საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების: ზურაბ ვანიშვილის, ზურაბ ღლონტის და როლანდ კოჩაძის მიერ წარმოდგენილ „ლიცენზირებულ საქმიანობებში ხაზობრივი ნაგებობების გამოყენების შესახებ“ (№1-2012/25; 17.03.2025) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
05.06.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-7545/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-09
ბიუროს ნომერი 54

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-7545/25 05-06-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა მოქალაქეების: ზურაბ ვანიშვილის, ზურაბ ღლონტის და როლანდი კოჩაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „ლიცენზირებულ საქმიანობებში ხაზობრივი ნაგებობების გამოყენების შესახებ“ (N1-2012/25; 17.03.2025) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 4 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქეების: ზურაბ ვანიშვილის, ზურაბ ღლონტის და როლანდი კოჩაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ლიცენზირებულ საქმიანობებში ხაზობრივი ნაგებობების გამოყენების შესახებ“. საკანონმდებლო წინადადების თანახმად ლიცენზირებული საქმიანობის მქონე პირებმა 2027 წლის 1 იანვრამდე სავალდებულოდ უნდა დაარეგისტრირონ მათ მფლობელობაში არსებული ხაზოვანი ნაგებობები, რომელთა მეშვეობითაც ახორციელებენ ლიცენზირებად საქმიანობას. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში შეიტანება უძრავი ნივთის (მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა, მისი ერთეული, ხაზობრივი ნაგებობა) საკადასტრო მონაცემები. ასევე, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ხაზობრივი ნაგებობების მფლობელის/მოსარგებლის ვალდებულებას უზრუნველყოს მის სარგებლობაში/მფლობელობაში არსებული ხაზობრივი ნაგებობების მოთხოვნილი ფორმით აზომვა-აღრიცხვა მისი შემდგომი რეგისტრაციის/სისტემატიზაციის მიზნით. კანონმდებლობით აგრეთვე გათვალისწინებულია ხაზობრივი ნაგებობის კონფიგურაციის ცვლილების, გადატანის ან დემონტაჟის ასახვა საჯარო რეესტრის მონაცემებში. თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომიტეტმა უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქეების: ზურაბ ვანიშვილის, ზურაბ ღლონტის და როლანდი კოჩაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ლიცენზირებულ საქმიანობებში ხაზობრივი ნაგებობების გამოყენების შესახებ“. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი