საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების: ზურაბ ვანიშვილის, ზურაბ ღლონტის, როლანდ კოჩაძის და ბესიკ ქათამაძის მიერ წარმოდგენილ „ქალაქ თბილისის წყალმომარაგების ძირითადი ქსელის დაცვის შესახებ“ (№1-2239/25; 24.03.2025) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
05.06.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-7554/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-09
ბიუროს ნომერი 54

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-7554/25 05-06-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა მოქალაქეების: ზურაბ ვანიშვილის, ზურაბ ღლონტის, როლანდ კოჩაძის და ბესიკ ქათამაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „ქალაქ თბილისის წყალმომარაგების ძირითადი ქსელის დაცვის შესახებ“ (N1-2239/25; 24.03.2025) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 4 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქეების: ზურაბ ვანიშვილის, ზურაბ ღლონტის, როლანდ კოჩაძის და ბესიკ ქათამაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ქალაქ თბილისის წყალმომარაგების ძირითადი ქსელის დაცვის შესახებ“. ავტორების მოსაზრებით, აუცილებელია საჯარო რეესტრში წყალსადენის რეგისტრაციის ვალდებულების შემოღება. გარდა ამისა, საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს წყალსადენზე ან მისი დაცვის ზონაში მშენებლობის ნებართვის გაცემაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას და ნებართვის გამცემი პირებისთვის საჯარო სამსახურში დასაქმების სამუდამო აკრძალვას. საკანონმდებლო წინადადების თანახმად, აღნიშნულ ობიექტებზე არ უნდე გავრცელდეს ამნისტია და არ უნდა მოხდეს მათი კანონიერად აღიარება. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში შეიტანება უძრავი ნივთის (მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა, მისი ერთეული, ხაზობრივი ნაგებობა) საკადასტრო მონაცემები. ასევე, საქართველოს კანონმდებლობით, დაუშვებელია სამშენებლო ნორმების დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება. რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ამნისტიას, მის ფარგლებში შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებამდე საქართველოს კანონმდებლობით აუცილებელია მკაცრი მოთხოვნების დაკმაყოფილება. თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge საქართველოს კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებულ ობიექტთან დაკავშირებით სამოქალაქო ან/და სისხლის სამართალწარმოების განხორციელებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომიტეტმა უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქეების: ზურაბ ვანიშვილის, ზურაბ ღლონტის, როლანდ კოჩაძის და ბესიკ ქათამაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ქალაქ თბილისის წყალმომარაგების ძირითადი ქსელის დაცვის შესახებ“ პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი