საქართველოს პარლამენტის წევრის მარიამ ლაშხის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დებულება და პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი (კომისიის თავმჯდომარე - ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი მარიამ ლაშხი, კომისიის მდივანი - პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“-ს წევრი ეკა სეფაშვილი)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-09
ბიუროს ნომერი 54
📜 ტექსტი
წერილი
2-7394/25
03-06-2025
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ რომ, მიმდინარე წლის 28 მაისს, ჩატარდა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე
მომუშავე დროებითი კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 64-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად,
გაცნობებთ რომ, ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესის თანახმად,
კომისიის წევრთა მიერ, კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩეულ იქნა ფრაქცია
„ქართული ოცნების“ წევრი მარიამ ლაშხი, ხოლო კომისიის მდივნის თანამდებობაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი. სხდომაზე
ასევე,
შემუშავდა
კომისიის
დებულების
პროექტი,
რომელსაც
წარმოგიდგენთ
დასამტკიცებლად.
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
მარიამ ლაშხი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
დებულება
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის
დროებითი კომისიის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია
(შემდგომ - დროებითი კომისია) არის საქართველოს პარლამენტის 2025 წლის – 14 მაისის
N578-I1მს-XIმპ
დადგენილებით
შექმნილი
საქართველოს
პარლამენტის
(შემდგომ
-
პარლამენტი) დროებითი სუბიექტი.
2. დროებითი კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის,
„ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ბავშვის უფლებათა
კოდექსის, პარლამენტის რეგლამენტის (შემდგომ - რეგლამენტი), ამ დებულებისა და სხვა
შესაბამისი ნორმატიული აქტების შესაბამისად.
მუხლი 2. დროებითი კომისიის მიზანი, ამოცანები და უფლებამოსილებანი
1. დროებითი კომისიის მიზანია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყოს ქალთა,
ბავშვთა განვითარებასა და ოჯახის გაძლიერებას, აღნიშნული საკითხების აქტუალიზაციას,
შესაბამისი კანონმდებლობის განვითარებასა და აღსრულების მონიტორინგს. დროებითი
კომისია ყურადღებას აქცევს ქალთა და ბავშვთა ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და
საგანმანათლებლო უფლებების უზრუნველყოფას, მათი მდგომარეობის გაუმჯობესებასა და
თანასწორობის პრინციპის დაცვას. კომისიის მიზანია ითანამშრომლოს და კოორდინირება
მოახდინოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან და სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან,
სახელმწიფო
უწყებებთან,
საზოგადოებასთან,
საერთაშორისო
განახორციელოს
ქალთა
ორგანიზაციებთან
და
და
სამოქალაქო
ბავშვთა საკითხების
ადვოკატირება
მუნიციპალურ დონეზე, შესაბამისი პოლიტიკისა და სერვისების ხელმისაწვდომობის
გაუმჯობესების მიზნით, რათა დაიცვას და გაძლიეროს ქალთა და ბავშვთა ინტერესი.
2. დროებითი კომისია:
ა) შეისწავლის საქართველოში ქალთა და ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებს,
მათ გადასაჭრელად შეიმუშავებს დასკვნებს, რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებებს.
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან ერთად
მონაწილეობს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე კანონპროექტებისა და დადგენილებების
პროექტების შემუშავებაში;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის საქართველოში ქალთა და ბავშვთა
საკითხებზე მიღებული კანონების, დადგენილებების,
გადაწყვეტილებების შესრულების
მდგომარეობას და შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს წარუდგენს პარლამენტის
ბიუროს და/ან პარლამენტის პლენარულ სხდომას;
დ) უფლებამოსილია ქალებისა და ბავშვების საკითხებთან დაკავშირებით მოისმინოს
მინისტრებისა
აღმასრულებელი ხელისუფლების
სტრუქტურებისა და სხვა უწყებების
ხელმძღვანელთა ინფორმაციები და ანგარიშები;
ე) უფლებამოსილია სახელმწიფო უწყებებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან
კანონით
დადგენილი წესით გამოითხოვოს შესაბამისი დასკვნები და სხვა საჭირო მასალები ქალებისა
და ბავშვებისა და სხვა დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით;
ვ) უფლებამოსილია დროებითი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული
საკითხების მომზადების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფი დროებითი კომისიის წევრებისა და
მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით;
ზ) ახორციელებს რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას.
3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული საკითხების გადაწყვეტის ხელშეწყობის
მიზნით
დროებითი
საქართველოს
კომისია თავისი
აღმასრულებელი
კომპეტენციის
ხელისუფლების
ფარგლებში
თანამშრომლობს
შესაბამის
სტრუქტურებთან,
საქართველოში
აკრედიტებულ
დიპლომატიურ
მისიებთან,
ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
არასამთავრობო
მუხლი 3. დროებითი კომისიის შემადგენლობა, დებულება და თანამდებობის პირები
1. დროებითი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციებში გაერთიანებულ
პარლამენტის წევრთა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად.
ამასთანავე, დროებით კომისიაში ფრაქციები წარმოდგენილი უნდა იყვნენ სულ მცირე თითო
წევრით და დროებით კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის
წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები.
2. დროებითი კომისიის თანამდებობის პირები არიან დროებითი კომისიის თავმჯდომარე და
დროებითი კომისიის მდივანი.
3.
3. დროებითი კომისია პირველ საორგანიზაციო სხდომაზე:
ა) რეგლამენტით დადგენილი წესით, დროებითი კომისიის სიითი შემადგენლობის
უმრავლესობით,
დროებითი
კომისიის
წევრთაგან
ირჩევს
დროებითი
კომისიის
თავმჯდომარესა და დროებითი კომისიის მდივანს;
ბ) შეიმუშავებს დროებითი კომისიის დებულებას, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.
4. დროებითი კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის უფლებამოსილების შეწყვეტის წესს
არეგულირებს რეგლამენტი.
მუხლი 4. დროებითი კომისიის თავმჯდომარე
დროებითი კომისიის თავმჯდომარე:
ა) წარმოადგენს დროებით კომისიას პარლამენტში და მის გარეთ;
ბ) იწვევს და წარმართავს დროებითი კომისიის სხდომებს;
გ) კოორდინაციას უწევს დროებითი კომისიის წევრთა საქმიანობას;
დ) ხელს აწერს დროებითი კომისიის აქტებსა და მისი სხდომების ოქმებს;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა
უფლებამოსილებებს.
მუხლი 5. დროებითი კომისიის მდივანი
დროებითი კომისიის მდივანი:
ა) ორგანიზებას უწევს კომისიის სხდომების გამართვას;
ბ) განაგებს კომისიის საქმისწარმოებას, ხელს აწერს კომისიის სხდომების ოქმებს;
გ) კომისიის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის
შემთხვევაში დროებით ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას;
დ) ასრულებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს;
ე) ახორციელებს კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 6. დროებითი კომისიის მუშაობის წესი
1. დროებითი კომისიის სხდომების გამართვის ადგილსა და პერიოდულობას განსაზღვრავს
დროებითი კომისია, მაგრამ თვეში უნდა გაიმართოს არანაკლებ 2 სხდომისა.
2.დროებითი კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის შემადგენლობის
უმრავლესობა.
დროებითი
კომისია
გადაწყვეტილებას
იღებს
კომისიის
სიითი
შემადგენლობის უმრავლესობით, თუ რეგლამენტითა. ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება
ხელახალი კენჭისყრა. თუ გადაწყვეტილება კვლავ არ იქნა მიღებული, საკითხი უარყოფილად
ითვლება.
3. დროებითი კომისიის სხდომის გამართვის თარიღი და დღის წესრიგი კომისიის წევრებს
წინასწარ ეცნობებათ. აღნიშნული ინფორმაცია სხდომის თარიღის დანიშვნისთანავე
განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე.
4. დროებითი კომისიის საჯარო სხდომას შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით დაესწრონ
სხვა პარლამენტის წევრები და მოწვეული პირები. საჯარო სხდომა გადაიცემა პირდაპირი
ტრანსლაციით.
5. დროებითი კომისიის წევრის წინადადებით დროებით კომისიას შეუძლია მიიღოს
გადაწყვეტილება დახურული სხდომის გამართვის შესახებ. დროებითი კომისიის სხდომის
დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დახურული წესით. დროებითი კომისიის
დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 7. დროებითი კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა
1.დროებითი კომისიის წევრს უფლება აქვს, პირადი განცხადებით გავიდეს კომისიის
შემადგენლობიდან.
2. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შეიძლება თავისი შემადგენლობიდან გარიცხოს წევრი,
თუ იგი არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 2 კვირის განმავლობაში არ მონაწილეობდა კომისიის
მუშაობაში, არ ესწრებოდა მის სხდომებს, აგრეთვე გადაამეტა თავის უფლებამოსილებას.
დროებითი საგამოძიებო კომისია ამ გადაწყვეტილებას იღებს მის სხდომაზე დამსწრე
კომისიის წევრთა არანაკლებ ორი მესამედით და ამის შესახებ აცნობებს პარლამენტს.
3.დროებითი კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის
განისაზღვრება რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით.
სხვა
საფუძვლები
4.დროებითი კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ფრაქციას უფლება
აქვს, წარადგინოს ახალი წევრი.
მუხლი 8. დროებითი კომისიის საქმიანობის შესახებ ანგარიში
დროებითი
კომისია
ვალდებულია
პარლამენტს
რეგლამენტით
დადგენილი
წესით
წარუდგინოს ანგარიში თავისი საქმიანობის შესახებ.
მუხლი 9. დროებითი კომისიის მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ფინანსური
უზრუნველყოფა
1.
დროებითი
კომისიის
მუშაობის
ორგანიზაციულ-ტექნიკურ
უზრუნველყოფას
ახორციელებს პარლამენტის აპარატი / კომისიის აპარატი.
2. დროებითი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით პარლამენტის აპარატის უფროსი
შრომით ხელშეკრულებას აფორმებს მოწვეულ ექსპერტებთან და სპეციალისტებთან.
3.დროებითი კომისიის მიერ საქმიანობის პერიოდში გაწეული ხარჯები ანაზღაურდება
პარლამენტის ბიუჯეტიდან / კომისიის ბიუჯეტიდან.
4. დროებითი კომისიის ხარჯების ოდენობის თაობაზე პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს
გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის
ბიურო.
მუხლი 10. დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა
1. დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა განსაზღვრულია პარლამენტის 2025 წლის –
14 მაისის N578-I1მს-XIმპ დადგენილებით