლები, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-2 და მე-7 მუხლები, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის 26-ე მუხლი). ხოლო თანასწორობის ფუნდამენტური პრინციპის დარღვევა კი უდავოდ ხელყოფს ადამიანის ღირსებას (საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი). „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა: ა) ხელს შეუშლის საქართველოს მოქალაქეთა ერთობის ფორმირებას; ბ) შექმნის პირობებს მომავალში ეთნიკური გაუცხოებისათვის; გ) ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეთა ეთნიკურ ჯგუფებად დაყოფას და მათ ერთმანეთთან დაპირისპირებას, რაც წაახალი–სებს სეპარატიზმსა და ეთნიკურ კონფლიქტებს; დ) ხელს შეუშლის ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიუღებლად მიაჩნია რაიმე ცვლილებების შეტანა საქართველოს საკანონმდებლო აქტებში ეროვნების გრაფის აღდგენის მიზნით. 106 არასამთავრობო ორგანიჯაციების მიმართვა საქართველოს მოქალაქეუბს, პარლამენტს, პრეზიდენტს ჩვენმა საზოგადოებამ და ხელისუფლებამ ერთხელ უკვე დაძლია ტოტალიტარულიდან თავისუფალი საზოგადოებისაკენ გადასვლის ერთ-ერთი ბარიერი, როედსაც აღიარა ადამიანის უფლებები და მოქალაქეობრივი თანასწორობის პრინციპები, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, რელიგიური მრწამსისა თუ სხვა ნიშნებისა. ეს აისახა, პირველ რიგში, ჩვენს კონსტიტუციასა და სამოქალაქო კოდექსში. ამის ლოგიკური გაგრძელება იყო სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში ეროვნების, როგორც ეთნიკური წარმომავლობის აღმნიშვნელი რეკვიზიტის გაუქმება, ამჟამად, საყოველთაოდ მიღებული ტერმინოლოგიით, „ეროვნება“ მოქალაქეობის აღმნიშვნელი ტერმინია. სამწუხაროდ, ეს საკითხი დღეს ისევ პოლიტიკური დისკუსიის საგნად იქცა. ამასთან დაკავშირებით გამოვხატავთ ერთსულოვან თვალსაზრისს, რომ ეროვნების, როგორც ეთნიკური წარმომავლობის აღმნიშვნელი რეკვიზიტის ჩართვა სამოქალაქო დოკუმენტებში პრინციპულად მიულებლად მიგვაჩნია. სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში თითოეულ ჩანაწერს აქვს გარკვეული სამართლებრივი დატვირთვა და მიუთითებს სახელმწიფოსა და მოქალაქეთა ურთიერთ უფლება-მოვალეობებზე. ეთნიკური თუ სხვა დამატებითი (რასობრივი, რელიგიური, სოციალურ-წოდებრივი და ა.შ.) რეკვიზიტების შეტანა არღვევს მოქალაქეობრივი თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს და შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ დისკრიმინაციას ან უპირატესობის მინიჭებას. აღარა- ფერს ვამბობთ იმაზე, რომ ამ ჩანაწერის დაკანონება კორუფციის დამატებითი წყარო გახდება. ეთნიკური ნიშნის მიხედვით საქართველოს მოქალაქეების დაყოფა საფრთხეს უქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქართ- ველოს, როგორც ერთიანი სახელმწიფოს იდეას და ხელს უწყობს სეპარატისტული განწყობილებების და ეთნოკონფლიქტების გაღვივებას. 107 ათასწლეულების მანძილზე საქართველომ შეინარჩუნა ეროვნული იდენტურობა. ერის თვითმყოფადობას ინახავს არა ჩანაწერი საბუთში, არამედ ენა, კულტურა და ისტორია. ჩვენ, არასამთავრობო, არაპოლიტიკურ საზოგადოებრივ ორგანი- ზაციებს მიგვაჩნია, რომ საკითხის წამოჭრა მოახლოებული საპარლა- მენტო არჩევნების წინ ემსახურება ვიწროჯგუფურ პოლიტიკურ მიზნებს. მოვუწოდებთ პარლამენტს და პრეზიდენტს, გამოიჩინონ პრინციპულობა და კონიუნქტურულ ინტერესებს არ შესწირონ სახელმწიფოს ფუნდამენტური ინტერესები. თუ კანონში შეტანილი იქნება ანტიკონსტიტუციური ცვლილებები, საკითხის საბოლოოდ გადასაჭრელად მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. 1. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; 2. სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრი; 3, კონსტიტუციის დაცვის ლიგა; 4. საქართველოს გაეროს ასოციაცია; 5. თავისუფლების ინსტიტუტი; 6. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტი- ტუტი, 7. კავკასიის რეგიონული გამოკვლევების ასოციაცია; 8. სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ცენტრი; 9. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; 10. სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების კვლევების ცენტრი; 11. განვითარების ინსტიტუტი; 12. „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“; 13. სათემო ფონდი „ადგილის დედა"; 14. საქართველოს საზოგადოებრივ ურთიერთობათა განვითარების ინსტიტუტი; 15. აფხაზეთიდან დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაცია „დაეხმარე საკუთარ თავს“; 16. კავშირი „პატარა ქალაქი“; 108 17. საზოგადოება „ვარკეთილი“; 18. ველური ბუნების დაცვის ქართული ცენტრი; 19. კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი; 20. მედიის ინსტიტუტი; 21. სამოქალაქო უფლებათა და თავისუფლებათა ასოციაცია; 22. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი. მიღებულია 1999 წლის 30 იანვრის შეხვედრაზე. ლერი გიგინეიშვილი პიროვნების რეკვიზიგზჯები კომპიუტერულ სისტემაში საქართველოს მოსახლეობის იდენტიფიცირების და პერსონიფიცირების ერთიანი საინფორმაციო კომპიუტერული სისტემის შესაძლებლობები და საშუალებები პირადობის დამადასტურებელი მოწმობების და მოქალაქეების რეკვიზიტების სტატისტიკური დამუშავების დროს ეროვნების დამადასტურებელ რეკვიზიტთან დაკავშირებით. ეროვნების დამადასტურებელი რეკვიზიტის შეტანა კომპიუტერში წარმოებს საქართველოს მოქალაქის დასაბუთებული (ხელმოწერით, სადაც უკანასკნელი თვით მოქალაქის რეკვიზიტს წარმოადგენს) მონაცემის ან რაიმე ადრინდელ დოკუმენტის (პირადობის მოწმობის, დაბადების მოწმობის, ქორწინების მოწმობის და სხვა სამოქალაქო აქტის) ამონაწერის საფუძველზე. აღნიშნული რეკვიზიტი მოქალაქის სხვა მონაცემთან ერთად ხდება კომპიუტერული სისტემის სახელმწიფო ეროვნული საინფორმაციო რესურსების შემადგენელი ნაწილი და წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას (საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე). კომპიუტერული სისტემა იძლევა საშუალებას ეროვნების დამადასტურებელი რეკვიზიტი მოქალაქეზე გასცეს ცალკე დოკუმენტად, რომელიმე რეკვიზიტთან ან რეკვიზიტთა ჯგუფთან ერთად პლასტიკური ბარათების სახით, ამ შემთხვევაში პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად. 109 აქვე უნდა აღინიშნოს, კომპიუტერული სისტემის ძირითადი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მოქალაქეზე დოკუმენტის გაცემის და მისი კონფიდენციალური ინფორმაციის სტატისტიკური დამუშავების დროს მაქსიმალურად გამოთიშულია ადამიანის მონაწილეობა აღნიშნულ პროცესებში, რაც გამორიცხავს ცალკეული პიროვნებების არაკეთილსინდისიერ ქმედებას მოსახლეობის ეროვნული საკითხების მანიპულაციაში (როგორიცაა არასწორად შევსება მოწმობების, გაყალბება სტატისტიკური მონაცემებისა და ა.შ.). · არანაკლებ საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ კომპიუტერული სისტემა მეცნიერულ და სტატისტიკურ ანალიზს აწარმოებს მხოლოდ მასში ჩამოყალიბებული სახელმწიფო საინფორმაციო რესურსების გამოყენებით და არა მოქალაქეებზე ხელზე გაცემული ნებისმიერი დამადასტურებელი მოწმობების საფუძველზე (უსაფუძვლოა განმარტება იმისა, რომ ეროვნებას დათვლიან დაბადების მოწმობებით, პირადობის მოწმობებით ან პასპორტებით, აგრეთვე საფუძველს მოკლებულია ისიც, რომ თუ მოქალაქის ეროვნული რეკვიზიტი არ გაიცემა ხელზე დოკუმენტის სახით, მისი ეროვნება მიეცემა დაკარგვას ან გაყალბებას). კომპიუტერული ტექნიკის უნიკალური შესაძლებლობა გვაძლევს საშუალებას საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების შემდეგ, თუ ეს საჭირო იქნება, შეცვალოს პირადობის მოწმობის ფორმა და რეკვიზიტები ყოველგვარი დამატებითი ხარჯების და დროის მოთხოვნის გარეშე. 110 სარჩევი რედაქტორისაგან ............ . ო... . .. . ......L.L.......... ნოდარ ამალლობელი მოსაზრებები საქართველოს კანონში „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე თემურ ბაბლუანი ეროვნული რეკვიზიტის მოთხოვნა იგივეა, ადამიანობის დაფიქსირება მოითხოვო ..... თათამ ოოონნტოოონოოოოოოაე თემო ბოჭორიშვილი ქართველთა პასპორტიზაცია ........ ათნი ონნომონოოვეიი მანანა გიგინეიშვილი გადავრჩებით ქართველები თუ გავქრებით? ............... ზაალ დგებუაძე „რეზერვაციული პატრიოტიზმი", ანუ 'უორსუსუუო”--–<<-----_ _-_-_-_-_-_-_–-_ ზაზა კვერცხიშვილი ეროვნული რეკვიზიტის მომხრეთა სვვეევდღდლ––უ–უ_უ_უ_უ_–––__--_..-_.._._..-._-__ _-_ ზურაბ კიკნაძე უმეცრება თუ დემაგოგია? ........ თო ონო ონოოომონნოოო ბე ზურაბ კიკნაძე რეკვიზიტული პატრიოტიზმი .... თოთო ოოოოოოოოი ....... თონ ომმოოონოოოოოოოე თუ სახელმწიფოს მოქალაქეობა? ნოდარ ლომოური ეროვნული რეკვიზიტის მოთხოვნა ანტიეროვნული გამოხდომაა .... ვალერი ლორია მოქალაქეობის დოკუმენტში ეროვნება არ უნდა იწერებოდეს ........................ მიხეილ ნანეიშვილი რაა ეს: უმეცრება, უჭკუობა თუ შეგნებული პროვოკაცია? ...... გია ნოდია თვითგამანადგურებელი ნაციონალიზმი: თ... ..... ............ ითავა „...68 ლელა პატარიძე „ერი“ -–- სიტყვა და ცნება ისტორიულ ეუ––ვეიევ–"--_-_-_-__ _-_-____- __-__–- ლეილა სულხანიშვილი ერთიანი სახელმწიფოს ინტერესებისთვის ............... ოთარ ჩხეიძე სახელმწიფოებრიობის განცდისათვის .·................. დამატება სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებზე გაცემულ საბუთებში ეროვნების აღმნიშვნელი რეკვიზიტების შესახებ ........ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ახლით ოსთუვოლლოძრძრძტრხძრ6.ი_ ””' არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს მოქალაქეებს, სასსოვოა––ვაელი”––ფთყსჟშჟძჰ".“.)/7შე”შ“ ლერი გიგინეიშვილი პიროვნების რეკვიზიტები კომპიუტერულ სისტემაში ..... ჩვენი ავტორები ნოდარ ამაღლობელი აკადემიკოსი, პარლამენტის წევრი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე თემურ ბაბლუანი თემო ბოჭორიშვილი კინორეჟისორი მანანა გიგინეიშვილი პარლამენტის წევრი, მეცნ. კანდიდატი არქიტექტორი ფილოლოგიის ლერი გიგინეიშვილი ზაალ დგებუაძე იურისტი ლიტერატორი, ზურაბ კიკნაძე თსუ ფოლკლორისტიკის კათედრის გამ- ზაზა კვერცხიშვილი ესეისტი გე, პროფესორი ნოდარ ლომოური შალვა ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, პროფესორი ვალერი ლორია თსუ სამართლის საფუძვლების კათედ- რის გამგე, პროფესორი მიხეილ ნანეიშვილი – პარლამენტის წევრი გია ნოდია – მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითა- რების კავკასიური ინსტიტუტის დირექტორი, ფილოსოფიის ლელა პატარიძე ივ.ჯავახიშვილის მეცნ. დოქტორი სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერელეილა სულხანიშვილი – ბის კანდიდატი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახ. ლიტერატურის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი, ფილოლოგიის მეცნიერების კანდიდატი ოთარ ჩხეიძე –-– მწერალი