„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.05.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, აკაკი ალადაშვილი, გიორგი კახიანი, იოსებ ჯორბენაძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით მათიკაშვილი, იოსებ ჯორბენაძე, აკაკი ალადაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, გიორგი კახიანი
ნომერი
#07-3/65/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-02
ბიუროს ნომერი 53

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11.11.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.017921) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1. მრჩეველი - პირი, რომელიც სახელმწიფო მოსამსახურეს ან სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით აძლევს რჩევებს.“. 2. 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IX2 თავი: „თავი IX2 მრჩეველი საჯარო სამსახურში მუხლი 843. მრჩევლის საქმიანობის ანაზღაურება მრჩეველი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს უსასყიდლოდ. მუხლი 844. მრჩევლის მიღების წესი პირი მრჩევლად მიიღება ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც მრჩევლის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად.“. 4. 1261 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გარდამავალ პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) არ ვრცელდება ამ კანონის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებისა, 9 1 მუხლისა, 34-ე მუხლის მე-6 პუნქტისა, 35-ე, 36-ე და 39-ე–43-ე მუხლებისა, 84 1 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებისა, მე-5 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 და 61 პუნქტებისა, 842 მუხლისა და IX2 თავის) მოქმედება. ამ პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები (გარდა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხებისა) წესრიგდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის დღეს არსებული რედაქცია ითვალისწინებს სახელმწიფო-პოლიტირუკური თანამდებობის პირებისთვის ანაზღაურებადი მრჩევლის აყვანის შესაძლებლობას, წარმოდგენილი ცვლილებით კი მრჩევლის პოზიცია ხდება არაანაზღაურებადი საქმიანობა. მრჩეველის პოზიცია მისი არსიდან გამომდინარე არ არის დატვირთული და ტოლფასი საჯარო სამსახურში სხვა ფორმით დასაქმებული პირებისა. შესაბამისად, მიზანშეწონილია, სახელმწიფო მოსამსახურის ან სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირის მრჩევლების საქმიანობა არ იყოს ანაზღაურებადი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად სათანადოდ მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში დასახელებული საკითხი. კერძოდ, სახელმწიფო მოსამსახურის ან სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის მრჩევლების საქმიანობა გახდება არაანაზღაურებადი, რომლებიც მრჩევლის უფლებამოსილებას განახორციელებენ სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლს ემატება ზ1 ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად მრჩეველი არის პირი, რომელიც სახელმწიფო მოსამსახურეს ან სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით აძლევს რჩევებს. ამასთანავე, კანონს ემატება IX2 თავი, რომლითაც განისაზღვრება მრჩევლის სამსახურში მიღებისა და საქმიანობის ანაზღაურების წესი. აღნიშნული რეგულაციები გავრცელდება ასევე საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან ეს უკანასკნელი მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ვინაიდან წარმოდგენილი ცვლილებებით მრჩევლის პოზიცია ხდება არაანაზღაურებადი საქმიანობა, რაც გავლენას იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, მნიშვნელოვანია აღნიშნული რეგულაციების ამოქმედება განხორციელდეს დროის მოკლე მონაკვეთში, შესაბამისად ინიციატორების მიერ მოთხოვნილია პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის ავტონომიური ბიუჯეტიდან. მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო, რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა მოახდინოს გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან, ის პირები, რომლებიც დასაქმებული არიან მრჩევლებად საჯარო სამსახურში და იღებენ ანაზღაურებას, თავიანთ საქმიანობას განახორციელებენ უსასყიდლოდ. შესაბამისად, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში არ აისახება ის თანხა, რომელიც მათ მიერ მიღებული ანაზღაურებიდან გადახდილი იქნებოდა საშემოსავლო გადასახადის სახით. თანხის კონკრეტული რაოდენობა დამოკიდებულია მრჩევლად დასაქმებულ პირთა და მათი საქმიანობის ანაზღაურების ოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან, ის პირები, რომლებიც დასაქმებული არიან მრჩევლებად საჯარო სამსახურში და იღებენ ანაზღაურებას, თავიანთ საქმიანობას განახორციელებენ უსასყიდლოდ. შესაბამისად, საბიუჯეტო თანხები დაიზოგება იმ ოდენობით რასაც მრჩევლად დასაქმებული პირები მიიღებდნენ ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურების სახით. თანხის კონკრეტული რაოდენობა დამოკიდებულია მრჩევლად დასაქმებულ პირთა და მათი საქმიანობის ანაზღაურების ოდენობაზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები ) მითითებით: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, ის პირები, რომლებიც დასაქმებული არიან მრჩევლებად საჯარო სამსახურში და იღებენ ანაზღაურებას, თავიანთ საქმიანობას განახორციელებენ უსასყიდლოდ. შესაბამისად, ისინი აღარ აიღებენ შრომის ანაზღაურებას აღნიშნული საქმიანობისთვის, რაც გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ ოდენობით, რაც გათვალისწინებული იყო შესაბამისი პირებისათვის შრომის ანაზღაურების სახით. თუმცა, მათ ექნებათ შესაძლებლობა მრჩევლის უფლებამოსილება გაახორციელონ სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით გადასახდელი. არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: სახის კანონპროექტის მიღება მდგომარეობაზე. არ იქონიებს ზეგავლენას ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება : კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი თანასწორობის მდგომარეობაზე. ბავშვის მდგომარეობაზე ზეგავლენა ქალისა უფლებრივ კანონპროექტის და მამაკაცის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების /შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: პარლამენტის წევრები: დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, აკაკი ალადაშვილი, გიორგი კახიანი, იოსებ ჯორბენაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრები: დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, აკაკი ალადაშვილი, გიორგი კახიანი, იოსებ ჯორბენაძე.