„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-02
ბიუროს ნომერი 53
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 17.03.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010120000.05.001.017356) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:
„მ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის
ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური დაცვის
სამინისტროში რეგისტრირებულ
ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულ შრომით იმიგრანტსა და მის
ოჯახის წევრზე, ასევე უცხოელზე, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია მცირე
ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად და ეწევა საქართველოს მთავრობის
დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობას ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში,
და მის ოჯახის წევრზე ან ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი
საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ
პირზე და მის ოჯახის წევრზე. ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი
საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი
პირი
სააგენტოს წარუდგენს ინფორმაციული
საერთაშორისო
კომპანიის
ტექნოლოგიების სფეროში
ხელმძღვანელობასა
და
მოქმედი
წარმომადგენლობაზე
უფლებამოსილების დამადასტურებელ
დოკუმენტს. საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
ჯანმრთელობისა
დევნილთა,
შრომის,
სამინისტროში რეგისტრირებული
დასაქმებული
შრომითი
ინფორმაციული
იმიგრანტი
და
უცხოელი,
და
სოციალური დაცვის
ტექნოლოგიების
რომელიც
სფეროში
საქართველოში
რეგისტრირებულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად, რომელიც
ეწევა
საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით
განსაზღვრულ
საქმიანობას
ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში სააგენტოს წარუდგენს ინფორმაციული
ტექნოლოგიების სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების
არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტს, აგრეთვე ცნობას,
რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
შრომითი
ან
ეკონომიკური
საქმიანობის
განხორციელების
შედეგად
მიღებული
ანაზღაურების მოცულობა წლიურად 25 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის
ოდენობაზე ნაკლები არ არის.
ამ პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ
დოკუმენტების
და
წარდგენის
წესი
დამატებითი
დოკუმენტები
განისაზღვრება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.
2. მე-16 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ. მე-15 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოში დროებითი
ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა 3 წლის ვადით.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი
ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა ყოველ ჯერზე შეიძლება გაგრძელდეს 3 წლის
ვადით, არაუმეტეს 12 წლამდე.“;
3. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 14 პუნქტი:
„14. ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის
ნებართვის მოქმედების ვადა წყდება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ნებართვის
მქონე პირი ფაქტობრივად არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს
ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში. საქართველოს ტერიტორიაზე
ფაქტობრივად ყოფნის დროდ ითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც ფიზიკური პირი
იმყოფებოდა საქართველოში, აგრეთვე დრო, რომლითაც იგი გავიდა საქართველოს
ფარგლების გარეთ სპეციალურად სამკურნალოდ. ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT)
სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მქონე პირის საქართველოს
ტერიტორიაზე ყოფნის მონიტორინგის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“.
მუხლი 2.
1. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 ივლისამდე განსაზღვროს:
ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის
ნებართვის მაძიებლის მიერ დოკუმენტების წარდგენის წესი და წარსადგენი დამატებითი
დოკუმენტები;
ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის
ნებართვის მქონე პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის მონიტორინგის წესი.
2. ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის
ნებართვის მისაღებად 2026 წლის 1 ივლისამდე წარდგენილი განცხადებების განხილვის
ვადა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტოსთვის საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 90 დღეს.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა,
ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის
1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიზანია საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით
პროფესიონალი კადრების მოზიდვის მიზნით საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა.
თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების ტემპი საჭიროებს დარგის მცოდნე
სპეციალისტების ინტეგრირებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ახალი კადრების
მომზადებას. აღნიშნული მოითხოვს ბინადრობის ნებართვის პროცედურის ახლებურად
დარეგულირებას.
საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ეკოსისტემის გაუმჯობესებისათვის
საქართველოს მთავრობამ, სხვადასხვა ტიპის მხარდამჭერი მექანიზმები შეიმუშავა,
რომელიც ერთის მხრივ ხელს უწყობს საქართველოში IT მიმართულებით კვალიფიციური
კადრების ჩამოყალიბებასა და ზრდას, IT ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მეორე მხრივ,
კი საერთაშორისო IT კომპანიების საქართველოში შემოდინებას.
საინფორმაციო
ტექნოლოგიების
მიმართულებით
კვალიფიციური
კადრების
ფორმირებისათვის სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს Do IT
პროგრამის ფარგლებში პირთა მომზადებასა და გადამზადებას. 2020-2022 წლამდე
სააგენტომ უკვე გადაამზადა 3,000-ზე მეტი IT სპეციალისტი საერთაშორისო
სასერტიფიკატო პროგრამებზე. 2026 წლამდე, კი ეს ციფრი 5,000-მდე გაიზრდება. 2023
წლიდან ხორციელდება 5000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამა, რომელიც მოიცავს
როგორც გამოცდილი, ისე IT სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგ-კურსების
ჩატარებასა და კარიერული ზრდის ხელშეწყობას.
საკანონმდებლო დონეზე 2019 წლის 28 ივნისს საქართველოს საგადასახადო კოდექსში
განხორციელებული ცვლილების შედეგად, შემოღებულ იქნა საერთაშორისო კომპანიის
საგადასახადო სტატუსი, რომლის ფარგლებშიც,საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით
მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი იბეგრება 5 პროცენტიანი განაკვეთით, ხოლო
მოგების გადასახადის განაკვეთია 5 პროცენტი. ამასთან საერთაშორისო კომპანია
გათავისუფლებულია ქონების (გარდა მიწისა) გადასახადისაგან (თუ ეს ქონება
საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით
ნებადართული
საქმიანობის
განხორციელებისათვის არის გამიზნული ან გამოიყენება).
აღნიშნული სტატუსის ამოქმედების შემდგომ საერთაშორისო IT კომპანიებისა და
შესაბამისი მიმართულების ადამიანური რესურსის მხრიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა
ინტერესი საქართველოს მიმართ. შემოსავლების სამსახურის სტატისტიკურ ინფორმაციაზე
დაყრდნობით, საერთაშორისო IT კომპანიის სტატუსის მქონე კომპანიათა რაოდენობა 2021
წლიდან 2024 წლის ჩათვლით საშუალო წლიურად 71%-ით იზრდება.
საერთაშორისო IT კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტთა რაოდენობა
150%
59%
25%
160
100 %
90%
140
149
120
119
100
80%
70%
60%
80
50%
40%
60
75
40
30%
20%
20
30
10%
0
0%
2021
2022
2023
საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიების რაოდენობა
საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიების რაოდენობის ზრდა
2024
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო IT კომპანიის სტატუსის მქონე ერთ
კომპანიაში 2024 წელს საშუალოდ დასაქმებულთა რაოდენობა 2022 წელთან შედარებით
51%-ით შემცირდა.
ერთ საერთაშორისო IT კომპანიაში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა
73%
-33%
140
80%
120
60%
130
100
-27%
40%
80
40
20%
87
60
75
64
0%
-20 %
20
-
-40 %
2021
2022
2023
საშუალოდ ერთ კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა
2024
% ზრდა
თუმცა, ამავდროულად საერთაშორისო IT კომპანიის სტატუსის მქონე კომპანიაში
დასაქმებული პირის საშუალო წლიური ანაზღაურება ყოველწლიურად იზრდება და 2024
წელს 104 ათას ლარს უტოლდება, რაც 2020 წელთან მიმართებაში საშუალო წლიურ 43%-იან
ზრდას გულისხმობს.
საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე კომპანიებში საშაულოდ
დასაქმებული პირის წლიური ანაზღაურება
103,270
104,033
2023
2024
56,567
35,698
2021
2022
საერთაშორისო IT კომპანიების საქმიანობის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია მათ
ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს ჰქონდეთ
საქართველოში კანონიერად ყოფნისა და ცხოვრების შესაძლებლობა.
საერთაშორისო დონეზე, საქართველოს პოზიციონირების შეფასებისათვის, გაანალიზებულ
იქნა „დისტანციურად მუშაობის გლობალური ინდექსი“, რომელიც აფასებს 108 ქვეყნის
პოტენციალს, ოთხი ძირითადი განზომილებით: კიბერუსაფრთხოება, ეკონომიკა,
ინფრასტრუქტურა და სოციალური უსაფრთხოება.
აღნიშნული ინდექსით საქართველო 46-ე ადგილს იკავებს, რითაც მნიშვნელოვნად
ჩამორჩება ევროპის ქვეყნების იმავე მაჩვენებელს, განსაკუთრებით კი ციფრული და
ფიზიკური ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რომლითაც საქართველო 67-ე ადგილს
იკავებს.
საქართველოს პოზიციონირება „დისტანციურად მუშაობის გლობალური
ინდექის“ ფარგლებში
46
53
გლობალური
კიბერ უსაფრთხოება
დისტანციური
მუშაობის ინდექსი
56
67
41
ეკონომიკური
უსაფრთხოება
ციფრული &
ფიზიკური
ინფრასტრუქტურა
სოციალური
უსაფრთხოება
აღნიშნული ინდექსი წარმოადგენს ინსტრუმენტს დისტანციურად დასაქმებულებისთვის,
ბიზნესებისა და პოლიტიკის შემქმნელებისთვის, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს მიიღონ
ინფორმაცია დისტანციური მუშაობისთვის საუკეთესო გლობალური გარემოს შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაბიჯები აქვს გადადგმული IT
მიმართულებით
ეკოსისტემის
გაძლიერებისათვის,
ერთის
მხრივ,
ქვეყანაში
დარეგისტრირებული საერთაშორისო კომპანიებში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება,
მეორეს მხრივ კი საქართველოს პოზიციონირება დისტანციურად მუშაობის გლობალური
ინდექსში ნათლად გამოკვეთს აღნიშნული მიმართულებებით ახალი ინიციატივების
დანერგვის საჭიროებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტით მოწესრიგდება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული
პირების მიერ ბინადრობის ნებართვის მიღების საკითხი. შესაბამისად, დაინერგება
ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის
ნებართვა, რომლითაც, ერთი მხრივ, აღნიშნული პირებისთვის ქართული ბაზარი გახდება
უფრო მიმზიდველი, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს
სათანადო ინტელექტუალურ-ეკონომიკური რესურსის საქართველოში მობილიზებას.
კანონპროექტი გავლენას მოახდენს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი
საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ
პირებზე, ისევე როგორც საქართველოში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე
ფიზიკურ პირად რეგისტრირებულ უცხოელზე, რომელიც ეწევა საქართველოს მთავრობის
დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობას ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში.
IT ბინადრობის მიღების შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნული პირებს შეექმნებათ
შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში გაჩერდნენ 3 წლიანი ვადით, რაც ხელს შეუწყობს
ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიების
საქმიანობასა და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე იმ მეწარმე ფიზიკურ პირებად
რეგისტრირებული უცხოელების რაოდენობის ზრდას, რომლებიც ეწევიან საქართველოს
მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობას ინფორმაციული ტექნოლოგიების
სფეროში. აღნიშნული, შესაბამისად, გაზრდის მათ მიერ ბიუჯეტში საშემოსავლო
გადასახადის ოდენობას.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროების შესაფასებლად, განხორციელდა
სტატისტიკური მოკვლევა და საერთაშორისო ინდექსების ანალიზი. შემოსავლების
სამსახურიდან მიღებული სტატისტიკური მოკვლევის საფუძველზე გამოვლინდა, რომ
საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებში დასაქმებულების და მათ მიერ გადახდილი
საშემოსავლო გადასახადის მოცულობა ბოლო წლის მონაცემებით მცირდება. იგივე ზრდის
ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში შემდეგი 5 წლის პერიოდისთვის შედეგად მივიღებთ
28% შემცირებულ სამუშაო ადგილებს, 26%-ით ჯამურად ხელფასის სახით გაცემული
ანაზღაურების ოდენობასა და 32%-ით შემცირებულ გასაცემ ხელფასზე დაკავებულ
საშემოსავლო გადასახადს, საერთაშორისო სტატუსის კომპანიების რეგისტრაციის ზრდის
ტემპის მიუხედავად.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად მოსალოდნელია კომპანიების
ზრდასთან ერთად გაიზარდოს დასაქმებულთა რაოდენობა 20%-ით (2022-2023 წლის
საშუალო ზრდის ტემპი), ჯამურად ხელფასის სახით გაცემული ანაზღაურება 71%-ით
(2022-2023 წლის საშუალო ზრდის ტემპი), ხოლო გასაცემ ხელფასზე დაკავებული
საშემოსავლო გადასახადი კი 60%-ით (2022-2023 წლის საშუალო ზრდის ტემპი).
შესაბამისად, აღნიშნული ტემპით გაზრდის შემთხვევაში შედეგად მივიღებთ 5 წლის
პერიოდისთვის 745%-ით გაზრდილ ჯამურად ხელფასის სახით გაცემულ ანაზღაურებასა
და 564%-ით გაზრდილ დაკავებულ საშემოსავლო გადასახადს 2024 წლის მონაცემებთან
შედარებით.
საერთაშორისო IT კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტში დასაქმებულ პირთა რაოდენობა
5 წელიწადში, ზრდის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში 6,284-ს გაუტოლდება. ამასთან,
დასაქმებულთა მიერ მომდევნო 5 წლის განმავლობაში კუმულატიურად საქართველოში
დახარჯული თანხის მოცულობა 2.7 მლრდ. ლარს მიაღწევს. ხოლო საკანონმდებლო
ცვლილებების შემთხვევაში, ერთის მხრივ საერთაშორისო IT კომპანიებში დასაქმებულთა
რაოდენობა 24 ათასს გაუტოლდება, მეორეს მხრივ კი აღნიშნულ კომპანიებში
დასაქმებულთა მიერ მომდევნო 5 წლის განმავლობაში კუმულატიურად საქართველოში
დახარჯული თანხის საპროგნოზო მოცულობა 6.5 მლრდ. ლარს მიაღწევს.
შემოსავლების სამსახურის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, 2024 წლის
დეკემბრის მდგომარეობით უცხო ქვეყნის ან მოქალაქეობის არ მქონე მცირე ბიზნესის
სტატუსის მქონე მეწარმედ რეგისტრირებულია 24 858 პირი, რომელსაც საქმიანობის
სფეროდ მითითებული აქვთ საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულება. ამასთან,
კვლევებზე დაყრდნობით დაანგარიშებულ იქნა არარეზიდენტი მცირე ბიზნესის სტატუსის
მქონე მეწარმე პირის მიერ საქართველოში დახარჯული თვიური თანხის საშუალო
მოცულობა, რომელიც 4,558 ლარს უტოლდება.
არარეზიდენტთა მიერ დაარსებული მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე სუბიექტთა ზრდის
ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში სუბიექტთა რაოდენობა მომდევნო 5 წელში 52 ათასს
გაუტოლდება, მათ მიერ საქართველოში დახარჯული თანხის კუმულატიური მოცულობა
კი, მომდევნო 5 წელიწადში 15 მლრდ. ლარს შეადგენს. ხოლო, აღნიშნული საკანონმდებლო
ცვლილების შემთხვევაში იმავე პერიოდისათვის სუბიექტთა რაოდენობა 100 ათასამდე
გაიზრდება, რაც ასევე გამოიწვევს მათ მიერ საქართველოში დახარჯული თანხის
მოცულობის 24 მლრდ. ლარამდე ზრდას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:
„მ. ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის
ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური დაცვის
სამინისტროში რეგისტრირებულ
ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულ შრომით იმიგრანტსა და მის
ოჯახის წევრებზე, ასევე უცხოელზე, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია მცირე
ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად და ეწევა საქართველოს მთავრობის
დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობას ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში,
და მის ოჯახის წევრებზე ან ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი
საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ
პირზე და მის ოჯახის წევრებზე. ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი
საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი
პირი
სააგენტოს წარუდგენს ინფორმაციული
საერთაშორისო
კომპანიის
ტექნოლოგიების სფეროში
ხელმძღვანელობასა
და
მოქმედი
წარმომადგენლობაზე
უფლებამოსილების დამადასტურებელ
დოკუმენტს. საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
ჯანმრთელობისა
დევნილთა,
შრომის,
სამინისტროში რეგისტრირებული
დასაქმებული
შრომითი
ინფორმაციული
იმიგრანტი
და
და
სოციალური დაცვის
ტექნოლოგიების
უცხოელი,
რომელიც
სფეროში
საქართველოში
რეგისტრირებულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად, რომელიც
ეწევა
საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით
განსაზღვრულ
საქმიანობას
ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში სააგენტოს წარუდგენს ინფორმაციული
ტექნოლოგიების სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების
არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტს, აგრეთვე ცნობას,
რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
შრომითი
ან
ეკონომიკური
საქმიანობის
განხორციელების
შედეგად
მიღებული
ანაზღაურების მოცულობა წლიურად 25 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის
ოდენობაზე ნაკლები არ არის.
ამ პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ
დოკუმენტების
და
წარდგენის
წესი
დამატებითი
დოკუმენტები
განისაზღვრება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.
ასევე, მე-16 მუხლის პირველ პუნქტს ემატება შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი, რომლის
მიხედვით, საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა 3 წლის
ვადით. ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ ემატება 31 პუნქტი, რომლის თანახმადაც
დროებითი
ბინადრობის
ნებართვის
მოქმედების
ვადა
ყოველ
ჯერზე
შეიძლება
გაგრძელდეს 3 წლის ვადით, არაუმეტეს 12 წლამდე.
ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტა გათვალისწინებულია 21-ე მუხლს 14
პუნქტში,
რომლის
მიხედვითაც,
ინფორმაციული
ტექნოლოგიების
(IT)
სფეროში
დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება აგრეთვე იმ
შემთხვევაში, თუ აღნიშნული ნებართვის მქონე პირი ფაქტობრივად არ იმყოფება
საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული
თვის პერიოდში. საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის დროდ ითვლება
დრო, რომლის განმავლობაშიც ფიზიკური პირი იმყოფებოდა საქართველოში, აგრეთვე
დრო,
რომლითაც
იგი
გავიდა
საქართველოს
ფარგლების
გარეთ
სპეციალურად
სამკურნალოდ. ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის
ბინადრობის ნებართვის მქონე პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის მონიტორინგის
წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის ძირითადი ნაწილის 2025 წლის 1 სექტემბრიდან
ამოქმედებას,
რადგან
საქართველოს
მთავრობას
განსაზღვროს
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური დაცვის სამინისტროში რეგისტრირებული ინფორმაციული ტექნოლოგიების
სფეროში დასაქმებული შრომითი იმიგრანტის მიერ წარსადგენი დამატებითი
დოკუმენტები და მათი წარდგენის წესი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ინიციატორების მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვაა მოთხოვნილი.
გამომდინარე იქიდან, რომ წარმოდგენილი პროექტის მიღება და ამოქმედება
შემჭიდროებულ ვადებშია მიზანშეწონილი, ხოლო საქართველოს კონსტიტუციისა და
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, 2025 წლის საგაზაფხულო სესია
მთავრდება 27 ივნისს და საგაზაფხულო სესიაზე პროექტების განხილვა ვერ მოესწრება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტი არ იწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან
დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტს გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, კერძოდ,
ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის
ნებართვის გაცემა დაკავშირებული იქნება შესაბამისი საფასურის გადახდასთან, რომლის
ოდენობა განისაზღვრება კანონმდებლობით, მათ შორის, „საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სახელმწიფო
სერვისების
განვითარების
სააგენტოს
და
დელეგირებული
უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული
მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და
საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29
დეკემბრის N508 დადგენილებით.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საერთაშორისო სტატუსის მქონე
კომპანიების მიერ ბიუჯეტში შემდგომი 3 წლის პერიოდში მოსალოდნელია 490 მლნ ლარის
საშემოსავლო გადასახადის შენატანი, რაც 3.6-ჯერ აღემატება
ამჟამად მოქმედი
რეგულაციის პირობებში დაანგარიშებულ 3 წლის საშემოსავლო გადასახადის ოდენობას.
რაც შეეხება მცირე მეწარმედ რეგისტრირებულ უცხოელებს, რომელთაც საინფორმაციო
ტექნოლოგიების მიმართულება აქვს საქმიანობის სფეროდ მითითებული, ამჟამინდელი
მოქმედი რეგულაციის პირობებში დაანგარიშებული 3 წლის საშემოსავლო გადასახადი
კუმულატიურად მოსალოდნელია, რომ გაუტოლდეს 119.9 მლნ ლარს. აღნიშნული
კანონპროექტის მიღების შედეგად კი, მოსალოდნელია, რომ საშემოსავლო გადასახადის
მოცულობა გაიზრდება 33%-ით და გაუტოლდება 159.6 მლნ ლარს.
საკანონმდებლო ცვლილებების შემთხვევაში, ერთის მხრივ საერთაშორისო IT კომპანიებში
დასაქმებულთა რაოდენობა 24 ათასს გაუტოლდება, მეორეს მხრივ კი აღნიშნულ
კომპანიებში დასაქმებულთა მიერ მომდევნო 5 წლის განმავლობაში კუმულატიურად
საქართველოში დახარჯული თანხის საპროგნოზო მოცულობა 6.5 მლრდ. ლარს მიაღწევს.
ასევე აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების შემთხვევაში მომდევნო 5 წელში
სუბიექტთა რაოდენობა 100 ათასამდე გაიზრდება, რაც ასევე გამოიწვევს მათ მიერ
საქართველოში დახარჯული თანხის მოცულობის 24 მლრდ. ლარამდე ზრდას. შესაბამისად,
აღნიშნულის საფუძველზე მოხდება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდა.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საერთაშორისო სტატუსის მქონე
კომპანიებს, ისევე როგორც იმ სუბიექტებს რომელთა მიმართაც გავრცელდება
წარმოდგენილი ცვლილება, დაეზოგებათ ბინადრობის ნებართვის მიღებასთან
დაკავშირებული საკონსულტაციო და სხვა სახის ხარჯები, ასევე ყოველწლიური
სავალდებულო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ხარჯებიც.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად მოსალოდნელია კომპანიების
ზრდასთან ერთად გაიზარდოს დასაქმებულთა რაოდენობა 20%-ით (2022-2023 წლის
საშუალო ზრდის ტემპი).
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა განისაზღვრება კანონმდებლობით, მათ შორის, „საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სახელმწიფო
სერვისების
განვითარების
სააგენტოს
და
დელეგირებული
უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული
მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და
საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29
დეკემბრის N508 დადგენილებით.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული
ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ვახტანგი თურნავა, არჩილ გორდულაძე,
ლევან მახაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, შოთა ბერეკაშვილი, თორნიკე ჭეიშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ვახტანგი თურნავა, არჩილ გორდულაძე,
ლევან მახაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, შოთა ბერეკაშვილი, თორნიკე ჭეიშვილი.