საქართველოს მოქალაქეების: ზურაბ ვანიშვილის, ზურაბ ღლონტის, ბესიკ ქათამაძის და როლანდ კოჩაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „დედაქალაქის მოსახლეობის უუფლებობის აღკვეთის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-05-28
ბიუროს ნომერი 51 (11:45)
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA00412507231328
28.05.2025
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების მარეგულირებ
ელი ეროვნული კომისია
საქართველოს
ბიზნესომბუდსმენის აპარატი
ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის
რაიონის გამგეობა
საქართველოს სახალხო
დამცველის აპარატი
ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის საკრებულო
სათაური: საკანონმდებლო წინადადება "დედაქალაქის მოსახლეობის უუფლებობის
აღკვეთის შესახებ"
შინაარსი: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი განსაზღვრავს საერთო კრების
უფლებამოსილებებს, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესს იმ დასახლებისთვის, რომელში
რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს არ აღემატება.ამავე კოდექსის მუხლი 85
2 პრიმა მუხლის 6 ნაწილის თანახმად, "მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, ამ
მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საერთო კრების უფლებამოსილებები, მისი მოწვევისა და
საქმიანობის წესი განსაზღვროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, აგრეთვე
ამ დასახლებაში შექმნას რამდენიმე საერთო კრება და, ამ კანონის გათვალისწინებით,
განსაზღვროს მათი უფლებამოსილებანი, სახელწოდებები და საქმიანობის წესი. /// 2014
წლიდან (კოდექსის მიღებიდან) - დღემდე, საერთო კრების უფლებამოსილებები, მისი
მოწვევისა და საქმიანობის წესი არ განსაზღვრულა თბილისის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს მიერ, რომ დედაქალაქის მოსახლეობას მიეცეს იმის უფლება, რომ ისარგებლოს
"სოფლის/დაბის/ქალაქის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი
თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმით - დასახლების
საერთო კრებით! ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე
მუხლის თანახმად, გთავაზობთ, რომ მიღებული იქნას საქართველოს კანონი "ქალაქ
თბილისის მოსახლეობის უუფლებობის აღკვეთის შესახებ", რომელიც განსაზღვრავს
დედაქალაქის საერთო კრების უფლებამოსილებებს, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესს
ყველა დასახლებისთვის, და არა მხოლოდ მათთვის, რომლებშიც რეგისტრირებულ
ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს არ აღემატება. კანონი ხომ ყველასთვის ხელმისაწვდომი
უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, დასახლებაში 2000 ამომრჩეველია რეგისტრირებული, თუ
2000-ზე მეტი. ფაქტია, რომ "კეთილი ძია"-ს იმედად იმ დასახლებების დატოვება,
რომლებშიც 2000 ამომრჩეველზე მეტია რეგისტრირებული, არ უზრუნველყოფს
დედაქალაქის მოსახლეობის მიერ საერთო კრების ჩატარების უფლებით სარგებლობას.
ასეთი დისკრიმინაციული მიდგომა საკანონმდებლო დონეზე საკმაოდ არასამართლიანია და
ხელს უწობს იმდაგვარი ქაოტური მდგომარეობის წარმოქმნას დიდ დასახლებებში, რომ,
მაგალითად, დედაქალაქში,
საკადასატრო კოდზე
სახელობის სკოლა შენდება წყალსადენზე, საქართველოს პროკურატურის შენობა თბილისის
საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ - შენდება წყალსადენზე, დედაქალაქის ვაკის, წყნეთის,
საბურთალოს, ღრმაღელეს და სხვა მრავალი სასაფლაო გაშენებულია წყალსადენის ზემოდან
(მისი დაცვის ზონა კი ორივე მხარეს 10 მეტრს შეადგენს, ანუ - ჯამში 20 მეტრს!), ესმა
ონიანის ქუჩა გაშენებულია წყალსადენზე, ბელიაშვილის ქუჩაზე მრავალი რესტორანი
გაშენებულია წყალსადენზე, წყალსადენის ზემოთ არის განლაგებული საქართველოში
ცნობილი პოლიტიკოსების, პარლამენტის წევრების, მსახიობების, ოპერის მომღერლების
(
და მრავალი სხვა) საფლავები, რაც
ყოველგვარ კანონის და მორალის ნორმებს მიღმა დარღვევებია, მათ სულებს არ ეკადრებათ
ასეთი მოპყრობა. შესაბამისად, დასახლების საერთო კრების უფლება ან საერთოდ უნდა
გაუქმდეს, ან ყველა ადამიანზე და ყველა დასახლებაზე გავრცელდეს. კონკრეტულად
დედაქალაქის მოსახლეობა, მოკლებულია შესაძლებლობას, რომ კანონმა, და არა "კეთილმა"
საკრებულომ, უზრუნველყოს ქალაქ თბილისში რეგისტრირებული ამომრჩევლის
თბილისისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და აღნიშნული
მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიციირების პროცესებში ქმედით ჩართულობას.
ამრიგად, გთავაზობთ, რომ მიღებული იქნას საქართველოს კანონი "ქალაქ თბილისის
მოსახლეობის უუფლებობის აღკვეთის შესახებ", რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს
კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიით“ და
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გარანტირებული უფლების რეალიზაციას
დასახლების საერთო კრების ჩატარებაზე ახლა, და არა შემდეგ საუკუნეში. გთხოვთ,
საკანონმდებლო წინადადებაში ასახული ინფორმაცია წყალსადენზე დაშენებული
ობიექტების შესახებ გადაამოწმოთ, წამყვან კომიტეტზე კენჭისყრაზე საკითხის გატანამდე.
საკანონმდებლო წინადადებას ესაჭიროება დასაბუთებული და არგუმენტირებული
კენჭისყრა, წამყვანი კომიტეტის სხდომაზე. წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებაში კი
საუბარია კონრეტულ და მრავალრიცხოვან, ეპატაჟურ დარღვევებზე, რომლებითაც სემეკი
არც კი ინტერესდება, ისე "არეგულირებს" წყალმომარაგებას. ამგვარი ქაოსის გაგრძელება
დედაქალაქში დაუშვებელია, ამ დარღვევებს ესაჭიროება შესწავლა და რეაგირება, და არა
უბრალოდ საკანონმდებლო წინადადების უარყოფის ამსახველი "პროექტის განხილვის
აუდიო ჩანაწერი.mpga"-ს ფაილის პარლამენტის ინტერნეტ-გვერდზე გამოქვეყნება. გთხოვთ,
საკანონმდებლო წინადადებაში ასახული ინფორმაცია წყალსადენზე დაშენებული
ობიექტების შესახებ გადაამოწმოთ, წამყვან კომიტეტზე კენჭისყრაზე საკითხის გატანამდე
და კომიტეტის წევრებს მიაწოდოთ წერილობითი ინფორმაცია, წყალსადენზე დაშენებული
იმ ობიექტების შესახებ, რომელბზეც საუბარია წინამდებარე საკანონმდებლო წინადადებაში.
დიდი მადლობა წინასწარ. პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი, ზურაბ ღლონტი, ბესიკ
ქათამაძე და როლანდი კოჩაძე
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური: +
ელფოსტა:
7