საქართველოს პარლამენტის წევრის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, 2025 წლის 22-26 მაისს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში გამართულ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მონაწილეობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.06.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე
ნომერი
#2-7262/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-02
ბიუროს ნომერი 53

📜 ტექსტი

წერილი
2-7262/25 02-06-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის თანახმად, წარმოგიდგენთ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ამერიკის შეერთებულ შტატებში, 22-26 მაისს ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში გამართულ ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობის ანგარიშს. . დანართი: 3 ფურცელი. პატივისცემით, საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ასამბლეის საგაზაფხულო სესია ქ. დეიტონი, ოჰაიოს შტატი. ამერიკის შეერთებული შტატები 22-24 მაისი, 2025 ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ვიზიტის ანგარიში WWW.PARLIAMENT.GE 2 ივნისი 2025 ანგარიში მოამზადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანმა, საერთაშორისო დეპარატმენტის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა დავით ღუჭაშვილმა. ანგარიში 1. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობა მიიღო ამერიკის შეერთებულ შტატებში 22-26 მაისს ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში გამართულ ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში. 2. საქართველოს პარლამენტის დელეგაცია შედგებოდა შემდეგი წევრებისგან: გივი მიქანაძე (დელეგაციის ხელმძღვანელი), ლევან მახაშვილი და მარიამ ლაშხი. საპარლამენტო დელეგაციამ 22-24 მაისის ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. 3. საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგის მთავარი აქცენტები გაკეთდა დემოკრატიული მედეგობის გაძლიერების გზებზე, დეიტონის ხელშეკრულების 30 წლისთავზე მიღწეულ პროგრესზე და ასევე საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონში და უკრაინაში რუსულ სამხედრო აგრესიას. 4. სესიის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა რიგ ნატო-ს წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლებთან. კერძოდ, შეხვედრები გაიმართა თურქეთის, სლოვენიის, ესპანეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, უნგრეთის, რუმინეთის, პორტუგალიის, იტალიის დელეგაციებთან და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან. 5. შეხვედრებისას მხარეებმა განიხილეს შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. 6. საუბრისას, დელეგაციის წევრებმა აქცენტი გააკეთეს შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მნიშვნელოვან საკვანძო როლზე, როგოც რეგიონალური სტაბილურობისა და საერთაშორის თანამშრომლობის აქტიურ და სანდო პარტნიორზე. 7. ასევე, კოლეგებთან, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ქონდა ესაუბრათ მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან დაკავშირებით ქართული მხარის ხედვებზე, ხაზგასმით აღინიშნა ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს სრული მხარდაჭერა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მნიშვნელოვან როლზე საპარლამენტო დიპლომატიის და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. 8. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დელეგაციის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ, ასამბლეის ეკონომიკური უსაფრთხოების კომიტეტზე გამოსვლით სიტყვაში აქცენტი გააკეთა საქართველოს ძალისხმევაზე დასვლეთის მიერ რუსეთისადმი დაწესებულ სანქციების დაცვის კუთხით. ასევე, მან აღნიშნა რომ საქართველოს ხელისუფლების სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად გაუმჯობესდა ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც უფრო მეტად დასაფასებელია ქვეყნის ორი რეგიონის ოკუპაციის და ფართო რეგიონში არსებული რთული უსაფრთხოების გარემოს ფონზე. ასევე, დელეგაციის ხელმძღვანელმა კომიტეტს მიერ შემუშავებულ ანგარიში წარადგინა რიგი ცვლილებები, რომლებიც ეხება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების ჭრილში საქართველოს მნიშვნელოვან როლს.