სსიპ „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები
📋 განხილვის ეტაპები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-05-29
კომიტეტის სხდომის ნომერი 22
შენიშვნა გასვლითი სხდომა.
2025 წლის 29 მაისი, 14:30 საათი
ახალციხის მუნიციპალიტეტი
სასტუმრო ახალციხე ინნ-ის საკონფერენციო დარბაზი
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/3323?local=true
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გასვლითი სხდომა
ახალციხის მუნიციპალიტეტში
თარიღი
29 მაისი 2025 14:30
2025 წლის 29 მაისი, 14:30 საათი
ახალციხის მუნიციპალიტეტი
სასტუმრო ახალციხე ინნ-ის საკონფერენციო დარბაზი
დღის წესრიგი
1. სსიპ „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები;
მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის მოადგილე - ირაკლი ნადარეიშვილი;
სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი - მიხეილ ხიდურელი.
5/27/2025, 10:14 AM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის სხდომის
ოქმი N22
ქ. ახალციხე
29 მაისი, 2025 წ.
სხდომის თავმჯდომარე: შოთა ბერეკაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომის მდივანი: მაია ბერძენიშვილი
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: ირაკლი მეზურნიშვილი, ვახტანგ თურნავა, მარიამ ლაშხი,
ლევან მაჭავარიანი, ანტონ ობოლაშვილი (სულ 6 წევრი).
მომხსენებლები:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის მოადგილე - ირაკლი ნადარეიშვილი; სსიპ „აწარმოე საქართველოში“
დირექტორი - მიხეილ ხიდურელი.
მოწვეული სტუმრები: თორნიკე ზირაქიშვილი - სსიპ „აწარმოე საქართველოში“
დირექტორის მოადგილე; ირაკლი გაბრიაძე - სსიპ „აწარმოე საქართველოში“
დირექტორის მოადგილე; სამველ მანუკიანი - საქართველოს პარლამენტის წევრი;
სუმბატ კიურეღიანი - საქართველოს პარლამენტის წევრი; ზაალ გელაშვილი სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული; ირაკლი ნაზარაშვილი - ახალციხის
მუნიციპალიტეტის მერი; სიმონი აფრიამაშვილი - შპს სასტუმრო რაბათი;
დემეტრე თათეშვილი - შპს არალი; მამუკა თამარაძე - სოფლის განვითარების
სააგენტო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
ვასილი მჭედლიძე - შპს მშენი 71; გიორგი მინდაძე - „ივერიაქონსტრაქშენი“; გური
მეგრელიძე - შ.პ.ს „არქიტექი“; დავით მეგრელიძე - შ.პ.ს „არქიტექი“; თამარ
წიქრიშვილი - სოფლის განვითარების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული
სამსახურის უფროსი; ზურაბი სამარჯიშვილი - შ.პ.ს ჰაი ლაით ჯორჯია; გურანდა
ხატიძე - XI მოწვევის პარლამენტის წევრის ანტონ ობოლაშვილის ასპინძის ბიუროს
ხელმძღვანელი; მზია თამარაშვილი - XI მოწვევის პარლამენტის წევრის ანტონ
ობოლაშვილის ახალციხის ბიუროს თანამშრომელი; როინი აბულაძე - XI მოწვევის
1
პარლამენტის წევრის ანტონ ობოლაშვილის ადიგენის ბიუროს თანამშრომელი;
მარიამ სიმონიშვილი - XI მოწვევის პარლამენტის წევრის ანტონ ობოლაშვილის
ბორჯომის ბიუროს თანამშრომელი; გიორგი ნარიმანიშვილი - XI მოწვევის
პარლამენტის წევრის ანტონ ობოლაშვილის ასპინძის ბიუროს თანამშრომელი;
ქრისტინე ყურმაშვილი - XI მოწვევის პარლამენტის წევრის ანტონ ობოლაშვილის
ასპინძის ბიუროს თანამშრომელი.
სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, აპარატის თანამშრომლები და
მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომა გახსნა შოთა ბერეკაშვილმა,
დაადასტურა კვორუმის არსებობა და ხმათა
უმრავლესობით დამტკიცდა დღის წესრიგი.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. სსიპ „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები
მომხსენებლები: ირაკლი ნადარეიშვილი; მიხეილ ხიდურელი
მოისმინეს:
1. მოხსენება სსიპ „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობის ანგარიშზე და სამომავლო
გეგმებზე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი
ნადარეიშვილმა
აღნიშნა,
რომ
სააგენტოს
ძირითადი
მანდატი
ორიენტირებულია მცირე და საშუალო მეწარმეობაზე და რეგიონებში ეკონომიკურ
განვითარებაზე.
10 წელია, რაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში
შეიქმნა სააგენტო - „აწარმოე საქართველოში“ და ამ პერიოდის განმავლობაში
მნიშვნელოვანი როლი შეიძინა, როგორც საკუთარი ინსტიტუციური, ასევე ქვეყნის
განვითარების თვალსაზრისით. სააგენტოს ძირითადი საქმიანობაა მეწარმეობის
ხელშეწყობა, ინვესტიციების მოზიდვა და ექსპორტის მხარდაჭერა.
სააგენტოს შექმნამდე ქვეყანაში საერთოდ არ არსებობდა მცირე და საშუალო ბიზნესის
განვითარების კონკრეტული პოლიტიკა. სწორედ პოლიტიკის განვითარებით დაიწყო ეს
2
მიმართულება, შემუშავდა 5 წლიანი სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა
სამინისტროში პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანოს,
სააგენტოს - „აწარმოე
საქართველოში“ ჩამოსაყალიბებლად.
ამ პერიოდის განმავლობაში, სააგენტო - „აწარმოე საქართველოში“ ჩამოყალიბდა ბევრი
ქვეყნისთვის სამაგალითო ორგანიზაციად. ეკონომიკური თანამშრომლობისა და
განვითარების ორგანიზაციის (OECD) ავტორიტეტული კვლევის SME Police Index-ის
თანახმად, საქართველო 12 კრიტერიუმიდან 11-ის მიხედვით ლიდერია როგორც
სამეზობლოს, ისე ფართო რეგიონის ქვეყნებს შორის.
ამ შედეგებზე „აწარმოე
საქართველოს“ წილი ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო პერიოდში, სააგენტომ დაიწყო
საკუთარი გამოცდილების ექსპორტი.
სააგენტოს შექმნიდან დღემდე, ზოგადად ეკონომიკაში და განსაკუთრებით მცირე და
საშუალო
ბიზნესში,
უმთავრეს
პრობლემას
წარმოადგენს
ფინანსებზე
ხელმისაწვდომობა, რაც გამოიხატება მაღალ საპროცენტო განაკვეთებში. ამიტომ დაიწყო
ფინანსებზე
ხელმისაწვდომობის
პროგრამები,
კერძოდ,
სესხის პროცენტის
თანადაფინანსების პროგრამა და მიკრო გრანტების პროგრამა. კონცენტრირება გაკეთდა
კონკრეტულ დარგებზე და მიმართულებებზე. არის დარგები, რომლებმაც
მნიშვნელოვანი
წინსვლა
განიცადა
„აწარმოე
საქართველოს“
პროგრამებში
მონაწილეობთ. საქართველოში სასტუმროების და სტუმარ-მასპინძლობის ობიექტების
უმრავლესობა შექმნილია სააგენტოს სახელმწიფო პროგრამების დახმარებით. ასევე,
სააგენტოს პროგრამით შეიქმნა ახალი მიმართულებები - BPO სექტორი (სერვისების
ექსპორტი) და სხვადასხვა ტექნოლოგიური მიმართულებები. „აწარმოე საქართველოში“
ხელს უწყობდა, როგორც არსებული ტრადიციული მიმართულებების, ასევე ახალი
პრიორიტეტული და მაღალი კონკურენტუნარიანი დარგების განვითარებას.
აღინიშნა, რომ პანდემიის პერიოდში, როდესაც განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე
იდგა ეკონომიკა, სააგენტო იყო მოწინავე ფლანგზე. მთელი რიგი პროგრამები იქნა
გაშვებული დარგობრივი მიმართულებით. ამ პერიოდში ყველაზე მეტად დაზარალდა
ტურიზმის სექტორი. მნიშვნელოვანი გამოწვევები იყო დეველოპერულ სექტორშიც.
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით
შემუშავდა
სპეციალური პროგრამები, რომლებმაც, საკმაოდ მნიშვნელოვანი სისტემური კრიზისები
ააცილეს თავიდან მთელ რიგ სექტორებს.
პანდემიის შემდგომი პერიოდი მთლიანად ორიენტირებული იყო ზრდაზე და სწრაფ
აღდგენაზე. ამ პერიოდში „აწარმოე საქართველოში“ შემოვიდა გარკვეული სასესხო
პროგრამით - „მსოფლიო ბანკი“. ეს იყო 80 მილიონ დოლარიანი პროგრამა, რომელიც
დღესაც ხორციელდება. ეს იყო მაღალი ლეგიტიმაციის მანდატი იმისა, რომ მსოფლიო
ბანკთან ერთად ეკონომიკის სამინისტროს, „აწარმოე საქართველოს“ განეხორციელებინა
აქტიური ქმედებები ბიზნესისა და ეკონომიკის სწრაფი აღდგენისთვის.
3
საკმაოდ გაზრდილი ბიუჯეტის და საკმაო მოცულობის, მრავალფეროვანი პროგრამების
ფარგლებში, დადგა პროგრამების ეფექტურობის შეფასების და გარკვეული ანალიტიკის
წარმოების აუცილებლობის საკითხი, რათა შეეფასებინათ ეკონომიკაზე თითოეული
დახარჯული ლარის ზეგავლენა კონკრეტულ დარგზე, კონკრეტულ სექტორზე,
კონკრეტული პროგრამების მიმართულებით.
დაახლოებით 1 წლის განმავლობაში, ისევ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებით,
მუშავდებოდა ამ პროგრამების შეფასების მეთოდოლოგია. დაახლოებით 100-ზე მეტი
სხვადასხვა ინდიკატორის მეშვეობით დღეს ყოველწლიურად და მუდმივ რეჟიმში ხდება
პროგრამების შეფასება, რაც საბოლოო ჯამში საფუძვლად ედება გადაწყვეტილებებს,
რომლებიც მიიღება
მიმდინარე პროგრამის გაჩერებისთვის, ახალი პროგრამის
დაწყებისთვის, რედიზაინისთვის და ა. შ. ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურია
ეკონომიკის სამინისტრო და სააგენტო, რომლებიც ყოველწლიურად ბიზნესს სთავაზობს
კონკრეტულ მომენტში საჭირო სიახლეებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ბოლო 5-6 წლის
განმავლობაში ახორციელებს ერთ-ერთ ძირითად სტრუქტურულ რეფორმას კაპიტალის ბაზრის განვითარებას. შეიქმნა მაღალი ხარისხის საკანონმდებლო ჩარჩო,
რომელშიც დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს პარლამენტს, ეროვნულ ბანკს და
სხვადასხვა უწყებებს. 2024 წელს გადაწყდა ამ რეფორმის შემდგომ ფაზაზე გადასვლა,
რაც გულისხმობს კონკრეტული ინსტრუმენტების და წამახალისებელი პროგრამების
დანერგვას კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის. ასევე, 2024 წელს დაიწყო პირველი
პროგრამა - სავალო ფასიანი ქაღალდების გამოშვების ხელშეწყობა, რომელიც
მიმართული იყო საშუალო ბიზნესზე.
დამტკიცებულია პროგრამა კერძო კაპიტალის ფონდების მიმართულებით. მიმდინარე
წელს ჩამოყალიბდება პირველი კერძო კაპიტალის ფონდი სახელმწიფოს
მონაწილეობით. ეს იქნება კლასიკური მართვით, კერძო საინვესტიციო ფონდი, სადაც
სახელმწიფოს ექნება მხოლოდ შეზღუდული პარტნიორის ფუნქცია ისევე, როგორც ეს
წარმატებით განხორციელდა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს
(GITA) მიერ, სადაც შეიქმნა ვენჩურული ფონდი.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ვითარდება მნიშვნელოვანი მიმართულება - აქტივებზე
დაფუძნებული დაფინანსების განვითარება. კერძოდ, საქართველოს პარლამენტში
მიმდინარეობს „ფაქტორინგის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა.
„აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ვითარდება ციფრული პლატფორმა - Marketplace,
სადაც მოხდება გარიგებების დადება, რაც გაამარტივებს ამ ბაზრის ვითარებას. დიდი
პოპულარობით სარგებლობს და საკმაოდ დიდი პერსპექტივა აქვს ამ მიმართულებას
მსოფლიოში, ასევე, ქვეყნის სამეზობლოშიც. იგეგმება
რამდენიმე მილიარდიანი
რესურსის მობილიზება კერძო სექტორის სასარგებლოდ ისეთი აქტივიდან, რომელიც
4
დღეს პასიურია და რომლის გარდაქმნა საბრუნავ კაპიტალში დღეს პრობლემას
წარმოადგენს.
მომხსენებელმა კიდევ ერთ მიმართულებასთან - უძრავი ქონების საინვესტიციო
ფონდების განვითარებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს
საქართველოს პარლამენტში წარდგენილი იქნება შესაბამისი კანონპროექტი, რომლის
მიღების შემდეგ დეველოპერულ სექტორს, დამზოგველებს და ინვესტორებს
შესაძლებლობა ექნებათ ინვესტირება გააკეთონ უძრავ ქონებაში.
საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს ცვლილებების პაკეტის განხილვა
„ინოვაციების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. ამ კანონით შემოდის რამდენიმე
ახალი სტატუსი და ერთ-ერთია - ინოვაციური მცირე და საშუალო ბიზნესის სტატუსი,
რომელიც მიენიჭება ფისკალური წლის განმავლობაში კვლევასა და განვითარებაზე
(R&D) გარკვეული ოდენობის საკუთარი ხარჯების გამწევ კომპანიას. აღნიშნული
სტატუსი წახალისებული იქნება იმ ფორმით, რომ კომპანიას შეეძლება გაწეული
ხარჯების სამჯერადი ოდენობის გამოქვითვა მოგების დასაბეგრი ბაზიდან.
მომხსენებლის ინფორმაციით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველო
გამოირჩევა რეგიონში უნიკალური და უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდით, უცხო
ინვესტიციების მოზიდვით, სიღარიბის შემცირებით და სხვა მნიშვნელოვანი
პარამეტრებით, რომლებიც საბოლოოდ აისახება მოსახლეობაზე და ბიზნესზე.
საქართველოს მთავრობის და ასევე, ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის
პროგნოზით და შეფასებით, ქვეყანას ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა
მომავალი 4-5 წლის განმავლობაშიც. შესაბამისად, კიდევ უფრო გაძლიერდება ის
მანდატი, რაც აქვს მინიჭებული სამინისტროს, როგორც პოლიტიკის განხორციელების,
ასევე ბიზნესის მხარდაჭერის და ხელშეწყობისთვის.
ასევე, აღინიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტრო ჩართული იქნება სააგენტოს - „აწარმოე
საქართველოში“ ყველა იმ მიმართულებაში, სადაც ეფექტური იქნება სახელმწიფოს
მონაწილეობა ბიზნესის მხარდაჭერისთვის - ფინანსურად, ტექნიკურად და სხვა საჭირო
მიმართულებებით.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობის ანგარიშზე და სამომავლო გეგმებზე
პრეზენტაცია წარმოადგინა უწყების ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ სააგენტოს საქმიანობის სამი ძირითადი მიმართულებიდან
აქცენტი კეთდება მეწარმეობაზე, თუმცა ექსპორტის მხარდაჭერა და ინვესტიციების
5
მოზიდვა არანაკლები მიმართულებებია. ბოლო პერიოდში ინვესტიციების მოზიდვამ
გადაასწრო ყველა სხვა მიმართულებას.
მომხსენებელმა
სააგენტოს
განვითარებასთან
დაკავშირებით
აღნიშნა,
რომ
რამდენჯერმე, მათ შორის პანდემიის პერიოდში, მაქსიმალურად დაკორექტირდა
ფინანსური ხელმისაწვდომობის პროგრამები, სადაც შედიოდა 300-ზე მეტი ბიზნეს
საქმიანობა. დღევანდელი მოცემულობით არის რამდენიმე მიმართულება, კერძოდ,
სესხის პროცენტის თანადაფინანსება, რომელიც შეუძლია აიღოს მეწარმემ კომბინაციაში
სესხის უზრუნველყოფასთან ერთად და მას აღარ მოუწევს პირადი ქონების გარანტიაში
ჩადება. სესხის 80%-მდე ფარავს სააგენტო.
მომხსენებელმა ასევე აღნიშნა, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემასთან ერთად
კაპიტალური ბაზრების მიმართულება არის ახალი მიმართულება. იყო შესაძლებლობა,
რომ წელსვე განხორციელებულიყო წარმატებული პროგრამა - ბონდების გამოშვება.
სააგენტო ხელს უწყობს კომპანიებს გამოუშვან ფასიანი ქაღალდები, რაც ასევე, ახალი
მიმართულებაა საქართველოსთვის. ორ ან სამ კომპანიას ჰქონდა ფასიანი ქაღალდები
გამოშვებული. პროგრამაში ჩართვის შემდეგ, კომპანიების რიცხვი დაახლოებით ათამდე
გაიზარდა და ათზე მეტი ობლიგაცია გამოიცა, რაც ადასტურებს, რომ საქართველოში
იყო მოთხოვნა კაპიტალურ ბაზრებზე და სახელმწიფოს იყო პოზიტიური ინიციატორი.
მეწარმეობის განვითარების პროგრამების მიზანია კომპანიების იმ მდგომარეობამდე
მიყვანა, რომ მოახდინონ პროდუქტის ექსპორტზე გატანა. შემდეგ, უკვე იწყება სხვა
დახმარების პროგრამები, როგორიცაა შეთავაზებები - გამოფენებზე წასვლა და
დახმარება სერტიფიცირების ნაწილში.
ფილმის ინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ
რამდენიმე წლის წინ მოხერხდა მსხვილი ჰოლივუდური ფილმის შემოყვანა, რაც
ცალსახად ეკონომიკას უწყობს ხელს. 30 მილიონ ლარამდე მოხდა ერთი თვის
განმავლობაში თბილისში ამ თანხის დახარჯვა. ეს პროგრამა წარმატებულად
გრძელდება, 5 მილიონიანი ბიუჯეტია და ყოველწლიურად ფინანსდება ახალი
ფილმები.
სესხის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამით, პროგრამებში ჩართულმა
კომპანიებმა, ჯამურად 40 ათასი სამუშაო ადგილი შექმნეს. საკრედიტო-საგარანტიო
მექანიზმის პროგრამით დაფინანსებულია 1359 სესხი.
სააგენტო მუდმივად აკეთებს სტატისტიკურ ანალიზს, თუ რა ეკონომიკური სარგებელი
მოუტანა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებმა სახელმწიფოს. სტატისტიკური
მონაცემების თანახმად, თითო დაფინანსებულ ლარზე - 14 ლარი დამატებითი
შემოსავალი მიიღეს კომპანიებმა, მოხდა 4.2 დამატებითი კონტრიბუცია მთლიან შიდა
პროდუქტში და ბიუჯეტში, დამატებით მხოლოდ ერთ წელში დაგენერირდა 1.5ჯერ
6
მეტი ლარი. სტატისტიკა წარმოებდა ყოველთვიურად და კვარტალში ერთხელ ხდებოდა
მონაცემების გასაჯაროება.
რეგიონალურ ცენტრებთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ გაკეთდა ინგლისური
მოდელი. კერძოდ, ყველა ინგლისურ მუნიციპალიტეტში ხდებოდა ზრდის ჰაბის
(GROWTH HUBS) გაკეთება, რომელიც ადგილზე ეხმარება მეწარმეს პრობლემების
დიაგნოსტირებაში, შემდეგ
კი სისტემური და კომპლექსური მიდგომით ყველა
ინტელექტუალური თუ ფინანსური საკითხის მოგვარება. გარდა ამისა, ჰაბი ასევე
ეხმარება მეწარმეს, რომ სააგენტოს დახმარებით აიღოს ბანკისგან სესხი. ჰაბები
მოქმედებს ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხეში და თბილისში. უახლოეს მომავალში
დაგეგმილია თითო რეგიონალური ცენტრის გახსნა ყველა რეგიონში.
მიკრო სესხების პროგრამასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ მიკრო გრანტების
პროგრამა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროგრამა იყო სააგენტოში, რადგან
ჰქონდა ყველაზე ფართო მოცვა, გაიცემოდა 30 ათას ლარიანი გრანტი და იყო მკაცრი
შემოწმების პრინციპი. მეწარმის მეტი პასუხისმგებლობისთვის, მიკრო გრანტების
პროგრამა გადავიდა მიკრო სესხების პროგრამაზე, რომელიც დაიწყო დაახლოებით 6-8
თვის წინ და ბოლო მონაცემებით 877 მეწარმეა დაფინანსებული.
დამტკიცებული
სესხების მოცულობამ შეადგინა 40 მილიონი ლარი.
2025 წლის სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ სააგენტო აპირებს 550
მილიონი ლარის მოცულობის 700 ახალი სესხის დაფინანსებას მხოლოდ სესხის და
ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამაში. ასევე, საკრედიტო-საგარანტიო
სქემაში 350 მილიონი ლარის მოცულობის სესხი დაფინანსდება, რომელსაც მიიღებს 500
ახალი მეწარმე. 2025 წელს გაიცემა 70 მილიონი ლარის 1500 მიკრო სესხი და კაპიტალურ
ბაზრებზე 404 მილიონ ლარს მიაღწევს ობლიგაციების გამოშვება.
საინვესტიციო ფონდების განვითარებასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ იქნება კერძო
კაპიტალის ფონდი, რომელშიც სახელმწიფოს ექნება 25% წილი, ანუ იქნება
ლიმიტირებული პარტნიორი. მსოფლიოს ყველა სტანდარტით შეირჩევა ფონდის
მენეჯერები, რომლებიც სააგენტოს კორდინირებით აწევენ თანხას და საქართველოს
ექნება პირველი ესეთი ტიპის კერძო კაპიტალის ფონდი. მოგვარდება ფაქტორინგის
პლატფორმის განვითარების პრობლემაც. სააგენტოს გვერდზე იქნება პლატფორმა,
რომელსაც გამოიყენებენ ფაქტორინგის სერვისის გამწევი კომპანიები და
დაინტერესებული მეწარმეები.
ექსპორტის მიმართულებასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ სააგენტო, განათლების
კუთხით ეხმარება ექსპორტიორ კომპანიებს. ტარდება სხვადასხვა ტიპის ტრენინგების,
როგორც სრული კურსი, ასევე კონკრეტული მიმართულებებით. არის ექსპორტის
სასერტიფიკატო კურსები, სადაც მზადდებიან ექსპორტის მენეჯერები. კომპანიები
მიჰყავთ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ, მსხვილ გამოფენებზე. თუ მეწარმის
7
მიმართულება არ ჯდება სააგენტოს გამოფენებში, მეწარმეს თვითონ შეუძლია იპოვოს
გამოფენა და სააგენტო 10 ათას დოლარამდე უნაზღაურებს დასწრებას.
მომხსენებლის ინფორმაციით სააგენტოს აქვს Trade With Georgia პლატფორმა, სადაც
ყველა ქართველი მეწარმის მონაცემებია და შესაბამისად ნებისმიერ უცხოელ მყიდველს
შეუძლია შევიდეს Trade With Georgia-ზე და ნახოს ყველა ქართველი ექსპორტიორი
კომპანია, რომელიც ვერიფიცირებულია სააგენტოსგან.
მომხსენებელმა B2B შეხვედრებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ყოველი მერვე
შეხვედრა ექსპორტიორების ახალ პარტნიორთან და ყოველი მეორე შეხვედრა არსებულ
პარტნიორთან
არის შედეგიანი. ექსპორტის მოცულობა დაფინანსებამდე და
დაფინანსების შემდეგ 30%-ით გაიზარდა, გამოკვლეული იქნა 111 კომპანია.
დაინერგა საინტერესო ინოვაციაც. კერძოდ, სააგენტოს ჩამოყავს ბაიერები - უცხოელი
ექსპერტები, რომლებიც ეხმარებიან ქართულ წვენის წარმოებას. შემდეგ ეს
კომპანიები(სააგენტო უხდის ამაში თანხას) ეხმარებიან ექსპორტიორებს, რომ
გაატანინონ პროდუქცია. იქიდან გამომდინარე, რომ ქართულ პროდუქტს ისეთი დიდი
ცნობადობა არ აქვს, როგორც იტალიურს ან სხვას, ამიტომ სჭირდება მეტი მხარდაჭერა.
ინვესტიციების მიმართულებასთან, კერძოდ, Invest In Georgia-ს ბრენდთან
დაკავშირებით აღინიშნა, რომ ფაქტობრივად სამი სააგენტოა გაერთიანებული ერთ
სააგენტოში, რაც ქვეყნების უმეტესობას ცალ-ცალკე აქვთ. იგულისხმება მეწარმეობის
განვითარება, ექსპორტი და ინვესტიციების მოზიდვა. ამ შემთხვევაში ეს
მიმართულებები არის ერთად და ბრენდის შესანარჩუნებლად დაერქვა - Invest In
Georgia.
მოზიდვის ეკოსისტემასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ
პირველ რიგში
მიმდინარეობს კომპანიების კვლევა. სააგენტოს აქვს კონკრეტული სტრატეგია, თუ რა
არის მისი სექტორები, რაშიც შეიძლება ინვესტიციის მოზიდვა, როგორი ტიპის
კომპანიები უნდა იქნას მოძიებული და შემდეგ რა უნდა იქნას შეთავაზებული, რომ
დაინტერესდნენ. ელექტრო ნაწილების და ავტონაწილების წარმოება, ბიზნეს
პროცესების აუთსორსინგი, IT, უძრავი ქონება, ლოგისტიკა, ენერგეტიკა. ეს არის
პრიორიტეტული დარგები, სადაც სააგენტოს შემოჰყავს ინვესტორები.
საქართველოში შემოდის Eagle Hills-ი უმსხვილესი პროექტით თბილისში და გონიოში.
დასკვნით ეტაპზეა მოლაპარაკებები და მალე კონტრაქტიც გაფორმდება.
შემდეგ,
ინვესტიციის განხორციელებამდე ჩატარდება შესაბამისი კვლევები. ეს იქნება
საქართველოს ისტორიაში არა მარტო თანხობრივად, არამედ ხარისხობრივად ყველაზე
დიდი ინვესტიცია, რომლის განხორციელებაც 1 წელიწადში ან წელიწად-ნახევარში უკვე
ოფიციალურად დაიწყება.
8
ცნობადობის გაზრდასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ ინვესტორმა უნდა მიიღოს
სოლიდური მედია საშუალებების მხრიდან სწორი ინფორმაცია საქართველოს შესახებ.
ამიტომ ყოველწლიურად ტარდება მსხვილი კამპანიები. ერთ-ერთი წარმატებული
კამპანია იყო Bloomberg-თან. ასევე, Reuters-თან იყო პირველი კამპანია, რომელმაც ყველა
სექტორი მიმოიხილა და შეხვდა საქართველოში ინვესტორებს. დანარჩენები იყო
სექტორული მედია. ამიტომ სააგენტო ცდილობს იმუშაოს როგორც წერტილოვნად, ისე
გლობალურად და გააკეთოს რეკლამები.
სააგენტო აქტიურად არის ჩართული ბიზნეს პროცესების დისტანციურად მიწოდების
სერვისის (BPO) კომპანიებთან (Concentrix+Webhelp, Majorel, Teleperformance, Tepco,
Indorama, Girteka, Masdar) მოლაპარაკებებში.
საერთაშორისო ოფისებთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ სააგენტო იმ ბაზრებზე, სადაც
კონკრეტულად მუშაობს, ქირაობს იქაურ კონსულტანტებს, რომლებიც არიან ყოფილი
პარლამენტარები, ყოფილი მინისტრები, ყოფილი ვიცე-პრემიერები, უხდის ფულს, რომ
სააგენტოს ეგიდით მოიზიდონ იმ ქვეყნებში ინვესტიციები და შემდეგ შეახვედრონ ის
კონკრეტული კომპანიები თავად სააგენტოს, რომლებთან შეხვედრაც მათ გარეშეც
რთულია. ამ შემთხვევაში დაქირავებულია ორი კომპანია - Wavteq-ი და OCO GLOBALი. ერთი არის დასავლეთის მიმართულებით და მეორე აზიის მიმართულებით. ამ
კომპანიის საშუალებით აუთსორსინგზეა გატანილი საერთაშორისო ოფისების საკითხი.
FDI გრანტის პროგრამასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ თუ უცხოელი ინვესტორი
საქართველოში განახორციელებს ინვესტიციას ლოგისტიკის, BPO ან ელექტრო და
ავტონაწილის წარმოების მიმართულებით, დაუბრუნდება გაცემული კვალიფიციური
ხარჯის 15% ქეშბექი. დღესდღეობით ეს საკითხი ჩაკეტილია 10 მილიონ ლარზე, თუმცა,
თუ პროექტი იქნება 10 მილიონ ლარზე მეტი, ამ შემთხვევაში უკვე საქართველოს
მთავრობა განიხილავს და შეძლებს, რომ ლიმიტიზე მეტიც დააფინანსოს. ცალკე ეს
პროგრამა ინვესტორს ვერ მოიზიდავს თუმცა, როდესაც ინვესტორი დაინტერესებულია
საქართველოთი და ადარებს სხვა
9
ქვეყნებს, მაგალითად სერბეთს, ყველა თანაბარ სიტუაციაში მსგავსი ტიპის წახალისება
ახდენს პოზიტიურ გავლენას.
დღეისათვის, სააგენტო საერთაშორისო პრაქტიკას უზიარებს ორ ქვეყანას. მათ შორის,
იყო წარმატებული თანამშრომლობა იორდანიასთან, სადაც სააგენტო იყო
ინვესტიციების მინისტრის მრჩეველი და ატარებდა ვორქშოპებს. იქიდან გამომდინარე,
რომ სააგენტოს საინვესტიციო მიმართულებამ საერთაშორისო აღიარება ჰპოვა, უკვე
თვითონ, ნაკლებად განვითარებული ქვეყნები იჩენენ ინტერესს სააგენტოს მიღწევების
გაზიარებაზე. სააგენტო ძალიან იშვიათად აკეთებს ბიზნეს ფორუმებს, ვინაიდან ძალიან
დიდი რესურსი იხარჯება და ძალიან იშვიათად მოდიან რეალური ინვესტორები.
სააგენტო ყველა ინვესტორისთვის არის ხელგაშლილი, თუმცა მაინც ცდილობს, რომ
მხოლოდ იმ ინვესტორებთან აწარმოოს მოლაპარაკებები უფრო აქტიურად, რომელთანაც
აზრი აქვს და რომელთა შემოსვლაც რეალურია საქართველოში.
წარმოდგენილი ანგარიშის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებთან და კითხვებთან
დაკავშირებით, დამატებით განმარტებები გააკეთეს სსიპ „აწარმოე საქართველოში“
დირექტორის მოადგილეებმა - ირაკლი გაბრიაძემ და თორნიკე ზირაქიშვილმა.
აზრი გამოთქვეს:
შოთა ბერეკაშვილმა, მარიამ ლაშხმა, ანტონ
ობოლაშვილმა, ირაკლი ნადარეიშვილმა,
ზაალ გელაშვილმა, დავით მეგრელიძემ.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა მოისმინა, დადებითად შეაფასა
წარმოდგენილი
ანგარიში
და
გასცა
რეკომენდაციები.
სხდომის თავმჯდომარე
შოთა ბერეკაშვილი
სხდომის მდივანი
მაია ბერძენიშვილი
ოქმს თან ერთვის დოკუმენტური, ვიდეო და აუდიო
ჩანაწერები, რომელიც ინახება კომიტეტის აპარატში
10