„არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.05.2025
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/47/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-02
ბიუროს ნომერი 53

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22/09/2020; სარეგისტრაციო კოდი: 360050000.05.001.020188) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. არაგვის დაცული ლანდშაფტის მდებარეობა და ფართობი 1. არაგვის დაცული ლანდშაფტი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მოიცავს ვაშლობის ხეობას, მდინარეების - გუდამაყრის არაგვის, ფშავის არაგვისა და ხევსურეთის არაგვის ხეობებს. 2. არაგვის დაცული ლანდშაფტის საერთო ფართობია 103 440 ჰექტარი. არაგვის დაცული ლანდშაფტი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს: N 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 X 504650 504584 504643 504584 511029 511093 510749 510647 510858 511017 510807 511029 490849 504664 480449 479173 478376 476608 475427 475050 475085 475783 476697 477567 478969 479650 Y 4707767 4707858 4707776 4707858 4694490 4694410 4694340 4694528 4694389 4694437 4694612 4694490 4715309 4707748 4679891 4678254 4677706 4679260 4679874 4680303 4680748 4682459 4683287 4685065 4686125 4687116 N 84 85 86 87 88 89 90 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 101 102 103 104 105 106 107 108 109 X 509943 510472 511252 511007 510472 509312 509335 509290 509312 508165 508165 507677 507677 504517 504517 504642 504621 504714 504714 503581 501604 500924 500454 500924 500454 501941 Y 4703148 4703148 4702944 4702895 4703148 4703540 4703518 4703574 4703540 4704879 4704879 4704989 4704989 4706463 4706463 4706952 4707176 4707547 4707547 4710405 4714843 4716351 4716272 4716351 4716272 4713918 N 166 167 168 169 170 171 172 173 174 175 176 177 178 179 180 181 182 183 184 185 186 187 188 189 190 191 X 492672 491813 490660 489819 488971 488832 488298 487385 486652 486186 485738 485081 481433 482021 482327 481565 480612 481856 481462 480640 477937 477274 477083 476466 476767 475871 Y 4677261 4675950 4674975 4674723 4673822 4671693 4672270 4672625 4673824 4674002 4673649 4672090 4675217 4676399 4678237 4679800 4680286 4688408 4688458 4689564 4690433 4690882 4692257 4693831 4694401 4696224 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 71 72 73 480439 481153 481856 512204 512204 511649 511469 511170 510012 510185 510012 509688 508722 508816 508930 508722 503679 503749 503742 503679 514270 514210 514101 514552 514270 514783 515409 515390 515330 515315 515390 513631 513494 513262 513631 515126 515303 514579 513712 514316 515126 512657 513178 512520 512657 511932 511975 4687096 4688011 4688408 4694129 4694129 4694290 4694363 4694496 4694865 4694756 4694865 4695058 4695181 4695184 4695101 4695181 4695804 4695908 4695831 4695804 4696323 4695880 4696097 4696987 4696323 4697151 4699533 4700012 4700041 4700135 4700012 4700169 4700231 4700514 4700169 4700518 4700317 4700519 4700158 4700491 4700518 4700866 4700657 4700863 4700866 4700973 4700960 110 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 121 122 123 124 125 126 127 128 129 130 131 132 133 134 135 136 137 138 139 140 141 142 143 144 145 146 147 148 149 150 151 152 153 154 155 156 502463 502611 502362 503581 504268 504712 504429 504879 505832 506591 509059 509157 509710 511466 511817 511822 513103 513669 514527 515245 515367 516001 515854 515454 514101 514192 513215 512204 510436 509206 506657 506299 503823 501301 500911 500511 499221 501350 501855 501904 502756 503408 502781 502247 501027 500420 500264 4713619 4712066 4710986 4710405 4709008 4707541 4706392 4705623 4705242 4705610 4704709 4703768 4703187 4702919 4702252 4700996 4700756 4700134 4700513 4700393 4699079 4698695 4698047 4697408 4696097 4695699 4694644 4694129 4694596 4694961 4695918 4695924 4695973 4696047 4695637 4695574 4692736 4691899 4691117 4690527 4690655 4690190 4690348 4689128 4687679 4687460 4686230 192 193 194 195 196 197 198 199 200 201 202 203 204 205 206 207 208 209 210 211 212 213 214 215 216 217 218 219 220 221 222 223 224 225 226 227 228 229 230 231 232 233 234 235 236 237 238 474656 474551 472391 470530 470534 471623 472720 472894 474271 475311 475363 475818 475818 476428 477294 478377 478611 480254 481916 482271 483046 483197 484554 485287 486218 487721 488984 490529 491398 493490 493976 496100 496273 496771 498043 498543 500454 489424 489169 489424 489378 488602 489269 490537 490910 489378 491223 4696831 4699258 4700705 4703103 4704495 4706753 4707517 4707985 4706816 4706887 4706460 4706031 4706332 4706914 4708430 4707926 4708120 4708062 4709178 4709109 4709720 4710527 4710995 4711588 4713678 4715281 4715428 4714969 4715625 4715795 4716823 4716518 4716768 4716823 4716222 4716568 4716272 4711887 4711818 4711887 4711698 4711774 4711118 4710619 4710215 4711698 4710359 74 75 76 77 78 79 80 81 82 83 511856 511932 512333 512363 512008 512333 511736 511749 511673 511736 4700974 4700973 4700994 4700963 4700949 4700994 4702409 4702386 4702457 4702409 157 158 159 160 161 162 163 164 165 498836 497623 496714 495620 495168 494776 494735 494324 493082 4684587 4681812 4681357 4681654 4682237 4682034 4681107 4680263 4678435 239 240 241 242 243 244 245 246 247 490183 489945 489460 489522 489738 483092 484337 505250 507593 4711208 4711350 4711707 4711827 4710963 4674198 4672716 4695270 4695530 “. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღების კულტურული და საქართველოში მიზეზი გამომდინარეობს, ერთი ეკოლოგიური მახასიათებლების შენარჩუნებისა დაცული ტერიტორიების ქსელის მხრივ, რეგიონის სოციო- და მეორე მხრივ, განვითარებისა და ურთიერთდაკავშირებულობის საჭიროებიდან გამომდინარე. დაცული ლანდშაფტების შექმნისა და თანამმართველობის ახალი პრაქტიკის დანერგვა წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე ადაპტირებულ მიდგომას, რომელიც ხელს უწყობს როგორც ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, აგრეთვე ადგილობრივი მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობის გზით. „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება, რომელიც გულისხმობს არაგვის დაცული ლანდშაფტის გაფართოებას ვაშლობის ხეობისთვის დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭებას, შედეგად მიზნად ისახავს ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობის ხელშეწყობას, ეკოტურიზმის პოტენციალის გაუმჯობესებასა და უკანონო საქმიანობის აღმოფხვრას რეგიონში. ვაშლობის ხეობისთვის დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭების საკითხი ეფუძნება ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივას. ვაშლობის ხეობა მდებარეობს გუდამაყრის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ჯუღისის იგივე მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადის ხეობაში. ხეობის დიდი ნაწილი უჭირავს მთისა და მდელოს ეკოსისტემებს, დანარჩენი კი ღრმა და ციცაბო ხეობებზე მდებარე მთის ტყეებსა და მყინვარულ-ნივალური ტიპის ეკოსისტემას. მდინარის ხეობების (ხევსურეთის, ფშავის და შავი არაგვის, თავიანთი შენაკადებით) განცალკევებული რელიეფი და ხეობების დამაკავშირებელი ქედები (1400-1600 მ.ზ.დ.) განაპირობებს ლანდშაფტის უნიკალურობას. ტერიტორია გამორჩეულია ისტორიულკულტურული თვალსაზრისითაც. ვაშლობის ხეობაში მდებარეობს ისეთი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლები, როგორებიცაა მაგალითად სოფელ ვაშლობში მაცხოვრის ამაღლების ეკლესია (VIII-IX სს.). ვაშლობის ხეობის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, სხვა დაცულ ტერიტორიებთან დამაკავშირებელი ტურისტული მარშუტები და შესაბამისად ტურიზმის და ადგილობრივი მოსახლეობისათვის სოციო–ეკონომიკური განვითარების პოტენციალის შექმნა ის სარგებელია, რასაც დაცული ლანდშაფტის გაფართოებამ შესაძლოა მოუტანოს მთიულეთისა და გუდამაყრის მოსახლეობას. კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს ფშავის, გუდამაყრის, პირაქეთა ხევსურეთის, აგრეთვე ვაშლობის ხეობის ბუნებრივი ეკოსისტემებისა და ისტორიული იერსახის შენარჩუნება ერთიანი მიდგომის გზით. ვაშლობის ხეობის არაგვის დაცული ლანდშაფტის საზღვრებში მოქცევა ხელს შეუწყობს არაგვის დაცული ლანდშაფტის დაარსების ძირითადი მიზნების მიღწევას: ა) კავკასიონის ცენტრალურ ნაწილში სუბალპური ტყე-მდელოების, ალპური მდელოების, სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტების პირვანდელი სახისა და ბუნებრივ- ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება და დაცვა; ბ) არაგვის დაცულ ლანდშაფტში ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით – საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის, დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების უზრუნველყოფა; გ) მიწის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა; ეკოლოგიური განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა; ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნების უზრუნველყოფა; დ) ბუნებრივ და ადამიანის მიერ სახეცვლილ გარემოში რეკრეაციის, მდგრადი ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის ხელშეწყობა, რათა შესაძლებელი გახდეს, ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის და სოციალურ-ეკონომიკური სარგებლის მიღება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: არაგვის დაცული ლანდშაფტი შექმნილია „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით. შესაბამისად, ამ კანონით შექმნილი დაცული ტერიტორიის ფართობის ცვლილებას სჭირდება კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, არაგვის დაცული ლანდშაფტის ფართობი გაიზრდება 3638 ჰა-თი და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, დაცული ლანდშაფტის სტატუსი მიენიჭება ვაშლობის ხეობას. გაფართოებული ტერიტორია მოექცევა არაგვის დაცული ლანდშაფტის შემადგენლობაში და მასზე გავრცელდება დაცული ლანდშაფტის მართვასთან დაკავშირებული რეგულაციები, რომელიც განსაზღვრულია „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი შედგება 2 მუხლისგან. პირველი მუხლით განისაზღვრება არაგვის დაცული ლანდშაფტის ახალი ფართობი და საზღვრები (კოორდინატები), ხოლო მე-2 მუხლით დადგენილია კანონის ძალაში შესვლის თარიღი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან არაგვის დაცული ლანდშაფტის გაფართოებიდან გამომდინარე, შესაბამისი მართვის ორგანოს ლანდშაფტის ადმინისტრაციის სრულფასოვანი ა(ა)იპ არაგვის დაცული ფუნქციონირებისთვის საჭირო იქნება დამატებითი ხარჯები, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად, ეს ხარჯები გათვალისწინებული იქნება მომავალი წლის ბიუჯეტში. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალო ვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი. საჭირო ხარჯების დაფინანსება მოხდება სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს შესაბამისი წლის ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი დადებით გავლენას იქონიებს დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იმ თვალსაზრისით, რომ არაგვის დაცული ლანდშაფტის გაფართოებულ ტერიტორიაზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის შემთხვევაში გაიზრდება ვიზიტორთა რაოდენობა, რაც გაზრდის დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლებსაც. გავლენა დამოკიდებული იქნება ვიზიტორთა რაოდენობაზე და მოწყობილ ინფრასტრუქტურაზე. სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას იქონიებს არაგვის დაცული ლანდშაფტის გაფართოებულ ტერიტორიაზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის/ექსპლუატაციის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი გადასახადები, რომლის ოდენობაც დამოკიდებული იქნება ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის და ვიზიტორთა რაოდენობაზე. ასევე, მართვის ორგანოს - ა(ა)იპ არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციაში დამატებით დასაქმდება 2 პირი, რომელთა წლიური შრომის ანაზღაურება შეადგენს 31 608 ლარს. ეს პირები გადაიხდიან საშემოსავლო გადასახადს (20%), რაც დადებით გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენა არ ექნება. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი იქონიებს გავლენას როგორც 2026 წლის, ასევე, 2027-2029 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინიდან არაგვის დაცული ლანდშაფტის გაფართოებიდან გამომდინარე, შესაბამისი მართვის ორგანოს - ა(ა)იპ არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის, საჭირო იქნება დამატებითი ხარჯები. კერძოდ, დამატებით ორი საშტატო (რეინჯერი) ერთეული და მათი აღჭურვილობა. 2026 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჭირო იქნება დაახლოებით 105 208 ლარი: 31 608 ლარი ორი საშტატო ერთეულის შრომის ანაზღაურება (ერთ ერთეულზე თვეში 1 317 ლარი) და 73 600 ლარი საქონელი და მომსახურება. აღნიშნული თანხა მიმართული იქნება დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად დუშეთის მუნიციპალიტეტში. 2027-2029 წლების სახელმწიფო ბიუჯეტებიდან დამატებით გამოყოფილი უნდა იქნას დაახლოებით წელიწადში 35 208 ლარი (31 608 ლარი (შრომის ანაზღაურება)) და 3 600 ლარი მანქანის საწვავი და ტექმომსახურება). 2026 წლისთვის გათვალისწინებული 73 600 ლარი მოხმარდება ერთი ერთეული ავტომანქანის შეძენას (70 000 ლარი) და ამ მანქანის საწვავსა და ტექმომსახურებას 3600 ლარი). სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ასევე გავლენას იქონიებს 2 საშტატო ერთეულის დამატებასთან დაკავშირებით, საპენსიო შენატანები. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართულ პირთა რაოდენობასა და მათ შრომის ანაზღაურებაზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალი ფინანსურ ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი იქონიებს გავლენას იმ პირების მიმართ, რომლებიც დასაქმდებიან არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციაში, ამ კანონით განსაზღვრული ტერიტორიის დაცვის მიზნით. არაგვის დაცული ლანდშაფტის გაფართოებულ ტერიტორიაზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის შემთხვევაში გაიზრდება ვიზიტორთა რაოდენობა, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ასევე, კანონპროექტს გავლენა ექნება ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელ იურიდიულ პირებზე ფინანსური მოგების მიღების თვალსაზრისით, ფიზიკურ პირებზე ინფრასტრუქტურულ პროექტებში დასაქმების შედეგად შრომითი ანაზღაურების მიღების თვალსაზრისით. გავლენა დამოკიდებული იქნება ვიზიტორთა რაოდენობაზე და მოწყობილ ინფრასტრუქტურაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.