„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.05.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, აკაკი ალადაშვილი, გიორგი კახიანი, იოსებ ჯორბენაძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით მათიკაშვილი, იოსებ ჯორბენაძე, აკაკი ალადაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, გიორგი კახიანი
ნომერი
#07-3/65/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-02
ბიუროს ნომერი 53

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 21 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ამ კანონის მიზნებისთვის მრჩეველი არის პირი, რომელიც სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, აგრეთვე იმ საწარმოს, რომლის აქციათა ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ასევე ამ საწარმოს შვილობილი საწარმოს ხელმძღვანელს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით აძლევს რჩევებს.“. 2. მე-13 მუხლის: ა) მე-18 პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „18. საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, ასევე იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, აგრეთვე ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს: ა) ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, ასევე იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, აგრეთვე ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში) მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული სამუშაოს შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე; ბ) ეკავოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობა მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე; გ) იღებდეს სხვა სარგებელს მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ბ) მე-18 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 და 182 პუნქტები: „181. საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, ასევე იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, აგრეთვე ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება არ აქვს ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა) სხვა საჯარო სამსახურში, მათ შორის, სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, ასევე იმ სხვა საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, აგრეთვე ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში.“. 182. სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, აგრეთვე იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ასევე ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში, მრჩევლად მიღებული პირი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ.“. მუხლი 2. 1. სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, ასევე იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ასევე ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი: ა) რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ახორციელებს რაიმე ანაზღაურებად საქმიანობას, უფლებამოსილია აღნიშნული საქმიანობა სათანადო თანხმობის გარეშე განახორციელოს 2025 წლის 1 სექტემბრამდე; ბ) რომელსაც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის უკავია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობა, უფლებამოსილია შესაბამისი საქმიანობა სათანადო თანხმობის გარეშე განახორციელოს იმ ვადით, რომლითაც მას უკავია აღნიშნული აკადემიური თანამდებობა. 2 2. სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, ასევე იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ასევე ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი უფლებამოსილია სათანადო თანხმობის გარეშე მიიღოს სხვა სარგებელი 2025 წლის 1 სექტემბრამდე. 3. საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, ასევე იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, აგრეთვე ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა) სხვა საჯარო სამსახურში, მათ შორის, სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, ასევე იმ სხვა საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, აგრეთვე ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში 2025 წლის 1 სექტემბრამდე.“. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტის თანახმად, სახელმწიფო მოსამსახურის ან სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის მრჩევლების საქმიანობა ხდება არაანაზღაურებადი, რომლებიც მრჩევლის უფლებამოსილებას განახორციელებენ სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად. საკითხის ერთგვაროვანი მოწესრიგების მიზნით, წარმოდგენილი პროექტით ანალოგიური რეგულირებაა გათვალისწინებული სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, აგრეთვე იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ასევე ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში, მრჩევლად მიღებულ პირებთან მიმართებით. გარდა აღნიშნულისა, საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანად განკარგვისა და აგრეთვე, შესაბამის დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა საქმიანობის ოპტიმიზაციის მიზნით მიზაშეწონილია საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) ისევე, როგორც სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, ასევე იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, აგრეთვე ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებს არ ჰქონეთ რაიმე ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულების უფლება სხვა საჯარო სამსახურში, მათ შორის, სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, ასევე იმ სხვა საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, აგრეთვე ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში. რაც შეეხება ზემოხსენებულ სუბიექტთა მიერ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობის დაკავებასა და სხვა სარგებლის მიღებას, აღნიშნული შესაძლებელი იქნება მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული 4 უფლებამოსილი საფუძველზე. პირის/ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი თანხმობის ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად სათანადოდ მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში დასახელებული საკითხი. კერძოდ, განისაზღვრება, რომ სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, აგრეთვე იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ასევე ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში, მრჩევლად მიღებული პირი თავის უფლებამოსილებას განახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ. ამასთანავე, დარეგულირდება საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა მიერ სხვა საჯარო სამსახურში, მათ შორის, სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, ასევე იმ სხვა საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, აგრეთვე ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში რაიმე ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულების საკითხი. კერძოდ, მათ არ ექნებათ აღნიშნული საქმიანობის განხორციელების უფლება. აგრეთვე, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, ასევე იმ სხვა საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, აგრეთვე ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს უფლება ექნებათ ასრულებდნენ რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, ეკავოთ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობა ან იღებდნენ სხვა სარგებელს მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტის თანახმად, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, ასევე იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, აგრეთვე ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს: 5  ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, ასევე იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, აგრეთვე ამ საწარმოს დაწესებულების შვილობილ ხელმძღვანელის საწარმოში) ან მხოლოდ საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული სამუშაოს შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე;  ეკავოს „უმაღლესი განათლების გათვალისწინებული დაწესებულების აკადემიური ხელმძღვანელის შესახებ“ საქართველოს კანონით თანამდებობა მხოლოდ შესაბამისი ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე;  იღებდეს სხვა სარგებელს მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამასთანავე, საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, ასევე იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, აგრეთვე ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება არ აქვს ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა) სხვა საჯარო სამსახურში, მათ შორის, სხვა საჯარო სამართლის მუნიციპალიტეტის მიერ იურიდიულ დაფუძნებულ პირში, სხვა სახელმწიფო არასამეწარმეო ორგანოს ან (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, ასევე იმ სხვა საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, აგრეთვე ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში. ასევე, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, აგრეთვე იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ასევე ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში, მრჩევლად მიღებული პირი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ. 6 კანონპროექტით დგინდება ასევე გარდამავალი პერიოდი აღნიშნული ცვლილებების ასამოქმედებლად. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან ეს უკანასკნელი მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ვინაიდან, წარმოდგენილი ცვლილებებით სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, აგრეთვე იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ასევე ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში მრჩევლის პოზიცია ხდება არაანაზღაურებადი საქმიანობა, ამასთანავე, აღნიშნულ დაწესებულებებში, ასევე, საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება არ ექნება ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა) სხვა საჯარო სამსახურში, მათ შორის, სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირში და სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, ასევე იმ სხვა საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, აგრეთვე ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში, რაც გავლენას იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, მნიშვნელოვანია აღნიშნული რეგულაციების ამოქმედება განხორციელდეს დროის მოკლე მონაკვეთში, შესაბამისად ინიციატორების მიერ მოთხოვნილია პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: 7 კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა მოახდინოს გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან, ის პირები, რომლებიც დასაქმებული არიან მრჩევლებად არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, აგრეთვე იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ასევე ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში და იღებენ ანაზღაურებას, თავიანთ საქმიანობას განახორციელებენ უსასყიდლოდ. შესაბამისად, ისინი აღარ აიღებენ შრომის ანაზღაურებას აღნიშნული საქმიანობისთვის, რაც გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ ოდენობით, რაც გათვალისწინებული იყო შესაბამისი პირებისათვის შრომის ანაზღაურების სახით. თუმცა, მათ ექნებათ შესაძლებლობა მრჩევლის უფლებამოსილება გაახორციელონ სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად. ამასთანავე, კანონპროექტი გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, ზემოთ აღნიშნულ დაწესებულებებში, ასევე, საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება არ ექნება ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა) სხვა საჯარო სამსახურში, მათ შორის, სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირში და სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, ასევე იმ სხვა საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, აგრეთვე ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში, შესაბამისად, ფინანსური გავლენა დამოკიდებული იქნება იმ შემთხვევებზე ასრულებდნენ თუ არა მსგავს საქმიანობას და ამ საქმინობისაგან მისაღებ ანაზღაურების ოდენობაზე. გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, აგრეთვე იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ასევე ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში შრომით ხელშეკრულებით დასაქმებულ იმ პირებზე, რომლებსაც შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს წერილობითი თანხმობა არ ექნებათ, ვინაიდან, აღნიშნული პირები ვერ შეძლებენ დამატებითი ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების შედეგად შემოსავლის მიღებას. შესაბამისად, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში არ აისახება ის თანხა, რომელიც მათ მიერ მიღებული ანაზღაურებიდან გადახდილი იქნებოდა საშემოსავლო გადასახადის სახით. თანხის კონკრეტული რაოდენობა დამოკიდებულია დასაქმებულ პირთა და მათი საქმიანობის ანაზღაურების ოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: 8 კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან, ის პირები, რომლებიც დასაქმებული არიან მრჩევლებად არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, აგრეთვე იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ასევე ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში და იღებენ ანაზღაურებას, თავიანთ საქმიანობას განახორციელებენ უსასყიდლოდ. შესაბამისად, ისინი აღარ აიღებენ შრომის ანაზღაურებას აღნიშნული საქმიანობისთვის, რაც გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ ოდენობით, რაც გათვალისწინებული იყო შესაბამისი პირებისათვის შრომის ანაზღაურების სახით. ამასთანავე, კანონპროექტი გავლენას იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, კერძოდ, აღნიშნულ დაწესებულებებში, ასევე, საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება არ ექნება ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა) სხვა საჯარო სამსახურში, მათ შორის, სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირში და სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, ასევე იმ სხვა საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, აგრეთვე ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში, შესაბამისად, ფინანსური გავლენა დამოკიდებული იქნება იმ შემთხვევებზე ასრულებდნენ თუ არა მსგავს საქმიანობას და ამ საქმინობისაგან მისაღებ ანაზღაურების ოდენობაზე. გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, აგრეთვე იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ასევე ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში შრომით ხელშეკრულებით დასაქმებულ იმ პირებზე, რომლებსაც შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს წერილობითი თანხმობა არ ექნებათ, ვინაიდან, აღნიშნული პირები ვერ შეძლებენ დამატებითი ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების შედეგად შემოსავლის მიღებას. თანხის კონკრეტული რაოდენობა დამოკიდებულია დასაქმებულ პირთა და მათი საქმიანობის ანაზღაურების ოდენობაზე, იმ ფარგლებში რაც ამ მიზნით ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები ) მითითებით: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: 9 კანონპროექტი გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, ის პირები, რომლებიც დასაქმებული არიან მრჩევლებად არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, აგრეთვე იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ასევე ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში და იღებენ ანაზღაურებას, თავიანთ საქმიანობას განახორციელებენ უსასყიდლოდ. შესაბამისად, ისინი აღარ აიღებენ შრომის ანაზღაურებას აღნიშნული საქმიანობისთვის, რაც გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ ოდენობით, რაც გათვალისწინებული იყო შესაბამისი პირებისათვის შრომის ანაზღაურების სახით. თუმცა, მათ ექნებათ შესაძლებლობა მრჩევლის უფლებამოსილება გაახორციელონ სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად. ამასთანავე, კანონპროექტი გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, აღნიშნულ დაწესებულებებში, ასევე, საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება არ ექნება ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა) სხვა საჯარო სამსახურში, მათ შორის, სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირში და სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, ასევე იმ სხვა საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, აგრეთვე ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში, შესაბამისად, ფინანსური გავლენა დამოკიდებული იქნება იმ შემთხვევებზე ასრულებდნენ თუ არა მსგავს საქმიანობას და ამ საქმინობისაგან მისაღებ ანაზღაურების ოდენობაზე. გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, აგრეთვე იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ასევე ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში შრომით ხელშეკრულებით დასაქმებულ იმ პირებზე, რომლებსაც შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს წერილობითი თანხმობა არ ექნებათ, ვინაიდან, აღნიშნული პირები ვერ შეძლებენ დამატებითი ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების შედეგად შემოსავლის მიღებას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება : 10 კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების /შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. 11 ე) კანონპროექტის ავტორი: პარლამენტის წევრები: დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, აკაკი ალადაშვილი, გიორგი კახიანი, იოსებ ჯორბენაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრები: დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, აკაკი ალადაშვილი, გიორგი კახიანი, იოსებ ჯორბენაძე. 12