„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.05.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი იონათამიშვილი, აკაკი ალადაშვილი, ალუდა ღუდუშაური
ნომერი
#07-3/63/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-02
ბიუროს ნომერი 53

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) დაემატოს შემდეგი შინაარსის VII29 თავი: „თავიVII29. ადმინისტრაციული სამართალწარმოება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან მაუწყებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების თაობაზე მუხლი 21111. მოსამართლის ბრძანება კომერციული ბანკის, მიკრობანკის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე კომერციული ბანკის, მიკრობანკის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მაუწყებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ბრძანებას საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. მუხლი 21112. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შუამდგომლობა 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით მაუწყებლის მიერ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 661 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ფარგლებში კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან მაუწყებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, თუ კომისიამ ამ მაუწყებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთხელ მაინც მიმართა ინფორმაციის წარდგენის შესახებ, მაგრამ მან აღნიშნული ინფორმაცია დადგენილ ვადაში არ წარუდგინა. 2. კომისიის შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში უნდა მიეთითოს: ა) იმ მაუწყებლის დასახელება და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის შესახებ ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; ბ) კომერციული ბანკის, მიკრობანკის დასახელება, რომლისგანაც მიღებული უნდა იქნეს ინფორმაცია; გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის აღწერა; დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ინფორმაციის მიღების ფორმა და ვადა. მუხლი 21113. კომერციული ბანკის, მიკრობანკის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მაუწყებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე მოსამართლის ბრძანების გამოცემის წესი 1. მოსამართლე ბრძანებას საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ამ შუამდგომლობის წარდგენიდან 14 დღის ვადაში. 2. მოსამართლე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად. სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვაში მონაწილეობენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელი და ის მაუწყებელი/მისი წარმომადგენელი, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ბრძანების გამოცემასაც ითხოვს საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეთა მოწვევა ვერ ხერხდება). 3. სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობა ან მათი მოწვევის შეუძლებლობა არ იწვევს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შუამდგომლობის განხილვის გადადებას. 4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან არდაკმაყოფილების შესახებ. 5. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) ბრძანების გამომცემი მოსამართლის გვარი; გ) კომერციული ბანკი, მიკრობანკი, რომელმაც საჯარო სამართლის იურიდიული პირს - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მაუწყებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს; დ) ინფორმაციის მიწოდების ფორმა და ვადა; ე) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ. 6. შუამდგომლობის არდაკმაყოფილების შემთხვევაში ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) ბრძანების გამომცემი მოსამართლის გვარი; გ) განკარგულება შუამდგომლობის არდაკმაყოფილების შესახებ. 7. მოსამართლის ბრძანება დგება 4 ეგზემპლარად. მისი ერთი ეგზემპლარი ეგზავნება შუამდგომლობის წარმდგენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, მეორე – მაუწყებელს, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზედაც გამოიცა ბრძანება, მესამე – კომერციულ ბანკს, მიკრობანკს, ხოლო მეოთხე რჩება სასამართლოში. 8. მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის ბრძანების გასაჩივრების ვადის ამოწურვის მომენტიდან. ბრძანების გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას. 9. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ბრძანების გამომცემ სასამართლოში, მხარისათვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს. 10. საჩივარი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განიხილება შეტანიდან 10 დღის ვადაში. 11. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.” მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ყაველაშვილი მიხეილ
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს კანონში „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი; „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლი ადგენს გარკვეულ აკრძალვებს მაუწყებლების დაფინანსებასთან დაკავშირებით. კერძოდ, აკრძალულია მაუწყებლის დაფინანსება ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ. ასევე, აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება. აღნიშნული მუხლის, ისევე როგორც ზოგადად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, აღსრულებას უზრუნველყოფს დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო - საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია). მაუწყებლის დაფინანსების აკრძალვასთან დაკავშირებით არსებული საკანონმდებლო რეგულაციის ეფექტიან აღსრულებას სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს აღმასრულებელი ორგანოსთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული მექანიზმები. იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას კანონის მიზანი და მოხდეს კანონის აღსრულება, საჭიროა აღსრულების სათანადო მექანიზმების არსებობაც. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე კომისია უფლებამოსილია მედიამომსახურების მიმწოდებლებისგან (მათ შორის მაუწყებლებისგან) და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებისგან გამოითხოვოს კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების თაობაზე, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მედიამომსახურების მიმწოდებლების და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების მიმართ გამოიყენოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები, კერძოდ: გაფრთხილება, ფინანსური სანქცია - ჯარიმა და ავტორიზაციის შეჩერება. თუმცა აღსანიშნავია ის, რომ აღნიშნული სანქციები ვერ უზრუნველყოფს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 დადგენილი მაუწყებლების დაფინანსების აკრძალვასთან დაკავშირებული დანაწესის ეფექტიან აღსრულებას, რამდენადაც კომისიას არ გააჩნია ქმედითი მექანიზმი მაუწყებლების მიერ ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დაფინანსების შესახებ რეალური ინფორმაციის მიღება. კანონით გათვალისწინებული სანქციები მათი „იერარქიულობის“ გათვალისწინებით ვერ ჩაითვლება ეფექტიან მექანიზმად ისეთი მაღალი, ლეგიტიმური საჯარო ინტერესის მქონე დანაწესის აღსრულების მექანიზმად, რომელიც მიზნად სხვადასხვა ჯგუფების არამართლზომიერი გავლენებისგან საზოგადოების დაცვას ისახავს მიზნად. რაც შეეხება სანქციის კიდევ ერთ სახეს - ავტორიზაციის შეჩერებას, მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ დარღვევის 1 წლის განმავლობაში მესამედ ჩადენის/აღმოუფხვრელობის შემთხვევაში. ამასთან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად გასაჩივრების შემთხვევაში როგორც ავტორიზაციის შეჩერების შესახებ, ასევე 5000 ლარზე მეტი ოდენობის ჯარიმის გამოყენების შემთხვევაში კომისიის აქტის მოქმედება ავტომატურად ჩერდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მაუწყებლისთვის ავტორიზაციის შეჩერება მთელ რიგ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგანაც იწვევს საზოგადოებისთვის ინფორმაციის წვდომაზე ერთგვარი ბარიერის დაწესებას. მაუწყებლების დაფინანსების რეგულირება მიზნად ისახავს მაუწყებლების და შესაბამისად საზოგადოების დაცვას სხვადასხვა ჯგუფების გავლენებისგან. შესაბამისად, ამ ლეგიტიმური, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დასაცავად საჭიროა შეიქმნას ქმედითი მექანიზმი, რომელიც კანონის აღმასრულებელ ორგანოს საშუალებას მისცემს მაუწყებლების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მესამე პირისგან - საბანკო დაწესებულებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია მაუწყებლის მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა; „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები; კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რომელიც წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ ორგანოს, მიეცემა შესაძლებლობა ეფექტიანად აღასრულოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულაციები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; კანონპროექტით, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს ემატება ახალი VII29 თავი, რომელიც შეეხება საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან მაუწყებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების თაობაზე ადმინისტრაციული სამართალწარმოებას. აღნიშნული ცვლილების შედეგად საქართველოს კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ექნება მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს და სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს კომერციული ბანკებიდან ან/და მიკრობანკებიდან მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია, იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებელი თავად არ მიაწვდის აღნიშნულ ინფორმაციას კომისიას მის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განსახორციელებლად. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ მიმართებაში (კანონპროექტი საქართველოს მთავრობის ინიციირებული). კანონპროექტთან მიერ არ არის ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას, რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); მიზანშეწონილია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით, რათა მისი მიღება და ამოქმედება მოესწროს მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიაზე, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის მიერ საკუთარი ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო; მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოსთვის არ წარმოიშობა ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტს ფინანსური შედეგები არ ექნება იმ პირებზე, ვისზეც მისი მოქმედება ვრცელდება, რამდენადაც კანონპროექტი არ აწესებს რაიმე ახალ რეგულაციას ფინანსური კუთხით იმ პირთათვის, ვისზეც მისი მოქმედება ვრცელდება. კანონპროექტი მიზნად ისახავს უკვე არსებული რეგულაციის აღსრულებისთვის შესაბამისი ინსტრუმენტის შექმნას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტის მიღება მდგომარეობაზე. არ იქონიებს ზეგავლენას ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება; ბავშვის მდგომარეობაზე უფლებრივ კანონპროექტის კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში აღინიშნება: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან; არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.