„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.05.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი იონათამიშვილი, აკაკი ალადაშვილი, ალუდა ღუდუშაური
ნომერი
#07-3/63/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-02
ბიუროს ნომერი 53

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმ დებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) 70-ე მუხლის: ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. კომისია უფლებამოსილია გამოითხოვოს, ხოლო მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლები ვალდებული არიან კომისიას სრულად და განსაზღვრულ ვადაში მიაწოდონ ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავიანთი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების თაობაზე, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, აგრეთვე, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით ან „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაცია. კომისიისთვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინონ მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის დადგენილი. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები.“. ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი: „91. მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების მიერ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია კომერციული ბანკისგან ან/და მიკრობანკისგან გამოითხოვოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით ან „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაცია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი; „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლი ადგენს გარკვეულ აკრძალვებს მაუწყებლების დაფინანსებასთან დაკავშირებით. კერძოდ, აკრძალულია მაუწყებლის დაფინანსება ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ. ასევე, აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება. აღნიშნული მუხლის, ისევე როგორც ზოგადად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, აღსრულებას უზრუნველყოფს დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო - საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია). მაუწყებლის დაფინანსების აკრძალვასთან დაკავშირებით არსებული საკანონმდებლო რეგულაციის ეფექტიან აღსრულებას სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს აღმასრულებელი ორგანოსთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული მექანიზმები. იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას კანონის მიზანი და მოხდეს კანონის აღსრულება, საჭიროა აღსრულების სათანადო მექანიზმების არსებობაც. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე კომისია უფლებამოსილია მედიამომსახურების მიმწოდებლებისგან (მათ შორის მაუწყებლებისგან) და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებისგან გამოითხოვოს კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების თაობაზე, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მედიამომსახურების მიმწოდებლების და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების მიმართ გამოიყენოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები, კერძოდ: გაფრთხილება, ფინანსური სანქცია - ჯარიმა და ავტორიზაციის შეჩერება. თუმცა აღსანიშნავია ის, რომ აღნიშნული სანქციები ვერ უზრუნველყოფს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 დადგენილი მაუწყებლების დაფინანსების აკრძალვასთან დაკავშირებული დანაწესის ეფექტიან აღსრულებას, რამდენადაც კომისიას არ გააჩნია ქმედითი მექანიზმი მაუწყებლების მიერ ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დაფინანსების შესახებ რეალური ინფორმაციის მიღება. კანონით გათვალისწინებული სანქციები მათი „იერარქიულობის“ გათვალისწინებით ვერ ჩაითვლება ეფექტიან მექანიზმად ისეთი მაღალი, ლეგიტიმური საჯარო ინტერესის მქონე დანაწესის აღსრულების მექანიზმად, რომელიც მიზნად სხვადასხვა ჯგუფების არამართლზომიერი გავლენებისგან საზოგადოების დაცვას ისახავს მიზნად. რაც შეეხება სანქციის კიდევ ერთ სახეს - ავტორიზაციის შეჩერებას, მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ დარღვევის 1 წლის განმავლობაში მესამედ ჩადენის/აღმოუფხვრელობის შემთხვევაში. ამასთან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად გასაჩივრების შემთხვევაში როგორც ავტორიზაციის შეჩერების შესახებ, ასევე 5000 ლარზე მეტი ოდენობის ჯარიმის გამოყენების შემთხვევაში კომისიის აქტის მოქმედება ავტომატურად ჩერდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მაუწყებლისთვის ავტორიზაციის შეჩერება მთელ რიგ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგანაც იწვევს საზოგადოებისთვის ინფორმაციის წვდომაზე ერთგვარი ბარიერის დაწესებას. მაუწყებლების დაფინანსების რეგულირება მიზნად ისახავს მაუწყებლების და შესაბამისად საზოგადოების დაცვას სხვადასხვა ჯგუფების გავლენებისგან. შესაბამისად, ამ ლეგიტიმური, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დასაცავად საჭიროა შეიქმნას ქმედითი მექანიზმი, რომელიც კანონის აღმასრულებელ ორგანოს საშუალებას მისცემს მაუწყებლების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მესამე პირისგან - საბანკო დაწესებულებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია მაუწყებლის მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა; „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები; კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რომელიც წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ ორგანოს, მიეცემა შესაძლებლობა ეფექტიანად აღასრულოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულაციები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: კომისია უფლებამოსილია გამოითხოვოს, ხოლო მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლები ვალდებული არიან კომისიას სრულად და განსაზღვრულ ვადაში მიაწოდონ ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავიანთი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების თაობაზე, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, აგრეთვე, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით ან „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაცია. კომისიისთვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინონ მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის დადგენილი. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები. ასევე, 70-ე მუხლის მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატება შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი: მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების მიერ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია კომერციული ბანკისგან ან/და მიკრობანკისგან გამოითხოვოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით ან „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაცია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული ქვეპუნქტი არ მიმართებაში (კანონპროექტი ინიციირებული). გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას, რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); მიზანშეწონილია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით, რათა მისი მიღება და ამოქმედება მოესწროს მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიაზე, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის მიერ საკუთარი ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო; კანონპროექტის ავტონომიური ბიუჯეტიდან. მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო, რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოსთვის არ წარმოიშობა ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტს ფინანსური შედეგები არ ექნება იმ პირებზე, ვისზეც მისი მოქმედება ვრცელდება, რამდენადაც კანონპროექტი არ აწესებს რაიმე ახალ რეგულაციას ფინანსური კუთხით იმ პირთათვის, ვისზეც მისი მოქმედება ვრცელდება. კანონპროექტი მიზნად ისახავს უკვე არსებული რეგულაციის აღსრულებისთვის შესაბამისი ინსტრუმენტის შექმნას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტის მიღება მდგომარეობაზე. არ იქონიებს ზეგავლენას ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტი არ მდგომარეობაზე. ახდენს გავლენას ბავშვის მდგომარეობაზე ქალისა და მამაკაცის უფლებრივ კანონპროექტის თანასწორობის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში აღინიშნება: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან; არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.