საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი პროექტების (№07-2/416; 16.08.2024) განხილვის ვადის სამი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.05.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-6762/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-05-27
ბიუროს ნომერი 50

📜 ტექსტი

წერილი
2-6762/25 22-05-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მოგმართავთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თხოვნით, რომ სავალდებულო კომიტეტზე განხილვის ვადა გააგრძელოთ 3 თვით საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „ფაქტორინგის შესახებ“ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტებისთვის (№07-2/416; 16.08.2024). იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წერილი (№2-6616/25, 19.05.2025) თან ერთვის. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
დანართი
2-6616/25 19-05-2025 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ პაატა კვიჟინაძეს საქართველოს პარლამენტის ბიუროს N378/6, 02.09.2024 გადაწყვეტილებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს სავალდებულო წესით განსახილველად გადმოეცა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ფაქტორინგის შესახებ“ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები (№07-2/416; 16.08.2024). აღნიშნული კანონების პროექტების განხილვის ვადა განსაზღვრულია 2025 წლის 23 მაისამდე. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ საკითხების სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, უზრუნველყოთ დასახელებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვის ვადის გაგრძელება 3 თვით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge