საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ვანიშვილის და ზურაბ ღლონტის მიერ წარმოდგენილ „ხაზობრივი ნაგებობების დაცვის შესახებ“ (№1-1791/25; 10.03.2025; №1-1814/25; 10.03.2025) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
05.06.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-7544/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-09
ბიუროს ნომერი 54

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-7544/25 05-06-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა მოქალაქეების: ზურაბ ვანიშვილის და ზურაბ ღლონტის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „ხაზობრივი ნაგებობების დაცვის შესახებ“ (N1-1791/25; 10.03.2025; N1-1814/25; 10.03.2025) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 4 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქეების: ზურაბ ვანიშვილის და ზურაბ ღლონტის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ხაზობრივი ნაგებობების დაცვის შესახებ“. საკანონმდებლო წინადადების თანახმად, უნდა დადგინდეს ხაზობრივი ნაგებობების ერთიანი რეესტრის შექმნის პირობები, მათი დოკუმენტაციის წარმოების და ტექნიკური მომსახურების წესები და პირობები. ასევე ავტორების მოსაზრებით, საჭიროა მიღებულ იქნეს კანონი „ხაზობრივი ნაგებობების დაცვის შესახებ“. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში შეიტანება უძრავი ნივთის (მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა, მისი ერთეული, ხაზობრივი ნაგებობა) საკადასტრო მონაცემები. აგრეთვე, შესაბამისი კანონებით, ტექნიკური რეგლამენტებით და სამშენებლო ნორმებით და წესებით დარეგულირებულია ხაზობრივი ნაგებობების (წყალსადენების, გაზსადენების, ელექტრონული ქსელების, კანალიზაციის და სხვა ხაზობრივი ნაგებობების) დაცვის წესები და დადგენილია მათი დაცვის ზონები. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომიტეტმა უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქეების: ზურაბ ვანიშვილის და ზურაბ ღლონტის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ხაზობრივი ნაგებობების დაცვის შესახებ“ პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge