საქართველოს პარლამენტის წევრის მარიამ ლაშხის მიერ წარმოდგენილი, 2025 წლის 13-16 მარტს, მექსიკის შეერთებულ შტატებში, ქ. მეხიკოში გამართულ საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU), პარლამენტარი ქალების გლობალურ კონფერენციაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მივლინების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.06.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი მარიამ ლაშხი
ნომერი
#2-7430/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-09
ბიუროს ნომერი 54

📜 ტექსტი

წერილი
2-7430/25 04-06-2025 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით მ/წ. 13-16 მარტს, მექსიკის შეერთებულ შტატებში, ქ. მეხიკო გამართული საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU), პარლამენტარი ქალების გლობალურ კონფერენციაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მივლინების ანგარიშს. დანართი: 2 ფურცელი. პატივისცემით, პარლამენტის წევრი მარიამ ლაშხი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
მივლინების ანგარიში მივლინების მიზანი: საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) პარლამენტარი ქალების გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობა დელეგაციის შემადგენლობა: მარია ლაშხი - დელეგაციის წევრი; ნინო ბუჯიაშვილი - დელეგაციის მდივანი. მივლინების ადგილი: მექსიკის შეერთებული შტატები, ქალაქი მეხიკო მივლინების თარიღი: 13-16 მარტი 13-16 მარტს, მექსიკის შეერთებულ შტატების დედაქალაქ მეხიკოში, გაიმართა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) პარლამენტარი ქალების გლობალური კონფერენცია. კონფერენციის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა: „მექსიკის გზავნილი მსოფლიოს, მოვახდინოთ მობილიზება გენდერული თანასწორობისათვის“. კონფერენციაზე დელეგატებს სიტყვით მიმართეს მექსიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად არჩეულმა ქალმა პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა და საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტმა ტულია აქსონმა. კლაუდია შეინბაუმმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა პარლამენტებში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის მიღწევის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ აუცილებელია გლობალური სოლიდარობა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობის მიმართულებით. სიტყვით გამოსვლისას დელეგატებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ მსოფლიოს მასშტაბით, პარლამენტებში ქალთა რაოდენობის მაჩვენებელი 27% წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ თანასწორობა ჯერ კიდევ არ არის მიღწეული, ბევრი ქვეყნის მაგალითი იძლევა იმ დასკვნის გამოტანის საშუალებას, რომ ქალთა და კაცთა თანასწორობის მიღწევა პოლიტიკურ ცხოვრებაში რეალურად შესაძლებელია. შეხვედრაზე ხაზი გაესვა უზრუნველსაყოფად, რომ ძალისხმევის ქალებს გაზრდის ჰქონდეთ მნიშვნელობას თანაბარი იმის შესაძლებლობები გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში მონაწილეობის მისაღებად, რადგან დღესდღეობით ქალები კვლავ ნაკლებად არიან წარმოდგენილნი პოლიტიკურ და საჯარო სფეროებში. კონფერენციის ფარგლებში, მარიამ ლაშხმა მონაწილეობა მიიღო თემატურ დისკუსიებსა და პანელებში, რომელთა განხილვის თემებს წარმოადგენდა: „მამაკაცების როლი და ჩართულობის მნიშვნელობა ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის ხელშეწყობასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალებისათვის მხარდამჭერი გარემოს შექმნის მიმართულებით“; „პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა“. ღონისძიების ფარგლებში მარიამ ლაშხმა ორმხრივი შეხვედრები გამართა კავშირის გენერალურ მდივანთან მარტინ ჩუნგოგთან, საპარლამენტთაშორისო კავშირის ქალ პარლამენტართა ბიუროს პრეზიდენტთან სინტია ლოპეს კასტროსთან და საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტთან დან კარდენთან. ახალგაზრდა პარლამენტართა ფორუმის