„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.06.2025
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/55/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-09
ბიუროს ნომერი 54

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 113-ე მუხლის შემდგომ კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1131 მუხლი: „მუხლი 1131. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვასა და ხმელეთზე განთავსებული სანავიგაციო ნიშნების დაზიანება 1. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში განთავსებულ მცურავ სანავიგაციო ნიშნებზე, ასევე ხმელეთზე განთავსებულ სტაციონალურ სანავიგაციო ნიშნებზე, უნებართვო ასვლა/შეღწევა, რამაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოეწვია მისი დაზიანება − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარით. 2. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარით.“. 2. 1145 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1145. შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესის დარღვევა 1. შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესის დარღვევა − გამოიწვევს ფიზიკური ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართადარღვევის განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს ფიზიკური ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 3. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც არ არის რეგისტრირებული შიდა სახმელეთო წყლების სახელმწიფო რეესტრში, - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 1000 ლარით. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას -1000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 2000 ლარით. 5. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლზეც არ არის აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების სახელი და სარეგისტრაციო ნომერი, გამოიწვევს პირის გაფრთხილებას. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარით, ხოლო იურიული პირის - 200 ლარით. 7. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც შეჩერებული აქვს სახელმწიფო რეგისტრაცია, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 1000 ლარით. 8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 2000 ლარით. 9. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის წესების დარღვევა, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 1000 ლარით. 10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 2000 ლარით.“. 3. 114 16 მუხლის შემდგომ კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11417 და 11418 მუხლები: „მუხლი 11417. შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების უფლებამოსილების მქონე აღიარებული ორგანიზაციის მიერ შესაბამისი წესების დარღვევა 1. შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების უფლებამოსილების მქონე აღიარებული ორგანიზაციის მიერ ისეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომელმაც გამოიწვია ან შეეძლო გამოეწვია სატრანსპორტო საშუალების, ქონების, გარემოს ან ტვირთის დაზიანება, − გამოიწვევს აღიარებული ორგანიზაციის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. მუხლი 11418. შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტზე სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა 1. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობისას სატრანსპორტზე საშუალებებზე სახანძრო უსაფრთხოების დადგენილი წესების დარღვევა, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 1000 ლარით.“. 4. 212-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საზღვაო ტრანსპორტის ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის 44-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 112-ე−114-ე, 1143−114 18 მუხლებით, 115-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 128-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 129-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 130-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 131-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის) და 1781 მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.“. 5. კოდექსის 2121 მუხლი ამოღებულ იქნეს. 6. 239-ე მუხლის: ა) 472 ნაწილი ამოღებულ იქნეს; ბ) 473 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „473. ამ კოდექსის 44-ე მუხლის (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 113-ე, 1131-ე 1143−11418 მუხლებით, 131-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის) და 1781 მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირები.“. მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილისა, ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2023 წლის 28 ივნისს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონის მიღების ძირითადი მიზეზი გახლდათ ის, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ არეგულირებდა შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტთან დაკავშირებული საკითხებს. შესაბამისად, არსებობდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რიგი პრობლემები, რაც რისკის ქვეშ აყენებდა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შიდა სახმლეთო წყლების ტრანსპორტის ტექნიკურ მარეგულირებელ ორგანოდ განისაზღვრა სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2024 წლის 27 დეკემბერს მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის №451 დადგენილება „საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“, რის საფუძველზეც განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა/მძღოლთა უფლებამოვალეობები, სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური რეგულირების წესები და პირობები. ზემოაღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით. „საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 დეკემბრის №451 დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და ,,შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების განხორციელების უფლებამოსილების მქონე აღიარებული ორგანიზაციის აღიარებისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 25 მარტის N79 ბრძანების მიხედვით შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებს აღიარებული ორგანიზაცია, სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. შესაბამისად, შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების განხორციელების უფლებამოსილების მქონე აღიარებული ორგანიზაციის მიერ ზემოაღნიშნული ბრძანებით გათვალისწინებული წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას. აღნიშნულის გათვალისწინებით მომზადდა წინამდებარე კანონის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას ზემოაღნიშნული კანონმდებლობის დარღვევისათვის. ამასთან, მოცემული კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმის დაწესებას საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვასა და ხმელეთზე განთავსებული სანავიგაციო ნიშნების დაზიანებისათვის. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღების მიზანია, შიდა სახმელეთო წყლებთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში სანქციების სამართალდარღვევების კოდექსში ასახვა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემდგომ ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში განისაზღვრება სანქციები, შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების მიერ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში და სანქცია საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვასა და ხმელეთზე განთავსებული სანავიგაციო ნიშნების დაზიანებისათვის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტით განსაზღვრული გარკვეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საფუძველს წარმოადგენს „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული „საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 დეკემბრის №451 დადგენილება. მოცემული დადგენილებით განსაზღვრულია სატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა/მძღოლთა უფლება-მოვალეობები, სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური რეგულირების წესები და პირობები და სატრანსპორტო საშუალებების რეესტრის წარმოების ზოგადი დებულებები. წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს ზემოხსებული მოთხოვნების დარღვევისთვის ადმინისტრაციული სამართადარღვევების დაწესების საკითხს, კერძოდ დგინდება შემდეგი ადმინისტრაციული სამართალდაღვევები:    სატრანსპორტო საშუალების მართვა შიდა სახმელეთო წყლების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის, სატრანსპორტო საშუალების სახელისა და სარეგისტრაციო ნომერის აღნიშვნის გარეშე ან შეჩერებული რეგისტრაციით, რაც გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარით, ხოლო იურიდული პირის - 1000 ლარით. ზემოხსენებული სამართალდარღვევების განმეორებით ჩადენისთვის ფიზიკური პირი ჯარიმდება 1000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 2000 ლარით; შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის წესების დარღვევა, რაც გამოიწვევს ფიზიკური პირი დაჯარიმებას 500 ლარით, ხოლო იურიდული პირის - 1000 ლარით. ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისთვის ფიზიკური პირი ჯარიმდება 1000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 2000 ლარით; შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების უფლებამოსილების მქონე აღიარებული ორგანიზაციის მიერ ისეთი  მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომელმაც გამოიწვია ან შეეძლო გამოეწვია სატრანსპორტო საშუალების, ქონების, გარემოს ან ტვირთის დაზიანება, რაც გამოიწვევს აღიარებული ორგანიზაციის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობისას სატრანსპორტო საშუალებებზე სახანძრო უსაფრთხოების დადგენილი წესების დარღვევა, რაც გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 1000 ლარი. პროექტით კოდექსს ასევე დაემატა შემდეგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში განთავსებული მცურავ სანავიგაციო ნიშნებზე, ასევე ხმელეთზე განლაგებულ სტაციონალურ სანავიგაციო ნიშნებზე, პირის მიერ, უნებართვო ასვლა/შეღწევა, რამაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოეწვია მისი დაზიანება, რაც გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარით, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა - 500 ლარით. ამასთან, პროექტით განისაზღვრება, რომ ზემოხსენებული სამართალდარღვევათა ოქმებს შეადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირი. პროექტი ასევე ითვალისწინებს კოდექსის 2121 მუხლისა და 239-ე მუხლის 472 ნაწილის ამოღებას, რომლის მიხედვითაც, კოდექსის 1145 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის, ადმინისტრაციული სახდელების დადებისა და ოქმის შემდგენ პირად განისაზღვრებოდა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირი. მოცემული დებულებები ინტეგრირდა ამავე კოდექსის 212 მუხლის პირველ ნაწილსა და 239-ე მუხლის 473 ნაწილში, რითაც აღმოიფხვრა ტექნიკური უზუსტობა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი, გარდა კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილისა, ამოქმედდება 2025 წლის 1 ოქტომბრიდან, რაც დაკავშირებულია „საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 დეკემბრის №451 დადგენილებით განსაზღვრული რეგულაციების ამოქმედების ვადასთან. კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილი ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვარიდან, ვინაიდან, აღნიშნული რეგულაციის ამოქმედებამდე საჭიროა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი სუბიექტების ინფორმირება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: წარმოდგენილი კანონის ცვლილების პროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ოქმის შედგენის უფლებამოსილება წარმოადგენს სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს კომპეტენციას. შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითების დაფინანსების წყაროა სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საკუთარი შემოსავლები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან, დაწესებული ჯარიმები გადაიხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. წარმოდგენილი კანონპროექტით კოდექსის 1145 მუხლს ემატება ახალი მე-3 - მე-10 ნაწილები, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმებს შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანპორტო საშულებების მიერ უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის. ასევე კოდექსს დაემატა ახალი 11417 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების უფლებამოსილების მქონე აღიარებული ორგანიზაციის დაჯარიმებას, ისეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შემთხვევაში, რომელმაც გამოიწვია ან შეეძლო გამოეწვია სატრანსპორტო საშუალების, ქონების, გარემოს ან ტვირთის დაზიანება. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: წარმოდგენილი კანონის ცვლილების პროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ოქმის შედგენის უფლებამოსილება წარმოადგენს სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს კომპეტენციას. ვინაიდან, ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითების დაფინანსების წყაროა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საკუთარი შემოსავლები, პროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება ვალდებულებების აღებას. არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: სააგენტო უზრუნველყოფს შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციას. ყველა სატრანსპორტო საშუალება ვალდებულია გაიაროს სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაცია და ნაოსნობისას დაიცვას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნები. სატრანსპორტო საშუალებების მხრიდან, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება ჯარიმები. ამასთან ჯარიმა იქნება გათვალისწინებული შემთხვევებზე, როდესაც მცურავ და სტაციონალურ სანავიგაციო ნიშნებზე პირის მიერ უნებართვო ასვლა/შეღწევა გამოიწვევს მათ დაზიანებას. წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ფიზიკურად და იურიდიულ პირებზე. ვინაიდან, დაწესდება ახალი სამართალდარღვევის სახე და ჯარიმების ოდენობა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ეხება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას და არც მისი არსებული ოდენობის შეცვლას. წინამდებარე კანონპროექტით კოდექსს ემატება 1131 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში განთავსებული მცურავ სანავიგაციო ნიშნებზე, ასევე ხმელეთზე განლაგებულ სტაციონალურ სანავიგაციო ნიშნების დაზიანების შემთხვევაში ჯარიმის შემოღებას, კერძოდ, ფიზიკური პირისთვის ჯარიმა გათვალისწნებულია 100 ლარის ოდენობით. კანონპროექტის შესაბამისად, კოდექსის 1145 მუხლს დაემატება მე-3-მე-10 ნაწილები, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმებს ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევაში, რომელიც არ არის რეგისტრირებული შიდა სახმელეთო წყლების სახელმწიფო რეესტრში, ჯარიმები განისაზღვრება 500 ლარის ოდენობით ფიზიკური პირებისთვის, ხოლო იურიდიული პირისთვის - 1000 ლარის ოდენობით. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლზეც არ არის აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების სახელი და სარეგისტრაციო ნომერი, გამოიწვევს პირის გაფრთხილებას. ხოლო სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო იურიული პირის შემთხვევაში 200 ლარის ოდენობით. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც შეჩერებული აქვს სახელმწიფო რეგისტრაცია, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 1000 ლარის ოდენობით. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის წესების დარღვევა, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის - 1000 ლარით. შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების უფლებამოსილების მქონე აღიარებული ორგანიზაციის მიერ ისეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომელმაც გამოიწვია ან შეეძლო გამოეწვია სატრანსპორტო საშუალების, ქონების, გარემოს ან ტვირთის დაზიანება, გამოიწვევს აღიარებული ორგანიზაციის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. კანონპროექტით ასევე, კოდექსს ემატება 11418 მუხლი, სადაც განისაზღვრება შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტზე სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევასთან დაკავშირებით ჯარიმის ოდენობა. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.