საქართველოს პარლამენტის წევრის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, 2025 წლის 19-21 მაისს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ორმხრივ შეხვედრებსა და 21-26 მაისს ქალაქ დეიტონში, 2025 წლის ნატოს საპარლამენტო ასამბლეის (NATO PA) საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობის შესახებ ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
29.05.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე
ნომერი
#2-7068/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-02
ბიუროს ნომერი 53

📜 ტექსტი

წერილი
2-7068/25 29-05-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მოგახსენებთ, რომ 2025 წლის 19 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით სამსახურებრივი მივლინებით ვიმყოფებოდი ამერიკის შეერთებულ შტატებში (ქალაქ ნიუ-იორკში) 3 დღით, 2025 წლის 19 მაისიდან 21 მაისის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში, სადაც ვმონაწილეობდი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ორმხრივ შეხვედრებში. ასევე, ა/წ 21 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით, ვიმყოფებოდი ამერიკის შეერთებულ შტატებში (ქალაქ დეიტონში) 6 დღით, 2025 წლის ნატოს საპარლამენტო ასამბლეის (NATO PA) საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობის მიღების მიზნით როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის (NATO PA) მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი . წარმოგიდგენთ ვიზიტის ანგარიშს დანართი 2 გვერდად პატივისცემით პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის - გივი მიქანაძის ნატოს საპარლამენტო ასამბლეის (NATO PA) მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის მივლინების ანგარიში მოგახსენებთ, რომ 2025 წლის 19 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით სამსახურებრივი მივლინებით ვიმყოფებოდი ამერიკის შეერთებულ შტატებში (ქალაქ ნიუ-იორკში) 3 დღით, 2025 წლის 19 მაისიდან 21 მაისის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში, სადაც ვმონაწილეობდი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ორმხრივ შეხვედრებში. ასევე, ა/წ 21 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით, ვიმყოფებოდი ამერიკის შეერთებულ შტატებში (ქალაქ დეიტონში) 6 დღით, 2025 წლის ნატოს საპარლამენტო ასამბლეის (NATO PA) საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობის მიღების მიზნით როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის (NATO PA) მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი . წარმოგიდგენთ ვიზიტის ანგარიშს ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში, შევხვდი პოლიტიკის კოორდინაციისა და სოციალურ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს, ბიორგ სენდკიაერის. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს მიერ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება. გენ.მდივნის თანაშემწეს მივაწოდე ინფორმაცია იმ აქტივობების შესახებ, რასაც ხელისუფლება დგამს მდგრადი განვითარების მიზნების შესასრულებლად. ბიორგ სენდკიაერმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და გაწეულ საქმიანობას და გამოთქვა იმედი, რომ მომავალშიც თანამშრომლობა გაეროს სტრუქტურებსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება. ხაზი გაესვა 2026 წელს საქართველოში დაგეგმილ საჯარო სერვისების ფორუმის ჩატარების მნიშვნელობას. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს აქტიური როლი კარგი მმართველობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების მიმართულებით. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს პოზიტიური როლი სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო პროცესის მედიაციაში. მხარეები შეთანხმდნენ აქტიურ კომუნიკაციასა და ინფორმაციის რეგულარულად ურთიერთგაცვლაზე. შეხვედრაში მონაწილეობდა გაეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე. ასევე, ნიუ იორკში, გაეროს სათავო ოფისში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შევხვდი გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს, გაეროს განვითარების პროგრამის ევროპისა და დსთ-ის რეგიონულ დირექტორს, ივანა ჟივკოვიჩს. შეხვედრაზე განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის მრავალწლიანი შედეგები და ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გაეროსთან 2025-2030 წლებში განსახორციელებელი აქტივობების ჩარჩო დოკუმენტის ხელმოწერისთვის საქართველოს მთავრობასა და გაეროს სააგენტოებს შორის დაწყებული განხილვების მნიშვნელობას. ხაზი გაესვა გაეროს სააგენტოების ცალკეული პროგრამების დაგეგმარებას. ივანა ჟივკოვიჩმა ხაზგასმით აღნიშნა და მადლიერება გამოხატა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მაღალი რანგის თანამშრომლობისა და ჩართულობის მიმართ. მან ასევე ისაუბრა მაისის ბოლოს დაგეგმილ ვიზიტზე საქართველოში, სადაც ექნება შესაძლებლობა შემდგომი თანამშრომლობის საკითხები დეტალურად იქნა განხილული. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა გაეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე. ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში, დავესწარი ნიუ იორკში, ჰარვარდის კლუბში საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას. მიღებაზე მოწვეული იყვნენ ნიუ იორკში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები. ღონისძიებას მასპინძლობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ლაშა დარსალია და ნიუ იორკში საქართველოს გენერალური კონსული - მაკა ბართაია და ესწრებოდა გაეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი - დავით ბაქრაძე.