საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი, 2025 წლის 19 მაისიდან 21 მაისის ჩათვლით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუ იორკში, გაეროს სათაო ოფისში, ორმხრივ შეხვედრებში მონაწილეობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.06.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე
ნომერი
#2-7301/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-09
ბიუროს ნომერი 54

📜 ტექსტი

წერილი
2-7301/25 02-06-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის თანახმად, წარმოგიდგენთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, 19 მაისიდან 21 მაისის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუ იორკში, გაეროს სათავო ოფისში, შეხვედრებში მონაწილეობის ანგარიშს. დანართი 1 გვერდად პატივისცემით კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge ორმხრივ
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის - გივი მიქანაძის მივლინების ანგარიში მოგახსენებთ, რომ 2025 წლის 19 მაისიდან 21 მაისის ჩათვლით, სამსახურებრივი მივლინებით ვიმყოფებოდი ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალაქ ნიუ იორკში, სადაც საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში, ვმონაწილეობდი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ორმხრივ შეხვედრებში. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შევხვდი გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს, გაეროს განვითარების პროგრამის ევროპისა და დსთ-ის რეგიონულ დირექტორს, ივანა ჟივკოვიჩს. შეხვედრაზე განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის მრავალწლიანი შედეგები და ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გაეროსთან 2025-2030 წლებში განსახორციელებელი აქტივობების ჩარჩო დოკუმენტის ხელმოწერისთვის საქართველოს მთავრობასა და გაეროს სააგენტოებს შორის დაწყებული განხილვების მნიშვნელობას. ხაზი გაესვა გაეროს სააგენტოების ცალკეული პროგრამების დაგეგმარებას. ივანა ჟივკოვიჩმა ხაზგასმით აღნიშნა და მადლიერება გამოხატა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მაღალი რანგის თანამშრომლობისა და ჩართულობის მიმართ. მან ასევე ისაუბრა მაისის ბოლოს დაგეგმილ ვიზიტზე საქართველოში, სადაც ექნება შესაძლებლობა შემდგომი თანამშრომლობის საკითხები დეტალურად იქნა განხილული.