საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „ლიცენზირებულ საქმიანობებში ხაზობრივი ნაგებობების გამოყენების შესახებ“ (№1-2018/25; 17.03.2025) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
05.06.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-7546/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-09
ბიუროს ნომერი 54

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-7546/25 05-06-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „ლიცენზირებულ საქმიანობებში ხაზობრივი ნაგებობების გამოყენების შესახებ“ (№1-2018/25; 17.03.2025) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 4 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ლიცენზირებულ საქმიანობებში ხაზობრივი ნაგებობების გამოყენების შესახებ“. საკანონმდებლო წინადადების თანახმად, პირმა/საწარმომ რომლის საქმიანობა მოითხოვს ლიცენზირებას და ხაზობრივი ნაგებობების ექსპლუატაციას, 2027 წლის 1 იანვრამდე უნდა უზრუნველყოს მის მფლობელობაში არსებული იმ ხაზობრივი ნაგებობების საჯარო რეგისტრაცია, რომელთა მეშვეობითაც ახორციელებს ლიცენზირებად საქმიანობას. ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში შეიტანება უძრავი ნივთის (მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა, მისი ერთეული, ხაზობრივი ნაგებობა) საკადასტრო მონაცემები. ასევე, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ხაზობრივი ნაგებობების მფლობელის/მოსარგებლის ვალდებულებას უზრუნველყოს მის სარგებლობაში/მფლობელობაში არსებული ხაზობრივი ნაგებობების მოთხოვნილი ფორმით აზომვა-აღრიცხვა მისი შემდგომი რეგისტრაციის/სისტემატიზაციის მიზნით. კანონმდებლობით აგრეთვე გათვალისწინებულია ხაზობრივი ნაგებობის კონფიგურაციის ცვლილების, გადატანის ან დემონტაჟის ასახვა საჯარო რეესტრის მონაცემებში. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომიტეტმა უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ლიცენზირებულ საქმიანობებში ხაზობრივი ნაგებობების გამოყენების შესახებ“. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge