„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-09
ბიუროს ნომერი 54
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 2291 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ელექტროენერგიით ან თბოენერგიით, გაზით, ნავთობით, ბუნებრივი წყალბადით ან
ნავთობპროდუქტებით სარგებლობის წესების დარღვევა, რასაც არსებითი ზიანი მოჰყვა, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.“;
ბ) მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია
ელექტრო-ან
თბოენერგიის,
გაზის,
ნავთობის,
ბუნებრივი
წყალბადის
ან
ნავთობპროდუქტების ობიექტის ავარია ან რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან
ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ანდა სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.“.
2. 2401 მუხლის სათაური და პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2401. ელექტრო - ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ბუნებრივი წყალბადის ან
ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა
1. ელექტრო - ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ბუნებრივი წყალბადის ან
ნავთობპროდუქტების
ობიექტის
განლაგების,
დაპროექტების,
მშენებლობის
ან
ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის
ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების
აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების
ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.“ .
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
პროექტი წარმოადგენს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტს და მიზნად
ისახავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის „ნავთობისა და გაზის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან
გამომდინარე ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება შესაძლებელია მხოლოდ
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში
მოყვანის მიზნით, აუცილებლია, ცვლილება შეტანილ იქნეს საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი
კანონპროექტით,
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსი
შესაბამისობაში მოვა „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე ცვლილებებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით დგინდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ბუნებრივი
წყალბადით სარგებლობის წესებისა და ბუნებრივი წყალბადის ობიექტის განლაგების,
დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების
დარღვევისთვის, რამაც გამოიწვია წარმოდგენილი კანონპროექტით დადგენილი შედეგები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, ვინაიდან მისი ამოქმედება
დაკავშირებულია „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების ვადასთან. ამასთან, კანონპროექტი
არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მიზანშეწონილია შემდეგ გარემოებათა გამო:
უკანასკნელ პერიოდში, ბუნებრივი წყალბადის მოპოვებისა და გამოყენების საკითხი
აქტუალურია მსოფლიოში. საქართველოში, ამ ეტაპზე, ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებისა
და მოპოვების საქმიანობის განხორციელება შეუძლებელია შესაბამისი საკანონმდებლო
რეგულირების არარსებობის გამო. ცვლილებების დროულად მიღების შემთხვევაში
გააქტიურდება პოტენციალური ინვესტორების დაინტერესება ამ მიმართულებით, რაც ხელს
შეუწყობს საქართველოში წყალბადის რესურსების გამოყენების დროულად შესწავლის
საკითხს. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ნავთობის ეროვნული კომპანიის მიერ
ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში ნავთობისა და გაზის ოპერაციების
წარმოების უფლების მოპოვების შესაძლებლობას, რაც საშუალებას მისცემს აღნიშნულ
კომპანიას დაჩქარებულად განახორციელოს მნიშვნელოვანი პროექტები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო
ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებით წესდება პასუხისმგებლობა ბუნებრივი წყალბადით სარგებლობის
წესების და ბუნებრივი წყალბადის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, რაც
დამდგარი შედეგების სიმძიმის მიხედვით გამოიწვევს დამრღვევი პირის დაჯარიმებას. ამ
შემთხვევაში, ცალსახაა გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტზე. იმის გათვალისწინებით, რომ
უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ნავთობისა და გაზის სფეროში ამ ენერგორესურსებით
სარგებლობის წესების დარღვევა, რაც პასუხისმგებლობის სახით ჯარიმის დაკისრებას
გამოიწვევდა, არ დამდგარა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჯარიმის ოდენობა დამოკიდებული
იქნება დარღვევის სიმძიმესა და მიყენებული ზიანზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებით წესდება პასუხისმგებლობა ბუნებრივი წყალბადით სარგებლობის
წესების და ბუნებრივი წყალბადის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, რაც
დამდგარი შედეგების სიმძიმიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის სახით იწვევს
თავისუფლების აღკვეთასაც. სახელმწიფოს მიერ ერთი პატიმრის შენახვის წლიური ხარჯი
2024 წელს შეადგენდა 21 604 ლარს. რაც შეეხება ჯარიმას, იმის გათვალისწინებით, რომ
უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში სააგენტოს რეგულირებას მიკუთვნებული ნავთობისა და
გაზის სფეროში ამ ენერგორესურსებით სარგებლობის წესების ან/და ობიექტზე
უსაფრთხოების წესების დარღვევა, რის შედეგადაც მოხდებოდა კონკრეტული პირების
პასუხისგებაში მიცემა, არ დაფიქსირებულა, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ჯარიმის
ოდენობა დამოკიდებული იქნება დარღვევის სიმძიმესა და მიყენებული ზიანზე. ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე ზეგავლენას იქონიებს ასევე ყველა იმ სახელმწიფო დაწესებულებების
მიერ გაწეული ხარჯი, რაც დაკავშირებულია ამ სახის ქმედების გამოვლენასთან, გამოძიებასა
და პასუხისგებაში მიცემასთან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ
ვალდებულებების აღებას.
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღებით წესდება პასუხისმგებლობა ბუნებრივი წყალბადით სარგებლობის
წესების და ბუნებრივი წყალბადის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, რაც
დამდგარი შედეგების სიმძიმის მიხედვით გამოიწვევს დამრღვევი პირის დაჯარიმებას, ან
შინაპატიმრობას, ან თავისუფლების აღკვეთას. ასევე, ბუნებრივი წყალბადის ობიექტზე
უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის ერთ-ერთ ზომად ასევე
განისაზღვრება თანამდებობის დაკავება ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა;,
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ - ნავთობისა და
გაზის სახელმწიფო სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.