საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ლარისა ფალავანდიშვილის წარმომადგენლის მალხაზ გობოსაშვილის მიერ წარმოდგენილ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (№1-1612/25; 04.03.2025) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
28.05.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-6965/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-05-28
ბიუროს ნომერი 52 ( შესვენებაზე)

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-6965/25 28-05-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის 27 მაისის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქე ლარისა ფალავანდიშვილის წარმომადგენელ მალხაზ გაბოსაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-1612/25; 04.03.2025). წინადადების ავტორი ითხოვს, დაინტერესებული პირს, ლარისა ფალავანდიშვილს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების/გადაანგარიშების უფლების მოსაპოვებლად წელთა ნამსახურობაში ჩაეთვალოს რწმუნებულებისა − აჭარის ავტონომიური გუბერნატორებისა და რესპუბლიკის, ადგილობრივი სახელმწიფო თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებში/დანაყოფებში 2001 წლის 1 აპრილიდან მუშაობის პერიოდი, ნაცვლად 2005 წლის 1 აპრილისა. აღსანიშნავია რომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში სამაშველო არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამსახურებში/დანაყოფებში (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე დათხოვნილი პირები არ წარმოადგენდნენ სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ სუბიექტებს. 2024 წელს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, აღნიშნულ პირებს მიენიჭათ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება და ხსენებულ უწყებებში 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე მუშაობის პერიოდი ჩაეთვალათ წელთა ნამსახურობაში (მიუხედავად ამ პერიოდში სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების გარეშე ნამსახურობისა). საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განსახილველ საკითხზე წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, 2005 წლამდე, ასევე, მიმდინარე პერიოდშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში საშტატო ნუსხებით გათვალისწინებულია როგორც სამოქალაქო შტატი (რომელზე დასაქმებული პირები არ წარმოადგენენ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის სუბიექტებს), ასევე, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე საშტატო პოზიციები, სადაც სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭება გათვალისწინებულია კონკრეტული პოზიციისთვის/თანამდებობისთვის. თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge ასევე, უნდა დაზუსტებული აღნიშნოს, რომ საკანონმდებლო წინადადებით, არ არის სავარაუდო პირთა წრე, ვისაც შეიძლება შეეხოს ცვლილება და მისი განხორციელების შემთხვევაში შესაბამისი ფინანსური შედეგების შესახებ ინფორმაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტი ამ ეტაპზე უარყოფილად მიიჩნევს საკანონმდებლო წინადადებას, თუმცა მიზანშეწონილად თვლის საკანონმდებლო წინადადებაში დასმულ საკითხებზე მსჯელობის გაგრძელებას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა/გადაანაგარიშებასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე