საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლის ნინო კვეტენაძის მიერ წარმოდგენილ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-3822/25; 01.05.2025) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-09
ბიუროს ნომერი 54
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-7451/25
04-06-2025
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლის ნინო კვეტენაძის მიერ
წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით“
(№1-3822/25; 1.05.2025)
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა, 2025 წლის 4 ივნისის სხდომაზე განიხილა საკანონმდებლო წინადადება
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით“.
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს „თამბაქოს კონტროლის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანას, რომლის მიზანია სიგარილა,
როგორც სიგარის ანალოგიური პროდუქტი მოექცეს ერთი რეგულაციის ქვეშ და სიგარის
მსგავსად, სიგარილაზე არ გავრცელდეს სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე
რეალიზაციის/განლაგების ვალდებულება.
აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო წინადადების დებულებები გაზიარებულ იქნა
საქართველოს პარლამენტის მიერ 2025 წლის 28 მაისს მიღებული „თამბაქოს კონტროლის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე
მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად
ცნო.
კომიტეტის თავმჯდომარე
შოთა ბერეკაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge