საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „სასაფლაოების წყალსადენებზე დაშენების აკრძალვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებასთან შესახებ (№1-4110/25; 13.05.2025) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
05.06.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-7558/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-09
ბიუროს ნომერი 54

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-7558/25 05-06-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე "სასაფლაოების წყალსადენებზე დაშენების აკრძალვის შესახებ" (№1-4110/25; 13.05.2025) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 4 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება "სასაფლაოების წყალსადენებზე დაშენების აკრძალვის შესახებ". საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებულია სასაფლაოებისთვის საკადასტრო კოდების მინიჭება და სასაფლაოების ტერიტორიაზე მიწის ფართის გამოყოფის დაქვემდებარება წინა-სახელშეკრულებო საკადასტრო კონტროლისთვის. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად სასაფლაოების მოწყობა და მოვლა-პატრონობა შედის მუნიციპალიტეტების საკუთარ უფლებამოსილებაში. სასაფლაოებზე მიწის ფართის გაცემა დარეგულირებულია მუნიციპალიტეტების დონეზე განსაზღვრულ სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესებში. ასევე, საქართველოს მიწის ფონდი მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ შესაბამისი საკადასტრო კოდები. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომიტეტმა უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება "სასაფლაოების წყალსადენებზე დაშენების აკრძალვის შესახებ". პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge