„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-02
ბიუროს ნომერი 53
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 27/02/2023, სარეგისტრაციო კოდი: 020000000.05.001.020796) შეტანილ
იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
7. 262-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“2. ამ კოდექსის 171-ე და 1752
მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 1 დღე-ღამის ვადაში, ამ კოდექსის 116-ე მუხლის
მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 142-ე და 154-ე მუხლებით, 1741 მუხლის მე-3, მე-4, მე6, მე-8 და მე-9 ნაწილებითა და 1742 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეები − 3 დღის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 501, 511, 513, 533, 55-ე, 55
2, 553, 555, 556, 582, 592, 61-ე და მე-80 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 88-ე,
912, 921, 94-ე, 95-ე, 961, 962, 964, 99-ე, 1001, 1002, 103-ე, 1032-1034, 104-ე, 1051, 1071, 141-ე, 143-ე−144
1, 1443−1445, 14410, 145-ე, 1461, 148-ე−1501, 1511, 152-ე, 1522−1529, 153-ე, 1541, 1542, 156-ე−1581, 159ე, 163-ე, 164-ე, 16512−16523, 1661, 167-ე, 170-ე, 174-ე და 175-ე მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1771 მუხლით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე
მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში) და 1791, 180-ე−1831, 185-ე−1852, 187-ე,
1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეები − 7 დღის ვადაში.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
მომზადებულია
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს
ამავე კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილში ცვლილების შეტანას. ეს ცვლილება ძალაში შედის
2027 წლის 1 იანვრიდან. აღნიშნულ მუხლში, „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონით
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27/02/2023, სარეგისტრაციო კოდი:
020000000.05.001.020796) შეტანილია ცვლილება,
იანვრიდან.
რომელიც ძალაში შედის 2027 წლის 1
აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია, რომ განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
27/02/2023, სარეგისტრაციო კოდი: 020000000.05.001.020796).
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა;
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში ცვლილების შეტანა შესაძლებელია
მხოლოდ ამავე კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანის გზით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
ამოქმედების
სამართალდარღვევათა
საკანონმდებლო
მაცნე
კოდექსში
შედეგად
„საქართველოს
ცვლილების
შეტანის
(www.matsne.gov.ge),
27/02/2023,
ადმინისტრაციულ
შესახებ“
(საქართველოს
სარეგისტრაციო
კოდი:
020000000.05.001.020796) საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა “შინაურ ბინადარ
ცხოველთა შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტში შემავალ კანონის პროექტთან - „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
გამოირიცხება საკანონმდებლო ხარვეზი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
https://matsne.gov.ge/ka/document/view/5712902?publication=5) საქართველოს კანონის პირველი
მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ 262-ე მუხლის მეორე ნაწილში და მუხლების
ჩამონათვალს ემატება 1032-1034 მუხლები, რომლებიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ
სამართლებრივ პასუხისმგებლობას პატრონიანი ცხოველის (ძაღლი, კატა) გადაადგილების
მოთხოვნების დარღვევის, „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტით განსაზღვრული შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) მოშენების
მოთხოვნების დარღვევისა და შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის
განმახორციელებელი სუბიექტების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
მოთხოვნების დარღვევისათვის.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია, რომ დროულად
ამოქმედდეს ცვლილება შესაბამის კანონში, რათა არ მოხდეს კოდექსის 262-ე მუხლის მე-2
ნაწილის არსებული რედაქციების გადაფარვა და გამოირიცხოს შესაძლო საკანონმდებლო
ხარვეზები. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო;
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
წარმოდგენილ კანონპროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფო,
რესპუბლიკური
ან/და
მუნიციპალიტეტების
ავტონომიური
ბიუჯეტებიდან
რესპუბლიკის
დამატებითი
ხარჯების
კანონპროექტის
გავლენით
გამოყოფას.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირებზე, რომლებზეც ვრცელდება მისი
მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტის ამოქმედება არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტის მიღებით ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის
მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი
არ
ხელშეკრულებებს.
ეწინააღმდეგება
აგრეთვე,
საქართველოს
კანონპროექტის
მიღება
ორმხრივ
არ
და
მრავალმხრივ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების), სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ეკა სეფაშვილი, ვლადიმერ ბოჟაძე, ირმა
ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე, გიორგი ჭყონია, ზაზა ლომინაძე, ზაალ მიქელაძე, სალომე
ჯინჯოლავა.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ეკა სეფაშვილი, ვლადიმერ ბოჟაძე, ირმა
ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე, გიორგი ჭყონია, ზაზა ლომინაძე, ზაალ მიქელაძე, სალომე
ჯინჯოლავა.