„აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-09
ბიუროს ნომერი 54
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე (www.matsne.gov.ge), 01.07.2020, სარეგისტრაციო კოდი: 400060000.05.001.019921)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აკვაკულტურისთვის ზონა გამოიყოფა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებსა და
დაინტერესებულ მხარეებთან გამართული კონსულტაციების საფუძველზე, საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამისი დასკვნისა
და აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭოს წინადადების გათვალისწინებით.“.
2. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საზღვაო უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია: საღუზე წერტილების, აკრძალული
რაიონებისა და გემების უსაფრთხო ნაოსნობისთვის ხელის არშეშლის თაობაზე ინფორმაცია,
აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს
შესაბამისი დასკვნა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
პროექტი წარმოადგენს „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტს და მიზნად ისახავს
„აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის „საქართველოს საზღვაო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე
ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანას.
კერძოდ, კანონპროექტის მიღების მიზანია
საზღვაო ადმინისტრაციული უწყების რეორგანიზაცია - სსიპ - საქართველოს სახელმწიფო
ჰიდროგრაფიული სამსახურის ფუნქციების სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს
სტრუქტურაში გაერთიანება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამის უწყებად სსიპ - საზღვაო
ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად დასახელებულია ასევე სსიპ - საქართველოს
სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური, აუცილებელია, ცვლილება განხორციელდეს
აღნიშნულ კანონშიც.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, უფლებამოსილ უწყებად განისაზღვრება სსიპ - საზღვაო
ტრანსპორტის სააგენტო.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის
მე-3 პუნქტში და მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში შესაბამისი დასკვნის
გამცემ უფლებამოსილ უწყებად განისაზღვრება სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს, ვინაიდან, მისი ამოქმედება
დაკავშირებულია „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონპროექტით გათვალისწინებული ძირითადი დებულებების ამოქმედების
ვადასთან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის განხილვა მიზანშეწონილია განხორციელდეს დაჩქარებული წესით, რომლის
აუცილებლობა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საზღვაო უსაფრთხოება - საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლის სტრატეგიული
მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროა არ შემცირდეს კოორდინაცია საზღვაო ნავიგაციის
უსაფრთხოების ამოცანის შემსრულებელ სტრუქტურასა და საზღვაო სფეროს რეგულატორ
სააგენტოს შორის. აღნიშნული საკითხის დროულად დაურეგულირებლობამ, თანაც
გარდამავალი პერიოდის გათვალისწინებით, შეიძლება გამოიწვიოს შეფერხებები სანავიგაციო
მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების კუთხით;
ინსტიტუციური ოპტიმიზაცია და ეფექტურობის ზრდა - უწყებების შერწყმა უზრუნველყოფს
ერთიანი
მმართველობის
ჩამოყალიბებას,
რაც
მნიშვნელოვნად
გაამარტივებს
გადაწყვეტილებების მიღებას, გაზრდის ოპერატიულობას და გააუმჯობესებს რეაგირებას
კრიტიკულ შემთხვევებზე;
კანონის დროული ამოქმედება ასევე განპირობებული იმ გარემოებით, რომ ვინაიდან
უწყებების შერწყმა დაკავშირებულია რიგ პროცედურებთან - თანამშრომლების გადაყვანა,
მატერიალური და ინფრასტრუქტურული გაერთიანება და ა.შ. გარდამავალ პერიოდში
(კანონის გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში) უნდა განხორციელდეს შესაბამისი
პროცედურები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას
სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღება
არ
ვალდებულებების წარმოშობას.
გამოიწვევს
სახელმწიფოსთვის
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს, ვინაიდან საქართველოს სახელმწიფო
ჰიდროგრაფიული სამსახურისა და სააგენტოსაგან დასკვნის მიღება არ არის დაკავშირებული
დაინტერესებული მხარისაგან შესაბამისი ხარჯების გაწევასთან.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.