„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-09
ბიუროს ნომერი 54
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (3334/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 24) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-13 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობის, გაზისა და ბუნებრივი
წყალბადისა) სარგებლობის სახელმწიფო მართვა;
გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობის, გაზისა და ბუნებრივი
წყალბადისა) სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;“.
2. 57-ე მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობის, გაზისა და ბუნებრივი
წყალბადისა) სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლს საქართველოს
კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებენ
სამინისტრო, დეპარტამენტი, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირები − დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბირთვული და
რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო და სახელმწიფო ტყის მართვის ორგანო.
2. დეპარტამენტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობის, გაზისა და
ბუნებრივი წყალბადისა) სარგებლობის
სფეროში სახელმწიფო კონტროლის
განხორციელების უზრუნველსაყოფად ახორციელებს ინსპექტირებას, რომელიც მოიცავს
რეგულირების ობიექტის:
ა) გეგმურ ან არაგეგმურ შემოწმებას;
ბ) დათვალიერებას.“;
ბ) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობის, გაზისა და ბუნებრივი წყალბადისა)
სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელ
დოკუმენტებთან ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობის, გაზისა და ბუნებრივი
წყალბადისა) შესაბამისობის დადგენის, მოპოვებული ბუნებრივი რესურსების (გარდა
ნავთობის, გაზისა და ბუნებრივი წყალბადისა) და გამოყენებული იარაღებისა და
საშუალებების დათვალიერების, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების (გარდა
ნავთობის, გაზისა და ბუნებრივი წყალბადისა) გამოვლენის მიზნით დღე-ღამის ნებისმიერ
დროს დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება ბუნებრივი რესურსების (გარდა
ნავთობის, გაზისა და ბუნებრივი წყალბადისა) მოპოვების ან პირველადი გადამუშავების
ადგილებში, მათ შორის, სასაზღვრო ზოლში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან − საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან
წინასწარი შეთანხმების საფუძველზე; დეპარტამენტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებული
სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი,
შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის
დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და მასში განთავსებული ბუნებრივი
რესურსების (გარდა ნავთობის, გაზისა და ბუნებრივი წყალბადისა) საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
დოკუმენტები,
ვიზუალურად
დაათვალიეროს
სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში არსებული ნივთები და საგნები, აწარმოოს
პირადი გასინჯვა. პირის (მათ შორის, იმ პირის, რომელიც მართავს სატრანსპორტო
საშუალებას) დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფლებამოსილ
მოსამსახურეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
გამოიყენოს იძულებითი ღონისძიებები;“;
გ) მე-6 - მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. დეპარტამენტი ვალდებულია რეგულირების ობიექტის შემოწმების ან დათვალიერების
განხორციელებისას მხოლოდ იმ გონივრული ვადით და საქმიანობის მხოლოდ იმ ნაწილში
შეაჩეროს დროებით რეგულირების ობიექტის საქმიანობა (მათ შორის, მცურავი
სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი ტექნიკური საშუალების ფუნქციონირება),
რომლებიც საჭიროა მხოლოდ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა
ნავთობის, გაზისა და ბუნებრივი წყალბადისა) სარგებლობის სფეროში საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად, და დადგენილი წესით
მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების ზომები.
7. თუ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობის, გაზისა და ბუნებრივი
წყალბადისა) სარგებლობის სფეროში რეგულირების ობიექტი საქმიანობას საქართველოს
გარემოს
დაცვის
სფეროში
მოქმედი
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
სავალდებულო დოკუმენტის (აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის)
გარეშე ახორციელებს, ან რეგულირების ობიექტის საქმიანობა გარემოს მნიშვნელოვან
საფრთხეს უქმნის და მისი აღმოფხვრა სავალდებულოა, თუმცა ამის დაუყოვნებლივ
განხორციელება შეუძლებელია, ან რეგულირების ობიექტის საქმიანობამ შეიძლება
საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ანდა მტკიცებულებებს,
დეპარტამენტი
უფლებამოსილია
მიიღოს
გადაწყვეტილება
ამ
პუნქტით
გათვალისწინებული გარემოების სრულ აღმოფხვრამდე რეგულირების ობიექტისთვის
შესაბამისი ქმედების მთლიანად ან ნაწილობრივ შეზღუდვის შესახებ (საჭიროების
შემთხვევაში დალუქოს ობიექტი, დანადგარი, აგრეგატი, მოწყობილობა, ნივთი).
რეგულირების ობიექტისთვის ქმედების მთლიანად ან ნაწილობრივ შეზღუდვის შესახებ
გადაწყვეტილება ფორმდება ადმინისტრაციული მიწერილობის სახით და იგი წარედგინება
რეგულირების
ობიექტს.
მისი
შესრულება
სავალდებულოა.
ამ
პუნქტით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
მიწერილობა
შეიძლება
გასაჩივრდეს
სასამართლოში. გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. საქმიანობის შედეგად
გარემოსთვის შექმნილი მნიშვნელოვანი საფრთხის განმსაზღვრელი კრიტერიუმები
დგინდება საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
8. დეპარტამენტის მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობის,
გაზისა და ბუნებრივი წყალბადისა) სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის სხვა
მოთხოვნები და წესები განისაზღვრება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების
წესით“.
9. იმ ლაბორატორიული გაზომვებისა და ანალიზების ჩატარების ხარჯების ანაზღაურება,
რომელთა საფუძველზედაც დადასტურდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით
(გარდა ნავთობის, გაზისა და ბუნებრივი წყალბადისა) სარგებლობის სფეროში
საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით ეკისრება დამრღვევ რეგულირების ობიექტს (გარდა საბიუჯეტო
ორგანიზაციისა).“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
პროექტი წარმოადგენს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტს და მიზნად
ისახავს „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის „ნავთობისა და გაზის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან
გამომდინარე ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დათქმებს
ნავთობისა და გაზის რესურსებთან მიმართებით, აუცილებელია, იგივე დათქმა ბუნებრივი
წყალბადის თაობაზეც აისახოს აღნიშნულ კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „ნავთობისა და გაზის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ცვლილებით, ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების რეგულირება ნავთობისა და გაზის
ოპერაციების ანალოგიურად, გამოირიცხება „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებულ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს კომპეტენციისა და ამავე კანონით დადგენილ სახელმწიფო კონტროლის
სფეროდან და მოექცევა „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების
ქვეშ.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, ვინაიდან მისი ამოქმედება
დაკავშირებულია „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების ვადასთან. ამასთან, კანონპროექტი
არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მიზანშეწონილია შემდეგ გარემოებათა გამო:
უკანასკნელ პერიოდში, ბუნებრივი წყალბადის მოპოვებისა და გამოყენების საკითხი
აქტუალურია მსოფლიოში. საქართველოში, ამ ეტაპზე, ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებისა
და მოპოვების საქმიანობის განხორციელება შეუძლებელია შესაბამისი საკანონმდებლო
რეგულირების არარსებობის გამო. ცვლილებების დროულად მიღების შემთხვევაში
გააქტიურდება პოტენციალური ინვესტორების დაინტერესება ამ მიმართულებით, რაც ხელს
შეუწყობს საქართველოში წყალბადის რესურსების გამოყენების დროულად შესწავლის
საკითხს. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ნავთობის ეროვნული კომპანიის მიერ
ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში ნავთობისა და გაზის ოპერაციების
წარმოების უფლების მოპოვების შესაძლებლობას, რაც საშუალებას მისცემს აღნიშნულ
კომპანიას დაჩქარებულად განახორციელოს მნიშვნელოვანი პროექტები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების რეგულირება მთლიანად მოექცევა სსიპ - ნავთობისა და
გაზის სახელმწიფო სააგენტოს კომპეტენციაში. სააგენტოს ხარჯების დაფინანსების წყარო
იქნება სახელმწიფო ბიუჯეტით სსიპ - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთვის
გათვალისწინებულ ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
ნავთობისა და გაზის ოპერაციების ანალოგიურად ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების
ზედამხედველობა და კონტროლი მთლიანად მოექცევა სსიპ - ნავთობისა და გაზის
სახელმწიფო სააგენტოს კომპეტენციაში. სააგენტო თავის საქმიანობას განახორციელებს
არსებული ადამიანური და ფინანსური რესურსის ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ
ვალდებულებების აღებას.
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ - ნავთობისა და
გაზის სახელმწიფო სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.