საქართველოს პარლამენტის წევრის მარიამ ლაშხის მიერ წარმოდგენილი, 2025 წლის 10-13 მარტს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქ. ნიუ-იორკში გამართულ საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ყოველწლიურ შეხვედრაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მივლინების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.06.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი მარიამ ლაშხი
ნომერი
#2-7429/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-09
ბიუროს ნომერი 54

📜 ტექსტი

წერილი
2-7429/25 04-06-2025 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით მ/წ. 10-13 მარტს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქ. ნიუ-იორკში გამართული საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU), ყოველწლიური შეხვედრის მონაწილეობის საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მივლინების ანგარიშს. დანართი: 3 ფურცელი. პატივისცემით, პარლამენტის წევრი მარიამ ლაშხი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
მივლინების ანგარიში მივლინების მიზანი: საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ყოველწლიურ საპარლამენტო შეხვედრაში მონაწილეობა დელეგაციის შემადგენლობა: მარია ლაშხი - დელეგაციის წევრი; ნინო ბუჯიაშვილი - დელეგაციის მდივანი. მივლინების ადგილი: ამერიკის შეერთებული შტატები, ქალაქი ნიუ-იორკი მივლინების თარიღი: 10-13 მარტი 10-13 მარტს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალაქ ნუ-იორკში გაიმართა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ყოველწლიური საპარლამენტო შეხვედრა. შეხვედრის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა: „პარლამენტები და პეკინის დეკლარაცია 30 წლის შემდეგ: წინააღმდეგობის დაძლევა და არსებული პარადიგმების გამოყენება გენდერული თანასწორობის სასარგებლოდ”. ყოველწლიური საპარლამენტო შეხვედრის პარალელურად გაიმართა საპარლამენტო კავშირის (IPU) ღონისძიება თემაზე: „ქალთა პოლიტიკაში ჩართულობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მონაწილეობის უზრუნველყოფა სოციალური ნორმების მოდიფიკაციის, კავშირების გაფართოებისა და გლობალური მხარდაჭერის მეშვეობით“. 10 მარტი - საპარლამენტო კავშირის (IPU) ღონისძიება თემაზე: „ქალთა პოლიტიკაში ჩართულობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მონაწილეობის უზრუნველყოფა სოციალური ნორმების მოდიფიკაციის, კავშირების გაფართოებისა და გლობალური მხარდაჭერის მეშვეობით“. შეხვედრის მიზანი იყო პოლიტიკურ სფეროში ქალთა გაძლიერების მიმართულებით კონკრეტული სტრატეგიების განხილვა. სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გლობალური მდგომარეობის შეფასებაზე, მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე. ძირითადი სადისკუსიო საკითხები: • პროგრესი და მიუღწეველი მიზნები მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის კუთხით არსებობს პროგრესი, აღინიშნა, რომ პეკინის დეკლარაციაში დასახული მიზნები სრულად ჯერ არ განხორციელებულა, რომელიც მოითხოვს ქალთა თანაბარ წარმომადგენლობასა ცხოვრებაში. და მონაწილეობას პოლიტიკურ და საზოგადოებრივ • ბარიერების გადალახვა: შეხვედრაზე განხილული ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო დისკრიმინაციული სოციალური ნორმების დაძლევა, რომელიც ზღუდავს ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას. ეს ღრმად ფესვ-გადგმული ნორმები კვლავაც ქმნის ბარიერებს ქალებისთვის პოლიტიკურ სფეროში შესვლის მიმართულებით. • არასაკმარისი წარმომადგენლობა პოლიტიკაში: მიუხედავად მცდელობისა, ქალები კვლავ ნაკლებად არიან წარმოდგენილნი პოლიტიკურ და საჯარო სფეროებში. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ძალისხმევის გაზრდის მნიშვნელობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ქალებს ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობები გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში მონაწილეობის მისაღებად. • სექსიზმი მედიაში: შეხვედრაზე ხაზი გაესვა მედიაში ქალების სექსისტური დამოკიდებულებების არსებობას. მედია გადამწყვეტ როლს თამაშობს პოლიტიკაში ქალების შესახებ საზოგადოებრივი აღქმის ჩამოყალიბებაში, შესაბამისად არსებული მიკერძოება, წარმოადგენს გამოწვევას და უნდა იქნას აღმოფხვრილი. შეხვედრის ფარგლებში, დელეგაციის წევრმა, მარიამ ლაშხმა დელეგატებს სიტყვით მიმართა და საქართველოში ქალების გაძლიერების მნიშვნელობაზე, ასევე პეკინის დეკლარაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებების შესრულების პროგრესსა და გამოწვევებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა განათლების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას და გოგონებისა და ქალების ჩართულობის ზრდას STEAM-ის სფეროებში. მიზნობრივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და საჯარო-კერძო პარტნიორების მეშვეობით მოხდა ქალების შთამბეჭდავი ზრდა, რომლებიც ტექნოლოგიების სექტორებში ირჩევენ კარიერას. თავის გამოსვლაში დეპუტატმა მოუწოდა საპარლამენტთაშორისო კავშირის წევრებს, ერთობლივი მუშაობისა და სოლიდარობისაკენ, რომელიც მიმართული იქნება ქალთა უფლებების გაძლიერებისკენ. საპარლამენტთაშორისო კავშირის შეხვედრების პარალელურად, მარიამ ლაშხმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე: ‘’ციფრული ტენდენციები და ქალი მეწარმეები, რომლებიც აყალიბებენ მომავალ ეკონომიკას’’. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მეწარმე ქალთა როლის განხილვაზე მომავალი ეკონომიკის წარმართვაში, განსაკუთრებით ციფრული ტენდენციების დანერგვისა და გამოყენების გზით. შეხვედრაზე განიხილეს თუ რა გავლენა აქვს დიგიტალიზაციას ქალთა მეწარმეობაზე, ხაზი გაესვა იმ გამოწვევებს, რომლებსაც მეწარმე ქალები აწყდებიან ციფრულ სამყაროში. ასევე ხაზი გაესვა პოტენციურ გადაწყვეტილებებს და წინადადებებს ციფრულ ეკონომიკაში ქალთა მონაწილეობისა და ყოფნის გასაძლიერებლად. დისკუსია მიზნად ისახავდა ძირითადი ბარიერების იდენტიფიცირებას და სტრატეგიის შემუშავებას. დისკუსიისას აღინიშნა, რომ ქალების მიერ მართული ბიზნესი ახდენს ტრადიციული ინდუსტრიების ფორმირებას და ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას. ორმხრივი შეხვედრები: ღონისძიების ფარგლებში მარიამ ლაშხმა ორმხრივი შეხვედრა გაიმართა ‘’ქალთა საერთაშორისო მშვიდობის ჯგუფის’’ რეგიონის დირექტორთან სეო იეონ ლისთან. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორგანიზაციის საქმიანობაზე, მიმდინარე და სამომავლო აქტივობებზე.