საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შესახებ“

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.06.2025
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-5115/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-02
ბიუროს ნომერი 53

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412507454436 30.05.2025 საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია სათაური: საკანონმდებლო წინადადება "შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შესახებ შინაარსი: როგორც მოგეხსენებათ, ერთიანი ეროვნული გამოცდების მოთხოვნები ისტორიაში ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტის საგამოცდო პროგრამა ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას და მოიცავს მსოფლიო და საქართველოს ისტორიის საკითხებს უძველესი დროიდან XX საუკუნის ჩათვლით. ისტორიის ტესტი ამოწმებს როგორც ფაქტობრივ ცოდნასა და მისი გამოყენების უნარს, ასევე ისეთ მაღალ სააზროვნო უნარებს, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, არგუმენტირებული მსჯელობა, მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენა, ისტორიულ პროცესებს შორის მიმართების დადგენა, პრობლემის გააზრება, ანალიზი და შეფასება. ///////// სსიპ ,,შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის’’ მიერ ვებ-გვერდზე 2025 წელს განთავსებულ საგამოცდო კრებულში "ცენტრი"-ს ისტორიის ჯგუფის მიერ მომზადებულ კითხვებში, მოცემულია შემდეგი საგამოცდო ტესტი #38.4: "ლაშქარი გორსა და მის შემოგარენში დაბანაკდა, რათა იქ ციხესიმაგრე აეშენებინა და თეიმურაზისთვის დაბრუნების ყველა იმედი გადაეწურა. ჯერ შესაფერისი ადგილი შეარჩიეს - ერთი განცალკევებით მდგარი გორაკი, რომლის ერთი მხარე ქალაქს ემიჯნებოდა, მეორე კი მდინარეს. სპარსელთა ერთ-ერთმა სარდალმა როსტომმა შეიტყო, რომ მამა კასტელი ხელოვნების მცოდნე გახლდათ, რასაც სპარსეთში ძალზე აფასებდნენ, თავისთან უხმო მას და სთხოვა დაეხატა ციხე-სიმაგრე, რომელსაც იგი აშენებდა. სანამ სპარსთა ლაშქარი გორში იყო დაბანაკებული, არაერთხელ მოგვიწია მათი ფიზიკური და სულიერი განკურნება." საგამოცდო ტესტის 38-ე კითხვას გააჩნია შემდეგი აღწერა: ინსტრუქცია დავალებისათვის №38. ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი ისტორიული დოკუმენტი, გაიაზრეთ ტექსტი და უპასუხეთ კითხვებს. პასუხები ჩაწერეთ პასუხების ფურცლის შესაბამის ადგილას. დავალების მაქსიმალური ქულაა 14." ასევე, გააჩნია შემდეგი შეფასების სქემა: "38.4. ლოგიკური პასუხი, რომელიც არ შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას - 1 ქულა". აღნიშნულ საგამოცდო ტესტს გააჩნია შემდეგი კითხვა: "თქვენი აზრით, რა იგულისხმება „სულიერ განკურნებაში“? //////// ამრიგად, განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს სთავაზობს ისტორიის საგანში შემდეგ კითხვას: "თქვენი აზრით, რა იგულისხმება „სულიერ განკურნებაში“? ამგვარი კითხვის დასმა არის სრულიად არარელევანტური და დაუშვებელი. ამგვარი კითხვის დასმა ემსახურება ერთადერთ მიზანს აბიტურიენტებს ამ კითხვაზე გაცემისას დაეწეროთ 0 ქულა, ნაცვლად 1 ქულისა. ეს არის ცენტრის მიერ შექმნილი ხელოვნური ბარიერი, დანაშაულებრივი "ხაფანგი", რათა აბიტურიენტებს, რომლებიც მაღალ ქულებს იმსახურებენ, ხელოვნურად დაეწეროთ დაბალი ქულები, ვერ მოიპოვონ 100-პროცენტიანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი და ასე შემდეგ. სსიპ ,,შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის’’ ამგვარი თვითნებობის და უკანონობის პირობებში, ისმის კითხვა, თუ როგორ აილაგმოს ცენტრის ამგვარი თვითნებობა და აშკარა უკანონობა, როდესაც კითხვა "თქვენი აზრით, რა იგულისხმება „სულიერ განკურნებაში“? - ხდება ისტორიის საგანში ერთიანი ეროვნული გამოცდების სატესტო კითხვა. აშკარაა, რომ "თქვენი აზრით, რა იგულისხმება „სულიერ განკურნებაში?" არ განეკუთვნება ისტორიის აკადემიურ დისციპლინას, იგი უფრო ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის ან მედიცინის დარგის კითხვას უფრო წარმოადგენს, ვიდრე ისტორიულს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის საფუძველზე, გთხოვთ, მიიღოთ საქართველოს კანონი "შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შესახებ", რომლითაც განისაზღვრება ცენტრის სამართლებრივ სტატუსს, საქმიანობის წესი, ხოლო ცენტრის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებულ სატესტო კითხვებზე დაწესდება სავალდებულო საექსპერტო შეფასება, რომელსაც გახორციელებს აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო ან/და სერტიფიცირებული ექსპერტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების შემეცნების წყაროს ასევე წარმოადგენს ის გარემოება, რომ ხშირად, საგამოცდო ტესტების შედგენა ხდება ლიტერატურული ნაწარმოებების მიხედვით, რომლებიც ისტორიულ ფაქტებს არასწორად აღწერენ, ხოლო ისტორიის საგანში ტესტების შედგენა აღნიშნული ლიტერატურული ნაწარმოებების საშუალებებით ხდება, რაც წარმოშობს გაუგებრობებს. მაგალითად, არკანჯელო ლამბერთი გორიდან გურიაში 2 კათოლიკე ბერის გამგზავრების ისტორიას შემდეგნაირად აღწერს: "ხსენებულმა მღვდელმთავარმა ქალი თბილისში ჩაიყვანა, რის შემდეგაც გორს ეწვია, სადაც კარგად გაეცნო ჩვენი ცხოვრების წესს და ისე დაგვიმეგობრდა, რომ მამა დონ პიეტროს სთხოვა, მისთვის ორი ჩვენგანი გაეყოლებინა. მთავარი საფიქრალი ხომ საქმიანობის ყოველი მხრით განვრცობა იყო. ამიტომაც დააკმაყოფილა თხოვნა." წყარო: (არკანჯელო ლამბერტი, „წმინდა კოლხეთი“,თარგმნა გ. ცქიტიშვილმა. გამოსაცემად მოამზადა დ. მერკვილაძემ). მოყვანილი ციტატის თანახმად, დონ პიეტრომ შეასრულა გურიის შემოქმედელი ეპისკოპოსის თხოვნა. ამის საპირისპიროზე უთითებს თავად დონ პიეტროს მიერ 1635 წლის 24 ნოემბერს თეატინელი კლირიკოსების გენერალ, დონ მატეო სანტომანგოსთან მიწერილი წერილი: დონ პიეტრომ შეასრულა ნიკიფორე ქართველი ბერის თხოვნა ორი ბერის "გაყოლებაზე" მას შემდეგ, რაც ნიკიფორე ქართველმა ბერმა 10 პიასტრის მოწყალება გაიღო. ანუ, თავად დონ პიეტრო არ საუბრობს იმაზე, რომ გურიის შემოქმედელი ეპისკოპოსი დაუმეგობრდა მას - დონ პიეტროს. მათ "დამეგობრებაზე" საუბრობს ლამბერტი, 1657 წელს დაწერილ "წმინდა კოლხეთში": "გორს ეწვია, სადაც კარგად გაეცნო ჩვენი ცხოვრების წესს და ისე დაგვიმეგობრდა, რომ მამა დონ პიეტროს სთხოვა, მისთვის ორი ჩვენგანი გაეყოლებინა. მთავარი საფიქრალი ხომ საქმიანობის ყოველი მხრით განვრცობა იყო. ამიტომაც დააკმაყოფილა თხოვნა." აი, ასეთი და ამგვარი ქაოტური მდგომარეობის აღკვეთას ემსახურება შემოთავაზებული საკანონმდებლო წინადადება. დოკუმენტები: 1 ) საგამოცდო კითხვა.pdf; პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: ელფოსტა:
დანართი
როგორ მოვემზადოთ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ისტორია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ისტორიის ჯგუფი თბილისი 2025 სსიპ - ,,შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის’’ მიერ ვებ-გვერდზე განთავსებული საგამოცდო კრებულები წარმოადგენს ცენტრის საკუთრებას და დაცულია საქართველოს კანონით ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ’’. სსიპ - ,,შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი’’ ვებ-გვერდის მომხმარებელს / ვიზიტორს აძლევს უფლებას იხილოს და ჩამოტვირთოს აღნიშნული კრებულები, რომლებსაც მხოლოდ საინფორმაციო დანიშნულება აქვს. დაუშვებელია ტექსტში რაიმე ცვლილების შეტანა, რეპროდუქცია, თარგმნა და სხვა საშუალებებით გავრცელება (როგორც ბეჭდვითი, ასევე ელექტრონული ფორმით) სსიპ - ,,შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის’’ ნებართვის გარეშე. იკრძალება საგამოცდო მიზნებისათვის. I კრებულების გამოყენება კომერციული სარჩევი შესავალი ....................................................................................... ............................................... III ერთიანი ეროვნული გამოცდების მოთხოვნები ისტორიაში ............................................IV ისტორიის საგამოცდო ტესტის ფორმატი ...................................... ........................................V ტესტურ დავალებათა ტიპების აღწერა..................................................................................VI საგამოცდო ტესტის ნიმუში და ტესტის ნიმუშის შეფასების სქემა............. ..................... 1 II შესავალი კრებულში მოცემულია: • ერთიანი ეროვნული გამოცდების მოთხოვნები ისტორიაში; • ინფორმაცია ისტორიის საგამოცდო ტესტის ფორმატის შესახებ; • ტესტურ დავალებათა ტიპების აღწერა; • ტესტის ნიმუში და ტესტის ნიმუშის შეფასების სქემა. კრებულში მოცემულ დავალებათა გაცნობა საშუალებას მოგცემთ, დამოუკიდებლად მოემზადოთ ისტორიის გამოცდისათვის. იმედი გვაქვს, რომ წინამდებარე კრებული დაგეხმარებათ უკეთ მოემზადოთ გამოცდისათვის. გისურვებთ წარმატებას! III ერთიანი ეროვნული გამოცდების მოთხოვნები ისტორიაში ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტის საგამოცდო პროგრამა ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას და მოიცავს მსოფლიო და საქართველოს ისტორიის საკითხებს უძველესი დროიდან XX საუკუნის ჩათვლით. ისტორიის ტესტი ამოწმებს როგორც ფაქტობრივ ცოდნასა და მისი გამოყენების უნარს, ასევე ისეთ მაღალ სააზროვნო უნარებს, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, არგუმენტირებული მსჯელობა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა, ისტორიულ პროცესებს შორის მიმართების დადგენა, პრობლემის გააზრება, ანალიზი და შეფასება. IV ისტორიის საგამოცდო ტესტის ფორმატი 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტში მოცემული იქნება შემდეგი დავალებები: ➢ 35 დახურული ტიპის დავალება ➢ ისტორიული რუკის ანალიზი (დახურული ტიპის შეკითხვებით) ➢ ისტორიული მოვლენის (ან პიროვნების/ისტორიული დოკუმენტის და სხვ.) ანალიზი და შეფასება ➢ ისტორიული წყაროს ანალიზი ტესტში დავალებათა ქულების გადანაწილება შემდეგნაირია: ▪ 35 დახურული ტიპის დავალება - თითოეული დავალების მაქსიმალური ქულაა 1; სულ - 35 ქულა; ▪ ისტორიული რუკის ანალიზი (დახურული ტიპის შეკითხვებით) - თითოეული დავალების მაქსიმალური ქულაა 1, სულ - 6 ქულა; ▪ ისტორიული მოვლენის (ან პიროვნების/ისტორიული დოკუმენტის და სხვ.) ანალიზი და შეფასება (ღია დავალება) - მაქსიმალური ქულაა 5; ▪ ისტორიული წყაროს/ტექსტის ანალიზი (ღია დავალება) - მაქსიმალური ქულაა 14. 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი - 2 საათი და 40 წუთი. აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს. V ტესტურ დავალებათა ტიპების აღწერა დავალება I ტიპი o დახურული დავალება დავალების აღწერა და ინსტრუქცია: დავალებაში დასმულია კითხვა, რომელსაც ოთხი სავარაუდო პასუხი ახლავს. მათგან მხოლოდ ერთია სწორი. პასუხების ფურცელში უნდა გადახაზოთ არჩეული პასუხის შესაბამისი უჯრა. მოწმდება: ფაქტობრივი მასალის ცოდნა და მისი გამოყენების უნარი; ისტორიული მოვლენებისა და პროცესების დამახასიათებელი, არსებითი ნიშნების გამოვლენის უნარი; ისტორიული მოვლენებისა და პროცესების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენის უნარი. შეფასება: თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება. დავალების II ტიპი o ისტორიული რუკის ანალიზი დავალების აღწერა და ინსტრუქცია: დავალებაში მოცემულია გარკვეული ეპოქის ისტორიული რუკა, რომელსაც თან ახლავს დახურული ტიპის შეკითხვები. მოწმდება: ისტორიული წყაროში - რუკაზე მოცემული ინფორმაციის წაკითხვის, მისი გამოყენების, ინტერპრეტაციისა და ისტორიულ კონტექსტში ჩასმის უნარი. შეფასება: დავალების მაქსიმალური ქულაა 6. VI დავალების III ტიპი o ისტორიული მოვლენის ანალიზი და შეფასება დავალების აღწერა და ინსტრუქცია: დავალებაში მოცემულია დავალების პირობა, რომელსაც აბიტურიენტები გულდასმით უნდა გაეცნონ, შემდეგ კი მოცემული კითხვების მიხედვით უნდა ჩამოაყალიბონ საკუთარი მოსაზრებები და არგუმენტები წარმოდგენილ თემაზე. მოწმდება: ისტორიული მოვლენების (ან პიროვნების/ისტორიული დოკუმენტის და სხვ.) დამახასიათებელი, არსებითი ნიშნების, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენისა და შეფასების, კრიტიკული გააზრებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი. შეფასება: დავალების მაქსიმალური ქულაა 5. დავალების IV ტიპი o წერილობითი ისტორიული წყაროს/ტექსტის ანალიზი დავალების აღწერა წერილობითი და ინსტრუქცია: დავალებაში (ნარატიული, დოკუმენტური) მოცემულია ისტორიული უცნობი წყარო/ტექსტი, რომელსაც თან ახლავს შეკითხვები. მოწმდება: წერილობით ისტორიული წყაროში/ტექსტში მოცემული ინფორმაციის წაკითხვის, მისი გამოყენებისა, ინტერპრეტაციისა და ისტორიულ კონტექსტში ჩასმის უნარი. საკუთარი აზრის შემუშავებისა და არგუმენტირებულად დასაბუთების, ლოგიკური, კრიტიკული აზროვნების უნარი; მოვლენათა შეფასების უნარი. შეფასება: დავალების მაქსიმალური ქულაა 14. VII ერთიანი ეროვნული გამოცდები ივლისი, 2024 ტესტი ისტორიაში I ვარიანტი ინსტრუქცია თქვენ წინაშეა საგამოცდო ტესტის ელექტრონული ბუკლეტი. ყურადღებით გაეცანით ტესტის ყოველი დავალების ინსტრუქციას, კარგად გაიაზრეთ თითოეული დავალების მოთხოვნა და შემდეგ დაიწყეთ მუშაობა. ტესტის მაქსიმალური ქულაა 60. ტესტზე სამუშაოდ გეძლევათ 2 საათი და 40 წუთი. გისურვებთ წარმატებას! შემდეგ გვერდზე გადასასვლელად და უკან დასაბრუნებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კლავიატურაზე არსებული ღილაკები ინსტრუქცია დავალებებისათვის № 1-35. თითოეულ კითხვაზე მოცემულია ოთხი სავარაუდო პასუხი. მათგან მხოლოდ ერთია სწორი. თქვენ მიერ არჩეული პასუხის მონიშვნის ერთადერთი გზა პასუხების ფურცელზე სათანადო უჯრაში X ნიშნის დასმაა. არც ერთი სხვა აღნიშვნა, ჰორიზონტალური თუ ვერტიკალური ხაზები, შემოხაზვა და ა.შ. ელექტრონული პროგრამის მიერ არ აღიქმება. თუ გსურთ პასუხების ფურცელზე მონიშნული პასუხის გადასწორება, მთლიანად გააფერადეთ უჯრა, რომელშიც დასვით X ნიშანი და შემდეგ მონიშნეთ პასუხის ახალი ვარიანტი (დასვით X ნიშანი ახალ უჯრაში). შეუძლებელია, ხელმეორედ აირჩიოთ ის პასუხი, რომელიც გადაასწორეთ. თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება. 2 (1) 1. სხვა მიზეზებთან ერთად რამ განაპირობა საბოლოოდ ფარაონ ამენჰოტეპ (ამენხოტეპ) IV-ის რელიგიური რეფორმის მარცხი? ა) ქვეშევრდომების აჯანყებამ; ბ) ქურუმების წინააღმდეგობამ; გ) მომთაბარე ჰიქსოსების მარბიელმა თავდასხმებმა; დ) პირამიდების მშენებლობებით გამოწვეულმა კრიზისმა. 3 (1) 2. შუამდინარეთში მდებარე რომელი ქალაქი აიღეს ხეთებმა ერთ-ერთი ლაშქრობის დროს? ა) სიდონი; ბ) ტვიროსი; გ) ბაბილონი; დ) ჰალიკარნასი. 4 (1) 3. რა უკავშირდება ნაბუქოდონოსორის მოღვაწეობას? ა) ლურსმული დამწერლობის შემოღება; ბ) მიდიის სამეფოს განადგურება; გ) ზიკურათების მშენებლობის დაწყება; დ) ბაბილონის სამეფოს გაძლიერება. 5 (1) 4. რომელი ინფორმაციაა მართებული დიაოხის შესახებ? ა) დიაოხი მეზობლებმა გაანადგურეს, სამხრეთი ურარტუმ დაიკავა, ჩრდილოეთის მხარეები კი კოლხამ; ბ) აღმოსავლეთიდან პონტოს სამეფოს, ხოლო დასავლეთიდან იბერიის შემოტევას დიაოხმა ვეღარ გაუძლო და არსებობა შეწყვიტა; გ) მიდიის სამეფოსთან ომმა დიაოხი დაასუსტა და ვეღარ გაუძლო ჩრდილოეთიდან შემოჭრილი ჰუნების შემოტევას; დ) ჩრდილოეთიდან მომთაბარეების შემოსევებმა დაასუსტა დიაოხი, რამაც მეზობელ კოლხას მისი დაპყრობა გაუადვილა. 6 (1) 5. რომელი მსჯელობაა მართებული აქემენიანი მმართველების მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ? ა) ვაჭრობის განვითარების მიზნით არტაქსერქსე III-მ პრივილეგიები მიანიჭა მცირეაზიელ ბერძნებს და ამით ფინიკიელთა მონოპოლია დაასრულა; ბ) ადგილობრივი მმართველობის გასაუმჯობესებლად დარიოს I-მა სატრაპებისა და მხედართმთავრების თანამდებობები გამიჯნა; გ) კიროს II-მ დასავლეთის პროვინციებზე მომთაბარეთა თავდასხმების მოსაგერიებლად ღულამთა კორპუსი შექმნა და საზღვრებზე განალაგა; დ) ლევანტის დაპყრობის შემდეგ კამბიზ I-მა ადგილობრივი მოსახლეობა აყარა და მათ ნაცვლად სემიტები ჩაასახლა. 7 (1) 6. რა უკავშირდება კლისთენეს მმართველობას? ა) ლეგიონერების საყოველთაო აღწერა თებეში; ბ) არქონტთა საბჭოს დაფუძნება ბეოტიაში; გ) ატიკის ახალი ტერიტორიული დაყოფა; დ) სპარტაში ოხლოკრატიული მმართველობის დასრულება. 8 (1) 7. ვის ფუნქციას ითავსებდა ძველ რომში მეფე? ა) კონსულის; ბ) სახალხო ტრიბუნის; გ) ქურუმის; დ) მთავარი ლიქტორის. 9 (1) 8. რატომ იყო მნიშვნელოვანი ბერძენთათვის თერმოპილეს დაცვა ქსერქსე I-ის შემოსევისას? ა) იცავდა სპარტის მისადგომებს; ბ) კეტავდა შუა საბერძნეთში შესასვლელ გზას; გ) წარმოადგენდა ერთადერთ გასასვლელს სალამინის ყურეში; დ) თითქმის მთლიანად აკონტროლებდა კორინთოს მიმდებარე ტერიტორიას. 10 (1) 9. რა მოიმოქმედეს პელოპონესის ომის დროს კლეონმა და დემოსთენემ პერიკლეს გარდაცვალების შემდეგ? ა) გაააქტიურეს სამხედრო მოქმედებები და რამდენჯერმე გაიმარჯვეს; ბ) დროებითი ზავი დადეს მიკენთან და ქალაქში მალევე აღადგინეს წესრიგი; გ) გააგრძელეს რეფორმები და ყველას, ვინც ქალაქში ცხოვრობდა, მოქალაქეობა მიანიჭეს; დ) ომის მიმდინარეობის საბაბით არეოპაგის არჩევნები გააუქმეს და ძალაუფლება მიიტაცეს. 11 (1) 10. რომელი ინფორმაციაა მართებული ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობის შესახებ? ა) ბაბილონის აღების შემდეგ განაგრძო ლაშქრობა და ურმიის ტბასთან ბრძოლაში დაამარცხა სპარსელები; ბ) ჰიდასპის ბრძოლაში სპარსელებზე გამარჯვების შემდეგ ადვილად დაიმორჩილა ფინიკიური ქალაქები; გ) მესოპოტამიის დაპყრობის შემდეგ ლაშქრობა დასავლეთით განაგრძო და ალექსანდრიასთან ბრძოლაში გაიმარჯვა სპარსელებზე; დ) ისოს ბრძოლაში დაამარცხა სპარსელები, შემდეგ განაგრძო ლაშქრობა და შეიჭრა ეგვიპტეში. 12 (1) 11. რა ეწოდებოდა ანტიკური პერიოდის ქართლის მეფის კარზე არსებულ ერთ-ერთ მაღალ სამოხელეო თანამდებობას? ა) ამირახორი; ბ) ეზოსმოძღვარი; გ) მარზპანი; დ) ჩუხჩარხი. 13 (1) 12. რომელი ინფორმაციაა მართებული სულას შესახებ? ა) რომის უკანასკნელი მეფე იყო, რომელიც აჯანყებულებმა განდევნეს; ბ) რომაელი სარდალი იყო, რომელიც აღმოსავლეთში პონტოს მეფეს ებრძოდა; გ) რომაელი დიდებული იყო, რომელმაც პირველმა დაამარცხა კართაგენელები; დ) რომის პირველი სახალხო ტრიბუნი იყო რესპუბლიკური მმართველობის დამყარების შემდეგ. 14 (1) 13. ვინ იყო არტაგი? ა) რომის წინააღმდეგ მებრძოლი ქართლის მეფე, რომელიც დამარცხდა და იძულებული გახდა პომპეუსისთვის მძევლები მიეცა და საჩუქრები გაეგზავნა; ბ) მითრიდატე VI-ის მოკავშირე და მასთან ერთად რომაელების წინააღმდეგ მებრძოლი კოლხეთის მეფე, რომელიც დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა; გ) ქართლის ერისმთავარი, რომელმაც რომის დახმარებით დაამარცხა პართელები და ამის შემდეგ ტრაიანესაგან მეფის ტიტულიც მიიღო; დ) ლაზიკის პატრიკიოსი, რომელიც რომისა და პონტოს სამეფოს ომში ჯერ პონტოს უჭერდა მხარს, თუმცა ბოლოს რომაელთა სარდალ კორბულონს მიემხრო. 15 (1) 14. ვისი დახმარების იმედი ჰქონდა ვახტანგ გორგასალს ანტიირანული აჯანყების დაწყებისას? ა) სარმატების; ბ) გოთების; გ) პაჭანიკების; დ) ჰუნების. 16 (1) 15. რატომ გადავიდა ლაზთა მეფე გუბაზი კვლავ ბიზანტიელთა მხარეს მას შემდეგ, როცა მანამდე თავად მიიწვია ირანის შაჰი დასავლეთ საქართველოში? ა) გაიგო, რომ ირანელებმა მისი მოკვლა განიზრახეს; ბ) ირანელებმა აქტიურად დაიწყეს ისლამის გავრცელება; გ) ბიზანტიის იმპერატორმა მუქარის წერილი გამოუგზავნა; დ) დაემორჩილა სახალხო კრების გადაწყვეტილებას. 17 (1) 16. რა ეწოდებოდა გადასახადს, რომელსაც ქართლის მოსახლეობა იხდიდა „დაცვის სიგელის“ თანახმად? ა) ყალანი; ბ) თამღა; გ) ულუფა; დ) ჯიზია. 18 (1) 17. რომელი მსჯელობაა მართებული სელჩუკთა სახელმწიფოს შესახებ? ა) დააარსეს ჯვაროსანთა მიერ სირიიდან და პალესტინიდან განდევნილმა თურქულმა ტომებმა, რომელთაც სათავეში თოღრულ-ბეგი ჩაუდგა; ბ) ძლიერების მწვერვალზე სელჩუკთა სულთნებმა ბალკანეთისა და მცირე აზიის ნახევარკუნძულებიც დაიპყრეს და იქ მუსლიმური საამიროები დააფუძნეს; გ) ახლო აღმოსავლეთზე კონტროლის დასამყარებლად სელჩუკები ხშირად იბრძოდნენ ირანთან, რაც ორ სახელმწიფოს შორის გავლენის სფეროების გამიჯვნით დასრულდა; დ) მალიქშაჰის გარდაცვალების შემდეგ მის მემკვიდრეებს შორის დაწყებულმა ბრძოლამ საბოლოოდ სელჩუკთა სახელმწიფოს დაშლა გამოიწვია. 19 (1) 18. რომელი ინფორმაციაა მართებული დემეტრე I-ის შესახებ? ა) ალყა შემოარტყა არზრუმს, ქალაქის ამირას კი ხარკი დააკისრა; ბ) აიღო განძა, თუმცა ამ ქალაქის ხანგრძლივად შენარჩუნება ვერ შეძლო; გ) ისარგებლა ანისის მოსახლეობის მიწვევით და ეს ქალაქი საქართველოს შემოუერთა; დ) ჩამოართვა უფლისციხე ურჩ დიდებულებს და ქალაქი უფროს ვაჟს გადასცა სამართავად. 20 (1) 19. რომელი მუსლიმი მმართველები დაამარცხა საქართველოს სამეფოს ლაშქარმა შამქორისა და ბასიანის ბრძოლებში? ა) ჯარაჰი და ბუღა თურქი; ბ) ალფ არსლანი და ილღაზი; გ) აბუ ბაქრი და რუქნ ად-დინი; დ) ჯალალ ად-დინი და ყაზან-ყაენი. 21 (1) 20. რომელი ფაქტია მართებული სალადინის შესახებ? ა) დაამხო ომაიანთა დინასტია, ხოლო სახალიფოს დედაქალაქი ბაღდადში გადაიტანა; ბ) დაამარცხა მანასკერტის ბრძოლაში ბიზანტიელები და ქალაქი ნიკეა დაიკავა; გ) დაიპყრო პირენეის ნახევარკუნძული, სადაც გრანადის საამირო დააარსა; დ) აიღო იერუსალიმი და ქალაქიდან ჯვაროსნები განდევნა. 22 (1) 21. საქართველოს რომელ მხარეზე დაკარგა კონტროლი დავით VII ულუმ XIII საუკუნის 60-იან წლებში? ა) სამცხეზე; ბ) კახეთზე; გ) ჰერეთზე; დ) ქვემო ქართლზე. 23 (1) 22. რომელი ინფორმაციაა მართებული გიორგი VII-ს შესახებ? ა) დაასრულა სელჩუკთა ბატონობა, აღადგინა საქართველოს სამეფოს ერთიანობა; ბ) ომობდა თემურ ლენგთან, დაიღუპა შავბატკნიან თურქმანებთან ბრძოლაში; გ) შექმნა რეგულარული არმია, აღკვეთა ლეკების თარეში ქართლ-კახეთში; დ) მოიგერია ყიზილბაშთა შემოსევები, მეფობის ბოლო პერიოდი კი ოსმალებთან ბრძოლაში გაატარა. 24 (1) 23. რომელი ისტორიული მოვლენა უკავშირდება ოსმალეთის სულთან მეჰმედ II-ს? ა) ეგვიპტის დაპყრობა; ბ) კონსტანტინოპოლის აღება; გ) სეფიანთა ირანის დამარცხება; დ) ანგორის ბრძოლაში გამარჯვება. 25 (1) 24. რომელი მსჯელობაა მართებული XVI საუკუნეში კახეთში არსებული მდგომარეობის შესახებ? ა) ამასიის ზავის მიხედვით კახეთი ოსმალეთის გავლენის სფეროში მოექცა, თუმცა ალექსანდრე I შექმნილ ვითარებას არ ეგუებოდა და წინააღმდეგობას განაგრძობდა; ბ) გარე საფრთხეებისაგან თავდასაცავად მეფე ლევანმა კავშირი დაამყარა რუსეთთან და კახეთში მცირერიცხოვანი რუსული ჯარიც შემოიყვანა; გ) ყიზილბაშური აგრესიის თავიდან ასაცილებლად კახეთის მეფე კონსტანტინე I-მა სამხედრო კავშირი გააფორმა დაღესტნელ ფეოდალებთან; დ) ირანისათვის გაწეული სამხედრო დახმარების სანაცვლოდ შაჰ თამაზმა კახეთის მეფე თეიმურაზ I-ს ქართლი გადასცა სამართავად. 26 (1) 25. რომელი ფაქტია მართებული ტიუდორების ხანის ინგლისის შესახებ? ა) შეიქმნა ინგლისის პარლამენტი; ბ) დასრულდა ინდუსტრიული რევოლუცია; გ) განვითარდა კაპიტალისტური ურთიერთობები; დ) დაიწყო ასწლიანი ომი ინგლისსა და საფრანგეთს შორის. 27 (1) 26. ვინ დაეხმარა ვახტანგ VI-ს თბილისში სტამბის გახსნაში? ა) პოლონეთის მეფის კარზე მყოფი ბოგდან გურჯიცკი; ბ) მოსკოვში მცხოვრები ალექსანდრე იმერეტინსკი; გ) რომში ელჩად გაგზავნილი ნიკიფორე ირბახი; დ) რუმინეთში მოღვაწე ანთიმოზ ივერიელი. 28 (1) 27. ვინ იყო მაქსიმილიან რობესპიერი? ა) დიპლომატი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნაპოლეონის მმართველობის პერიოდში; ბ) კარდინალი, საფრანგეთის პირველი მინისტრი ლუი XIV-ის მცირეწლოვანების პერიოდში; გ) გენერალი, ამერიკელ რევოლუციონერთა მხარეს მებრძოლი ფრანგი მოხალისეების მეთაური; დ) რევოლუციონერი, საფრანგეთის პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი მმართველი იაკობინელთა დიქტატურის პერიოდში. 29 (1) 28. რომელ სახელმწიფოში არსებობდა მოძრაობა სახელწოდებით - აბოლიციონიზმი? ა) რუსეთში; ბ) პრუსიაში; გ) აშშ-ში; დ) იაპონიაში. 30 (1) 29. სხვა მიზეზებთან ერთად რამ განაპირობა საფრანგეთის მეორე იმპერიის დაცემა? ა) პრუსიასთან ომში მარცხმა; ბ) ალჟირში დაწყებულმა აჯანყებამ; გ) ადოლფ ტიერის არჩევნებში დამარცხებამ; დ) ლუი-ფილიპეს მიერ მოწყობილმა გადატრიალებამ. 31 (1) 30. რას გულისხმობდა ე. წ. „აღმოსავლეთის საკითხი“ XIX საუკუნეში? ა) ადენის ყურეში სავაჭრო გზების კონტროლისათვის ბრძოლას; ბ) ირანის ბატონობის დასრულებას ჩრდილოეთ კავკასიაში; გ) ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიების განაწილებას; დ) ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ისლამის გავრცელებას. 32 (1) 31. რა კონკრეტული მოვლენა გამოიყენა იაპონიამ საბაბად ჩინეთში შეჭრისათვის XX საუკუნის 30იან წლებში? ა) მანჯურიაში იაპონური კომპანიის კუთვნილი რკინიგზის ხაზის აფეთქება; ბ) იუნანის პროვინციაში არსებული იაპონური საწარმოების ნაციონალიზაცია; გ) სიჩუანში არსებული დიდი იაპონური სამხედრო ბაზის დარბევა; დ) ლანჯოუს ოლქში იაპონური სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება. 33 (1) 32. ვინ იყო ინდოეთის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი? ა) მაჰათმა განდი; ბ) ბაბრაქ ქარმალი; გ) ნელსონ მანდელა; დ) იასირ არაფატი. 34 (1) 33. რომელი ინფორმაციაა მართებული კორეის ომის შესახებ? ა) სსრკ-ის გავლენის ქვეშ მყოფი ჩრდილოეთ კორეის ჯარებმა სამხედრო მოქმედებები დაიწყეს და გადაკვეთეს 38-ე პარალელი; ბ) საფრანგეთის კოლონიური ჯარების მხარდაჭერით სამხრეთ კორეამ ქვეყნის გაერთიანებისთვის ომი წამოიწყო; გ) იაპონიის ავიაციამ სამხედრო მოქმედებების ესკალაციის მიზნით დაბომბა სადემარკაციო ხაზი, რომელიც 38-ე პარალელზე გადიოდა; დ) ჩინეთის სამხედრო შენაერთებმა, რომლებიც გაეროს სამშვიდობო მისიის ფარგლებში მოქმედებდნენ, სეული დაიკავეს. 35 (1) 34. რამ შეუწყო ხელი საქართველოში XX საუკუნის 70-იან წლებში „ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფის“ ჩამოყალიბებას? ა) „სოციალისტური ბანაკის“ დაშლამ; ბ) „მარშალის გეგმის“ განხორციელებამ; გ) „ტრუმენის დოქტრინის“ ამოქმედებამ; დ) „ჰელსინკის აქტის“ მიღებამ. 36 (1) 35. რომელი მსჯელობაა მართებული პოლონეთში კომუნისტური მმართველობის დასრულების შესახებ XX საუკუნის 80-90-იანი წლების მიჯნაზე? ა) ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლაე ჩაუშესკუმ შეძლო ეროვნული ძალების გაერთიანება და ხელისუფლებაში მოსვლა; ბ) კომუნისტური რეჟიმი გენერალმა ვოიცეხ იარუზელსკიმ შეიარაღებული აჯანყების გზით დაამხო; გ) საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოლონეთის კომუნისტური მთავრობა ემიგრაციაში გაიქცა; დ) მოძრაობა „სოლიდარნოსტმა“ გადამწყვეტი როლი შეასრულა კომუნისტური მმართველობის დასრულებაში. 37 ინსტრუქცია დავალებისათვის № 36. დავალებაში მოცემულია რუკა, რომელსაც ახლავს ექვსი კითხვა. თითოეულ კითხვაზე მოცემულია ოთხი სავარაუდო პასუხი. მათგან მხოლოდ ერთია სწორი. თქვენ მიერ არჩეული პასუხის მონიშვნის ერთადერთი გზა პასუხების ფურცელზე სათანადო უჯრაში X ნიშნის დასმაა. არც ერთი სხვა აღნიშვნა, ჰორიზონტალური თუ ვერტიკალური ხაზები, შემოხაზვა და ა.შ. ელექტრონული პროგრამის მიერ არ აღიქმება. თუ გსურთ პასუხების ფურცელზე მონიშნული პასუხის გადასწორება, მთლიანად გააფერადეთ უჯრა, რომელშიც დასვით X ნიშანი და შემდეგ მონიშნეთ პასუხის ახალი ვარიანტი (დასვით X ნიშანი ახალ უჯრაში). შეუძლებელია, ხელმეორედ აირჩიოთ ის პასუხი, რომელიც გადაასწორეთ. თითოეული კითხვა 1 ქულით ფასდება. დავალების მაქსიმალური ქულაა - 6. რუკა და კითხვები იხილეთ შემდეგ გვერდებზე 38 კითხვები იხილეთ შემდეგ გვერდზე გადასვლა კითხვებზე: 1 2 3 4 5 6 39 (1) 36.1. საქართველოს რომელი მეფის მმართველობის პერიოდი არის ასახული რუკაზე? ა) ბაგრატ III-ის; ბ) გიორგი I-ის; გ) ბაგრატ IV-ის; დ) გიორგი II-ის. დაბრუნება რუკაზე 40 (1) 36.2. რა ეწოდებოდა რუკაზე მწვანე ფერით აღნიშნულ სახელმწიფოს? ა) ოსმალეთის იმპერია; ბ) რუმის სასულთნო; გ) ბიზანტიის იმპერია; დ) ტრაპიზონის იმპერია. დაბრუნება რუკაზე 41 (1) 36.3. რუკის მიხედვით, რომელი პოლიტიკური ერთეულის ლაშქარი მონაწილეობდა რუკაზე აღნიშნულ ერთ-ერთ ლაშქრობაში? ა) წანარეთის სამთავროს; ბ) კუხეთის საერისთავოს; გ) ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს; დ) კახეთ-ჰერეთის სამეფოს. დაბრუნება რუკაზე 42 (1) 36.4. რუკის მიხედვით, რომელი ქალაქი იყო საქართველოს სამეფოს დედაქალაქი რუკაზე ასახულ ისტორიულ პერიოდში? ა) ქუთაისი; ბ) სამშვილდე; გ) თბილისი; დ) ხორნაბუჯი. დაბრუნება რუკაზე 43 (1) 36.5. რუკის მიხედვით, კონკრეტულად რა მოიმოქმედა ჯარმა, რომლის მოძრაობაც წითელი ფერითაა აღნიშნული, მოწინააღმდეგის თავდაპირველი გამოჩენის შემდეგ? ა) გადაწვა ტერიტორია; ბ) არტანუჯს შეაფარა თავი; გ) დაანგრია ციხე-სიმაგრეები; დ) შექმნა გამაგრებული ბანაკი. დაბრუნება რუკაზე 44 (1) 36.6. რუკის მიხედვით, რომელი ქალაქის მახლობლად დაბანაკდა ლურჯი ფერის ისრით აღნიშნული ჯარი? ა) ათინას; ბ) ხუფათის; გ) ტრაპიზონის; დ) ერზინკას. დაბრუნება რუკაზე 45 ინსტრუქცია დავალებებისათვის № 37. ყურადღებით წაიკითხეთ დავალება და უპასუხეთ დასმულ კითხვებს. 37.1 კითხვაზე უპასუხეთ კონკრეტულად მოთხოვნილი მიზეზი ან შედეგი. ზოგადი ხასიათის მიზეზისა და შედეგის დასახელება არ შეფასდება. ამასთანავე, პასუხი არ უნდა შეიცავდეს ფაქტობრივ შეცდომას. 37.2 და 37.3 დავალებები შეფასდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პასუხებს ახლავს ლოგიკური არგუმენტები, რომლებიც არ შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას. მხოლოდ დასახელება, არგუმენტის გარეშე, არ ფასდება. 37.4 დავალება არ შეფასდება შემდეგ შემთხვევებში: ა) მოტანილია მხოლოდ ანალოგია და არ არის დასასაბუთებლად მოტანილი ფაქტები; ბ) მოტანილია ფაქტები ანალოგიის დასასაბუთებლად, მაგრამ არ არის დასახელებული თავად ანალოგია; გ) დასახელებული ანალოგია და დასასაბუთებლად მოტანილი ფაქტები ურთიერთშეუსაბამოა. დავალების მაქსიმალური ქულაა - 5. 46 დავალება 37. 1799 წელს გენერალი ბონაპარტე პირველი კონსული გახდა. კითხვები: (1) 37.1. დაასახელეთ ერთი კონკრეტული პოლიტიკური მიზეზი, რომელმაც სხვა გარემოებებთან ერთად ეს გადაწყვეტილება განაპირობა. (1) 37.2. ვისთვის იქნებოდა ეს გადაწყვეტილება დადებითი შედეგის მომტანი, გარდა თავად პირველი კონსულისა? აუცილებლად მოიტანეთ არგუმენტი თქვენი მოსაზრების განსამტკიცებლად. (1) 37.3. ვისთვის იქნებოდა ეს გადაწყვეტილება უარყოფითი შედეგის მომტანი? აუცილებლად მოიტანეთ არგუმენტი თქვენი მოსაზრების განსამტკიცებლად. (2) 37.4. დაასახელეთ ანალოგიური მოვლენა XVII საუკუნის ევროპაში. მოიტანეთ ორი არგუმენტი ამ ანალოგიის დასადასტურებლად. 47 ინსტრუქცია დავალებისათვის №38. ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი ისტორიული დოკუმენტი, გაიაზრეთ ტექსტი და უპასუხეთ კითხვებს. პასუხები ჩაწერეთ პასუხების ფურცლის შესაბამის ადგილას. დავალების მაქსიმალური ქულაა 14. ისტორიული დოკუმენტი და კითხვები იხილეთ შემდეგ გვერდებზე 48 ნაწყვეტი არკანჯელო ლამბერტის თხზულებიდან მამაცი თეიმურაზი არ დაბნეულა - მყის თავის ჯარს სპარსეთის შაჰი მოუთმენლად ელოდა თავისი უხმო, მაგრამ მის ძახილს არავინ გამოხმაურებია. ომში ბრძანების აღსრულებას დაუდ-ხანის მოკვლის შესახებ. ჩაბმის მსურველი არავინ აღმოჩნდა. ჩათვალეს, რომ სწორედ ამ დროს შეიტყო დაუდ-ხანის აჯანყების, მტერთან ხმალდახმალ შებმას შეეძლო კიდევ უფრო გაქცევისა და განჯის გაძარცვის ამბავი. განრისხდა შაჰი განერისხებინა მტერი. ამიტომ სახლში დალოდება და დაუდზეც და თეიმურაზზეც. ბრძანება გასცა, მათ მტრის გულმოწყალების იმედად დარჩენა არჩიეს. წინააღმდეგ სასწრაფოდ შეეკრიბათ ურიცხვი ლაშქარი. თეიმურაზის გაქცევის შემდეგ მისი სამეფო უმეფოდ საქვეყნოდ ჩამოართვა მეფობა თეიმურაზს. ლაშქრის დარჩა. წინამძღოლად კი სეფიმ თავისი გვარდიის მეთაური ერთ დღეს შევიტყვეთ, რომ მომდევნო დილით დანიშნა. სპარსული ლაშქარი უნდა შემოსულიყო და გორის ეს მათ შობა დღეს მოხდა, რომელსაც ისინი ძველ ვრცელ მინდვრებზე დაბანაკებულიყო. ლაშქარი ყაიდაზე, ჩვენთან შედარებით ათი დღის მოგვიანებით გაშლილ ველზე, რამდენიმე მეთაური კი ქალაქში, ზეიმობენ. წესისამებრ მეფეს ვეახლეთ. მიწვეული მდინარე მტკვრამდე დაბანაკდა. ყოველ დილით ბაზარი იყვნენ იმერეთის უფლისწული ალექსანდრე და დაუდ- იმართებოდა. ფქვილი ხანიც. თეიმურაზს აცნობეს, რომ ურიცხვი სპარსული ერევნიდან და საქართველოში ლაშქარი მის წინააღმდეგ მოემართებოდა. შედარებით ბევრად აქლემებით უფრო ჩამოიტანეს არსებულ იაფადაც იყიდებოდა. ტექსტის გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე გადასვლა კითხვებზე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 49 ფასთან ამიტომ მთელი ჩვენი წლიური მარაგი აქ შევიძინეთ. ხშირად გვიხდებოდა მათთან ჩვენი რწმენის იმის გამო, რომ პურის ყანები ცხენებმა გადაძოვეს, აქ ირგვლივ პური სანთლით გახდა საძებარი. თურქებისგან, რომლებსაც თავიანთი რჯულის შესახებ ლაშქარი გორსა და მის შემოგარენში დაბანაკდა, საუბარი. ამით განსხვავდებიან ისინი კამათს მისი ხმლით დაცვა ურჩევნიათ. რათა იქ ციხე-სიმაგრე აეშენებინა და თეიმურაზისთვის ამ მრავალრიცხოვან ლაშქარში ოცი ათასზე მეტი დაბრუნების ყველა იმედი გადაეწურა. ჯერ შესაფერისი რწმენაშეცვლილი ქართველი მსახურობდა. მათ შორის ადგილი შეარჩიეს - ერთი განცალკევებით მდგარი იყო ერთი დიდკაცი, გორაკი, რომლის ერთი მხარე ქალაქს ემიჯნებოდა, საიდუმლოც გაგვანდო მეორე კი მდინარეს. სპარსელთა ერთ-ერთმა სარდალმა ქართველ მეომარს მტკიცედ გვქონდა განზრახული როსტომმა შეიტყო, რომ მამა კასტელი ხელოვნების თეიმურაზ-ხანის მხარეზე გადავსულიყავით და ასეც მცოდნე ძალზე მოვიქცეოდით, თეიმურაზი რომ არ გახიზნულიყო და აფასებდნენ, თავისთან უხმო მას და სთხოვა დაეხატა სპარსელებს შებმოდაო. ის კი გაიქცა და სამეფოს ციხე-სიმაგრე, რომელსაც იგი აშენებდა. სანამ სპარსთა შენარჩუნების კარგი შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა, ლაშქარი ჩვენ კი ქრისტესკენ მოსაბრუნებელი გზა მოგვისპოო. გახლდათ, გორში იყო რასაც სპარსეთში დაბანაკებული, არაერთხელ მოგვიწია მათი ფიზიკური და სულიერი განკურნება. - სახელად მელქისედეკი. ლაშქრის ოცი ათასივე ამასობაში დასრულდა ციხე-სიმაგრის მშენებლობა. (არკანჯელო ლამბერტი, „წმინდა კოლხეთი“, თარგმნა გ. ცქიტიშვილმა. გამოსაცემად მოამზადა დ. მერკვილაძემ). გადასვლა კითხვებზე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 კითხვები იხილეთ შემდეგ გვერდზე 50 კითხვები: (1) 38.1 რომელი საუკუნის ვითარებაა აღწერილი დოკუმენტში? (1) 38.2 დოკუმენტში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რა შეიძლება ყოფილიყო დაუდ-ხანის აჯანყების მიზეზი? (1) 38.3 რა იგულისხმება არკანჯელო ლამბერტის სიტყვებში - „ძველი ყაიდა“? (1) 38.4 თქვენი აზრით, რა იგულისხმება „სულიერ განკურნებაში“? (1) 38.5 დოკუმენტის მიხედვით, რით განსხვავდებოდნენ თურქები სპარსელებისგან? (1) 38.6 დოკუმენტში არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, რატომ სურდათ ირანელების სამსახურში მყოფ ქართველებს თეიმურაზის მხარეს გადასვლა? გადასვლა დოკუმენტის ტექსტის 1-ლ გვერდზე გადასვლა დოკუმენტის ტექსტის მე-2 გვერდზე 51 (2) 38.7 დოკუმენტის მიხედვით, რა ორი კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო შაჰმა თეიმურაზ მეფესთან დაკავშირებით? (2) 38.8 დოკუმენტის მიხედვით, რა გადაწყვეტილება მიიღეს თეიმურაზ მეფის ქვეშევრდომებმა და რატომ? (2) 38.9 დოკუმენტის მიხედვით, რომელი კონკრეტული საკვები პროდუქტი არ იშოვებოდა და რატომ? (2) 38.10 დოკუმენტში არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, რა სახის კონკრეტული სამხედროსტრატეგიული უპირატესობები ჰქონდა ციხის ასაშენებლად შერჩეულ ადგილს? გადასვლა დოკუმენტის ტექსტის 1-ლ გვერდზე გადასვლა დოკუმენტის ტექსტის მე-2 გვერდზე 52 ერთიანი ეროვნული გამოცდები ისტორიაში (2024) - I ვარიანტი სულ 60 ქულა შეფასების სქემა 1-35 - თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება 1. ბ 19. გ 2. გ 20. დ 3. დ 21. ა 4. ა 22. ბ 5. ბ 23. ბ 6. გ 24. ბ 7. გ 25. გ 8. ბ 26. დ 9. ა 27. დ 10. დ 28. გ 11. ბ 29. ა 12. ბ 30. გ 13. ა 31. ა 14. დ 32. ა 15. ა 33. ა 16. დ 34. დ 17. დ 35. დ 18. ბ 36 - თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება 36.1. ბ 36.2. გ 36.3. დ 36.4. ა 36.5. ა 36.6. გ 1 37. სულ 5 ქულა 37.1. 1799 წელს გენერალ ბონაპარტეს პირველ კონსულად გახდომის ერთი კონკრეტული პოლიტიკური მიზეზის დასახელება, რომელიც არ შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას - 1 ქულა 37.2. ლოგიკური და არგუმენტირებული პასუხი, რომელიც არ შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას - 1 ქულა მხოლოდ დასახელება, არგუმენტის გარეშე, არ ფასდება. 37.3. ლოგიკური და არგუმენტირებული პასუხი, რომელიც არ შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას - 1 ქულა მხოლოდ დასახელება, არგუმენტის გარეშე, არ ფასდება. 37.4. XVII საუკუნის ევროპის ისტორიიდან ანალოგიის დასახელება ორი არგუმენტით - სულ 2 ქულა ანალოგია ერთი არგუმენტით - 1 ქულა ანალოგია ორი არგუმენტით - 2 ქულა დავალება არ ფასდება შემდეგ შემთხვევებში: ა) მოტანილია მხოლოდ ანალოგია და არ არის დასასაბუთებლად მოტანილი არგუმენტები; ბ) მოტანილია არგუმენტები ანალოგიის დასასაბუთებლად, მაგრამ არ არის დასახელებული თავად ანალოგია; გ) დასახელებული ანალოგია და დასასაბუთებლად მოტანილი არგუმენტები ურთიერთშეუსაბამოა. 2 38. სულ 14 ქულა 38.1. XVII საუკუნის - 1 ქულა 38.2. შაჰის ბრძანება დაუდ-ხანის მოკვლის შესახებ - 1 ქულა 38.3. იულიუსის კალენდარი -1 ქულა 38.4. ლოგიკური პასუხი, რომელიც არ შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას - 1 ქულა 38.5. თავიანთი რჯულის შესახებ კამათს მისი ხმლით დაცვა ერჩივნათ - 1 ქულა 38.6. ქრისტიანობაზე დაბრუნების მიზნით -1 ქულა 38.7. მის წინააღმდეგ ჯარის შეკრების -1 ქულა; მეფობის ჩამორთმევის - 1 ქულა; სულ 2 ქულა. 38.8. სახლში დარჩენის//ბრძოლაზე უარი განაცხადეს - 1 ქულა; რათა უფრო არ განერისხებინათ მტერი//მტრის გულმოწყალების იმედით - 1 ქულა; სულ 2 ქულა 38.9. ფქვილი//პური - 1 ქულა; პურის ყანები ცხენებმა გადაძოვეს - 1 ქულა; სულ 2 ქულა 38.10. გორაკზე მდებარეობდა - 1 ქულა; ერთი მხრით ქალაქს ებჯინებოდა, მეორით - მდინარეს - 1 ქულა; სულ 2 ქულა 3