„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-09
ბიუროს ნომერი 54
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 21.06.2017, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.018492) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას არ საჭიროებს ბუნებრივი წყალბადის ოპერაციებთან,
ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული საქმიანობა, რომელიც რეგულირდება
შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობით.“.
2. II დანართის:
ა) მე-2 პუნქტის 2.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.2 სასარგებლო წიაღისეულის მიწისქვეშა მოპოვება (მათ შორის, მიწისქვეშა მტკნარი წყლის
სამეწარმეო მიზნით მოპოვება), როდესაც მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა წელიწადში
100 000 მ3-ზე მეტია (გარდა ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ბუნებრივი წყალბადის
მოპოვებისა ან მიწისქვეშა წყლის პირადი მოხმარების მიზნით გამოყენებისა);“;
ბ) მე-3 პუნქტის 3.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.2. საწარმოო დანადგარი ორთქლისა და ცხელი წყლის წარმოებისათვის (გარდა ნავთობისა
და გაზის ოპერაციებთან და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციებთან დაკავშირებული
ორთქლისა და ცხელი წყლის დანადგარისა), როდესაც განაშენიანების ფართობი 0.5 ჰექტარზე
მეტია, ხოლო მათი გამომუშავება 50 მეგავატს აღემატება;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
პროექტი წარმოადგენს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტს და მიზნად
ისახავს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე
ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე, შესაბამისი ცვლილება უნდა აისახოს
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსშიც.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება ბუნებრივი წყალბადის რესურსების
ეფექტიანი და რაციონალური სარგებლობა და მისი „ნავთობისა და გაზის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან
შესაბამისობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით
დგინდება,
რომ
გარემოსდაცვით
გადაწყვეტილებას
არ
საჭიროებს ბუნებრივი წყალბადის ოპერაციებთან დაკავშირებული საქმიანობა, რომელიც
რეგულირდება შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობით.
ასევე, შესაბამისი ცვლილება შედის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-2 დანართშიც.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, ვინაიდან მისი ამოქმედება
დაკავშირებულია „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების ვადასთან. ამასთან, კანონპროექტი
არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მიზანშეწონილია შემდეგ გარემოებათა გამო:
უკანასკნელ პერიოდში, ბუნებრივი წყალბადის მოპოვებისა და გამოყენების საკითხი
აქტუალურია მსოფლიოში. საქართველოში, ამ ეტაპზე, ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებისა
და მოპოვების საქმიანობის განხორციელება შეუძლებელია შესაბამისი საკანონმდებლო
რეგულირების არარსებობის გამო. ცვლილებების დროულად მიღების შემთხვევაში
გააქტიურდება პოტენციალური ინვესტორების დაინტერესება ამ მიმართულებით, რაც ხელს
შეუწყობს საქართველოში წყალბადის რესურსების გამოყენების დროულად შესწავლის
საკითხს. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ნავთობის ეროვნული კომპანიის მიერ
ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში ნავთობისა და გაზის ოპერაციების
წარმოების უფლების მოპოვების შესაძლებლობას, რაც საშუალებას მისცემს აღნიშნულ
კომპანიას დაჩქარებულად განახორციელოს მნიშვნელოვანი პროექტები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
ინვესტორი გადაიხდის გზშ-ის მოსაკრებელს, რომელიც შეადგენს 500 ლარს და მიემართება
სახელმწიფო ბიუჯეტში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების წარმოების უფლების მქონე პირები გზშ-ს მოამზადებენ
და დასამტკიცებლად წარადგენენ ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების ეროვნული
მარეგულირებელი წესების შესაბამისად. გზშ-ს მომზადების ღირებულება დამოკიდებულია
გზშ-ს მომზადების სირთულეზე (არსებული მასალები, ინვესტორის მიერ ჩასატარებელი
სამუშაოები და სხვა) საშუალოდ იწყება 18 000 ათასი ლარიდან. გარდა ამისა სახელმწიფო
ბიუჯეტში გადაიხდება გზშ-ის მოსაკრებელი 500 ლარის ოდენობით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ - ნავთობისა და
გაზის სახელმწიფო სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.