საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „დაბალი წნევის გაზსადენების დაცვის შესახებ“ (№1-1784/25; 10.03.2025) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-09
ბიუროს ნომერი 54
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-7446/25
04-06-2025
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო
წინადადებაზე „დაბალი წნევის მიწისქვეშა გაზსადენების დაცვის შესახებ“
(№1-1784/25; 10.03.2025)
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა, 2025 წლის 4 ივნისის სხდომაზე განიხილა საკანონმდებლო წინადადება
„დაბალი წნევის მიწისქვეშა გაზსადენების დაცვის შესახებ“.
საკანონმდებლო წინადადების ავტორის მოსაზრებით საქართველოს ტერიტორიაზე
არსებული დაბალი წნევის მიწისქვეშა გაზსადენები იმყოფებიან მუნიციპალური
ორგანოების კონტროლს მიღმა და ამასთან, ადგილობრივ თვითმმართველობის
ორგანოებს არ გააჩნიათ გაზის სადენების რუკები, რის გამოც მშენებლობის ნებართვის
გამცემი ორგანოები ადგილებზე ვერ არკვევენ გადის თუ არა ამა თუ იმ მიწის ნაკვეთის ქვეშ
მიწისქვეშა გაზსადენი.
საკანონმდებლო წინადადების ავტორი თვლის, რომ შემოღებულ უნდა იქნეს კანონი
„დაბალი წნევის მიწისქვეშა გაზსადენების დაცვის შესახებ“, რომლის თანახმადაც
დადგინდება მიწისზედა და მიწისქვეშა ხაზობრივი ნაგებობების ერთიანი აღწერაინვენტარიზაციის პირობები, აგრეთვე დაბალი წნევის მიწისქვეშა გაზსადენების ერთიანი
რეესტრის შექმნის პირობები და თითოეული ასეთი გაზსადენის პასპორტიზაციის
წარმოების წესი, ტექნიკური მომსახურების წესი და პირობები.
ანალოგიური შინაარსის საკანონმდებლო წინადადებები საქართველოს პარლამენტში
შემოსული იყო 2023 წლის 1 დეკემბერსა (№1-15448/23) და 2024 წლის 28 მაისს (№1-6056/24)
რომელებიც კომიტეტმა, 2024 წლის 4 მარტისა და 17 სექტემბრის სხდომებზე განიხილა და
უარყოფილად ცნო.
კომიტეტის პოზიცია უცვლელია, რომ დაბალი წნევის მიწისქვეშა გაზსადენებთან
დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
განვითარების სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის სათანადო ნორმატიული
აქტებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე
მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად
კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება
უარყოფილად ცნო.
კომიტეტის თავმჯდომარე
შოთა ბერეკაშვილი