„საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.06.2025
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/52/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-09
ბიუროს ნომერი 54

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საზღვაო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საზღვაო გზებისა და სანავიგაციო საშუალებების განლაგებისა და მოქმედების ზონაში წყლის სივრცისა და მიწის ნაკვეთის გამოყოფა, აგრეთვე მშენებლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოსთან შეთანხმებით. 2. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც დაარღვევენ ამ მუხლით გათვალისწინებულ წესებს, ვალდებული არიან სააგენტოს მოთხოვნით, მითითებულ ვადაში საკუთარი ხარჯებით აიღონ, გადაიტანონ ან გადააკეთონ შენობა - ნაგებობანი, რომლებიც ხელს უშლის ნაოსნობას ან/და სანავიგაციო საშუალებათა მოქმედებას. 3. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, სანავსადგურე ერთეულსა და სანაპირო ზოლში სანავიგაციო მოწყობილობებისა და საშუალებების განთავსება დასაშვებია მხოლოდ სააგენტოსთან შეთანხმებით. 4. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებს და საფასურის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 5. „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში (წყლებში), განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე ნაოსნობის ჰიდროგრაფიულ უზრუნველყოფას ახორციელებს სააგენტო საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტის შესაბამისად.“. 2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 272 მუხლი: „მუხლი 272 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიურო (შემდგომ − მოკვლევის ბიურო) ახორციელებს ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევისა და სერიოზული საზღვაო შემთხვევის სამსახურებრივ მოკვლევას (შემდგომ − მოკვლევა), რომლის მიზანია საზღვაო ტრანსპორტის სფეროს უსაფრთხოების გაუმჯობესება და შემთხვევებისა და ინციდენტების პრევენცია. მოკვლევის მიზანი არ არის საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მომხდარი შემთხვევისა და ინციდენტის დადგომისთვის პირის ბრალეულობის ან პასუხისმგებლობის დადგენა. მოკვლევა ხორციელდება სასამართლო, ადმინისტრაციული დამოუკიდებლად და მათთვის ხელის შეშლის გარეშე. და საგამოძიებო ორგანოებისგან 2. მოკვლევის ბიურო ფუნქციურად დამოუკიდებელია სააგენტოსგან, გემთმფლობელისა და სხვა პირებისგან, რომლის ინტერესები ან/და ამოცანები შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მოკვლევის ბიუროს ინტერესებს ან მისთვის დაკისრებულ ამოცანებს ან/და გავლენას ახდენდეს მის ობიექტურობაზე. 3. მოკვლევის ბიურომ, ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევისა და სერიოზული საზღვაო შემთხვევის გარდა, შეიძლება განახორციელოს ნაკლებად სერიოზული საზღვაო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევაც, რომლის დროსაც მოკვლევის ბიურო აფასებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოკვლევის ჩატარება, იღებს რა მხედველობაში მომხდარი შემთხვევის/ინციდენტის სიმძიმეს, გავლენას უსაფრთხოებაზე, გემ(ებ)ის ტიპსა და ტვირთის მახასიათებლებს. 4. მოკვლევის ბიუროს დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს: ა) დაშვების/წვდომის და მოკვლევისათვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელების უფლება საზღვაო შემთხვევის/ინციდენტის ადგილზე, აგრეთვე, ადგილზე, სადაც განთავსებულია გემის/მისი მექანიზმების ფრაგმენტები; ბ) შემთხვევაში/ინციდენტში ჩართული გემის, მისი შემადგენელი ნაწილების, აგრეთვე გემზე არსებული ან შემთხვევასთან/ინციდენტთან დაკავშირებული სხვა საგნების, რომლებიც მნიშვნელოვანია შემთხვევის/ინციდენტის მოკვლევისათვის დათვალიერების და შემოწმების უფლება; გ) საზღვაო შემთხვევის და ინციდენტის თვითმხილველების გამოკითხვის უფლება, აგრეთვე იმ პირების გამოკითხვის უფლება, რომელთაც ინციდენტთან აქვთ ან შეიძლება ჰქონდეთ რაიმე კავშირი; დ) საზღვაო შემთხვევის/ინციდენტის შედეგად დაღუპულთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნ(ებ)ის ასლების მიღების უფლება; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელების უფლება. 5. მოკვლევის ბიურო პასუხისმგებელია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საზღვაო შემთხვევის/ინციდენტის მოკვლევის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დაცვაზე. აღნიშნული ინფორმაცია დასაშვებია გამჟღავნდეს მხოლოდ საზღვაო შემთხვევის/ინციდენტის მოკვლევის მიზნით. აღნიშნული მოკვლევის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია მესამე პირისთვის ხელმისაწვდომი შეიძლება გახდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 6. საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მომხდარ იმ შემთხვევა/ინციდენტს, რომელშიც არ იკვეთება ძალიან სერიოზული ან სერიოზული საზღვაო შემთხვევის მაღალი ალბათობა, იკვლევს გემთმფლობელი და, მოთხოვნის შემთხვევაში, მოკვლევის ანგარიშს წარუდგენს მოკვლევის ბიუროს. 7. საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მომხდარი ისეთი შემთხვევის/ინციდენტის მოკვლევისას, რომელიც სხვადასხვა უწყების კომპეტენციის სფეროს შეეხება, საქართველოს მთავრობამ შეიძლება შექმნას უწყებათაშორისი კომისია. 8. შემთხვევის/ინციდენტის დადგომისას შესაბამისი შეტყობინება ეგზავნებათ ყველა არსებითად დაინტერესებულ სახელმწიფოს. მოკვლევის ბიურო ვალდებულია გააგზავნოს შეტყობინება შესაბამის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციებში მომხდარი, ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევისა და სერიოზული საზღვაო შემთხვევის შესახებ. 9. საქართველოს დროშით მცურავი გემის კაპიტნები, შკიპერები, გემთმფლობელები და სააგენტო ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ შეატყობინონ მოკვლევის ბიუროს შემთხვევის და ინციდენტის შესახებ. 10. შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოები და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მომხდარი შემთხვევისა და ინციდენტის ადგილის დაცვა და მოკვლევის ბიუროს მუშაობისთვის სათანადო პირობების შექმნა. 11. უნდა მომზადდეს მოკვლევის შესახებ ანგარიში საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მომხდარი შემთხვევის და ინციდენტის სახეობისა და მნიშვნელობისთვის განსაზღვრული, შესაბამისი ფორმით, მოკვლევის შედეგების მნიშვნელობის გათვალისწინებით. ამ ანგარიშში უნდა აისახოს მოკვლევის მიზანი. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ანგარიში შეიძლება შეიცავდეს უსაფრთხოების რეკომენდაციებს. 12. ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული უსაფრთხოების რეკომენდაციები უნდა მიეცეს სააგენტოს, აგრეთვე, რეკომენდაციების სპეციფიკიდან გამომდინარე − სხვა ორგანოს ან უწყებას. 13. მოკვლევის ბიუროს მიერ განხორციელებული მოკვლევასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 14. მოკვლევის განხორციელების წესი მტკიცდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით.“. მუხლი 2. 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ჩაითვალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის უფლებამონაცვლედ. 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები, მათ შორის დადებული გარიგებები, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამონაცვლე უწყების მიერ ახალი სამართლებრივი აქტების გამოცემამდე/ახალი გარიგებების დადებამდე. 3. კანონის გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში: ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მის სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყონ აღნიშნული სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან შერწყმა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება. ბ) შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: დღეის მდგომარეობით, საქართველოს საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ადმინისტრირება ხორციელდება ორი დამოუკიდებელი უწყების: საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, როგორც მათი დამოუკიდებელი კომპეტენციის ფარგლებში, ისე რიგი ფუნქციების კოორდინირებულად განხორციელების საფუძველზე. კერძოდ, სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური უზრუნველყოფს უსაფრთხო ნაოსნობას საქართველოს საზღვაო პასუხისმგებლობის ზონაში და ნავსადგურებში, ასევე სანაპირო ზოლში. თავის მხრივ, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო პასუხისმგებელია საზღვაო უსაფრთხოებაზე, საზღვაო ტრანსპორტის ფუნქციონირების ორგანიზაციულ-სამართლებრივ მოწესრიგებაზე და ამ სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე. აღნიშნული უწყებები კოორდინირებულად მოქმედებენ შემდეგ საკითხებში:      სსიპ - საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური ვალდებულია სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია საზღვაო გაფრთხილებების, შეტყობინების, სანავიგაციო ცვლილებებისა და სანაპირო ზოლზე მეტეოროლოგიური მდგომარეობის შესახებ; საზღვაო გზებისა და სანავიგაციო საშუალებების განლაგებისა და მოქმედების ზონაში წყლის სივრცისა და მიწის ნაკვეთის გამოყოფა და მშენებლობა ხორციელდება ორივე უწყებასთან შეთანხმებით; ორივე უწყებაა ჩართულია საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიგა წყლებში ჩაძირული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯართისა და ფერადი ლითონის ამოღების პროცესში; ორივე უწყების კომპეტენციაში შედის ნავსადგურებში და შემოსასვლელ არხში სიღრმეების კონტროლი; აკვაკულტურისთვის ზონის გამოყოფა საჭიროებს ორივე უწყების დასკვნას. შესაბამისად, საზღვაო ადმინისტრირებას ორი დამოუკიდებელი უწყება ახორციელებს, რომელთა ფუნქციები ნაწილობრივ ემთხვევა, რაც ხშირად იწვევს კოორდინაციის სირთულეებს, მონაცემთა სწრაფი და ეფექტური მიმოცვლის შეფერხებას. გარდა ზემოაღნიშნულისა, დღეის მდგომარეობით არსებობს საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის საკითხის რეგულირების საჭიროება. „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის საფუძველზე, საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივ მოკვლევას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, კერძოდ, სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიურო. შესაბამისად, საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე დეტალურად იქნას გაწერილი მოკვლევის ბიუროს უფლებამოსილება და მოქმედების არეალი ზემოაღნიშნული ინციდენტებისა და შემთხვევების მოკვლევასთან დაკავშირებით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საკანონმდებლო ცვლილებებით, სსიპ - საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური ერთიანდება სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან, რაც უზრუნველყოფს საზღვაო უსაფრთხოების უფრო ეფექტიან მართვას, ოპერაციული პროცესების გამარტივებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას. ზემოხსენებული ორი უწყების შერწყმა უზრუნველყოფს ერთიანი მართვის სისტემის უფრო მოქნილად და ეფექტიანად ფუნქციონირებას. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მოდელი ფართოდ გამოიყენება საერთაშორისო პრაქტიკაში, სადაც საზღვაო ადმინისტრაცია და ჰიდროგრაფიული სერვისები ერთიანი მმართველობის ქვეშ ოპერირებენ. ერთიანი მართვის სისტემას ვხვდებით შვედეთში, სადაც შვედეთის ჰიდროგრაფიული ოფისი შედის შვედეთის საზღვაო ადმინისტრაციის შემადგენლობაში. ამასთან, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მოქმედებს საზღვაო და ჰიდროგრაფიული ფედერალური სააგენტო. ჰიდროგრაფიული კომპონენტი მოქმედებს ესტონეთის ტრანსპორტის ადმინისტრაციაშიც. ამასთან, ჰიდროგრაფიული სამმართველო წარმოადგენს ლიეტუვის სატრანსპორტო ადმინისტრაციის წყლის ტრანსპორტის დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს. გარდა ზემოაღნიშნულისა, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით, განისაზღვრება მოკვლევის ბიუროს ვალდებულება მოკვლევის განხორციელების კუთხით, რაც მოიცავს მოკვლევის დამოუკიდებლად, ობიექტურად, სრულფასოვნად და ღიად განხორციელების მოთხოვნას. პროექტი ასევე არეგულირებს საზღვაო შემთხვევის და ინციდენტის მოკვლევისას მოკვლევის ბიუროს უფლებამოსილებებს და მოკვლევის პროცესთან დაკავშირებულ სხვა საკვანძო საკითხებს. წარმოდგენილი ცვლილებების შესაბამისად, საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მომხდარი შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევა მოკვლევის დამოუკიდებელი სახეა, რომლის მიზანსაც არ წარმოადგენს ბრალეულობის ან პასუხისმგებლობის დადგენა და ხორციელდება სასამართლოსგან დამოუკიდებლად. პროექტი საქართველოს დროშით მცურავი გემების კაპიტნებისთვის, შკიპერებისთვის, გემთმფლობელებისა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის ადგენს ვალდებულებას, რომ შემთხვევისა და ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ მოხდეს მოკვლევის ბიუროსთვის შეტყობინება. ამასთან პროექტის მიხედვით, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები და იურიდიული პირები ვალდებული არიან, უზრუნველყონ საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მომხდარი შემთხვევის ან ინციდენტის ადგილის მუშაობისთვის სათანადო პირობების შექმნა. შესაბამისად, ზემოაღნიშნული საკითხების საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე. დაცვა რეგულირება და მოკვლევის ვერ ბიუროს განხორციელდება ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: აღნიშნული ცვლილების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება უწყებრივი ოპტიმიზაცია. საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ფუნქციების ერთი უწყების ქვეშ გაერთიანება ხელს შეუწყობს სახელმწიფო ზედამხედველობის გამარტივებას და საზღვაო პასუხისმგებლობის ზონაში ნაოსნობის უსაფრთხოების ზრდას. ბიუროკრატიული პროცედურები მნიშვნელოვნად გამარტივდება, რამდენადაც ნაოსნობის უსაფრთხოებისა და სანავიგაციო მომსახურების რეგულირების პროცესში საჭირო აღარ იქნება ორ უწყებას შორის ურთიერთშეთანხმება, რაც შეამცირებს დროისა და რესურსების დანახარჯს. გარდა ამისა, ადამიანური და ტექნიკური რესურსების შერწყმა გააძლიერებს გაერთიანებული უწყების შესაძლებლობებს, რაც უზრუნველყოფს ოპერატიული რეაგირების გაუმჯობესებას და საერთაშორისო სტანდარტებთან უფრო მაღალ შესაბამისობას. ასევე, გაერთიანება შექმნის ახალ შესაძლებლობებს, მათ შორის ჰიდროგრაფიული კომპონენტის გამოყენებას შიდა სახმელეთო წყლებში უსაფრთხო გადაადგილების რეგულირებისთვის. ამასთან, პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები უზრუნველყოფს საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მომხდარ შემთხვევებთან და ინციდენტებთან დაკავშირებული საკანონმდებლო სისტემის ჩამოყალიბებას და კიდევ უფრო სრულყოფას, ასევე საზღვაო ტრანსპორტის სფეროში უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და სამომავლოდ მათ პრევენციას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითადი არსია სსიპ - საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ფუნქციების სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სტრუქტურაში გაერთიანება და მოკვლევის ბიუროს უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების განსაზღვრა საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევისას. კანონპროექტის მიხედვით, კორექტირდება საქართველოს საზღვაო კოდექსის მე-11 მუხლი, სადაც სანავიგაციო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ფუნქციების განმახორციელებელ ორგანოდ მიეთითება სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. ამასთან, საზღვაო კოდექსს ემატება 272 მუხლი, სადაც გაწერილია საზღვაო შემთხვევის სამსახურებრივი მოკვლევის განხორციელებისას მოკვლევის ბიუროს უფლებები და მოვალეობები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებული ძირითადი ცვლილებების განსახორციელებლად აუცილებელია შესაბამისი სამართლებრივი/ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონი, გარდა კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა (უწყებათა შერწყმასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება), ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ხოლო კანონის პირველი მუხლი და მე2 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები (ძირითადი დებულებები, რაც დაკავშირებულია უფლებამოსილებების განსაზღვრასთან) გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის განხილვა მიზანშეწონილია განხორციელდეს დაჩქარებული წესით, რომლის აუცილებლობა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: საზღვაო უსაფრთხოება - საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროა არ შემცირდეს კოორდინაცია საზღვაო ნავიგაციის უსაფრთხოების ამოცანის შემსრულებელ სტრუქტურასა და საზღვაო სფეროს რეგულატორ სააგენტოს შორის. აღნიშნული საკითხის დროულად დაურეგულირებლობამ, თანაც გარდამავალი პერიოდის გათვალისწინებით, შეიძლება გამოიწვიოს შეფერხებები სანავიგაციო მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების კუთხით; ინსტიტუციური ოპტიმიზაცია და ეფექტურობის ზრდა - უწყებების შერწყმა უზრუნველყოფს ერთიანი მმართველობის ჩამოყალიბებას, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს გადაწყვეტილებების მიღებას, გაზრდის ოპერატიულობას და გააუმჯობესებს რეაგირებას კრიტიკულ შემთხვევებზე; კანონის დროული ამოქმედება ასევე განპირობებული იმ გარემოებით, რომ ვინაიდან უწყებათა შერწყმა დაკავშირებულია რიგ პროცედურებთან - თანამშრომლების გადაყვანა, მატერიალური და ინფრასტრუქტურული გაერთიანება და ა.შ. გარდამავალ პერიოდში (კანონის გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში) უნდა განხორციელდეს შესაბამისი პროცედურები. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საკუთარი შემოსავლები და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკონომიკის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: საქართველოს საზღვაო პასუხისმგებლობის ზონაში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფის მიზნით, ჰიდროგრაფიული სამსახური ახდენს ისეთი მომსახურების გაწევას, როგორიცაა: საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და სანაპირო ზოლში შემოსული გემების შუქურითა და სანავიგაციო ნიშნებით მომსახურება, საზღვაო სანავიგაციო ქაღალდისა და ელექტრონული რუქების გაცემა, ფაქტობრივი ამინდის ცნობების გაცემა, ამინდის პროგნოზის ცნობების გაცემა, ბათიმეტრული მონაცემების შეგროვება და გაცემა, შელფის ბათიმეტრული დასურათება რასტრულ ფაილებში და გაცემა, გეოდეზიური მონაცემების გაცემა. აღნიშნული მომსახურების მიღების მიზნით, დაინტერესებული პირი იხდის მომსახურების საფასურს, რომელიც დადგენილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 14 ივლისის №1-1/244 ბრძანებით. ზემოაღნიშნული მომსახურების საფასური მიემართება - სსიპ ჰიდროგრაფიული სამსახურის ბიუჯეტში. წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შედეგად, მას შემდეგ რაც, მოხდება სსიპ ჰიდროგრაფიული სამსახურის სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან შერწყმა, უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფის მიზნით გაწეული მომსახურების საფასური ჩაირიცხება სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ანგარიშზე. შესაბამისად, კანონის მიღება დადებით ფინანსურ გავლენას მოახდენს სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საშემოსავლო ნაწილზე - გაზრდის კუთხით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტის მიღება ასევე გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. სსიპ - ჰიდროგრაფიული სამსახურისა და სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გაერთიანების შემდეგ, დუბლირებული სამსახურების გაუქმების შემდეგ, მოსალოდნელია დაახლოებით 11 შტატის გაუქმება. შესაბამისად, 11 პირის გათავისუფლება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე საშუალოვადიან პერიოდში, ვინაიდან მათი შრომის ანაზღაურებიდან საშემოსავლო გადასახადის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა აღარ მოხდება. მეორე მხრივ, გათავისუფლებული თანამშრომლების კომპენსაციის გაცემის შემთხვევაში, აღნიშნული თანხა დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით, რაც ასევე მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: სსიპ - საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სტრუქტურაში გაერთიანება გავლენას მოახდენს სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე (ორივე საჯარო სამართლის იურიდიული ფინანსდება საკუთარი შემოსავლებიდან). კერძოდ, შერწყმის შედეგად მოსალოდნელია ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია. დღეის მდგომარეობით, სსიპ ჰიდროგრაფიულ სამსახურში დასაქმებულია 90 თანამშრომელი (17 შტატგარეშე), ხოლო სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დასაქმებულია 170 თანამშრომელი (24 შტატგარეშე). თანამშრომელთა გარკვეული კატეგორიების გაერთიანებამ ან მათი ფუნქციების გადანაწილებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სსიპ - ჰიდროგრაფიული სამსახურის სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან შერწყმის შედეგად, გარკვეული პოზიციების გაუქმებაა მოსალოდნელი. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა გაიცეს კომპენსაცია თანამდებობიდან გათავისუფლებულ პირებზე, რაც 11 თანამშრომლის შემთხვევაში იქნება დაახლოებით 38 279 ლარი (აღნიშნული თანხა დაანგარიშებულია 1 თვის კომპენსაციიდან). ამასთან, ზემოხსენებული სააგენტოების შერწყმის შედეგად მოხდება ზოგიერთი თანამდებობის გაუქმება, მათი დუბლირების თავიდან ასაცილებლად. ხარჯების ოპტიმიზაციის შედეგად, წლიურად დაიზოგება 459 348 ლარი, რომელიც მოიცავს მხოლოდ 11 ადამიანისთვის წლიურად განკუთვნილ სახელფასო ფონდს. რაც შეეხება მოკვლევის ბიუროსთან დაკავშირებულ ცვლილებებს, ვინაიდან მოკვლევის ბიურო 2013 წლიდან ისედაც ანხორციელებს საზღვაო შემთხვევების მოკვლევას, პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების შედეგად, ხდება მხოლოდ მოკვლევის ბიუროს უფლებამოსილებების ზოგადი გაწერა საკანონმდებლო აქტის საფუძველზე. ვინაიდან მოკვლევის ბიუროს არ ემატება ახალი ვალდებულებები, აღნიშნული ცვლილებები არ გამოიწვევს დამატებით ხარჯების გამოყოფას სახელმწიფოს მხრიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება ვალდებულებების აღებას. არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგს იმ პირთათვის, რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტი. ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, ზემოხსენებული სააგენტოების შერწყმის შედეგად, შესაძლოა გარკვეული პოზიციების გაუქმება მოხდეს, მათი დუბლირების თავიდან ასაცილებლად. პოზიციის გაუქმება შესაძლოა შეეხოს დაახლოებით შემდეგ 11 დასაქმებულს: დირექტორის, ხარისხის მენეჯერის, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის, შრომის და სახანძრო უსაფრთხოების ინსპექტორის, ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსის, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის, იურისტის, შესყიდვების კოორდინატორის, მატერიალურ ტექნიკური მომმარაგებელის, საფინანსო სამმართველოს უფროსის და უფროსი ბუღალტერის პოზიციებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საჭიროა თანამდებობიდან გათავისუფლებულ პირებზე კომპენსაციის გაცემა, რაც 11 თანამშრომლის შემთხვევაში იქნება დაახლოებით 38 279 ლარი (აღნიშნული თანხა დაანგარიშებულია 1 თვის კომპენსაციიდან). ამასთან, სსიპ - სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში დასაქმებული პირები, გარდა ზემოაღნიშნული 11 პირისა, კანონის მიღების შემდეგ, სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში გაერთიანების შემდეგ, კონკურსის გარეშე იქნებიან გადაყვანილი შესაბამის პოზიციებზე. შესაბამისად, პროექტი მათზე გავლენას არ მოახდენს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ვ) კანონპროექტის ავტორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ზ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა