საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს კანონის პროექტის „იურიდიული პირების თანასწორობის ქარტია“ შემუშავებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-05-27
ბიუროს ნომერი 50
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA00412506990339
22.05.2025
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს
ბიზნესომბუდსმენის აპარატი
საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების
სამინისტრო
სათაური: საკანონმდებლო წინადადება "იურიდიული პირების თანასწორობის ქარტია"
შინაარსი: ადამიანის უფლებების დაცვის ერთ-ერთ თანამედროვე, საყოველთაოდ
აღიარებულ სტანდარდს წარმოადგენს იურიდიულ პირთა თანასწორობის პრინციპი.
თანაბარი დაცვა გულისხმობს იმ აზრს, რომ მმართველობით ორგანოს არ შეუძლია უარი
თქვას თავისი მმართველობითი კანონებიT პირთა თანაბარი დაცვის უზრუნველყოფაზე.
სახელმწიფო უნდა მოექცეს ინდივიდს იმავენაირად, როგორც სხვებს მსგავს პირობებში და
გარემოებებში.სახელმწიფოს უფლება აქვს დისკრიმინაცია გაუწიოს ინდივიდებს, თუ
დისკრიმინაცია აკმაყოფილებს თანაბარი დაცვის პრინციპს, ანუ, თუ შეზღუდვები
კანონიერია, სამართლიანი და პირდაპირ გათვალისწინებული სამართლიანი
კანონმდებლობით. საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს ერთგვარ გაუმჯობესებას,
რათა აღმოიფხვრას დისკრიმინაციული საკანონმდებლო ნორმები, მაგალითად,
საგადასახადო კოდექსის 150-ე მუხლის მე-5 ნაწილი აშკარად დისკრიმინაციულია, ვინაიდან
ჩაგრავს უცხოურ კომპანიებს. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 150-ე მუხლის პირველი
ნაწილის (ა) პუნქტის თანახმად, "თუ ხდება იურიდიული პირის ლიკვიდაცია და პარტნიორ
იურიდიულ პირს გადაეცემა მისი წილის პროპორციული (შესაბამისი) აქტივი და,
ამასთანავე, პარტნიორი იურიდიული პირი ლიკვიდაციამდე ფლობდა 50 პროცენტს ან მეტს
ამ იურიდიულ პირში, მაშინ: ა) ასეთი გადაცემა არ ითვლება ლიკვიდირებული
იურიდიული პირის მიერ აქტივების რეალიზაციად (მიწოდებად)." თუმცა იგივე წესი, ამავე
კოდექსის ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხოურ კომპანიებზე ვრცელდება 2
დამატებითი პირობის შემთხვევაში: (1) თუ საგადასახადო ორგანო ამ პირის მიერ
წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაასკვნის, რომ არ ხდება გადასახადისაგან
თავის არიდება, და (2) აღნიშნულის თაობაზე გასცემს შესაბამის თანხმობას. ანუ,
იურიდიული პირის მიერ ერთი და იგივე სიკეთის მისაღებად კანონი დისკრიმინაციას უწევს
უცხოურ კომპანიებს და მათ ყოვლად უპერსპექტივო მდგომარეობაში აყენებს. ეს იგივეა, რომ
ქართულ კომპანიას ჰქონდეს, მაგალითად, უფლება, (ა) შეიძინოს საწვავი ან (ბ) აიღოს სესხი
კომერციულ ბანკში საკუთარი სამეწარმეო მიზნებისთვის, ხოლო უცხოურ კომპანიას (ა)
საწვავის ყიდვის ან (ბ) კომერციულ ბანჯში სესხის აღების უფლება ჰქონდეს იმ შემთხვევაში,
(1) თუ საგადასახადო ორგანო ამ პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე
დაასკვნის, რომ არ ხდება გადასახადისაგან თავის არიდება, და (2) აღნიშნულის თაობაზე
გასცემს შესაბამის თანხმობას. ამ კონკრეტული საკანონმდებლო დისკრიმინაციის არსებობის
მხარდამჭერი არგუმენტი არ არსებობს, ამგვარი არაფაქიზი მოპყრობა ბიზნესის მიმართ
წარმოშობს მრავალ საინვესტიციო ბარიერს, რაც ნეგატიურად აისახება ქვეყნის
საინვესტიციო ფონზე. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე
მუხლის თანახმად, გთავაზობთ, მიღებული იქნას საქართველოს კანონი -"იურიდიული
პირების თანასწორობის ქარტია", რომლითაც გაუქმდება მაგალითში მოყვანილი და ყველა
სხვა დისრკრიმინაციული საკანონმდებლო ნორმა, თუნდაც - "მეწარმეთა შესახებ"
საქართველოს კანონით დერივაციული სარჩელის, შპს-ს ორგანიზაციული ფორმის
პირობებში, წარდგენის უფლების არარსებობა.
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური: +
ელფოსტა: