საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების: ზურაბ ვანიშვილის, ზურაბ ღლონტის, ბესიკ ქათამაძის და როლანდ კოჩოძის მიერ წარმოდგენილ „სამშენებლო ომბუდსმენის შესახებ“ (№1-4059/25; 08.05.2025) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-09
ბიუროს ნომერი 54
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-7555/25
05-06-2025
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა
მოქალაქეების: ზურაბ ვანიშვილის, ზურაბ ღლონტის, ბესიკ ქათამაძის და როლანდ
კოჩოძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე ,,სამშენებლო ომბუდსმენის
შესახებ“
(N1-4059/25; 08.05.2025)
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 4 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს
მოქალაქეების: ზურაბ ვანიშვილის, ზურაბ ღლონტის, ბესიკ ქათამაძის და როლანდ
კოჩოძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ,,სამშენებლო ომბუდსმენის
შესახებ“.
საკანონმდებლო წინადადების ავტორების მოსაზრებით, სამშენებლო ნებართვების
გაცემის პროცესში შეინიშნება დარღვევები. გარდა ამისა, სამშენებლო სექტორში
გასაუმჯობესებელია გამჭვირვალობა, საჭიროა უფრო მკაფიო წესების შემოღება და
შენობების ხარისხის კონტროლისა და უსაფრთხოების მექანიზმების გაუმჯობესება.
დასმული პრობლემის გადაწყვეტის გზად, ავტორები სამშენებლო ომბუდსმენის
ინსტიტუტის შექმნას და ,,სამშენებლო ომბუდსმენის შესახებ’’ კანონის მიღებას მიიჩნევენ.
საქართველოში მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის
ექსპლუატაციაში მიღების წესები დარეგულირებულია სივრცის დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო კოდექსით და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით.
ასევე, საქართველოს კანონმდებლობით, დაუშვებელია სამშენებლო ნორმების დარღვევით
აშენებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება.
რაც შეეხება სამშენებლო სექტორში ადამიანთა უფლებების დაცვას, აღნიშნული
წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებას.
შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6
პუნქტის თანახმად, კომიტეტმა უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქეების: ზურაბ
ვანიშვილის, ზურაბ ღლონტის, ბესიკ ქათამაძის და როლანდ კოჩოძის მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ,,სამშენებლო ომბუდსმენის შესახებ“.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
შოთა ბერეკაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge