„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.06.2025
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; სსიპ - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/51/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-09
ბიუროს ნომერი 54

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38, 15.07.2005, მუხ. 260) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1.მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ყველა ორგანოზე, რომლებიც, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, არიან დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოები, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე − გარემოს ეროვნულ სააგენტოზე, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირებას, და მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოზე, რომელიც ახორციელებს სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რეგულირებას, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე − ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოზე, რომელიც ახორციელებს ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების, ნავთობის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირებას.“. გადამუშავების, გაზის 2. 51 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ინვესტორის წილი ნავთობისა და გაზის (მათ შორის საკომპენსაციო ნავთობისა და გაზის) მოპოვების, ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილი წილის განკარგვის და ბუნებრივი წყალბადის მოპოვების რეგულირების საფასურები გადაიხდება არაუგვიანეს ყოველი კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. 5. ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობის, გაზის, ბუნებრივი წყალბადის და სასარგებლო წიაღისეულისა) სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესი განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს ნორმატიული აქტით. სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესი განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ნორმატიული აქტით, ხოლო „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებული ურთიერთობების შემთხვევაში – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ნორმატიული აქტით.“. 3. დანართის ცხრილის მე-10-ე, 23-ე - 25-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: № 10 ბუნებრივი რესურსი ზომის ერთეული რეგულირების საფასურის ოდენობა (ლარში) ნავთობი: 1 ტონა ა) ინვესტორის წილი ნავთობი (მათ შორის, საკომპენსაციო ნავთობი); ბ) სახელმწიფოს წილი ნავთობი 24,19 ბუნებრივი გაზი: 1000 მ3 ა) ინვესტორის წილი გაზი (მათ შორის, საკომპენსაციო გაზი); ბ) სახელმწიფოს წილი გაზი. 0 ბუნებრივი წყალბადის მოპოვება 1000 მ3 0 23 ნავთობისა და გაზის 1 ტონა/1000 მ3 ტრანსპორტირების საქმიანობა 2 24 გაზის (მეთანი, ეთანი, პროპანი, 1000 მ3 ბუტანი და ა. შ.) დამუშავება 2 25 ნავთობის გადამუშავება შორის, კომპაუნდირება) 1 (არაუმეტეს 2 000 000 ლარისა წლიურად) (მათ 1 ტონა მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: პროექტი წარმოადგენს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტს. კერძოდ, ვინაიდან „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შემუშავებული ცვლილებებით გათვალისწინებულია ბუნებრივი წყალბადის მოპოვების რეგულირება ნავთობისა და გაზის ბუნებრივი რესურსების სარგებლობის გენერალური ლიცენზიის ფარგლებში, დღის წესრიგში დგება რეგულირების საფასურის განსაზღვრა ბუნებრივი წყალბადის მოპოვებისათვის. ამასთან, იმის გამო, რომ საწყის ეტაპზე ბუნებრივი წყალბადის მოპოვება საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან წახალისებას/ხელშეწყობას, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ბუნებრივი წყალბადის მოპოვებისათვის რეგულირების საფასურის განსაზღვრა 0.00 ლარის ოდენობით. რეგულირების საფასური არის გადასახდელი, რომელსაც იხდიან ნავთობისა და გაზის მომპოვებელი კომპანიები და გადამამუშავებელი საწარმოები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და ოდენობით. „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის დღეს მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს რეგულირების საფასურის არსებობას ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების, გაზის დამუშავებისა და ნავთობის გადამუშავებისათვის, თუმცა რეგულირების ოდენობა განსაზღვრულია 0 ლარით. შესაბამისად, რეგულირების საფასურს არ იხდიან „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი კომპანიები. ნავთობმრეწველობაში დასაქმებული კომპანიები იყენებენ მაღალი ხარისხის ტექნოლოგიებს და ახორციელებენ პროექტებს, რომლის ღირებულება მილიონობით დოლარს შეადგენს. ნავთობის მრეწველობის განვითარებას დიდი მოგების მოტანა შეუძლია, როგორც სახელმწიფოსათვის, ასევე ნავთობკომპანიებისთვის. დარგის რეგულაცია წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის ნებას, რომ გაზარდოს სახელმწიფოს შემოსავალი და ამავე დროს მართოს რისკები, რათა თავიდან აიცილოს ადამიანების სიცოცხლის, გარემოსა და საკუთრების წინაშე არსებული საფრთხეები. მაღალკვალიფიციურ თანამშრომლებს (რომელთა დეფიციტს განიცდის აღნიშნული დარგი) უნდა გააჩნდეთ თანამედროვე მოწყობილობა და ტექნოლოგიური საშუალებები, რაც დაეხმარებათ, რომ კვალიფიციურად შეფასდეს ნავთობის მრეწველობაში არსებული რთული პროექტების განხორციელების შესაძლებლობები და საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი ლაბორატორიული და ტექნიკური საშუალებებით გაკონტროლდეს მიღებული ხარისხობრივი მაჩვენებლები. გადამამუშავებელი საწარმოების ამუშავების შემდეგ, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო) უჩნდება დამატებითი ხარჯები, რაც დაკავშირებულია მათი საქმიანობის მონიტორინგის განხორციელებასთან. ასევე დღის წესრიგში დადგება მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული ანალიზების აუცილებლობა, რაც საშუალებას მოგვცემს, სისტემატურად ვაკონტროლოთ მათ მიერ წარმოებული ნავთობპროდუქტების შესაბამისობა ქვეყანაში მოქმედ სტანდარტებთან. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ რეგულირების საფასურის ოდენობები, შესაბამისი გაანგარიშებებით, ეფუძნება რეგიონში ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში მოქმედ მოსაკრებლების ოდენობასა და სახეობებს. აღნიშნული შეთანხმებულია ქვეყანაში მოქმედ შესაბამის ლიცენზირებულ საწარმოებთან. აღნიშნული საკითხების გადასაჭრელად შემუშავდა წარმოდგენილი ცვლილების პროექტი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: დღეის მდგომარეობით, ნავთობის მოპოვებისათვის დაწესებულ რეგულირების საფასურს არ იხდიან კომპანიები, რომლებსაც ნავთობისა და გაზის მოპოვების უფლება მინიჭებული აქვს 2012 წლამდე. აღნიშნული კომპანიების მიერ საქართველოში მოპოვებული ნავთობისა და გაზის საერთო წილი შეადგენს დაახლოებით 90 %-ს. გარდა აღნიშნულისა, რეგულირების საფასურს არ იხდიან საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი კომპანიები. დღეის მდგომარეობით მიზანშეწონილია, დადგინდეს რეგულირების საფასურის ოდენობები „რეგულირების საფასურის შესახებ“ კანონით უკვე გათვალისწინებული საქმიანობებისათვის, როგორიც არის ნავთობისა და გაზის გადამუშავება და ტრანსპორტირება. ნავთობის გადამუშავება არის უწყვეტი საწარმოო ციკლით ნედლი ნავთობის გადამუშავება ნავთობპროდუქტების მიღების მიზნით, აგრეთვე შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული: ა) ნავთობპროდუქტების შერევა (კომპაუნდირება) მიღებული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის მიზნით; ბ) ნამუშევარი ნავთობპროდუქტების (ლიალური წყლის (ნავთობით დაბინძურებული წყლის) ან/და ნავთობპროდუქტების ბაკ-საცავების ნარეცხის) გადამუშავება მიღებული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის მიზნით. დღეისათვის, ძალაშია ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გაცემული ნავთობის გადამუშავების 6 ლიცენზია 5 კომპანიაზე, რომელთაგან საქმიანობას (გადამუშავება და კომპაუნდირება) ახორციელებს მცირე წლიური წარმადობის მქონე 4 კომპანია. 2024 წელს გადამუშავებულ იქნა 52 815.496 ტონა ნედლი ნავთობი. 2025 წლის ბოლომდე უნდა ამოქმედდეს ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა ყულევში (ლიცენზია გაცემულია 25 წლის ვადით), რომლის წარმადობაა 2 921 000 ტონა წელიწადში. გაზის გადამუშავება/დამუშავება არის ბუნებრივი გაზის დამუშავება ნავთობგაზპროდუქტების მიღების მიზნით. აღნიშნული საქმიანობის ლიცენზია სააგენტოს მიერ დღემდე არაა გაცემული. ტრანსპორტირების საქმიანობა (ტრანსპორტირება) არის სატრანსპორტო საშუალებით (რაც გულისხმობს არამაგისტრალურ მილსადენს ან მილსადენების ქსელს) საქართველოს ფარგლებში ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების გადაზიდვა: ნედლეულის ტრანსპორტირება საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვების ან ათვისების პუნქტიდან ქარხნამდე ან გადაზიდვის უკანასკნელ პუნქტამდე, ანდა საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის პუნქტიდან ან ქარხნიდან გადაზიდვის უკანასკნელ პუნქტამდე, აგრეთვე შესაბამისი საშუალებების მშენებლობა და ექსპლუატაცია. ტრანსპორტირების საქმიანობა არ მოიცავს სატრანზიტო (იმპორტ-ექსპორტის) საქმიანობას. ამჟამად ძალაშია ერთ კომპანიაზე გაცემული გაზის ტრანსპორტირების ორი ლიცენზია. შესაბამისად, რეგულირების საფასურის დაწესება საჭიროებს „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში. სათანადო ცვლილებას ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, ლიცენზიის მფლობელები შესაბამისი საქმიანობისათვის გადაიხდიან კანონპროექტით გათვალისწინებულ რეგულირების საფასურს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ხდება ბუნებრივი წყალბადის მოპოვებისათვის საფასურის ოდენობა განისაზღვრება - 0.00 ლარის ოდენობით. საფასურის დადგენა. ასევე, დგინდება რეგულირების საფასურის ოდენობები შემდეგი საქმიანობებისათვის: ნავთობის გადამუშავება - 1 ტონა 1 ლარი (არაუმეტეს 2 000 000 ლარისა წლიურად); ნავთობის ტრანსპორტირება - 1 ტონა 2 ლარი; ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება - 1000 მ3 2 ლარი; ბუნებრივი გაზის დამუშავება - 1000 მ3 2 ლარი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, ვინაიდან მისი ამოქმედება დაკავშირებულია „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების ვადასთან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მიზანშეწონილია შემდეგ გარემოებათა გამო: უკანასკნელ პერიოდში, ბუნებრივი წყალბადის მოპოვებისა და გამოყენების საკითხი აქტუალურია მსოფლიოში. საქართველოში, ამ ეტაპზე, ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებისა და მოპოვების საქმიანობის განხორციელება შეუძლებელია შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირების არარსებობის გამო. ცვლილებების დროულად მიღების შემთხვევაში გააქტიურდება პოტენციალური ინვესტორების დაინტერესება ამ მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში წყალბადის რესურსების გამოყენების დროულად შესწავლის საკითხს. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ნავთობის ეროვნული კომპანიის მიერ ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების უფლების მოპოვების შესაძლებლობას, რაც საშუალებას მისცემს აღნიშნულ კომპანიას დაჩქარებულად განახორციელოს მნიშვნელოვანი პროექტები. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. რესპუბლიკის ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ლიცენზიის მფლობელების მიერ ბუნებრივი გაზის, ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების, გაზის დამუშავებისა და ნავთობის გადამუშავების რეგულირების საფასურების სახით გადახდილი თანხები კანონის ძალაში შესვლიდან მიიმართება სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს საკუთარ შემოსავლებში. 2024 წლის გაზის მოპოვების მდგომარეობის და პროგნოზის მიხედვით (დაახლოებით 16 000 000 მ.3) სააგენტოს სავარაუდო შემოსავალმა უნდა შეადგინოს 160 000 ლარი. 2024 წელს გაზის ტრანსპორტირების მოცულობამ შეადგინა 10 152 ათ.მ3 (რის მიხედვითაც რეგულირების საფასური უნდა ყოფილიყო 10 152*2 = 20 304 ლარი). 2025 წლის პირველ კვარტალში გაზის ტრანსპორტირების მოცულობამ შეადგინა 948 ათ.მ3, პროგნოზი შეადგენს 3 792 ათ.მ3-ს. შესაბამისად, სააგენტოს შემოსავალმა უნდა შეადგინოს დაახლოებით 7 584 ლარი. 2024 წლის განმავლობაში ნავთობგადამამუშებელი კომპანიების მიერ გადამუშავებული იყო 52 815 ტონა ნავთობი. (რის მიხედვითაც რეგულირების საფასური უნდა ყოფილიყო 52 815*1 = 52 815 ლარი). 2025 წლის პირველ კვარტალში გადამუშავებულ იქნა 9 538 ტონა ნავთობი, პროგნოზით წლის ბოლოსთვის გადამუშავება შეადგენს 38 152 ტონას. ასევე აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მესამე კვარტალში უნდა ამუშავდეს სოფ. ყულევში მდებარე მშენებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომლის წარმადობა შეადგენს 2 921 000 ტონას წელიწადში. პირველ ეტაპზე იგეგმება დაახლოებით 200 000 ტონის გადამუშავება, ხოლო სრული სიმძლავრით ამუშავებას დასჭირდება 3-4 წელიწადი. შესაბამისად სააგენტოს შემოსავალმა 2025 წლის ბოლოსთვის უნდა შეადგინოს დაახლოებით 38 152 + 200 000 = 238 152 ლარი. ვინაიდან ბუნებრივი წყალბადის მოპოვებისათვის საფასურის ოდენობა განისაზღვრა 0.00 ლარის ოდენობით, სააგენტო არ მიიღებს შემოსავალს ამ საქმიანობის რეგულირებიდან. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ვალდებულებების აღებას. ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების, გაზის დამუშავებისა და ნავთობის გადამუშავების ლიცენზიების მფლობელები მათ მიერ განხორციელებული საქმიანობისათვის გადაიხდიან წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულ რეგულირების საფასურს, კერძოდ: ნავთობის გადამუშავება - 1 ტონა 1 ლარი (არაუმეტეს 2 000 000 ლარისა წლიურად); ნავთობის ტრანსპორტირება - 1 ტონა 2 ლარი; ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება - 1000 მ3 2 ლარი; ბუნებრივი გაზის დამუშავება - 1000 მ3 2 ლარი. აღსანიშნავია, რომ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების, გაზის დამუშავებისა და ნავთობის გადამუშავების ლიცენზიების მფლობელებთან გავლილია წინასწარი კონსულტაციები აღნიშნული ცვლილებების თაობაზე. ამასთან რეგულირების საფასურის გადახდა ბუნებრივი წყალბადის მოპოვებისათვის არ მოუწევთ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის იმ მფლობელებს, რომლებიც აღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში მიიღებენ ბუნებრივი წყალბადის მოპოვების უფლებას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: ნავთობისთვის საფასურის ოდენობა დადგენილია 2011 წელს და ეყრდნობა რეგიონში და რიგ ნავთობმომპოვებელ ქვეყნებში მოქმედ მსგავსი ტიპის მოსაკრებლების ნედლი ნავთობის ხარისხის ანალიზს. სააგენტოს მიერ გამოკვლეულ და მოძიებულ იქნა ნავთობ გადამუშავებაში რეგულირების საფასურის დღეისათვის მოქმედი განაკვეთების შესახებ. კავკასიის რეგიონში ასეთი ტიპის გადასახადი (რეგულირების საფასური) მოქმედებს აზერბაიჯანში და იგი შეადგენს 1 ტონა ნავთობზე 5 აშშ დოლარს. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ფუნქციონირებისათვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს სხვადასხვა ტიპის რეგულირების საფასურები. მაგალითად, ანგოლაში მოქმედებს ნავთობის გადამუშავების საფასური 1 ბარელ ნავთობზე 0,15 აშშ დოლარი, ნიგერიაში დაწესებულია საფასური ქარხნის განთავსების ლიცენზიის მისაღებად, რომლის საფასურიც 50,000 აშშ დოლარს შეადგენს. კალიფორნიის შტატში საფასური 1 ტონა მსუბუქ დისტილატზე შეადგენს 10 დოლარს, ავსტრალიაში იგი შეადგენს ნედლი ნავთობის ფასის 5 % და დღეისათვის მერყეობს 3,3-3,8 აშშ დოლარს შორის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ საქართველოში შესაძლებელია ნავთობგადამამუშავებელი და გაზის დამამუშავებელი ქარხნისათვის და ბუნებრივი გაზის და ნავთობის ტრანსპორტირების რეგულირების საფასური განისაზღვროს შემდეგი პრინციპით: 1000 კუბ. მეტრ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის 2 ლარი; ნავთობის ტრანსპორტირებისათვის 1 ტონაზე 2 ლარი; ნავთობის გადამუშავებისთვის 1 ტონაზე 1 ლარი (არაუმეტეს 2 000 000 ლარისა წლიურად); გაზის დამუშავებისათვის 1000 კუბ. მეტრზე - 2 ლარი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.