„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-09
ბიუროს ნომერი 54
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის
ცვლილება:
1. პირველი მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1 და ა2“
ქვეპუნქტები:
„ა1) ბუნებრივი წყალბადი - თავისუფალი სახით არსებული წყალბადი, რომლის მოპოვება
ხდება წყალბადის ბუდობიდან, ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებისა და მოპოვების
უფლების მქონე პირის მიერ განხორციელებული ოპერაციების შედეგად;
ა2) სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი - ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და
მოპოვების განსახორციელებლად ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ
შემუშავებული პროექტი, რომელსაც საქართველოს მთავრობის განკარგულებით
მინიჭებული აქვს სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტის სტატუსი;“;
ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) ბუნებრივი წყალბადის ოპერაციები - შესაბამისი ხელშეკრულებითა და ლიცენზიით
განსაზღვრული ფართობის წიაღში ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებისა და მოპოვების
სამუშაოები, აგრეთვე ამ სამუშაოებთან უშუალოდ დაკავშირებული ოპერაციები
(მოპოვებული ბუნებრივი წყალბადის შეგროვება, მომზადება, გაზომვა და შენახვა);“;
გ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ2“ ქვეპუნქტი:
„გ2) წიაღით სარგებლობასთან დაუკავშირებელი ბუნებრივი წყალბადის ოპერაციები
– ოპერაციები, რომლებიც დაკავშირებული არ არის ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებასთან
და მოპოვებასთან, ბუნებრივი წყალბადის იმპორტი, ტრანზიტი, გადამუშავება, ბუნებრივი
წყალბადის მიწოდება;“;
დ) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ინვესტორი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, იურიდიული პირები ან
იურიდიული პირების ერთობლიობა (კონსორციუმი), რომლებიც მონაწილეობენ ნავთობისა
და გაზის და/ან ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებასა და მოპოვებაში და ამისათვის იყენებენ
საკუთარ, ნასესხებ ან მოზიდულ ფინანსურ საშუალებებს;“;
ე) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ფართობი - ხელშეკრულებით განსაზღვრული ტერიტორია, რომელზეც ინვესტორს
ენიჭება ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების და მოპოვების ან/და ბუნებრივი წყალბადის ძებნაძიების და მოპოვების ექსკლუზიური უფლება;“;
ვ) პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) მომზადება – მოპოვებული
მინარევებისაგან გაწმენდა;“;
ნავთობისა
და
გაზის
ან
ბუნებრივი
წყალბადის
ზ) პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1-ო6“
ქვეპუნქტები:
„ო1) ბუნებრივი წყალბადის ბუდობი – წიაღში მნიშვნელოვანი რაოდენობის წყალბადის
ბუნებრივი თავმოყრა;
ო2) ბუნებრივი წყალბადის საბადო – წყალბადის ბუდობების ერთობლიობა;
ო3) ბუნებრივი წყალბადის რესურსები – წიაღში არსებული წყალბადის რაოდენობა;
ო4) ბუნებრივი წყალბადის საბადოების ძებნა – გეოლოგიური, გეოფიზიკური, ბურღვითი და
სხვა დამხმარე სამუშაოები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება საბადოს სამრეწველო
მნიშვნელობის წინასწარი შეფასება;
ო5) ბუნებრივი წყალბადის ბუდობის ძიება – გეოლოგიური, გეოფიზიკური, ტექნოლოგიური
და სხვა სამუშაოები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება ბუდობის სტრუქტურის,
ბუნებრივი წყალბადის მარაგების და მოპოვების პირობების განსაზღვრა;
ო6) ბუნებრივი წყალბადის ბუდობის ათვისება – ბუნებრივი წყალბადის მოპოვების მიზნით
განხორციელებული ტექნოლოგიური და საორგანიზაციო სამუშაოები, ბუნებრივი
წყალბადის წიაღიდან ამოღება, შეგროვება, მომზადების ადგილამდე გადატანა და
მომზადება;“;
თ) პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი – საქართველოს
საგადასახადო კანონმდებლობით ან/და „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის
მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებელი, საქართველოს
ტერიტორიაზე მოპოვებული ნავთობისა და გაზის ან ბუნებრივი წყალბადის რესურსების
მოცულობისათვის (რაოდენობისათვის), რომლის ოდენობა 1 ტონა ნავთობისა და 1000
კუბური მეტრი გაზისათვის ან ბუნებრივი წყალბადისთვის ლარებში შეიტანება ნავთობისა
და გაზის ხელშეკრულებაში;“;
ი) პირველი პუნქტის „ჯ“ და „ჰ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჯ) ხელშეკრულება – სახელმწიფოსა და ინვესტორის წერილობითი შეთანხმება ფართობზე
ინვესტორის მიერ ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების პირობების შესახებ,
ხელშეკრულება შეიძლება ასევე ითვალისწინებდეს ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების
წარმოების პირობებს;
ჰ) პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება – სახელმწიფოსა და ინვესტორს
შორის დადებული ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრულ ფართობზე, განსაზღვრული
პერიოდის განმავლობაში, ანაზღაურებადი ურთიერთობის საფუძველზე ინვესტორს ენიჭება
საქართველოს წიაღში ან/და კონტინენტურ შელფზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების
წარმოების ექსკლუზიური უფლება, ხელშეკრულება შეიძლება ასევე ითვალისწინებდეს
ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების წარმოების ექსკლუზიურ უფლებასაც. ინვესტორი
იღებს ვალდებულებას თავისი რისკითა და ხარჯებით, ხელშეკრულების შესაბამისად,
აწარმოოს ძებნა-ძიებისა და მოპოვების ყველა სამუშაო. ამ კანონისა და ხელშეკრულების
შესაბამისად სახელმწიფო იღებს ვალდებულებას ხელი შეუწყოს ინვესტორის მიერ გაწეული
ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურებას მარტო ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან
მიმართებით ნავთობისა და გაზის აღმოჩენის და მოპოვების შემთხვევაში;“;
კ) პირველი პუნქტის „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.გ) ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომელიც ამ კანონის
შესაბამისად ახორციელებს საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ბუნებრივი
წყალბადის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და
ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირებას;“;
ა.დ) ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია
(სარგებლობის ლიცენზია) – სააგენტოს მიერ სახელმწიფოს სახელით გაცემული
იურიდიული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ
ფართობზე ინვესტორის მიერ ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების უფლებას,
რომელიც აგრეთვე შეიძლება მოიცავდეს ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებისა და მოპოვების
უფლებას;“;
ლ) პირველი პუნქტის „ა.კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.კ) არამაგისტრალური მილსადენი – ნავთობისა და გაზის ოპერაციების ან/და ბუნებრივი
წყალბადის ოპერაციების საწარმოებლად განკუთვნილ ფართობზე განლაგებული
შემკრები და ტექნოლოგიური მილსადენები;“;
მ) მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) რეზერვუარი – მიწისზედა ან მიწისქვეშა ხელოვნური საცავი, ან განცალკევებული,
ლითოლოგიური საზღვრებით შეზღუდული გეოლოგიური სტრუქტურა, რომელიც
გამოიყენება ნედლეულის, თხევადი გაზის, ბუნებრივი წყალბადის, ნავთობქიმიური
პროდუქტების, ასევე ნავთობისა და გაზის ოპერაციებისათვის საჭირო ნივთიერებათა
მოსაგროვებლად და შესანახად;“.
2. მე-2 მუხლის სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ნავთობისა და გაზის და ბუნებრივი წყალბადის რესურსების სამართლებრივი
რეგულირება
1. საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციები, ბუნებრივი წყალბადის ოპერაციები და
ნავთობის გადამუშავება, გაზის დამუშავება ან ტრანსპორტირების საქმიანობა ხორციელდება
საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ
კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
3. მე-3 მუხლის:
ა) „ა“- დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოში ნავთობისა და გაზის, ასევე ბუნებრივი წყალბადის რესურსების
ათვისების და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან ტრანსპორტირების
საქმიანობის ერთიანი სამართლებრივი ბაზის შექმნა და ნავთობისა და გაზის, ბუნებრივი
წყალბადის რესურსების ათვისების და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან
ტრანსპორტირების
საქმიანობის
სფეროში
ერთიანი
სახელმწიფო
პოლიტიკის
განხორციელება;
ბ) საქართველოს ნავთობისა და გაზის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და
ნავთობისა და გაზის ოპერაციებში ან/და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციებში მონაწილე
სუბიექტების კანონიერი ინტერესების დაცვა;
გ) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების,
ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის
სახელმწიფო
რეგულირების,
ზედამხედველობისა
და
კონტროლის
ეფექტიანი
სამართლებრივი ბაზის შექმნა;
დ) სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის ნავთობისა და გაზის ან/და ბუნებრივი წყალბადის
ძებნა-ძიებისა და მოპოვების შესახებ ხელშეკრულებათა ძირითადი პრინციპების
განსაზღვრა;“;
ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების,
ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის
სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს შექმნა და მისი ძირითადი ფუნქციების
განსაზღვრა;“.
4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. საკუთრების უფლება ნავთობისა და გაზის და ბუნებრივი წყალბადის რესურსებზე
1. საქართველოს ტერიტორიის წიაღში არსებული ნავთობისა და გაზის და ბუნებრივი
წყალბადის რესურსები არის სახელმწიფო საკუთრება. მიწის საკუთრების უფლება არ
გულისხმობს ამ მიწის წიაღში არსებული ნავთობის, გაზის და ბუნებრივი წყალბადის
რესურსების საკუთრების ან ექსპლუატაციის უფლებას.
2. საქართველოს აქვს თავის ხმელეთზე და კონტინენტურ შელფზე არსებული ნავთობისა და
გაზის და ბუნებრივი წყალბადის რესურსების ძებნა-ძიებისა და ექსპლუატაციის
ექსკლუზიური და სუვერენული უფლება.
3. მოპოვებულ ნავთობზე და გაზზე და ბუნებრივ წყალბადზე საკუთრების უფლება
განისაზღვრება ხელშეკრულების შესაბამისად.
4. მოპოვებული და მიწისქვეშა რეზერვუარში შესანახად მოთავსებული ნავთობი და გაზი და
ბუნებრივი წყალბადი ითვლება მოპოვებულად.
5. რეზერვუარში საწარმოო მიზნით (ჭაბურღილის ბურღვა, გამოცდა, მიწისქვეშა რემონტის
ჩატარება, ათვისება და სხვა) დაბრუნებული ნავთობი, გაზი, ბუნებრივი წყალბადი მიიჩნევა
ნავთობის, გაზის, ბუნებრივი წყალბადის მარაგების ნაწილად და არ ჩაითვლება
მოპოვებულად.“.
5. მე-6 მუხლის სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. ნავთობისა და გაზის და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების წარმოება
1. ნავთობისა და გაზის ოპერაციები, ბუნებრივი წყალბადის ოპერაციები შეიძლება
მთლიანად ან ნაწილობრივ განახორციელონ სახელმწიფომ და ფიზიკურმა ან იურიდიულმა
პირებმა ამ კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულების და ნავთობისა და გაზის
რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის შესაბამისად.“.
6. II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი II. ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების, ნავთობის
გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების სახელმწიფო მართვა და
რეგულირება“.
7. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. ნავთობისა და გაზის და ბუნებრივი წყალბადის რესურსების სახელმწიფო მართვა
1. ნავთობისა და გაზის და ბუნებრივი წყალბადის სფეროში სამინისტროს ძირითადი
ფუნქციები განისაზღვრება ამ კანონით, სამინისტროს დებულებითა და საქართველოს
კანონმდებლობით.
2. ნავთობისა და გაზის და ბუნებრივი წყალბადის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის
ძირითად მიმართულებებს შეიმუშავებს სამინისტრო. ნავთობისა და გაზის და ბუნებრივი
წყალბადის
სფეროში სამინისტროს ფუნქციებს არ მიეკუთვნება მესაკუთრის და
ოპერატიულ-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება.
3. ნავთობისა და გაზის და ბუნებრივი წყალბადის სფეროს მართვას სახელმწიფო პოლიტიკის
ძირითადი მიმართულებების შესაბამისად ახორციელებს სააგენტო.“.
8. მე-8 მუხლის სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. ნავთობისა და გაზის და ბუნებრივი წყალბადის რესურსების სახელმწიფო
რეგულირება
1. საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების,
ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის
სახელმწიფო რეგულირებას ახორციელებს სააგენტო.“.
9. 81 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“-გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან კონსულტაციების შემდეგ ფართობის
შერჩევა, რომელიც უნდა შესთავაზონ ინვესტორებს ნავთობისა და გაზის ან/და ბუნებრივი
წყალბადის ოპერაციების საწარმოებლად; ფართობის შეთავაზების ფორმისა (ტენდერი ან
აუქციონი) და ხელშეკრულების ფორმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ბ) ტენდერის პირობებისა და აუქციონის წესების შემუშავება, რომელთა მიხედვითაც
გამოვლინდება გამარჯვებული ინვესტორებისთვის ნავთობისა და გაზის ან/და ბუნებრივი
წყალბადის ოპერაციების საწარმოებლად შეთავაზებულ ფართობზე;
გ) ტენდერებისა და აუქციონების ორგანიზება, ჩატარება და გამარჯვებულის გამოვლენა
ინვესტორებისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების ან/და ბუნებრივი წყალბადის
ოპერაციების საწარმოებლად შეთავაზებულ ფართობზე;“;
ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სახელმწიფოს სახელით ინვესტორისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების ან/და
ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების საწარმოებლად საჭირო ლიცენზიების გაცემა; ყველა
საჭირო უფლებამოსილების, მინაკუთვნის, ნებართვის, სერტიფიკატის დამტკიცება და
გაცემა ან გაცემის გარანტიის მიცემა. სააგენტოს მიმართვის შემთხვევაში ყველა სახელმწიფო
დაწესებულება, სახელმწიფო საწარმო და ორგანიზაცია ვალდებულია მოამზადოს და
გადასცეს მას მოთხოვნილი დოკუმენტები;“;
გ) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) საქართველოში ნავთობისა და გაზის და ბუნებრივი წყალბადის რესურსებთან და
ოპერაციებთან დაკავშირებული ყველა მონაცემისა და ინფორმაციის ცენტრალური
საინფორმაციო ბანკის შექმნა და მართვა (მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება,
სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა);
თ) საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით,
ნორმატიული აქტების გამოცემა არადისკრიმინაციული სამართლებრივი გარემოს შექმნისა
და ნავთობისა და გაზის ოპერაციების და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების ეფექტიანად
განხორციელების მიზნით;“;
დ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) ამ კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ბუნებრივი
წყალბადის ოპერაციების ან საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის
განხორციელების პროცესში ნავთობისა და გაზის ან ნედლეულის შეგროვების, მომზადების,
შენახვის ან ტრანსპორტირების დროს არსებული ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული
ოდენობების დამტკიცება;“.
10. 88 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების, ნავთობის
გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის საქართველოს
კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს
მხოლოდ სააგენტო, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ თავიანთი
უფლებამოსილების
ფარგლებში
განხორციელებული
ზედამხედველობისა
და
კონტროლისა.“.
11. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი:
„11.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებასთან ერთად
სააგენტოსთან შეთანხმების შემთხვევაში ინვესტორს ენიჭება ბუნებრივი წყალბადის
ოპერაციების განხორციელების უფლება. შესაბამისი შეთანხმება აისახება ხელშეკრულებაში,
რომლის საფუძველზედაც ინვესტორს მინიჭებებული აქვს ნავთობისა და გაზის რესურსების
ექსპლუატაციის უფლება ან/და ფართობზე ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღით
სარგებლობის უფლება.“.
12. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:
„მუხლი 101. ნავთობის ეროვნული კომპანიისთვის ნავთობისა და გაზის
ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების წარმოების უფლების მინიჭება
ოპერაციების და
1. სახელმწიფოს სახელით ნავთობისა და გაზის ოპერაციების და ბუნებრივი წყალბადის
ოპერაციების წარმოების უფლება ნავთობის ეროვნულ კომპანიას შეიძლება მიენიჭოს იმ
ფართობზე, რომელზეც არც ერთ ინვესტორს არ აქვს მინიჭებული ნავთობისა და გაზის
ოპერაციების და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების ჩატარების უფლება და რომელზეც არაა
დაწყებული ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული პროცედურები.
2. ნავთობის ეროვნული კომპანიისთვის სააგენტოს მიერ ნავთობისა და გაზის ოპერაციების
და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების წარმოების უფლებების მინიჭება მოხდება იმ
შემთხვევაში, თუ ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების განსახორციელებლად
შემუშავებულ პროექტს მიენიჭება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის სტატუსი.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნავთობის ეროვნული კომპანია ნავთობისა
და გაზის ოპერაციებს და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციებს ახორციელებს სააგენტოსთან
გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების და მის
საფუძველზე გაცემული ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური
ლიცენზიის შესაბამისად, რომლის პირობები პროდუქციის წილობრივი განაწილების
ხელშეკრულების პირობების იდენტურია.
4. ამ მუხლის საფუძველზე გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების
ხელშეკრულებაში ნავთობის ეროვნული კომპანია არ ახორციელებს ამ კანონის მე-9 მუხლის
მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციებს, გარდა „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
რეგულირების საფასურის გადახდისა და პროდუქციის წილობრივი განაწილების
ხელშეკრულებით მისთვის დაკისრებული ყველა გადასახადის საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტში ჩარიცხვისა.“.
13. მე-13 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფართობზე
ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია გაიცემა
ავტომატურად, სააგენტოს მიერ ამ ხელშეკრულების დადებიდან 30 დღის განმავლობაში.
ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია ამტკიცებს
ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღით სარგებლობის და ნავთობისა და გაზის სამუშაოების
განხორციელების ექსკლუზიური უფლების ინვესტორისათვის გადაცემას პროდუქციის
წილობრივი განაწილების ხელშეკრულების შესრულების მიზნით და შეიძლება ასევე
მოიცავდეს ბუნებრივი წყალბადის შემცველი წიაღით სარგებლობის და ბუნებრივი
წყალბადის სამუშაოების განხორციელების ექსკლუზიურ უფლებასაც. ნავთობისა და გაზის
რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის პირობები უნდა იყოს პროდუქციის
წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების იდენტური.
გეოლოგიური ან/და სამთო მინაკუთვნი, საჭიროების შემთხვევაში, გაიცემა ლიცენზიასთან
ერთად. ლიცენზიის პირობები უნდა იყოს პროდუქციის წილობრივი განაწილების
ხელშეკრულების პირობების იდენტური.“;
ბ) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:
„ნ) მე-10 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში პროდუქციის
წილობრივი განაწილების ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს ბუნებრივი წყალბადის
ძებნა-ძიებისა და მოპოვების პირობებს.“.
14. მე-17 მუხლის:
ა) სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. ხელშეკრულების შეწყვეტა
1. ინვესტორსა და სააგენტოს უფლება აქვთ შეწყვიტონ ხელშეკრულება მხოლოდ ამ
ხელშეკრულებით დადგენილი წესით. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მხარეები არ
თავისუფლდებიან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების
დროისათვის შეუსრულებელი ვალდებულებებისაგან.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინვესტორი
ვალდებულია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ნავთობისა და გაზის და ბუნებრივი წყალბადის
ოპერაციები.“.
15. 24-ე მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ნავთობისა და გაზის ოპერაციების და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების
ჩასატარებლად ყველაზე ეფექტიანი მეთოდისა და ტექნოლოგიის შერჩევა ნავთობისა და
გაზის მრეწველობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;“;
ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების ჩატარებისას
საქართველოს კანონმდებლობისა და საწარმოო უსაფრთხოების, გარემოსა და წიაღის დაცვის
მოთხოვნების დაკმაყოფილება;“;
გ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სხვა პირებისათვის ფართობზე თავისუფლად გადაადგილებაში, მოწყობილობებისა და
საკომუნიკაციო საშუალებების დანიშნულებისამებრ გამოყენებაში ან ნებისმიერი სახის
სამუშაოების შესრულებაში (ნავთობისა და გაზის და ბუნებრივი წყალბადის გარდა სხვა
სახის ბუნებრივი რესურსების კვლევა-ძიების, ათვისების და მოპოვების ჩათვლით) ხელის
არშეშლა, თუ ეს მოქმედებები არ ითხოვს უსაფრთხოების განსაკუთრებული პირობების
შექმნას და ხელს არ უშლის ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარებას;“;
დ) „ე“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ნავთობისა და გაზის ოპერაციების და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების ჩატარების
ტექნოლოგიური გეგმებისა და პროექტების დაცვა დადგენილი წესით, რაც უზრუნველყოფს
პერსონალისა და საზოგადოების უსაფრთხოებას;“;
ე) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების წარმოებისას
საქართველოს საწარმოებისა და ორგანიზაციების მომსახურებისათვის, საჰაერო,
სარკინიგზო, საზღვაო და სხვა სახის ტრანსპორტირების ჩათვლით, უპირატესობის მინიჭება,
თუ ამ მომსახურების ფასი, ეფექტიანობა და ხარისხი კონკურენტუნარიანია;
თ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების წარმოებისას,
თანაბარ პირობებში, საქართველოს მოქალაქეებისათვის უპირატესობის მინიჭება, სამუშაოთა
საწარმოებლად სათანადო კვალიფიკაციის არმქონე პირების დაუშვებლობა;“;
ვ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) საჭიროების შემთხვევაში მესამე მხარისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების და
ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების შესახებ ინფორმაციის მხოლოდ ხელშეკრულების
მხარეების თანხმობის შემდეგ გადაცემა, თუ ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებით სხვა რამ
არ არის გათვალისწინებული;“;
ზ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების წარმოების,
მათი ვადაზე ადრე შეწყვეტის ან დამთავრების დროს დაზიანებული მიწის ნაკვეთისა და სხვა
ობიექტების საკუთარი ხარჯებით აღდგენა იმ მდგომარეობამდე, რაც მისაღებია მისი
შემდგომი გამოყენებისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;“.
16. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირველადი გეოლოგიური, გეოფიზიკური, გეოქიმიური ინფორმაცია, მონაცემები ამ
ინფორმაციის ინტერპრეტაციის შესახებ, საწარმოო მონაცემები, სამთო ქანების ნიმუშები, მათ
შორის, ინვესტორის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებისას
მიღებული გარსი და ქანთაშორისი სითხე არის სახელმწიფოს საკუთრება. ინვესტორს
უფლება აქვს თავისუფლად და უსასყიდლოდ ისარგებლოს ამ ინფორმაციით, მონაცემებითა
და ნიმუშებით საქართველოში და უცხო ქვეყნებში მხოლოდ ნავთობისა და გაზის
ოპერაციების და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების შესრულების მიზნით და იმ პირობით,
რომ დაცული იქნება ინფორმაციის კონფიდენციალობა.“.
17. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 304 მუხლი:
„მუხლი 304. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის არსებული ლიცენზია
ამ მუხლის ამოქმედებამდე გაცემული ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის
გენერალური ლიცენზიის მფლობელებს უფლება აქვთ ამოქმედების შემდეგ მიმართონ
სააგენტოს მათზე გაცემული სარგებლობის ლიცენზიის საფუძველზე ბუნებრივი წყალბადის
ოპერაციების წარმოების უფლების მოსაპოვებლად. სარგებლობის არსებული ლიცენზიის
საფუძველზე სააგენტო გასცემს სარგებლობის ლიცენზიას საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად.“.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 180 დღის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის
იურიდიულმა პირმა − ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ უზრუნველყოს
სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულია, რომ
კანონის მიზანს წარმოადგენს საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსების ათვისების და
ნავთობის გადამუშავების სფეროში ერთიანი პოლიტიკის გატარება და საქართველოს
ნავთობისა და გაზის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა, რაც აგრეთვე მოიცავს
დარგში დასაქმებული სუბიექტების კანონიერი ინტერესების დაცვისა და არსებული
რეალობის საკანონმდებლო წესით დარეგულირებას. აგრეთვე, აღნიშნული კანონპროექტის
მიღება ხელს შეუწყობს და დაარეგულირებს საქართველოში ნავთობის მრეწველობის
განვითარებას საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკის შესაბამისად, რაც შესაძლებელს
გახდის
მეტი
ადგილობრივი
თანამედროვე
კადრების
ნავთობგადამამუშავებელი
დასაქმებას.
ამავდროულად,
საწარმოების
გახსნას
უმნიშვნელოვანეს
და
საკითხს
წარმოადგენს ეფექტურად განხორციელდეს ნავთობისა და გაზის მოპოვების, ბუნებრივი
წყალბადის მოპოვების, ნავთობისა და გაზის გადამუშავების და ტრანსპორტირების
საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება, ზედამხედველობა და მონიტორინგი.
უკანასკნელ პერიოდში, მსოფლიოში აქტუალობა შეიძინა და ვითარდება ნახშირწყალბადების
ალტერნატიული ნედლეულის მოპოვება და გამოყენება. განსაკუთრებული ინტერესის
სფეროს წარმოადგენს ბუნებრივი წყალბადის მოპოვება და გამოყენება. ეს მიმართულება
დღეისათვის საქართველოში არ არის სათანადოდ შესწავლილი და შესაბამისად არ ხდება
მისი პრაქტიკაში გამოყენება, აგრეთვე აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით საქართველოში არც
ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირება არსებობს, რაც ხელს უშლის ინვესტორებს
საქართველოში დანერგონ და განახორციელონ ინვესტიციები ბუნებრივი წყალბადის
მოპოვების კუთხით.
საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვებას მდიდარი ტრადიცია გააჩნია და თითქმის
მთელი საქართველო დაყოფილია ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის
სალიცენზიო ბლოკებად, სადაც აქტიურად მიმდინარეობს ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების
და მოპოვების სამუშაოებები.
არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ახლო მომავალში
ინვესტორები გამოთქვამენ სურვილს ნავთობისა და გაზის მოპოვების პარალელურად
დაიწყონ ბუნებრივი წყალბადის მოპოვება და კომერციალიზაცია. ბუნებრივი წყალბადის
მოპოვება პირდაპირ კავშირშია
მიტოვებულ/ლიკვიდირებულ ნავთობისა და გაზის
ჭაბურღილების ხელახალ დამუშავებასთან და ათვისებასთან.
ახალი ტექნოლოგიებისა და მეთოდების დანერგვა და გამოყენება, უზრუნველყოფს
რეზერვუარებში დარჩენილი ნავთობისა და გაზის მოპოვების გაზრდასა და შესაძლებელს
ხდის ბუნებრივი წყალბადის მოპოვებას (მათ შორის, მიტოვებული ჭაბურღილებიდანაც).
განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ნავთობისა და გაზის მიტოვებული/ლიკვიდირებული
ჭაბურღილებიდან ბუნებრივი წყალბადის მოპოვება, რაც ახანგრძლივებს გამოფიტული
საბადოების სასიცოცხლო ციკლს და ქმნის განახლებადი წყაროებიდან მიღებული
ენერგიის გამოყენების შესაძლებლობას.
აღსანიშნავია, რომ ბუნებრვი წყალბადის საკითხით დაინტერესება ხდება მთელ მსოფლიოში
და არსებული პრაქტიკის თანახმად, ბუნებრივი წყალბადის საკითხების რეგულირება ექცევა
ნავთობისა და გაზის რეგულირების სფეროში. მაგალითისთვის, ავსტრალიაში 2021 წელს
საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, ბუნებრივი წყალბადი მიეკუთვნა ,,ნავთობისა
და გეოთერმული ენერგიის შესახებ“ კანონის
რეგულირების სფეროს და ნავთობის ძებნა-
ძიების და მოპოვების (PELs) ლიცენზიის მფლობელს მიენიჭა ბუნებრივი წყალბადით
სარგებლობის უფლება. კანადაში, 2022 წელს, ბრიტანული კოლუმბიის პროვინციამ მიიღო
კანონი, რომლის მიხედვით ბუნებრივი წყალბადი მიაკუთვნება ენერგორესურსებს და მისი
რეგულირების უფლებამოსილება ენიჭება ენერგორესურსების, მათ შორის ნავთობისა და
გაზის მარეგულირებელს
BC Energy Regulator-ს (BCER). საფრანგეთში, 2022 წელს, „სამთო
კოდექსში“ შეტანილი ცვლილების თანახმად, ბუნებრივი წყალბადს მიენიჭა ბუნებრივი
რესურსის კატეგორია. საფრანგეთი ეკონომიკის სამინისტრომ, რომელიც გასცემს ნავთობისა
და გაზის ლიცენზიებსაც,
გასცა პირველი ლიცენზია ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიების
მიზნით.
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის
თანახმად, ნავთობისა და გაზის რესურსები არის სახელმწიფო საკუთრება და ნავთობისა და
გაზის ძებნა - ძიება და მოპოვება შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ განახორციელოს
სახელმწიფომ, თუმცა არაა მკაფიოდ და ზუსტად აღწერილი ის მექანიზმი, თუ როგორ
ხორციელდება
სახელმწიფოს
გათვალისწინებით,
მიერ
აუცილებელი
ამ
ხდება
ექსკლუზიური
ისეთი
უფლების
ნორმატივის
გამოყენება.
შემუშავება,
ამის
რომელიც
საკანონმდებლო დონეზე სახელმწიფოს მისცემს საშუალებას თავად აწარმოოს ნავთობისა და
გაზის ან/და ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიება და მოპოვება.
წარმოდგენილი ცვლილების პროექტი შემუშავებულია ზემოხსენებული შესაძლებლობების
უზრუნველსაყოფად.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირების არარსებობის პირობებში შეუძლებელია
ბუნებრივი წყალბადის (წიაღში აკუმულირებული ბუნებრივი წყალბადის) მოპოვებასთან
დაკავშირებული პროექტების განხორციელება.
ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ბუნებრივი წყალბადის მოპოვება ნავთობისა და გაზის
მოპოვების ანალოგიურ პროცედურებს გულისხმობს და ხშირ შემთხვევაში მოიპოვება
ნავთობისა და გაზის გამოფიტული ან მიტოვებული საბადოებიდან. შესაბამისად, ინვესტორს
უნდა ჰქონდეს შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია, რათა მან განახორციელოს წიაღის
შესწავლა, ბურღვითი სამუშაოებები და ბუნებრივი წყალბადის მოპოვება, შენახვა და ა.შ. ასეთ
ცოდნას, კვალიფიკაციას და გამოცდილებას, რასაკვირველია ფლობენ ნავთობისა და გაზის
კომპანიები, მათ შორის საქართველოში მოღვაწე კომპანიები. აქედან გამომდინარე, სავსებით
ლოგიკურია, ბუნებრივი წყალბადის მოპოვების უფლება მიენიჭოს ნავთობისა და გაზის
კომპანიებს მათთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების
და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის ფარგლებში.
რასაკვირველია, აღნიშნული სიახლეების „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს
კანონში
დანერგვის
ენერგოეფექტურობის,
შემთხვევაში,
გათვალისწინებული
იქნება
საქართველოს
მწვანე და განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა
მიერ
და
გამოყენების მიმართ მსოფლიოში არსებული ტენდენციები და მიდგომები.
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის არსებული რედაქცია არ აკონკრეტებს,
თუ როგორ შეიძლება სახელმწიფოს მიერ ამავე ნავთობისა და გაზის ან/და ბუნებრივი
წყალბადის ძებნა-ძიება და მოპოვება, რაც საკანონმდებლო ხარვეზს წარმოადგენს და
აუცილებელია
დადგინდეს
პროცედურა,
რაც
საშუალებას
მისცემს
სახელმწიფოს
განახორციელოს საქმიანობა თავისუფალ სალიცენზიო ბლოკზე.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებისა
და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის ფარგლებში
ინვესტორს და სახელმწიფოს შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ ბუნებრივი წყალბადის
ძებნა-ძიებისა და მოპოვების ოპერაციები.
ასევე, ცალკე განისაზღვრება ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის სახელმწიფოს სახელით
ნავთობისა და გაზის ოპერაციების ან/და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების წარმოების
უფლებების მინიჭების პროცედურული საკითხები იმ სალიცენზიო ფართობზე, რომელზეც
არცერთ ინვესტორს არა აქვს მინიჭებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარების
უფლება.
ამასთან, კანონპროექტის მიღებით აღმოიფხვრება ნავთობისა და გაზის მოპოვების,
გადამუშავების, შეგროვების, მომზადების, შენახვის და ტრანსპორტირების განხორციელების
პროცესში არსებული საკანონმდებლო და ნორმატიული ხასიათის ხარვეზები, რომლებიც
აფერხებს
ნავთობმრეწველობის
სფეროში
ინვესტიციების
მოზიდვას
და
დარგის
განვითარებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ცვლილებით,
კანონით
დადგენილი
პროდუქციის
წილობრივი
განაწილების
ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური
ლიცენზიით, ინვესტორს მიენიჭება უფლება ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებასთან და
მოპოვებასთან ერთად განახორციელოს ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებისა და მოპოვების
ოპერაციები. ამისათვის „ნავთობისა და გაზის“ შესახებ საქართველოს კანონში ხორციელდება
რიგი ცვლილებები, კერძოდ, განიმარტება ბუნებრივი წყალბადის და ბუნებრივი წყალბადის
ოპერაციების ცნებები. ფართოვდება/ზუსტდება პროდუქციის წილობრივი განაწილების
ხელშეკრულების და მის საფუძველზე გასაცემი ნავთობისა და გაზის რესურსებით
სარგებლობის გენერალური ლიცენზიის ცნებები. კერძოდ, დგინდება, რომ ბუნებრივი
წყალბადის ოპერაციების წარმოების უფლება შესაძლებელი იქნება სახელმწიფოსთან
გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების ფარგლებში.
შესაბამისი დებულებების პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებაში შეტანა
შესაძლებელი იქნება ტენდერში გამარჯვებული ინვესტორის დაინტერესების შემთხვევაში,
სააგენტოსა და ინვესტორს შორის ამ ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებების წარმოების
პროცესში. ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების წარმოების უფლების მოპოვებას შეძლებენ
ასევე ის ინვესტორები, რომლებსაც სააგენტოსთან უკვე გაფორმებული აქვთ პროდუქციის
წილობრივი
განაწილების
ხელშეკრულება
მასში
შესაბამისი
ცვლილებების
შეტანის
საფუძველზე. ორივე შემთხვევაში, ინვესტორზე გაიცემა ნავთობისა და გაზის რესურსებით
სარგებლობის გენერალური ლიცენზია, რომელიც დაადასტურებს ინვესტორისათვის
ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებასთან ერთად ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების
წარმოების
უფლებასაც.
კანონპროექტში
ბუნებრივი
წყალბადის
ოპერაციებთან
დაკავშირებული სხვა ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა და ემსახურება ინვესტორის მიერ
სწორად
ამ
უფლებების
საკანონმდებლო
დონეზე
შეუფერხებლად
გამოყენების
შესაძლებლობას.
აგრეთვე, საკანონმდებლო დონეზე დგინდება ნავთობის ეროვნული კომპანიის მიერ
თავისუფალ სალიცენზიო ბლოკებზე, სახელმწიფოს სახელით, ნავთობისა და გაზის ძებნა
ძიებისა და მოპოვების ოპერაციების და ბუნებრივი წყალბადის ძებნა ძიებისა და მოპოვების
ოპერაციების
განხორციელებისათვის
აუცილებელი
ნორმატივები.
წარმოდგენილი
ცვლილებების თანახმად, აღნიშნული შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ნავთობისა და
გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების განსახორციელებლად შემუშავებულ პროექტს მიენიჭება
სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის სტატუსი. ასეთი სტატუსის მინიჭების საკითხს
გადაწყვეტს საქართველოს მთავრობა - განკარგულებით.
აღნიშნული ცვლილების
ფარგლებში, ნავთობის ეროვნული კომპანია ნავთობისა და გაზის ოპერაციებს და ბუნებრივი
წყალბადის ოპერაციებს განახორციელებს სააგენტოსთან გაფორმებული პროდუქციის
წილობრივი განაწილების ხელშეკრულების და მის საფუძველზე გაცემული ნავთობისა და
გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის შესაბამისად, ანუ იმოქმედებს
როგორც ინვესტორი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი
ამოქმედდება
გამოქვეყნებიდან
მე-15
დღეს,
ვინაიდან,
კანონპროექტით
დასარეგულირებელი საკითხები შეეხება პირთა ფართო წრეს, მიზანშეწონილია, ახალი
რეგულაციების ამოქმედებამდე მოხდეს შესაბამისი სუბიექტების ინფორმირება. ამასთან,
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მიზანშეწონილია შემდეგ გარემოებათა გამო:
უკანასკნელ პერიოდში, ბუნებრივი წყალბადის მოპოვებისა და გამოყენების საკითხი
აქტუალურია მსოფლიოში. საქართველოში, ამ ეტაპზე, ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებისა
და მოპოვების საქმიანობის განხორციელება შეუძლებელია შესაბამისი საკანონმდებლო
რეგულირების არარსებობის გამო. ცვლილებების დროულად მიღების შემთხვევაში
გააქტიურდება პოტენციალური ინვესტორების დაინტერესება ამ მიმართულებით, რაც ხელს
შეუწყობს საქართველოში წყალბადის რესურსების გამოყენების დროულად შესწავლის
საკითხს. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ნავთობის ეროვნული კომპანიის მიერ
ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში ნავთობისა და გაზის ოპერაციების
წარმოების უფლების მოპოვების შესაძლებლობას, რაც საშუალებას მისცემს აღნიშნულ
კომპანიას დაჩქარებულად განახორციელოს მნიშვნელოვანი პროექტები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
სააგენტოს ხარჯების დაფინანსების წყარო იქნება სახელმწიფო ბიუჯეტით სსიპ - ნავთობისა
და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთვის გათვალისწინებულ ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
საკანონმდებლო პაკეტის მიღება დადებით გავლენას იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
კერძოდ, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებების შესახებ კანონპროექტით ბუნებრივი წყალბადისთვის
დგინდება მოსაკრებელი 1000მ3-ზე 2 ლარის ოდენობით, ეს თანხა საქართველოს საბიუჯეტო
კოდექსის მიხედვით, თუ ბუნებრივი რესურსი მოპოვებული იქნება
ავტონომიური
რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიემართება ავტონომიურ რესპუბლიკის ბიუჯეტში, ხოლო თუ
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მის ბიუჯეტში. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ წინამდებარე
კანონპროექტით არაა გათვალისწინებული ახალი ლიცენზიის შემოღება, არამედ ხდება
ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის ფარგლებში
ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებისა და მოპოვების უფლების მინიჭება. არ იცვლება
აღნიშნული ლიცენზიისათვის დადგენილი გადასახადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნავთობისა და
გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვებით ან/და ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებისა და
მოპოვებით დაინტერესებული პირი გადაიხდის დღეის მდგომარეობით კანონით დადგენილ
ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის სალიცენზიო
მოსაკრებელს 22 000 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში.
კანონპროექტის მიღებით შესაძლებელი გახდება სრულიად ახალი რესურსის - ბუნებრივი
წყალბადის მოპოვება, რაც აქამდე არ განხორციელებულა არა მარტო საქართველოში არამედ
მთელს რეგიონში. ინვესტორის მიერ მოპოვებული ბუნებრივი წყალბადის მიმართ არ
მოქმედებს ნავთობისა და გაზის განაწილების ანალოგიური სქემა, შესაბამისად სახელმწიფო
არ მიიღებს მოპოვებული წყალბადიდან წილს.
გასათვალისწინებელია,
სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკის და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
დადებითი გავლენა, რასაკვირველია დამოკიდებული იქნება მოპოვებული ბუნებრივი
წყალბადის
რაოდენობაზე,
რომლის
ზუსტი
პროგნოზირება
დღეის
მდგომარეობით
შეუძლებელია, ვინაიდან არ არის მონაცემები ბუნებრივი წყალბადის მარაგებთან
დაკავშირებით. აგრეთვე, როგორც აღვნიშნეთ, ბუნებრივი წყალბადის ოპერაციებს
განახორციელებენ ნავთობკომპანიები და აუცილებლად დადგება საკითხი დამატებით ახალი
კადრების აყვანასთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ უკავშირდება ნავთობკომპანიების მიერ
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტში ან ავტონომიური
რესპუბლიკის ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის გადახდას, რაც დადებითად აისახება
შესაბამისად სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე,
ვინაიდან ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების რეგულირების შემოღება გამოიწვევს
აუცილებლობას მომზადდეს შესაბამისი კადრები, განხორციელდეს თანამშრომლების
მივლინება და სწავლება იმ კომპანიებში, რომლებიც უკვე საქმიანობენ ბუნებრივი წყალბადის
მოპოვების
სფეროში.
ვინაიდან
ბუნებრივი
წყალბადის
ოპერაციების
რეგულირებას
განახორციელებს სააგენტო, აგრეთვე მაღალი ალბათობით დადგება საკითხი დამატებით
ახალი კადრების აყვანასთან დაკავშირებით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ნავთობის და
ბუნებრივი წყალბადის ძებნის და მოპოვების სპეციფიკა და მათი განხორციელება სრულად
შეესაბამება
ერთმანეთს,
შესაბამისად
სააგენტოს
ნავთობის
დარგის
არსებული
სპეციალისტები არ საჭიროებენ ისეთი სახის სპეციალურ გადამზადებას, რომელიც
უკავშირდება ახალი პროფესიის ათვისებას, ანუ ტრეინინგების მეშვეობით შესაძლებელი
იქნება დამატებითი კვალიფიკაციის მიღება. ვინაიდან სააგენტოს ფუნქციებს ემატება
ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების ზედამხედველობა და მონიტორინგი, მონიტორინგის
განხორციელება, სავარაუდოდ, გამოიწვევს სამივლინებო ხარჯების გაზრდას. უნდა
აღინიშნოს, რომ სალიცენზიო ობიექტები განლაგებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე
და მივლინებები, როგორც წესი, ხორციელდება 1-7 დღემდე ვადით, თითო სამივლინებო
ჯგუფი შედგება მინიმუმ 3 სპეციალისტისაგან, გამოიყოფა 1 სატრანსპორტო საშუალება. არც
თუ იშვიათია პარალელურად განხორციელდეს 2-4 სამივლინებო ჯგუფების გასვლა
სალიცენზიო ფართობებზე. უნდა აღნიშნოს, რომ დღეის მდგომარეობით სააგენტო
ყოველწლიურად ახორციელებს დაახლოებით 27 სალიცენზიო ფართობის, 200 ჭაბურღილის,
15
ნავთობშემკრები
პუნქტის,
4
ნავთობის
მომზადების/შენახვის
ობიექტის,
5
გადამამუშავებელი ქარხნის და 2 გაზსადენის ზედამხედველობას და მონიტორინგს, როგორც
გეგმიურად, აგრეთვე დაუგეგმავად-შუალედურად. რაც შეეხება სამივლინებო ხარჯებს,
აღნიშული ხარჯები კანონმდებლობით არის დადგენილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე
და ვინაიდან სააგენტოს ემატება ფუნქციები ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების
რეგულირებასთან
დაკავშირებული,
აღნიშნული
რეგულაციების
შემოღება
გავლენას
იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტით სსიპ - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთვის
გათვალისწინებულ ასიგნებებზე.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ როგორც სააგენტოს, ასევე ბუნებრივი
წყალბადის ოპერაციების განმახორციელებელ ნავთობკომპანიებს შესაძლებელია მოუწიოთ
დამატებითი კადრების აყვანა, შესაბამისად სააგენტოს შეიძლება გაეზარდოს სახელფასო
ანაზღაურების ხარჯები. გარდა ამისა, როგორც სააგენტოში, ისე ნავთობკომპანიებში
დასაქმებული ახალი კადრები შეიძლება ჩართული იყვნენ დაგროვებით საპენსიო სქემაში,
რაც გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის დამატებით ხარჯებს.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ
ვალდებულებების აღებას.
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
ინვესტორს შესაძლებლობა ექნება ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის
გენერალური ლიცენზიის მოქმედების ფარგლებში განახორციელოს არა მარტო ნავთობისა და
გაზის ძებნა ძიების და მოპოვების ოპერაციები, აგრეთვე მას დამატებით მიეცემა უფლება
განახორციელოს ბუნებრივი წყალბადის ოპერაციები. შესაბამისად, ინვესტორს მეტი
მოტივაცია ეძლევა საქართველოში განახორციელოს ნავთობისა და გაზის ოპერაციები,
ვინაიდან მას გაეზრდება შემოსავალი ბუნებრივი წყალბადის რეალიზაციის შედეგად.
ვინაიდან მოპოვებული ბუნებრივი წყალბადის მიმართ არ მოქმედებს ნავთობისა და გაზის
სახელმწიფოსთან განაწილების ანალოგიური სქემა, მოპოვებული ბუნებრივი წყალბადი
სრულად გადაეცემა ინვესტორს.
სახელმწიფოს, ნავთობის ეროვნული კომპანიის სახით, ასევე ექნება შესაძლებლობა აწარმოოს
ნავთობისა და გაზის ოპერაციები (კანონის არსებული რედაქცია არ ითვალისწინებს
სახელმწიფოს მიერ ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელების მექანიზმს) ასევე
ბუნებრივი წყალბადის ოპერაციები, რის უფლებასაც ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და
მოპოვების გენერალური ლიცენზიის მფლობელებს ანიჭებთ წინამდებარე ცვლილება.
ნავთობის ეროვნული კომპანია მიიღებს შემოსავალს განხორციელებული საქმიანობიდან,
ხოლო ბიუჯეტთან მიმართებაში იმოქმედებს როგორც ჩვეულებრივი სამეურნეო სუბიექტი.
ახალი ინვესტორები, რომლებიც ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების უფლებასთან
ერთად
მოიპოვებენ
ბუნებრივი
წყალბადის
ოპერაციების
წარმოების
უფლებასაც,
ერთჯერადად გადაიხდიან სალიცენზიო მოსაკრებელს 22 000 ათასი ლარის ოდენობით.
ხოლო, ის ინვესტორები, რომლებიც ფლობენ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის
გენერალურ ლიცენზიას და დაინტერესებულები არიან წყალბადის ოპერაციების უფლების
მოპოვებით არ იქნებიან ვალდებულნი განმეორებით გადაიხადონ სალიცენზიო
მოსაკრებილი, რადგან ის გადაიხდება მხოლოდ ერთხელ.
ბუნებრივი წყალბადის მოპოვებისათვის ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის
ლიცენზიის ის მფლობელები, რომლებიც აღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში მიიღებენ
ბუნებრივი წყალბადის მოპოვების უფლებას, გადაიხდიან „ბუნებრივი რესურსებით
სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შესახებ
კანონპროექტით ბუნებრივი წყალბადისთვის დადგენილ მოსაკრებელს 1000მ3-ზე 2 ლარის
ოდენობით.
ბუნებრივი
წყალბადის
ოპერაციების
წარმოების
ხარჯების
ოდენობა
დამოკიდებული იქნება ჩასატარებელი ოპერაციების ტიპზე (მიწისზედა, ბურღვითი, უკვე
არსებული ჭაბურღილების გამოყენებით და ა.შ.).
ვინაიდან ბუნებრივი წყალბადის ოპერაციებს
განახორციელებენ
ნავთობკომპანიები,
შეიძლება დადგეს საკითხი დამატებით კადრების აყვანასთან დაკავშირებით და კომპანიებს
გაეზრდებათ სახელფასო ანაზღაურების ხარჯები. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნავთობის და
ბუნებრივი წყალბადის ძებნის და მოპოვების სპეციფიკა და მათი განხორციელება სრულად
შეესაბამება ერთმანეთს, შესაბამისად ნავთობკომპანიების არსებული სპეციალისტები არ
საჭიროებენ ისეთი სახის სპეციალურ გადამზადებას, რომელიც უკავშირდება ახალი
პროფესიის ათვისებას, ანუ ტრეინინგების მეშვეობით შესაძლებელი იქნება დამატებითი
კვალიფიკაციის მიღება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ - ნავთობისა და
გაზის სახელმწიფო სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.