სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების ანგარიშის მოსმენა

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
28.05.2025
ავტორი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#[56aa]/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-05-28
კომიტეტის სხდომის ნომერი 11
შენიშვნა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა: 1) ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი; 2) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი.

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/3324?local=true საქართველოს პარლამენტი 1 of 2 ევროპასთან ინტეგრაციისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა თარიღი 28 მაისი 2025 10:00 2025 წლის 28 მაისი, 10:00 საათი საქართველოს პარლამენტი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N8 ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული) დღის წესრიგი 1. სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების ანგარიშის მოსმენა; მომხსენებელი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე. 5/27/2025, 10:18 AM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი N11 2025 წლის 28 მაისი თბილისი სხდომის თავმჯდომარე - ლევან მახაშვილი სხდომას ესწრებოდნენ: ლევან მახაშვილი ვახტანგ თურნავა ვიქტორ სანიკიძე ეკა სეფაშვილი ლიკა შარტავა გიორგი ჩაკვეტაძე გიორგი ხახუბია დღის წესრიგი: 1. სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების ანგარიშის მოსმენა. მომხსენებელი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სხდომის მსვლელობა: სხდომის თავმჯდომარე სხდომის წევრებს მიესალმა, გააცნო დღის წესრიგი და მომხსენებელს სთხოვა წარმოედგინა სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების ანგარიში. მიხეილ სარჯველაძემ წარმოადგინა 2024 წლის საქმიანობის ანგარიში და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ უკანასკნელი წლების განმავლობაში რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა როგორც შრომის უფლებების დაცვის, ისე დასაქმების ხელშეწყობის კუთხით. მასშტაბური რეფორმები გატარდა საკანონდებლო დონეზე, ჩამოყალიბდა და შეიქმნა შესაბამისი პოლიტიკები, მართვის სისტემები და აღსრულების მექანიზმები, მათ შორის შეიქმნა შრომის ინსპექციის სამსახური და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო. ამ რეფორმების განხორციელება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო ევროინტეგრაციისაკენ, რაზეც მუშაობასაც დღესაც აგრძელებს ქვეყანა, რათა უფრო მეტად დახვეწოს აღნიშნული სისტემები და კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდეს ევროპულ სტანდარტს. 1 მისი თქმით, 2024 წლის 13 აგვისტოს ხელი მოეწერა „ქვეყნის ღირსეული შრომის პროგრამას“(Country Decent Work Programme) სამინისტროს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასა და სამმხრივ პარტნიორებს შორის. აღნიშნული პროგრამა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებისა და ევროპული სტანდარტების დანერგვისაკენ. 2024 წლის 15 მარტიდან 2 წლის ვადით დაიწყო მუშაობა ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების ახალმა პროექტმა „საქართველოში უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს გაუმჯობესება ევროკავშირის სტანდარტებისა და მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად“ (GE 21 NDICI SO 02 23), რომლის ფარგლებში დაგეგმილია შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით დარჩენილ 18 დირექტივაზე ინტენსიური მუშაობა, რათა 2026 წლისთვის სრულად იქნას მომზადებული შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების პროექტები. უნდა აღინიშნოს, რომ შეიქმნა დასაქმების ხელშეწყობისა და შრომის პოლიტიკის 2025-2029 წლების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა (2025 – 2027) ასევე 2023 წლიდან მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში დაიწყო შრომის ბაზრის მართვის ახალი ელექტრონული სისტემის განვითარება „Worknet“, რომლის ძირითადი მოდულები 2025 წლიდან პილოტურ რეჟიმში ამუშავდება. ახალი სისტემა ხელს შეუწყობს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებების გეოგრაფიული მისაწვდომობის გაზრდასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული შრომისა და დასაქმების პოლიტიკის შემდგომ განვითარებას, ასევე უნარების პროგნოზირების შესაძლებლობების გაზრდას. „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდა ცვლილებები და ძალაში შევიდა 2023 წლის 1 სექტემბრიდან, რომლის შედეგადაც შეიქმნა შრომითი მიგრაციის (ემიგრაცია/იმიგრაცია) რეგულირების, მონიტორინგისა და აღსრულების ახალი მექანიზმები. შეიქმნა და წარმატებით ფუნქციონირებს შრომითი მიგრაციის მონაცემთა სპეციალური ელექტრონული სისტემა . დარეგულირდა საშუამავლო კომპანიების (კერძო დასაქმების სააგენტოებისა და ფიზიკური პირების) საქმიანობა სავალდებულო სერტიფიცირების გზით და 2024 წელს განხორციელდა შესაბამისი კომპანიების სერტიფიცირება. შეიქმნა და ამოქმედდა საშუამავლო კომპანიების სერტიფიცირებისა და მონიტორინგის მექანიზმები, შეიქმნა და ამოქმედდა საქართველოში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების აღრიცხვისა და მონიტორინგის მექანიზმები, მომზადდა ხელშეკრულებები თანამშრომლობის შესახებ სლოვაკეთსა და საბერძნეთთან ცირკულარული შრომითი მიგრაციის შესახებ. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მუშაობა გრძელდება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის საკითხზე, დასრულდა მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატის დეინსტიტუციონალიზაცია, რომლის ფარგლებშიც პანსიონატის ბენეფიციარები გადაყვანილ იქნენ მცირე საოჯახო ტიპის სახლში საქართველოს მასშტაბით, ხანდაზმულთა და შშმ პირთა ინსტიტუციონალიზაციის პრევენციის, ოჯახის მხარდაჭერისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით 2023 წელს შეიქმნა პერსონალური ასისტენტისა და შინმოვლის მომსახურებები. 2024 წლის დასაწყისიდან კი დაიწყო მომსახურებების დანერგვა და გეოგრაფიული გაფართოება, 2025 წლიდან კი განხორციელდა პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის სერვისის მუნიციპალიტეტებისათვის დელეგირება, ხანდაზმულთა და შშმ პირთა 2 ინსტიტუციონალიზაციის პრევენციის, ოჯახის მხარდაჭერისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით 2023 წელს შეიქმნა პერსონალური ასისტენტისა და შინმოვლის მომსახურებები. 2024 წლის დასაწყისიდან კი დაიწყო მომსახურებების დანერგვა და გეოგრაფიული გაფართოება. 2024 წელს ასევე შეიქმნა სრულიად ახალი მომსახურება შშმ პირთა ულებების ადვოკატირებისათვის, რომელსაც ახორციელებენ თავად შშმ პირები „დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრების“ მეშვეობით. ასევე 2024 წელს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილ იქნა 2022 დევნილი ოჯახი, საკუთრებაში დაუკანონდათ 351 საცხოვრებელი ფართი, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, 70-ზე მეტ ობიექტში ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, 20600-ზე მეტ პირს გაეწია გადაუდებელი ერთჯერადი ფულადი დახმარება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფილ იქნა 1176 ოჯახი. მომხსნებელმა ასევე ისაუბრა 2025 წლის გეგმებზე: მისი თქიმთ ინტენსიურად წარიმართება „ქვეყნის ღირსეული შრომის პროგრამის“ განხორციელება, დამტკიცდება დასაქმების ხელშეწყობისა და შრომის პოლიტიკის 2025-2029 წლის ეროვნული სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა (2025 – 2027), გაგრძელდება ასოცირების შესახებ შეთანხმების XXX დანართით გათვალისწინებული დარჩენილი ევროდირექტივების დანერგვისათვის საჭირო საქმიანობები, გაგრძელდება შრომის ინსპექციის სამსახურის ორგანიზაციული გაძლიერება და სამსახურის მანდატით გათვალისწინებული ინსპექტირებების განხორციელება, გაგრძელდება მუშაობა სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის დაზღვევის წესსა და პროცედურებზე, გაგრძელდება მუშაობა დარჩენილი ფუნდამენტური კონვენციების რატიფიცირებაზე (C155 - საწარმოო გარემოსა და შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კონვენცია C187 - შრომის უსაფრთხიებისა დაჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობის შესახებ, C081 - წარმოებაში და ვაჭრობაში შრომის ინსპექციის შესახებ), ასევე გაგრძელდება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზაციული გაძლიერება და მომსახურებებათა გეოგრაფიული გაფართოება, ხელი შეეწყობა აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკის შემდგომ განვითარებას, გაგრძელდება დასაქმების ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებული ინტერვენციების განხორციელება, განსაკუთრებით ღია შრომის ბაზარზე დასაქმების მიმართულებით კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მუშაობა დაიწყება უმუშევრობის დაზღვევის მექანიზმის ჩამოყალიბებაზე, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია დროებითი უმუშევრობისას ფინანსური გარანტიების შესაქმნელად, გაგრძელდება შრომითი მიგრაციის რეგულირებისა და აღრიცხვიანობის სისტემის შემდგომი განვითარება, გაგრძელდება მუშაობა ცირკულარული შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარების მიზნით, ინტენსიურად წარიმართება შესაძლებლობის შეზღუდვის ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის პროცესი, მათ შორის დაიწყება მოდელისათვის საჭირო სამართლებრივ ჩარჩოზე მუშაობა, გაგრძელდება დარჩენილი შშმ პირთა დიდი ზომის პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი და შესაბამისი ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებების შემდგომი განვითარება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გაგრძელდება ბავშვთა უფლებების უზრუნველსაყოფად საჭირო დაცვის მექანიზმებისა და სოციალური მომსახურებების ხარისხის გაუმჯობესება და დახვეწა, დაინერგება მიზნობრივი სოციალური დახმარების ახალი მეთოდოლოგია, ასევე გაგრძელდება ქვეყნის მასშტაბით დევნილთა 3 განსახლებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, რომლის ფარგლებშიც 6000-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის დაცვას კუთხით ხორციელდება შემდეგი ნაბიჯები: მომზადებულია „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონის 42-ე მუხლით გათვალისწინებული, მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები „ადამიანის სისხლისა და სისხლის კომპონენტების დონორთა შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ და „დონორთა სისხლისა და სისხლის კომპონენტების შეგროვების წესის დამტკიცების შესახებ“. ასევე, მომზადებულია ნორმატიული აქტის პროექტი „იმუნოჰემატოლოგიური ტესტირების პროცედურის დამტკიცების შესახებ“. მომზადებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების პროექტი და მიმდინარეობს დამტკიცების პროცედურა, საქართველოს პარლამენტის მიერ 2023 წლის დეკემბერში დამტკიცდა საქართველოს კანონები „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ და „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“. ამჟამად, მიმდინარეობს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების შემუშავების პროცესი. ასევე რეგისტრაციის, იმპორტის, შენახვის, გაყიდვის, ასევე მარკეტინგისა და ადმინისტრირების წესებისა და ნორმების მიმართულებით ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით, 2023 წლის 30 ნოემბერს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ინოვაციურ ფარმაცევტულ პროდუქტზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, მათი შესყიდვისას, შესაძლებელი გახდა სახელმწიფოს მიერ მართული შესვლის შეთანხმების გამოყენება. აღნიშნული გულისხმობს სახელმწიფოს მიერ, ინოვაციური (ახალი ორიგინალური) ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვას მის მწარმოებლისგან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელისგან პირდაპირი მოლაპარაკებით, სპეციალური პირობებით, რომელიც ითვალისწინებს ინოვაციური (ახალი ორიგინალური) ფარმაცევტული პროდუქტის (მედიკამენტის) ეფექტიანობასა და დანერგვასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას, კლინიკური შედეგების (გამოსავლის) გაუმჯობესებას ან/და შესაბამის ბიუჯეტზე გავლენის შეზღუდვას. „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, შეტანილია ცვლილებები „ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგიის, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილებაში მართული შესვლის შეთანხმების კატეგორიების, მისი ადმინისტრირების წესისა და აგრეთვე, მართული შესვლის შეთანხმების მონიტორინგის რეესტრში შესატანი მონაცემების განსაზღვრის მიზნით, შემუშავდა კანონის პროექტი „სამედიცინო მოწყობილობების შესახებ“, რომელიც აწესრიგებს ამ სფეროში არსებულ ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს, ერთიან სამართლებრივ ჩარჩოში აქცევს სათანადო ნორმატიულ მასალას და შესაბამისობაშია ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ, ევროკავშირის შესაბამის სამართლებრივ აქტებთან, კოსმეტიკური პროდუქციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დანერგვისთვის ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება საჭიროებს ცვლილებების შეტანას „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ კანონებში. აღნიშნული კანონპროექტები მომზადებულია და დაგეგმილია შემდგომი პროცედურების ინიცირება, ასევე მომზადდა 4 ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემოს ზემოქმედების შეფასების სახელმძღვანელოს/გაიდლაინის „ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასების სახელმძღვანელო საქართველოსთვის: ჯანმრთელობის საკითხების პრაქტიკული გამოყენება გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში“ ინგლისური და ქართული ვერსიები. მიმდინარეობს ქართული ვერსიის საბოლოო რედაქტირება, რის შემდეგაც სახელმძღვანელო გაზიარდება დაინტერესებულ მხარეებთან, ხარისხის მართვის სისტემის დანერგვის მიზნით განხორციელდა ანტიმიკრობული რეზისტენტობის ეროვნული ქსელის 5 ლაბორატორიის მიერ ISO 15189 მოთხოვნების დაკმაყოფილება. 2 ეპიდემიოლოგი აგრძელებს სწავლებას ხმელთაშუა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ინტერვენციული ეპიდემიოლოგიის სასწავლო პროგრამის (MediPIET) მე-5 და მე-6 კოჰორტაში, ასევე დაიწყო მუშაობა ჯანმრთელობის უსაფრთხოების ეროვნული მულტისექტორული სამოქმედო გეგმის (NAPHS) შემუშავებაზე, შესაბამისი ექსპერტის ჩართულობით. შედგა შეხვედრა სხვადასხვა სამინისტროსა და უწყების წარმომადგენელთან პრიორიტეტული აქტივობების განსაზღვრის მიზნით. ამ ეტაპზე, შემუშავებულია დოკუმენტის პირველი სამუშაო ვერსია და მიღებულია სხვადასხვა უწყებებიდან კომენტარები. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (WHO FCTC) 5.3 მუხლის სრულად განხორციელების მიზნით, მომზადებულია „ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თამბაქოს კონტროლთანდაკავშირებული გადაწყვეტილების მომზადების, მიღებისა და შესრულების პროცესში საჯარო დაწესებულების, სახელმწიფო მოსამსახურის და საჯარო მოსამსახურის თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირებთან ურთიერთობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი. დოკუმენტი გადის შეთანხმების პროცედურას დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებებთან, მომზადდა ტრავმა-რეგისტრის კონცეფცია და სერიოზული დაზიანების სადიფერენციო, საკონვერტაციო ინსტრუმენტის Excel-ის ვერსია, რომლის მიხედვით მზადდება ცვლილების პროექტი სტაციონარიდან გასული პაციენტების აღრიცხვის ფორმა №066-ში. მომზადებულია „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ კანონპროექტ და გაგზავნილია 2023 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში მისი დამტკიცების მიზნით. ამასთან გამოიცა „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობის ერთიანი ეროვნული რეესტრის წარმოების და მართვის წესებისა და პირობების, აგრეთვე მინიმალური დასაცავი ინფორმაციისა და უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების წესისა და პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №98/ნ ბრძანება, რომელიც ამოქმედდა 2024 წლის 1 იანვრიდან. საუბრის ბოლოს მომხსენებელმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, მან აღნიშნა, რომ გაგრძელდება „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ კანონებით გათვალისწინებული კანონქვემდებარე აქტების შემუშავების პროცესი, „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონებით გათვალისწინებული კანონქვემდებარე აქტების შემუშავების პროცესი, ასევე „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ" კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე აქტების შემუშავების პროცესი და გადაიხედება და დასამტკიცებლად მომზადდება კანონის პროექტი „სამედიცინო მოწყობილობების შესახებ“. დაიწყება „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისა და დამტკიცების პროცედურები. 5 კომიტეტმა ცნობად მიიღო სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების ანგარიში. კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი 6