„საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.06.2025
ავტორი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/56/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-09
ბიუროს ნომერი 54

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 480060000.05.001.016809) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკონსულო თანამდებობის პირად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც აკმაყოფილებს „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ, დიპლომატიური თანამდებობის პირის როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, გავლილი აქვს მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სპეციალური სასწავლო პროგრამა და მიღებული აქვს შესაბამისი სერტიფიკატი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შემუშავების საჭიროება დაკავშირებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე სტრუქტურული რეფორმის პროცესთან, რომლის დასრულების შემდგომ იცვლება სამინისტროს ინსტიტუციური მოწყობა და მიიღება სამინისტროს ახალი სტრუქტურა. აღნიშნული ცვლილების თანახმად, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი - ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული სპეციალური სასწავლო პროგრამის ორგანიზებასა და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა განპირობებულია ეფექტიანი მმართველობის განხორციელებისა და რესურსების ოპტიმიზაციის საჭიროებით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი ცვლილების მიღების შემთხვევაში, კანონიდან ამოღებული იქნება სსიპ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგ ძირითად ცვლილებას: კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულია სსიპ - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც ახორციელებდა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სპეციალური სასწავლო პროგრამის ჩატარებასა და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემას. ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული ფუნქციის შესრულებას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი კავშირში არ არის სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებით გამოწვეული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგანაც იგივე შინაარსის და მოცულობის საქმიანობას განახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რაც სრულდებოდა სსიპ-ის მიერ. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღებს იმავე რაოდენობის შემოსავალს, რასაც მიიღებდა სსიპ-ის მიერ სპეციალური სასწავლო პროგრამის ჩატარებისა და შესაბამისი სერტიფიკატს გაცემის შემთხვევაში. ამასთან, გასულ პერიოდში სპეციალური სასწავლო პროგრამის ჩატარებისა და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემის უზრუნველსაყოფად, საშემოსავლო გადასახადის სახით, სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილ იქნა 2 626 ლარი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. სპეციალურ სასწავლო პროგრამის ჩატარებას უზრუნველყოფს და შესაბამისი სერტიფიკატს გასცემს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი, რისთვისაც გამოყენებული იქნება არსებული საშტატო რესურსი და არ იგეგმება მოსამსახურეთა რიცხობრივ ზრდას. რაც შეეხება, სპეციალურ სასწავლო პროგრამის ჩატარებისა და შესაბამისი სერტიფიკატს გაცემის ხარჯებს (გასული პერიოდის საბიუჯეტო წლის გათვალისწინებით), იგი შეადგენს 16 000 ლარს. აღნიშნული ხარჯი ანაზღაურდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.