საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს პარლამენტის საქმიანობის საჯაროობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
05.06.2025
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-5277/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-09
ბიუროს ნომერი 54

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA00412507683642 05.06.2025 საქართველოს პარლამენტი საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია სათაური: საკანონმდებლო წინადადება "საქართველოს პარლამენტის საქმიანობის საჯაროობის შესახებ" შინაარსი: ვინაიდან 2025 წლის 01 ივლისიდან საქართველოს პარლამენტი იუქმებს საკუთარი რეგლამენტის დანაწესს, პარლამენტის ბიუროზე და შემდგომ - ბიუროს მიერ შერჩეულ "წამყვან" კომიტეტზე საკანონმდებლო წინადადებების განხილვის შესახებ, ---პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის თანახმად, გთავაზობთ, მიღებული იქნას კანონი "საქართველოს პარლამენტის საქმიანობის საჯაროობის შესახებ", შემდეგ გარემოებათა გამო: 2025 წლის 1 ივლისიდან საზოგადოება ვეღარ შეძლებს საქართველოს მოქალაქეების, სახელმწიფო ორგანოების (გარდა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), მუნიციპალიტეტის ორგანოების, კანონით დადგენილი წესით საქართველოში რეგისტრირებულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებების, სხვა იურიდიულ პირების მიერ პარლამენტში ინიციირებული საკანონმდებლო წინადადებების გაცნობას, ამ სეგმენტში საკანონმდებლო პროცესი გახდება ფარული, არასაჯარო, არაგამჭვირვალე, საზოგადოებისთვის ხელმიუწვდომი. შესაბამისად, გთავაზობთ, რომ მიღებული იქნას საქართველოს კანონი "საქართველოს პარლამენტის საქმიანობის საჯაროობის შესახებ", რომელიც, დაადგენს, რომ საქართველოს მოქალაქეთა და ყველა სახელმწიფო ორგანოს, ყველა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და პოლიტიკური პარტიის, ყველა იურიდიული პირის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებები განხილული იქნება პარლამენტის ბიუროზე და წამყვან კომიტეტზე. ჯერ კიდევ 2022 წელს ევროკავშირის მიერ მიღებულ დოკუმენტში COM(2022) 405 final გამოითქვა მოსაზრება, რომ "The Parliament is the legislator in Georgia, adopting legislation, including amendments, to the Constitution. It exercises democratic control and oversight over the executive branch. Not all parliamentary procedures function properly in the spirit of control and accountability" - "საქართველოს პარლამენტი არის კანონმდებელი, რომელიც იღებს კანონმდებლობას, მათ შორის, კონსტიტუციის ცვლილებებს. ის ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე დემოკრატიულ კონტროლსა და ზედამხედველობას. საკანონმდებლო ორგანოს ყველა პროცედურა არ ფუნქციონირებს სათანადოდ კონტროლის და ანგარიშვალდებულების სულისკვეთებით". წყარო: https://enlargement.ec.europa.eu/system/files/2022-06/Georgia%20opinion%20and%20Annex.pdf. ამჟამად საქართველოს პარლამენტი წარმოადგენს საპარლამენტო რესპუბლიკის უმთავრეს დემოკრატიულ ინსტიტუტს, და შესაბამისად, მას ესაჭიროება უფრო მეტი, და არა უფრო ნაკლები საჯაროობა, გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, ხალხის ინტერესების უზენაესობა, საკითხების თავისუფალი და კოლეგიური განხილვა და გადაწყვეტა. ამ მხრივ, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანო გამოირჩევა მსოფლიოში, მიუხედავად მავანთა კრიტიკული მოსაზრებებისა, - უპრეცედენტო და განსაკუთრებული გამჭვირვალებით, საჯაროობით და საკითხების საჯარო განხილვით, რაც აშკარად ამაღლებს ქვეყნის პრესტიჟს და მის მიმზიდველობას. შესაბამისად, ამ ვითარებაში, საჯაროობის ამ ტრენდის, დემოკრატიულობის ამ მიღწევის შემდგომი გაძლიერება და გაღმავებაა საჭირო, და არა მისი ცალსახა ამოძირკვა და გადაშენება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მიერ წარდგენილი არც ერთი საკანონმდებლო წინადადებება პარლამენტს არ გაუზიარებია, ხოლო სახელმწიფო ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საერთოდ არც სარგებლობენ ამ უფლებით (!) და არც არასდროს არანაირი საკანონმდებლო ინიციატივა არ წარუდგენიათ პარლამენტში, რაც აშკარად მათ წიაღში გარკვეული კონფორმიზმის თუ უინიციატივობის თუ მათი მხრიდან საკანონმდებლო ინიციატივის გამოვლენის არარსებობაზე მიუთითებს. რაც შეეხებათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ბიზნესომბუდსმენს და სხვა სახელმწიფო ორგანოებს, მათ მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებების არასაჯარო სექტორში გადატანა 2025 წლის 01 ივლისიდან - ცალსახად ნაკლებად დემოკრატიულ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს. შესაბამისად, გთავაზობთ, გაძლიერდეს და არა შესუსტდეს მთავარი საკანონმდებლო ორგანოს დემოკრატიულობა, საჯაროობა და გამჭვირვალება. პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: + ელფოსტა: