„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.06.2025
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; სსიპ - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/51/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-09
ბიუროს ნომერი 54

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 213) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სასარგებლო წიაღისეულის ძირითადი სახეობებისა და მოცულობის (რაოდენობის) მიხედვით, ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად: სასარგებლო წიაღისეულის სახეობანი საწვავი და ენერგორესურსები: ა) ნავთობი ბ) გაზი ბ1) ბუნებრივი წყალბადი გ) ნახშირი დ) ტორფი და საპრობელები შავი ლითონები: ა) რკინა ბ) მანგანუმი ფერადი ლითონები: ა) სპილენძი ბ) ტყვია გ) თუთია დ) ანთიმონიტი ე) კადმიუმი ვ) ალუმინი ზ) ნიკელი თ) კალა ი) სტრონციუმი და სხვა კეთილშობილი ლითონები: ზომის ერთეული მოსაკრებლის ოდენობა ლარებში 1 ტონა 1000 მ3 1000 მ3 1 ტონა 1 ტონა 1 ტონა/1%-იანი შემცველობით 21 2 2 1 0.7 1 ტონა 1 ტონა 1 ტონა 1 ტონა/1%-იანი შემცველობით 1 ტონა 1 ტონა 1 ტონა 1 ტონა 1 ტონა 1 გრამი 255.31 37 90 0.09 0.008 0.18 800000 104 450 400 0.8 ა) ოქრო ბ) პლატინოიდები გ) ვერცხლი იშვიათი ლითონები, იშვიათი ელემენტები და იშვიათ მიწათა ელემენტები სამთო-ქიმიური ნედლეული: ა) ანდეზიტი ბ) ბარიტი გ) კალციტი დ) ბენტონიტური თიხები ე) ვერცხლისწყალი ვ) დარიშხანი ზ) გოგირდი თ) დიატომიტი და სხვა არამადნეული ნედლეული, მეტალურგიისათვის საჭირო ნედლეულის ჩათვლით: ა) დოლომიტი ბ) ცეცხლგამძლე თიხები გ) საფლუსე კირქვები დ) კვარცის ქვიშები საყალიბე და მინის წარმოებისათვის ე) მინერალური პიგმენტები ვ) ტალკი ზ) ცეოლითი თ) კაოლინი ი) ტრაქიტი კ) პეგმატიტი ლ) კირქვა კირის წარმოებისათვის მ) გრაფიტი ნ) საყალიბე-საფლუსე თიხები ო) კერამიკული თიხები პ) ბუნებრივი ცარცის ქვა ჟ) საფორმე ქვიშები რ) ლითოგრაფიული ქვა და სხვა ძვირფასი ქვები საიუველირო ნახევრად ძვირფასი ქვები (აკვამარინი, ამეთვისტო, ქრიზოლითი, მთის ბროლი და სხვა) საიუველირო-სანაკეთობო ქვები (აქატი, მალაქიტი, ნეფრიტი, სერდოლიკი, ქარვა, გიშერი, ლაზურიტი და სხვა) 1 გრამი 3 1.3 0.03 1.5 1 მ3 1 ტონა 1 ტონა 1 ტონა 1 ტონა/1%-იანი შემცველობით 1 ტონა 1 ტონა 1 ტონა 0.6 1.8 1.2 3.6 0.14 1 ტონა 1 ტონა 1 ტონა 1 ტონა 0.5 1 0.5 1.5 1 ტონა 1 ტონა 1 ტონა 1 ტონა 1 ტონა 1 ტონა 1 ტონა 1 ტონა 1 ტონა 1 ტონა 1 ტონა 1 მ3 1 მ3 1 კარატი 1 კილოგრამი 200 1 1 4.0 0.3 0.3 0.15 8 0.3 0.2 0.1 0.3 2 1 0.25 1 კილოგრამი 0.15 20 2 6 იასპი (ეშმი) საშენი მასალები: ა) საცემენტე ნედლეული (კირქვა) 1 გრამი 0.05 1 ტონა 0.28 ბ) საცემენტე ნედლეული (თიხამიწა, სპონგოლიტი) გ) თაბაშირი დ) გაჯი ე) პერლიტი ვ) ხრეში, ქვიშა ზ) სააგურე თიხები თ) მოსაპირკეთებელი და სახერხი ქვები (გრანიტი, სიენიტი, დიორიტი, გაბრო, ტეშენიტი, ბაზალტი, ტუფი, მარმარილო) ი) საღორღე ნედლეული კ) სხვა საშენი მასალები სასმელ-სამკურნალო და ჩამოსასხმელი მიწისქვეშა მინერალური წყლები, გარდა ამ პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებში აღნიშნული მინერალური წყლებისა სამკურნალო ტალახი გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლები მიწისქვეშა თერმული (თბოენერგეტიკული დანიშნულების) წყლების გამოყენება, ტემპერატურით: 40◦C−60◦C 60◦C−80◦C 80◦C−100◦C 100◦C-ზე მეტი მიწისქვეშა მტკნარი წყლები: ა) მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენება ბ) მიწისქვეშა მტკნარი წყლების სხვა სამეწარმეო მიზნით გამოყენება მყარი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და გადამუშავების ნარჩენები სამთამადნო საწარმოთა გამდიდრების კუდები 1 ტონა 0.14 1 ტონა 1 ტონა 1 ტონა 1 მ3 1 მ3 1 მ3 0.7 1.0 1.8 0.6 0.35 1.0 1 მ3 1 მ3 1 მ3 0.4 0.7 3 1 ტონა 1 მ3 1 0.04 1 მ3 0.03 0.05 0.06 0.08 1 მ3 4 0.005 1 ტონა 0.2 1 ტონა 0.18 შენიშვნა: პირის (გარდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სუბიექტებისა) მიერ პირადი ან/და არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობისათვის მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვება არ ექვემდებარება მიწისქვეშა მტკნარი წყლებისათვის დაწესებული ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდას;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: პროექტი წარმოადგენს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტს და მიზნად ისახავს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ვინაიდან სასარგებლო წიაღისეულისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით, ახალი მოსაკრებლის დადგენისას აუცილებელია შესაბამისი ცვლილება განხორციელდეს ამავე კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება ბუნებრივი წყალბადის რესურსების ეფექტიანი და რაციონალური სარგებლობა. კანონპროექტის მიღების შედეგად, ლიცენზიის მფლობელები შესაბამისი საქმიანობისათვის გადაიხდიან ცვლილებებით გათვალისწინებულ მოსაკრებელს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით დგინდება ბუნებრივი წყალბადის რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობა, რაც შეადგენს 1000 მ3 - 2 ლარს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, ვინაიდან მისი ამოქმედება დაკავშირებულია „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების ვადასთან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მიზანშეწონილია შემდეგ გარემოებათა გამო: უკანასკნელ პერიოდში, ბუნებრივი წყალბადის მოპოვებისა და გამოყენების საკითხი აქტუალურია მსოფლიოში. საქართველოში, ამ ეტაპზე, ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებისა და მოპოვების საქმიანობის განხორციელება შეუძლებელია შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირების არარსებობის გამო. ცვლილებების დროულად მიღების შემთხვევაში გააქტიურდება პოტენციალური ინვესტორების დაინტერესება ამ მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში წყალბადის რესურსების გამოყენების დროულად შესწავლის საკითხს. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ნავთობის ეროვნული კომპანიის მიერ ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების უფლების მოპოვების შესაძლებლობას, რაც საშუალებას მისცემს აღნიშნულ კომპანიას დაჩქარებულად განახორციელოს მნიშვნელოვანი პროექტები. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თუ ბუნებრივი რესურსი მოპოვებული იქნება ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოსაკრებელი მიემართება ავტონომიურ რესპუბლიკის ბიუჯეტში, ხოლო თუ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ვალდებულებების აღებას. ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, ლიცენზიის მფლობელები, რომლებიც მოიპოვებენ ბუნებრივ წყალბადს მათ მიერ განხორციელებული საქმიანობისათვის გადაიხდიან წარმოდგენილი ცვლილებებით გათვალისწინებულ მოსაკრებელს-1000 მ3-ზე 2 ლარის ოდენობით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით დგინდება მოსაკრებელი ბუნებრივი წყალბადის რესურსებით 3 სარგებლობისთვის, რომლის ოდენობა შეადგენს 1000 მ - 2 ლარს. ბუნებრივი წყალბადისთვის მოსაკრებლის ოდენობა არის ბუნებრივი გაზის მოსაკრებლის იდენტური. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.